2015 წლის 7-12 აგვისტო ტობავარჩხილის საფეხმავლო ტური ეგრისის მთაზე (სამეგრელო სვანეთის საზღვართან)
ოცნება რომელიც ავისრულე
ჯგუფში ყველაზე უფროსი მე ვარ
უკან მოჩანს მწვერვალი ცაშკიბული (ცის კიბე) დღეს იქ მივდივართ
ცაშკიბულთან, უღელტეხილი გადმოვიარეთ. მწერები საშინლად იკბინებიან
ცაშკიბულითან (ცის კიბესთან ) წყალიკრეფიებიც ყვავიან.
ცნობილი ფოტოგრაფი ბატონი რომან თოლორდავა . ბატონი რომანის ფოტოებმა კიდევ უფრო გადამაწყვეტინა ერთხელ მაინც მენახა მთელი ჩემი ცოვრების ნატვრა ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) ფოტოხელოვანს შემთხვევით ცაშკიბულის ტობავარჩხილთან შევხვდი.
ბატონ რომანს ახლდა ჩემი თანასოფლელი , ჩემი მასწავლებლების შვილი, საყვარელი დამრიგებლის მალინა მასწავლებლის ძმა სოფლის საამაყო ადამიანი-დოქტორი და ბიზნესმენი ბატონი გუჯა გვილავა (სხვათაშორის იქ გავიცანი იქამდე არ ვიცნობდი)
ცაშკიბულის ტობა-აქ მეორე ღამე გავათიეთ.
მივიწევთ მეორე ტობავარჩხილისკენ.
9 აგვისტო 2015 უკან ცაშკიბული მოჩანს. დღეს გადავალთ უღელტეხილზე. ცაშკიბული სამეგრელოდან, ჩემი სოფლიდანაც მოჩანს.
მეორე ტობას გზაზე.
დიდი ტობავარჩხილის ნახვა თუ გინდათ ეს გზა უნდა აიაროთ.
გადავედით ცაშკიბულის უღელტეხილზე ზღვის დონიდან 3100 მეტრზე. უღელტეხილს თოვლიანი მონაკვეთი ორივე მხარეს ესაზღვრება და სისხლისმსმელი ბუზების შემოტევას ვიგერიებთ.მარიამს ამ მონაკვეთის გავლა გაუჭირდა. მე ვჯობივარ სტუდენტებს სიარულში.
ძროხა 2600 მეტრზე ისვენებს
ჩვენი ჯგუფის ლიდერი- ნოდარი , რუკების დახმარებით გვატარებდა და მშვიდობაიანად ჩამოგვიყვანა.
დიდი ტობა
სოფელ მუხურიდან მეორე ,, კარემდე " მწყემსების სადგომამდე ,,ურალით" ვიმგზავრეთ, მადლობა სეუს გოგო-ბიჭებს თორემ 35 კილომეტრი ფეხით უნდა გვევლო.
ფოტო უღელტეხილიდან
გზა ტობამდე
ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი (წითელი მთის ვერცხლის ტბა)
მიგარიის მთის კალთაზე დავბანაკდით, აქ ერთნაირი ჭკუის ხალხია შეკრებილი
ზოგიერთებს ღამე კარვები დაენგრათ, დილით თავზე ეფარათ რომ გაიღვიძეს.
საქართველოს დროშა და სიმღერა: ჩემი საქართველო აქ არის...
ტობასთან ვიღაცეების დაყრილი ნაგავი მოვაგროვეთ და ვატარეთ 10 კილომეტრი. ტურისტებო აქაურობა თუ უნდა დაანაგვიანოთ რა გინდა აქ, სადაც ხარ იქ იკმარეთ ნაგავი!
ტობას წყალი ძალიან ცივია, მყინვარის ნადნობი წყალია, ბანაობას არავის ვურჩევ, მომყავს ლეგენდებიც, რომელიც ტობაში ბანაობის შემდეგ დაავადებულ პერსონაჟებზე მოგვითხრობს, თუმცა ვინ დამიჯერა? იბანავეს და რუჯიც მიიღეს.
ჭითაგვალა (წითელი მთა) ამიტომ ქვია ამ დიდ ტბას ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი (წითელი მთის ვერცხლის ტბა), დღის ზოგიერთ მონაკვეთში მთა წითელი ფერია
დიდი ტობა
ბუსუსა ყვავილები
ვიდრე სამოგზაუროდ გაემართებით მთებში, 2-3 დღე სვით ბორჯომი ან სოდიან წყალი, აქ მოგზაურობისას უმეტესობას ჰერპესი უჩნდება, დღე მზე უმოწყალოდ აცხუნებს, ღამე ზამთარვით ცივა, კლიმატის მკვეთრი ცვალებადობა იმუნიტეტს ასუსტებს, თუ სოდიან წყალს მიიღებთ ჰერპესის ვირუსს შეასუსტებთ და მოგზაურობას არ გაგიმწარებთ, მე ვერ გადავურჩი და ბოლო დღეს ტუჩზე ერთდროულად 7 ჰერპესის კერა გამიჩნდა. ამიტომ თბილისში ჩასული 10 დღე სახილიდან არ გამოვსულვარ და ვმკურნალობდი.
ასე თენდება კავკასიონზე, 3100 მეტრიდან ვუყურებ მზის ამოსვლას, (არავინ გამომყვა ტობას ტბასთან კარვებში სძინავთ). სრული სიწყნარეა მხოლოდ არწივების ყაშყაში ისმის
დღეს დავემშვიდობეთ ტობას და მაგანას ხეობით სოფელ სქურისკენ ( კურორი სქური) მივდივართ. დაღმასვლა უფრო გაგვიჭირდა
მაგანას ხეობა
ჩანჩქერი მაგანა, რომელიც დიდი ტობავარჩხილიდან გამოედინება, პატარა ცასკიბულის ტობავარჩხილიდან გამოედინება ხობისწყალი . ხობისწყლის ხეობაში ვნახეთ ლუგელას წყარო, კალცის წყარო.
