ტური მარტვილი-ლებარდე-ლებარდის ტობავარჩხილი- 2020 15-16 აგვისტო.
ბავშვობაში დედა მიყვებოდა ლებარდის ტობავარჩხილის ბილიკებზე დანახულ სილამაზეზე: ტობას ფერებზე, უზარმაზარ მთებზე, ფერად ყვავილებზე... მეც ძალიან მინდოდა მენახა, მაგრამ ყოველთვის პატარად მთვლიდნენ და არ მიშვებდნენ. დიდი ხნის შემდეგ დავლაშქრე ლებარდის ტობავარჩხილიც. ავისრულე ბავშვობის დიდი ოცნება ახლა კი ფოტოებით უნდა გამოგზაუროთ ლებარდეში, აბა გამომყევით!
დაღლი, მაგრამ ბედნიერი ლებარდის ტობასთან ზ. დ. 2300 მეტრზე
ეს ჩემი კარავია.
ასე გამოიყურებოდა ჩვენი ტურისტული ბანაკი, მადლობა აკო ნაჭყებიას და მის მეგობრებს ამ ტურისთვის. განსაკუთრებული მადლობა ურალის მძღოლს ფრიდონ გოგუას, დღეც კარგად გვატარა და ღამეც.
ეს ჩვენი უარალია. ურალით ძირითადად ხის მორები გადააქვთ. მაგრამ დღეს ჩვენც გადაგვიყვანა, კომფორტულად ვიმგზავრეთ და თან გავირუჯეთ. მძროლმა გვითხრა ერთი ორჯერ დამავიწყდა ხალხი რომ გადამყავდა, ისევ ხის მორები მედო მეგონაო.
ამ კლდის პროფილს სტალინის სახელით იცნობენ.
ტურის მონაწილე გოგონებმა ურალის კაბინის თავზე მოიკალათეს და მთელი გზა ასე იმგზავრეს.
ეს ლებარდეა, ამ ადგილს ჩემს ბავშვობაში ფინური ტიპის კოტეჯები ამშვენებდა.
ბავშვობაში ამ ფერდობზე ვთამაშობდით. მაშინ გაცილებით მეტი ნაძვი და ფიჭვი ხარობდა.
15 აგვისტოს როცა ლებარდეში დავბანაკდით, ტურის მონაწილეები მაღლა სალაშქროდ დავპატიჟე, 20 წლის წინანდელი ნაცნობი მწყემსები მინდოდა მენახა. სხვათასორის 2000 წელს ჩემს შვილებთან და მეზობლებთან ერთად ვსტუმრობდი მათ და დღესაც გვახსოვს იქაური სულუგუნის და მაწვნის გემო. ჩემი შვილები მაშინ 12 და 8 წლის იყვნენ.
იქ ფოტოზე ღრუბლები სადაც იწყება, ყოველთვის იდო ჩახერგილი თოვლი, ახლა გლობალურმა დათბობამ დაადნო. ლებარდეში ხარობს მცენარე დანდური, მწყემსები ძროხის ბალახს უწოდებენ.ძროხა ამ ბალახს მაშინ კადრულობს, როცა ქორფა ბალახი მოილევა.
ამ ყვავილის სახელი არ ვიცი, ბავშვობას მახსენებს.
ლებარდე მაღლიდან.
ლებარდის ყვავილები
ვუახლოვდებით ადგილს, სადაც ზაფხულის ნებისმიერ თვეს თოვლი იდო და თოვლის გამოქვაბულიდან ნაკადული გამოდიოდა.
რაც უფრო მაღლა მივიწევთ მრავლადაა ფერადი ყვავილები. ეს მოთეთრო-მოცისფრო ყვავილი წალკაშიც ხარობს, ჩემს ეზოში მტიბავებს არ ვაჭრევინებდი, მიყვარს ჩემი ლებარდის ყვავილიათქო.
ტურის მონაწილე გოგონებმა ურალის კაბინის თავზე მოიკალათეს და მთელი გზა ასე იმგზავრეს.
ეს ლებარდის პეიზაჟია, მჟავე წყლის მიმდებარედ. ხვალ ამ ხეობით ტობასკენ უნდა ვილაშქროთ. აქ ამ ხეობაში იყო დიდი ფარდული, სადაც ლოტოს თამაშობდნენ, წამყვანს სახელად დრიმი ერქვა. ახლაც მახსოვს მისი ხმა: -როვნო პიატ! როვნო დესიტ! მონაწილეები კი საყვედურობდნენ: - დუფაჩე დრიმი, დუფაჩე ...მუთუნ ვეშმურს... (აურიეო,არაფერი არ ამოდისო... )
ეს ლებარდეა, ამ ადგილს ჩემს ბავშვობაში ფინური ტიპის კოტეჯები ამშვენებდა.
ბავშვობაში ამ ფერდობზე ვთამაშობდით. მაშინ გაცილებით მეტი ნაძვი და ფიჭვი ხარობდა.
იქ ფოტოზე ღრუბლები სადაც იწყება, ყოველთვის იდო ჩახერგილი თოვლი, ახლა გლობალურმა დათბობამ დაადნო. ლებარდეში ხარობს მცენარე დანდური, მწყემსები ძროხის ბალახს უწოდებენ.ძროხა ამ ბალახს მაშინ კადრულობს, როცა ქორფა ბალახი მოილევა.
ამ ყვავილის სახელი არ ვიცი, ბავშვობას მახსენებს.
ლებარდე მაღლიდან.
ლებარდის ყვავილები
გზაზე ნისლი გვეპარება
მწყემსების ბილიკებს მივყევით. იმედია ისევ იქ არიან დაბანაკებული.
ტურისტები ისვენებენ
ლამაზია ნისლიანი ლებარდე. აქ შეიძლება ღრუბლებს ხელით შეეხო და მოეფერო.
მწყემსების ,,კარე'' დანგრეული დაგვიხვდა, ეტყობა ადგილი შეიცვალეს. გავიხსენე როგორ გავშრი ამ ქოხში 20 წლის წინ.ამდიოდა ოხსივარი, შუა ცეცხლზე კი ჩვენთვის თუხთუხებდა ღომი, რომელიც როცა გამამზადეს, ტაბლაზე დაგვიგეს, იქვე უზარმაზარი სულუგუნი ამოახტუნეს ხის მორის დერგიდან და დაგვიჩეხეს, ღომზე დიდი სულუგუნის ნაწრები შეგვხვდა. გავსინჯეთ უგემრიელესი მაწონი ე. წ. კველაჯგუა.
გადაჭრილი ხის ფუღუროში მწყემსები ლეკვებს ზრდიდნენ. ახლა დამპალია.
ეს ხე 20 წლის წინ ამაყად გამოიყურებოდა.
უკან ვბრუნდებით. ნისლმა მოგვისწრო და გზა ვერ გავაგრძელეთ. მწყემსები უფრო მაღლა გადაბარგებულან. ბილიკი ნისლში დაგვეკარგა.
70-იანი წლების ლებარდის ბავშვების ყველაზე კარგი სათამაშო ადგილი.
საღამოს კოცონთან მოვიყარეთ თავი.
ასე გამოიყურებოდა ჩემი კარავი
16 აგვისტო. ტობავარჩხილისკენ წასასვლელად მზად ვარ. დღეს 20 კილომეტრი უნდა ვიარო მთაში. 10 ტობამდე და 10 კილომეტრი უკან .
მეძინება, მაგრამ რა დროს ძილია, ტობასკენ წასასვლელად ვემზადებით.
მარიტამ ლებარდეში თამარიონის სკოლის მოსწავლეები აღმოაჩინა.
დილა ლებარდეში
ლებარდის შესასვლელთან უამრავი კოტეჯი იდგა, ეს მარჯვენა მხარეა, ამჟამად ასე გამოიყურება.
ლებარდის ამ მინდორში გრძელი ფინური ცისფერი კოტეჯები იდგა. 70 -იან წლებში მთიდან ზვავი ჩამოწვა და ყველა კოტეჯი მდინარის ხეობაში ჩახერგა.
ლებარდის შესასვლელთან გზის მონაკვეთი.
ამ პეიზაჟს ბავშვობაში ჩვენი კოტეჯიდან ხშირად ვუყურებდით. ამბობდნენ ერთხელ ირემიც გამოჩენილა და ლებარდეს დიდხანს ზევიდან დაჰყურებდაო.
ლებარდეში ღამდება
აქ საუკეთესო სასადილო იყო. აქაური ოსტრი-სალიანკის გემო ახლაც მახსოვს. ირგვლივ მათი არომატი ტრიალებდა.
ამ საძირკვლებზე იდგა ფინური კოტეჯები. ზედ უთვალავი ხვლიკი დაცოცავდა. სულ მეშინოდა ოთახში არ შემოსულიყვნენ. ხვლიკები ახლაც ბლომად არიან.
საღამო კოცონთან
შორია ტობავარჩხილამდე.
მარიტა ჩემზე კარგად მიიკვლევს გზას. ჩამოვრჩით, მაგრამ მძღოლი ფრიდონ გოგუა ჩვენთანაა. ჩვენი ჩანთები მის ზურგზეა.
ძახველა ლებარდეშიც ბევრია ახლა იწყებს მწიფობას.
ტობას მთები
შემოდგომა შეპარვია მთებს.
თეთრი მთის მხარე, საიდანაც სათავეს იღებს ტეხურა.
წინ ლებარდის მთებია.
ეს ტობავარჩხილია, მართლაც ვერცხლისფერია
ლებარდის გზაზე 15 აგვისტოს ყვაოდა კოლხური ყოჩივარდა. კოლხური ყოჩივარდა 2015 წელს ეგრისისი მთების კალთებზეც ვნახე.
კავკასიური სურო
ხიდი ტეხურაზე.
ჩვენი ურალი ამ მდინარეზე გადავიდა და იმ ვიწრო ბილიკს აუყვა, ეს ბილიკი გზაა ლებარდისკენ. ამაზე დიდი გადასასვლელები წინააა.
ახლა კი მობილურით გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ. მთელი გზა ასე ვიმგზავრეთ.
ახლა გავდივართ ხიდზე, სავალალო მდგომარეობაშია, იმედია გაგვიძლებს.
მდინარე ტეხურა
ხიდი მდინარე ტეხურაზე ლებარდის გზაზე ,,კალანდიას კართან"
ეკოს ფოტოაპარატი გამომადგა. მადლობა ეკოს.
ლებარდის გზაზე გარდა ურალისა შეხვდებით ჯიპებს და ვილისებს.
ჩვენი ტურის ლამაზი გოგონები.
ლებარდის გზაზე კოლხური ყოჩივარდები
ჩვენი ტურის მონაწილეები ურალზე
ურალი ასეთ მდინარეზე თავისუფლად გადადის.
ლებარდე
ლებარდე
მე ტურისტი.
მიტოვებული მწყემსების ქოხი ზ. დ 2020 მეტრზე. 20 წლის წინ აქ წვიმაში მოყოლილებმა თავი შევაფარეთ მწყემსებს, რომლებმაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს.
მწყემსები ამჟამად უფრო მაღლა დაბანაკებულან, მაგრამ ნისლის გამო გზას ვერ ვაგრძელებთ და ვბრუნდებით კარვების ბანაკში.
ლებარდის ფიჭვი
2000 წელს ამ ადგილზე გადაჭრილი ნაძვის ფუღუროში, რომელსაც პატარა სახურავიც ქონდა, მწყემსები ლეკვებს ზრდიდნენ.ჩემს გოგონას ერთი ლექკვი მოეწონა. სოფელსი დაბრუნებულებმა ლეკვი ავიყვანეთ გასაზრდელად და ლებარდის სიყვარულით ლება დავარქვით.
მწყემსების ბილიკებს მივყევით. იმედია ისევ იქ არიან დაბანაკებული.
ტურისტები ისვენებენ
მწყემსების ,,კარე'' დანგრეული დაგვიხვდა, ეტყობა ადგილი შეიცვალეს. გავიხსენე როგორ გავშრი ამ ქოხში 20 წლის წინ.ამდიოდა ოხსივარი, შუა ცეცხლზე კი ჩვენთვის თუხთუხებდა ღომი, რომელიც როცა გამამზადეს, ტაბლაზე დაგვიგეს, იქვე უზარმაზარი სულუგუნი ამოახტუნეს ხის მორის დერგიდან და დაგვიჩეხეს, ღომზე დიდი სულუგუნის ნაწრები შეგვხვდა. გავსინჯეთ უგემრიელესი მაწონი ე. წ. კველაჯგუა.
გადაჭრილი ხის ფუღუროში მწყემსები ლეკვებს ზრდიდნენ. ახლა დამპალია.
ეს ხე 20 წლის წინ ამაყად გამოიყურებოდა.
უკან ვბრუნდებით. ნისლმა მოგვისწრო და გზა ვერ გავაგრძელეთ. მწყემსები უფრო მაღლა გადაბარგებულან. ბილიკი ნისლში დაგვეკარგა.
70-იანი წლების ლებარდის ბავშვების ყველაზე კარგი სათამაშო ადგილი.
საღამოს კოცონთან მოვიყარეთ თავი.
მარიტამ ლებარდეში თამარიონის სკოლის მოსწავლეები აღმოაჩინა.
დილა ლებარდეში
ლებარდის შესასვლელთან უამრავი კოტეჯი იდგა, ეს მარჯვენა მხარეა, ამჟამად ასე გამოიყურება.
ლებარდის ამ მინდორში გრძელი ფინური ცისფერი კოტეჯები იდგა. 70 -იან წლებში მთიდან ზვავი ჩამოწვა და ყველა კოტეჯი მდინარის ხეობაში ჩახერგა.
ლებარდის შესასვლელთან გზის მონაკვეთი.
ამ პეიზაჟს ბავშვობაში ჩვენი კოტეჯიდან ხშირად ვუყურებდით. ამბობდნენ ერთხელ ირემიც გამოჩენილა და ლებარდეს დიდხანს ზევიდან დაჰყურებდაო.
ლებარდეში ღამდება
აქ საუკეთესო სასადილო იყო. აქაური ოსტრი-სალიანკის გემო ახლაც მახსოვს. ირგვლივ მათი არომატი ტრიალებდა.
ამ საძირკვლებზე იდგა ფინური კოტეჯები. ზედ უთვალავი ხვლიკი დაცოცავდა. სულ მეშინოდა ოთახში არ შემოსულიყვნენ. ხვლიკები ახლაც ბლომად არიან.
საღამო კოცონთან
შორია ტობავარჩხილამდე.
ძახველა ლებარდეშიც ბევრია ახლა იწყებს მწიფობას.
ტობას მთები
შემოდგომა შეპარვია მთებს.
თეთრი მთის მხარე, საიდანაც სათავეს იღებს ტეხურა.
წინ ლებარდის მთებია.
კავკასიური სურო
ხიდი ტეხურაზე.
ჩვენი ურალი ამ მდინარეზე გადავიდა და იმ ვიწრო ბილიკს აუყვა, ეს ბილიკი გზაა ლებარდისკენ. ამაზე დიდი გადასასვლელები წინააა.
ახლა გავდივართ ხიდზე, სავალალო მდგომარეობაშია, იმედია გაგვიძლებს.
ხიდი მდინარე ტეხურაზე ლებარდის გზაზე ,,კალანდიას კართან"
კლდე სტალინის პროფილით.
ლებარდის გზაზე გარდა ურალისა შეხვდებით ჯიპებს და ვილისებს.
ლებარდის გზაზე კოლხური ყოჩივარდები
ჩვენი ტურის მონაწილეები ურალზე
ურალი ასეთ მდინარეზე თავისუფლად გადადის.
ლებარდე
მე ტურისტი.
მიტოვებული მწყემსების ქოხი ზ. დ 2020 მეტრზე. 20 წლის წინ აქ წვიმაში მოყოლილებმა თავი შევაფარეთ მწყემსებს, რომლებმაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს.
მწყემსები ამჟამად უფრო მაღლა დაბანაკებულან, მაგრამ ნისლის გამო გზას ვერ ვაგრძელებთ და ვბრუნდებით კარვების ბანაკში.
ეს ჩვენი ახალგაზრდა ტურისტი ექიმი ქრისტინეა, სამეგრელოდან.
2000 წელს ამ ადგილზე გადაჭრილი ნაძვის ფუღუროში, რომელსაც პატარა სახურავიც ქონდა, მწყემსები ლეკვებს ზრდიდნენ.ჩემს გოგონას ერთი ლექკვი მოეწონა. სოფელსი დაბრუნებულებმა ლეკვი ავიყვანეთ გასაზრდელად და ლებარდის სიყვარულით ლება დავარქვით.
ასე გამოიყურება მიტოვებული ქოხი.
ნისლში ვართ გახვეულები.
ძალიან ლამაზია ნისლიანი ლებარდე.
მწყემსების მიტოვებული ქოხი.
ვბრუნდებით დაბლა ბანაკში
საღამოს კოცონი და მწვადიფართი გველოდება
ბილიკი ტობავარჩხილისკენ. 16 აგვისტო
მე და მარიტა.
ტობავარჩხილის გზაზე უზარმაზარი სოკო წერეწოები ვიპოვეთ.
ნამდვილად წერეწოა, რაჭაში გამაცნეს.
ირგვლივ საოცარი სილამაზეა, მაგრამ მობილურის ფოტო ვერ აღიქვამს.
აი ამ მთის კალთაზე გველოდება ტობავარჩხილი
მძღოლი ფრიდონი გვარიგებს :- მთა რომ არ მოგერიოს. შენ უნდა აჯობო ხერხითო და გვერდულა ბილიკებით უნდა ვიაროთო. ჰოდა ახლა გვერდულა ბილიკებით მივაბიჯებთ.
აქ მოჩანს ბილიკი რომელიც უკვე გამოვიარეთ.
აი, ამ მთების იქით სვანური სოფლებია
ჩვენი მეგზური ურალის მძღოლი ფრიდონ გოგუა და მარიტა.
ტობას ბილიკები.
მარიტა დაწინაურდა.
ტობავარჩხილისკენ მიმავალ ბილიკებთან ბევრია მთის კამკამა წყარო.
შემოდგომის პირველი მახარობელი
ტობავარჩხილისკენ მიმავალი გვერდულა ბილიკები
ჩამოჯექი, დაისვენემ სად გეჩქარება?
ზევით კლდეებთან ახლოს ტობავარჩხილიაო.
ნაკადულთან მარიტაა, იპრანჭება და სურათი გადამიღეო. მაგრამ მალე მოადინა ზღართანი წყალში.
მწყემსმა ცხენი ავიაო და შორიდან შემოუარეთო!
მწყემსების ქოხში ,,კარეში" შუაცეცხლზე ნადუღი დუღდა.
მწყემსი ასე ამზადებდა იდეალურ სულუგუნს. ბოლოს სულუგუნს, რომ კუდი მოაწყვიტა ის ჩვენ გვიწილადა და ავაღლაჭუნეთ პირი, იფ, იფ რა გემრიელი იყოოოო.
მთის სულუგუნები.
მწყემსებთან შევისვენეთ. დაგვიჩეხეს სულუგუნი.
როგორ დავიღელეეე და ამ დროს არაყს მთავაზობენ. ნურას უკაცრავად. ჯერ არ ვსვამ, თუ დავლიე გაბანგულივით დამეძინება.
უი, როგორ დამთუთქვია ცხვირი .
ლებარდეში ამ ყვავილებს ვერ მივუსწარი, ყველა გადამხმარი იყო, მაგრამ ტობას გზაზე ბევრი ვნახეთ. სახელს ვერ ვიხსენებ.
მარიტამ ჯერ მე გადამიღეო და მერე მე გადაგიღებო.
ფრიდონი ისვენებს.
ვუახლოვდებით ტობას. გზაზე ძროხამ კინაღამ მირქინა. უზარმაზარი ძროხები ბალახობენ მთის კალთებზე.
ჰოდა აი, ისიც. დიდებული ტობავარჩხილი. მის სანაპიროზე დასეირნობენ ძროხები, ცხენები და ერთი კინკილა ღორი.
მოცვი ვიპოვე, ამ ჯიშს აქაურები მიწის მოცვს უწოდებენ, ჯერ არ დამწიფებულა ტოტის მოცვი. მწვანე ბუჩქები დეკაა, აქაური სახელწოდებაა შქერი.
ტობას ბილიკებზე დავკრიფე და მივირთვი მოცვი, მოცხარი და ჟოლო. მეტყობა დრუნჩზე. ვცდილობ არ გავიღიმო.
საფოტოსესიო ლოდი.
ტურის მონაწილეები.
ხომ ლამაზია ტობა?
დეკას ყვავილებს ვეძებ.
ჩვენი მძღოლი ფრიდონი. 42 წლის 4 შვილის მამაა. იმ მთის უკან მისი ნახირიც ძოვს. დაგვპატიჟა.მაგრამ აბა სად წავალთ? მისია შევასრულეთ, ტობა ვნახეთ. ვბრუნდებით უკან.
ვბრუნდებით უკან, შორს მწყემსები გველოდებიან. ელარჯიფართი გარანტირებული გვაქვს.
მწყემსებს ჰოლანდიური ჯიშის ღორები მოუშენებით.
ეს ის ავი ცხენია, შორიდან რომ უნდა შემოურბინო, უბედური წიხლი იცისო.
საღამო მტებში.
მოცვიჭამიებს კბილებზე ვცნობთო.
ჰოლანდიური ჯიშის ღორები მწყემსებთან. თქლაფა-თქლუფიტ სვამენ წათხსო.
ნაფიჩხოველმა მწყემსებმა ყვითელი სიმინდის ელარჯი დაგვახვედრეს, უნდა ჩავზილო, დამწყვა თვალები. -მიჩვევა უნდა ყველაფერსო, ჩვენ სულ არ გვეწყვის თვალებიო-გამომიცხადეს მწყემსებმა.
-ჩემკენ რატომ უბერავს ეს კვამლი?
ჰოლანდიელი ღორი ლებარდის მწყემსებთა.
საღამოა, ნისლი ნელ-ნელა ჩამოდის ძირს.
მწყემსების ძაღლი.
ტეხურას ხეობა ტობას მთებიდან.
მწყემსები
და ასე დავასრულეთ მოგზაურობა ლებარდეში. რა კარგია, რომ ჩემს მოგონებებს კიდევ ორი ბედნიერი დღე შევმატე სიბერეში მოსაგონებლად.
თამარ ადამია
2020 15-16 აგვისტო
Комментариев нет:
Отправить комментарий