ტელეფონზე კიტინი
(აჭარული ესკიზები-თამარ ადამია/მედეა ბოლქვაძე)
ცხოვრება ისე წევდა, რო ახლა დიდიან და პაწიანა საქმიების მოგვარება ტელეფონითაც შუუძლიათ.
ასეა ზემო აჭარაშიც. ადგილი ჰადაც ტელეფონზე გადარეკვით ან ტელეფონზე ჩართული ფეისბუქით წყდება მოყვან-მიყვანა. ჰადარი ის დრო დიდი და პაწაი რომ ირჩეოდა, უფროსებს რომ ეკითხებოდნენ უწინ ჭკვას?
დურსუნ ბაბუი ახლანდელ მოყვან-მიყვანას ვერ იწონებს, ან რაფერ მეიწონებს , 80 წელს გადამხტარი ბაბუი? როიცხა კი დრო ექნება გეერკვევა ახალგაზრდებში ჰამა ზოორში მყოფი იწყებს ჭკვის დარიგებას.
დღეს ეფეიჯა გამოთრა ქორწილში და გააბა ხებერი იებარე ახალგაზრდასთან. რომელსაც ერთ ხელში პაპიროსი და ერთ ხელში ტელეფონი უკავია და მიშტერებულია.
_ბაბუ ახლა ყური მეიტაი ასე! ებნევა დურსუნ ბაბუ.
ყეზილარი ისევ ტელეფონზეა მიშტერებული და თავს უქნევს ბაბუს გისმენო. დურსუნ ბაბუ კი აგრძელებს:
_ აგერ ბაბუ ჩემ ქალს ნანულას ხომ უყურებ?
_მერე ბაბუ? ებნევა ყაზილარი, ისე რომ თავი არ აუწევია ტელეფონიდან და არც დაინტერეებულა ნანულაით.
_მერე ბაბუ ის და ჩემი დიდ ბაბუამ მის დროს გეიკითხ -გამეიკითხა და ისე დამასახლა გვარი, ჯიში, ჯილაგი, რაფერი ყავდა და რაის გამკეთებლები იყვნ. ახლანდელები მაგას რაფერ აგნებთ? საქმეში ვინმეს რომ არ აყენებთ? დაადებთ თავს და მოგყავან, მიგყავან?
ნანული ბებიაც იგზეა, ესმის ხებერი, ნამსხვანში ვერ ეტევა და ჩეერევა: გაჩერდი ერთი დურსუნ ჩვენი დრო წევდა, ტყუილაი ლაპარიკობ რაცხა, ახალებმა ყველამფერი იციან!
_ყველამფერი ჰაიდან იციან გო, ტელეფონში კიტინით ქალი მეიყვანება? ყველამფერი კი არა ჩემი ფეხები იციან!
აჭარული დიალექტის ლესიკონს მოგვიანებით მოგაწვდით.
ამბავი მანქანის საბარგულზე
(თამარ ადამია ,,ა ჭ ა რ უ ლ ი ე ს კ ი ზ ე ბ ი“ 2015 )
აი, რანა გითხრა ციცა, კარგა მომისმინე: ჩვენებური ,,აჭკი“ ზებურაი ღამეში მიდიოდა სოფელში, ფარა არ ქონდა და მანქანას უცდიდა_ იქნებ ვინმემ გამეიაროს, გიმიჩეროს და წიმიყვანოსაო.
გამეიარა სატვირტო მანქანამ, მძღოლს შეეცოდვა მგზავრი და გუუჩერა. ევდა ზებურაი მანქანის საბარგულზე, იქ კი შუა კუბო იდვა და დაჯდა კუბოზე, ჰაცხა რას ზალა შორს მიდიოდა, მალე ღამემ წვიმა და მეხი დუუშა ზებურას თავზე, რომ არ დასველებულიყო, კუბოს თავი მოხადა და შიან ჩაწვა.
ამასობაში მძღოლმა გზაზე სხვა მგზავრებიც ეიყვანა, ევდნენ მგზავრები და საბარგულზე კუბო რომ დეინახეს, იფიქრეს კდარიაო და ყური წუუგდეს _ აქაოდა, კდარი მიყავთ და პატივი ვეცეთო. კუბოში გაბაგინებულ ზებურას გეეღვიძა, იფიქრა ნეტაი წვიმამ თუ გედეიღოო? ცოტაზე გადააჩოჩვა კუბოს თავი, გამოყო ხელი და გაიქნ-გამოიქნია.
ეს რომ მგზავრებმა დეინახეს, იქ ამბები მოხდააა, ხალხი ზებურას შიშისაგან საბარგულიდან უხტებოდა.

აჭარული დიალექტის განმარტება:
რანა- რა
ფარა-ფული
ევდა-ავიდა
ჰაცხა რას ძალა-ძალიან შორს
შიან -შიგნით
კდარი-გარდაცვლილი
გაბაგინებულ-გაწოლილ
გადააჩოჩვა- გადააცოცა
სულხანის წითელი საწერ-კალამი
რანა- რა
ფარა-ფული
ევდა-ავიდა
ჰაცხა რას ძალა-ძალიან შორს
შიან -შიგნით
კდარი-გარდაცვლილი
გაბაგინებულ-გაწოლილ
გადააჩოჩვა- გადააცოცა
სულხანი და სკოლა
(თამარ ადამია ,, აჭარული ესკიზები“ თუ ვინმეს გეცნობათ სულხანი არ დამაბეზღოთ მასთან )
სულხანის და-ძმები
ჩვენი ბაღვი სულხანი სკოლაში რომ წეიყვანეს, კლასში რომ შევდა კუთხეში მარტო მიჯდა და არავინ წეიკარა, ბაღვები რომ წეეკარებოდნენ, ჩქარა ეიბურდავდა თმებს, დააბრიალებდა თვალებს და ბაღვებიც შიშით გარბოდნენ.
შეწუხდა მასწავლებელი და უსაყვედურა: _ სულხან რატომ არ თამაშობ თანატოლებთან? ესენი ხომ შენი და-ძმებიაო?
_ რათ მინდა ამდენი და-ძმა? -რათნა ვქნა?-იკითხა გაკვირვებულმა ბაღვმა და ისევ მიჯდა კუთხეში.
შეწუხდა მასწავლებელი და უსაყვედურა: _ სულხან რატომ არ თამაშობ თანატოლებთან? ესენი ხომ შენი და-ძმებიაო?
_ რათ მინდა ამდენი და-ძმა? -რათნა ვქნა?-იკითხა გაკვირვებულმა ბაღვმა და ისევ მიჯდა კუთხეში.
აჭარული დიალექტის განმარტება :
ბაღვი-ბავშვი
წეიკარა- მიიკარა
რათნა ვქნა? -რად უნდა დამჭირდესო?
ბაღვი-ბავშვი
წეიკარა- მიიკარა
რათნა ვქნა? -რად უნდა დამჭირდესო?
სულხანის წითელი საწერ-კალამი
_ ჩვენი ბაღვი სულხანი პირველ კლასში რომ წეიყვანეს, რას ზალა მოეწონა მასწავლებლის წითელი საწერ-კალამი. სკოლიდან სახლში რომ დაბრუნდა, მამას მივარდა: _ მამა, მამა წითელი პასტები მიყიდონაო!
მეორე დღეს მამამაც მუუტანა ბაღვს წითელი პასტები. სულხანს რას ზალა გუუხარდა და ყველა სკოლაში წეიღო.
მასწავლებელმა სულხანს წითელი პასტები რომ დუუნახა, სთხოვა: _ სულხან წითელი პასტები რომ გაქვს ერთი მათხოვეო!
სულხანმა უხალისოდ ამოიღო პასტები, ერთი გუუწოდა მასწავლებელს და თან წამეიძახა: _ ბევრი არ წერო, მასწალებელო დამელევაო!
მასწავლებელმა წყრომით კითხა: _ სუხი, რად გინდა ამდენი წითელი პასტა? მაცალე რვეულების გასწორებაო!
_ რათ მინდა? რათ მინდა და ჩხაპნონა. უპასუხა დასმულ კითხვას და მასწავლებლის თითებში მოქცეულ წითელ პასტას მიაჩერდა.

რას ზალა- ძალიან
ჩხაპნონა- უნდა ჩხაპნო
ჩხაპნონა- უნდა ჩხაპნო
მზიდველი
ბაღვს ძალიან გუუჭირდა სკოლაში სიარული და დილით ძალათი მიყავდათ. გზად მასწავლებელს დუუნახია და უძახის სულხანის დედას: _ ნარგიზ სულხანს ნემსი და ძაფი გამოატანე წინდა გამერღვა და უნდა მოვკეროო!
_ თუ გინდა წეიღე! მნახა მზიდველი! - მიაზახა გამწყრალმა სულხანმა მასწავლებელს და ისევ ტკიპასავით მიეკრო დედას.
_ თუ გინდა წეიღე! მნახა მზიდველი! - მიაზახა გამწყრალმა სულხანმა მასწავლებელს და ისევ ტკიპასავით მიეკრო დედას.
უზრდელობა
ერთ დღეს სულხანიმ რაცხა იმფერი სიტყვა გეიგონა და მასწავლებელს მივარდა: _ აი, ი ბაღვმა უზრდელობა თქვაო!
წამოხტა ბაღვი და წამოიძახა: _ არა, მასწ. არ მითქმიაო! როის გითხარი ! გადასზახა გაბრაზებულმა სულხანს.
_ აჰა, კიდევაც მეიტყვილა. _ კი, კი, თქვი -აგრძელებს სულხანი.
_ გითხრა მასწ? და აგრძელებს სულხანი _ ყ-დან იწყება.
_ არ გრცხვენია სულხან , ახლა შენ მე უნდა მითხრა უზრდელობა? მგონი შენ უფრო დააშავებ თუ მეტყვი.
შერცხვა სულხანს თქმა და ჩაიბუტბუტა:
_ თლათ იმფერი კი არა ...ი-ზე მთავრდებაო.

ზალიან ვიხალისე ქალბატონო თამარ წარმატებებს გისურვებთ
ОтветитьУдалить