ულამაზესი ხეობა
სტუმრად მწყემსებთან 10 აგვისტო , მდინარე მაგანას ხეობა, ამ ლოდის ქვეშ ცხოვრობენ ჩვენი მასპინძლები, უიშვიათესი სუფრა გაგვიშალეს ტაბლაზე. დიდი მადლობა მათ, სქურამდე სული მივიტანეთ. (სანოვაგე შემოგვაკლდა)
მაგანას ხეობა ფართოფოთლოვანი ტყითაა დაფარული და წყავიც იზრდება ბოლო დღეს სქურამდე წყავმაც დაგვანაყრა.
მე კი დავიკელი წონაში მაგრამ მარიამს ვერ ვატყობ დაკლებას.
მდინარე მაგანა. გზა სოფელ სქურისკენ , გზად ,,ქუაქანცალიას" ჩავუარეთ მაგრამ ვერ მოვასწარით ნახვა, დაგვაღამდა. ბოლო ღამე სქურში ღია ფუნდუკის მაგიდებზე გავათიეთ. კოღოებმა ჩემი თნამგზავრები დაკბინეს, მე არა. სხვათაშორის არც სამეგრელოს კოღოები არ მკბენენ, არც აჭარის. იმ საღამოს კარვის გაშლის თავი არავის ქონდა. არც კარვის ადგილი არ იყო, სქური კარვებით იყო მოფენილი, ტურისტები ტობავარჩხილისკენ ამ გზით ადიან და ჩამოდიან, თუმცა ჩვენ მუხურიდან ავედით.
.
მაგანას ხეობაში ბილიკზე ფეხი დამიცდა და სადღაც ბალახებში გადავფრინდი ზურგჩანთით. ამომიყვანეს, მოტეხილობის გარეშე, ცოტა გამიჭირდა იმ დღეს სიარული. მაგრამ ღამე მუხლი დამისივდა და კარვიდან
ფორთხვით გამოვედი, მოვაგროვე სამკურნალო ბალახები- ასფურცელა და გვირილა. ბედად გადაგდებას გადარჩენილ ყავის მადუღარაში მოვხარშე და გავიკეთე საფენი. იმ დღეს დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე ვიარე სქურამდე, ისე რომ არავის გაუგია ჩემი მუხლის ამბავი.
მაგანას ხეობა ბილიკი სქურის გზაზე.
მეორე ,,კარე" მწყემსების სადგომი, ეს გზა პირველ დღეს გავიარეთ.
როგორ მიყვარს ეს ყვავილები, კურორტ ლებარდეშიც იზრდებოდა. წალკაშიც აღმოვაჩინე და იქაურებს ვეხვეწებოდი ეზოს რომ მოთიბავთ არ მოჭრათ ჩემი ყვავილებიათქო.
შესვენება ნაკადულთან
ისეთი მძიმეა ჩემი ჩანთა ვფიქრობ შევამსუბუქო, კოვზი მოვისროლო თუ ყავის მადუღარა? ვეხვეწები თანაგუნდელებს დროზე მიირთვან კონსერვები, ვიდრე სათითაოდ მომისროლია მიგარიის მთიდან.
პირველი დრე - ჯერ შორია ტობამდე
პირველ დღეს ცაშკიბულის წვერი დავინახეთ.
ამ ფოტოზე უფრო კარგად მოჩანს ცასკიბულის წვერო
ნაკადული ჩვენს კარავთან ახლოს.
დილის გასეირნება. დღეს დიდი დღეა, ცაშკიბულისკენ მივდივართ, ერთი დღის სავალზეა. ჩვენს უკან კი მოჩანს მაგრამ 3100 მეტრზე მდებარე უღელტეხილი უნდა გადავლახოთ. გზად მოცვი ხარობს, მწიფეა.
უღელტეხილი 3100 მეტრზე თოვლის საფარი და მალე გამოჩნდება დიდი ტობა
ცაშკიბულის ტობა
ცაშკიბული
აქედან მოჩანდ ლებარდის მთები. ორი დღის სავალზეაო.
დავიღალე
ცაშკიბულთან
ჩვენი კარავი, 4 ადამიანს გვეძინა . თუ არ გინდათ ღამე გაიყინოთ ჩემსავით, წაიღეთ საძილე ტომრები, რომელსაც აწერია მინუს 6 მაინც, მე დამეზარა დიდი საძინებლის წაღება და წავირე თხელი საზილე ტომარა, ამიტომ რაც კი რამე მქონდა ღამე ზედ მეცვა, მაგრამ მაინც გავიყინე.
დიდი ტობა 9 აგვისტო
ცაშკიბულიდან ნისლი ჩამოდის
დიდი ტობა ფოტო უღელტეხილიდან
თამარ ადამია მარიამ ინჯგია
ღამე ტობაზე
წყალიკრეფიები ცაშკიბულთან
ცაშკიბული ( ცის კიბე)
ჩემთვის ურთულესი ტური აღმოჩნდა, მაგრამ ტობავარჩხილი იმაზე მშვენიერია ვიდრე ფოტოებზე ჩანს და ღირს ამ გზებზე წამებით სიარული.
თქვენი არ ვიცი მაგარამ მე კიდევ წავალ!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий