2020 წლის საბავშვო ზღაპრების და სათამაშოების კონკურსის ნაშრომები

ელფის გამომცემლობა Elfi


პანდემიის პერიოდში საბავშვო მწერალმა და პედაგოგმა თამარ ადამიამ ❤️‼️ მოსწავლეებს შესთავაზა საინტერესო აქტივობა _ ყოველდღე კითხულობდა სხვადასხვა თემატიკის ზღაპარს 🧚‍♂️👩‍❤️‍💋‍👩🦆🐥🦋🦄💥 თავისი წიგნებიდან 📕. მისმა ვიდეო -არხმა იუთუბზე მალევე მოიპოვა პოპულარობა. ‼️ ელფის გამომცემლობის თანადგომით მან ბავშვებს შესთავაზა
სამი საინტერესო კონკურსი:
 დაუსრულებელი ზღაპრების დასრულება;
 ახალი პერსონაჟებით ზღაპრების შექმნა;
 საბავშვო თეატრისთვის 🎭ზღაპრის პერსონაჟები დამზადება.
გარდა იმისა, რომ ამ კონკურსში უამრავი მოსწავლე ჩაერთო, ვიდეო-რესურსებს წარმატებით იყენებდნენ მასწავლებლები ონლაინ-სწავლების პროცესში.
 კონკურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში თამარ ადამიამ უამრავი მადლობის წერილი მიიღო მშობლებისა და პედაგოგებისგან.
მოსწავლეთა ნაშრომები გამოქვეყნდება ბლოგზე: https://tamaradamia5.blogspot.com/p/bav.html
ვიდეო-რესურსების ნახვა შეგიძლიათ: https://www.youtube.com/user/eka4114
 გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების სიას. ამ ბავშვების დაჯილდოება მოხდება 24-27 სექტემბერს თბილისის წიგნის ფესტივალზე. 👩‍❤️‍💋‍👩💑👑🏅გამარჯვებულ მოსწავლეებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ ფოტო 20 ივლისამდე 📧 ელფოსტაზე: office@elf.ge
‼️ ✍️ ‼️ არ დაგავიწყდეთ: თქვენი გვარი და სახელი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება და კლასი.
1. აბრამიშვილი მურმან
2. ასლანიშვილი ლალი
3. ბაზალი ანდრია
4. ბოლქვაძე ნია
5. გიგაური მარიამ
6. ვაჩნაძე ბარბარე
7. თოფაძე ვაჟა
8. კაპანაძე ელენე
9. კლდიაშვილი ზურაბ
10. კოკაია კატო
11. ნანაძე ნინი
12. ნიკაჭაძე გიგი
13. მუშკუდიანი გიორგი
14. მჭედლიძე მარიამ
15. სამედოვი გიორგი
16. ჩიტიძე ლიზი
17. ჩხაპელია ლიზი
18. ჟორჟოლიანი ანი
19. ჯობავა აქსანა
20. შერგელაშვილი მარიამ
21. ხაჩიშვილი ანანო
22. სალომე ფარულავა

ჩენი ავტორები:

მარიამ შერგელაშვილი   გაზაფხულის გვირგვინი











მარიამ მჭედლიძე მაგიდის თეატრის სათამაშოებით

მარიამ შერგელაშვილის მაგიდის თეატრის სათამაშოები და ნიღბები.



               დაუსრულებელი  ზღაპრების გაგრძელება


                      1. სახედარი და სპილო
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

       გზაზე სახედარი შეხვდა სპილოს, ეს რა საყვირია? გაიკვირვა სახედარმა სპილოს დანახვისას.სპილო ძალიან გაბრაზდა და უთხრა : - შენ რა სულ არ გინახავს სპილო? არც ზოოპარკში ყოფილხარ? წიგნი მაინც არ წაგიკითხავს ჩემზე? ძალიან მეწყინა.
     ეს საყვირი კი არა ჩემი ხორთუმია, რომელიც ხელის და ცხვირის მოვალეობას ასრულებს.   - აბა დამაკვირდი რა შემიძლია. უთხრა სპილომ სახედარს და იქვე გუბესთან მიირბინა, ჩაყო გუბეში თავისი  ,, ხელ-ცხვირი“ ხორთუმი, ამოისრუტა ბლომად წყალი და ისევ სახედართან მიირბინა.
-          ვირუკავ, აბა  შემომხედე, გინდა გაგაგრილო?
 სახედარმა მორჩილად დაუქნია თავისი გრძელი ყურები და სპილომაც არ დააყოვნა, მიუშვირა ხორთუმი სახედარს და შადრევანივით შეასხა წყალი, უფ, რა კარგი ხორთუმი გქონია! შესძახა სახედარმა და აქეთ-იქით დაიწყო სირბილი.სპილოც თავისი შადრევანით უკან  მისდევდა , მათი სიცილი მთელ ტყეს ესმოდა. ისინი უკვე მეგობრები იყვნენ.
                                                
                                              2.    ჭიანჭველების ქალაქი
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   ჭიანჭველებმა მიწის ქვეშ ქალაქი ჭიანჭველეთი ააგეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ,მაგრამ ერთხელ უცნაური ამბავი მოხდა.
ერთ დღეს, როდესაც ჭიანჭველები წასულები იყვნენ საკვების მოსატანდ,ადამიანებამ ჭიანჭველების ბუდეს ფეხი დაადგეს და სულ

დაანგრიეს.ჭიანჭველები რომ დაბრუნდნენ ძალიან შეწუხდნენ,ამდენი ხნის ნაშრომი წყალში ჩაეყარათ. მოიწყინეს,ბევრი იფიქრე თუ ცოტა იფიქრეს გადაწყვიტეს ქალაქი თავიდან აეშენებინათ აბა, სხვა რა გზა ქონდათ. ოღონდ ამჯერად ყველაზე დიდმა და გამოცდილმა ჭიანჭველამ ყველას ხმამაღლა გამოუცხადა: - მეგობრებო! მოდით ამჯერად ჩვენი ქალაქი ასკილის ბუჩქის ძირში ავაშენოთ,იქ ადამიანის ფეხი ვერ მოხვდება და ჩვენც მშვიდად ვიქნებითო.
   ყველას მოეწონა ბძენი ჭიანჭველას ნათქვამი და ყველანი ერთად  შეუდგნენ ახალი ქალაქის მშენებლოიბას.

                                           
                                          3.   მზე და მთვარე
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

    უხსოვარი დროიდან ასე იყო, ღამე მთვარე ანათებდა ცაზე, დღე კი მზე. მაგრამ ერთხელ მთვარეს მოუნდა დღეც ებატონა დედამიწაზე და მზეს უბრძანა:  - მომაცხუნე შენი სხივები დამწვი და როგორც შენ ხარ მეც ისე მაქციეო!
          მზემ შეუსრულა ბრძანება და მიაცხუნა სხივები მთვარეს.  მთვარე დაიწვა, გვერდები შეებრაწა, სულ დაიხრუკა და გამწარებულმა თხოვა მზეს: - გთხოვ, როგორც ვიყავი ისევ ისე დამაბრუნეო. მზემ სხივებში  ჩაიცინა და ისევ შეუსრულა თხოვნა.
      ამის შმდეგ მთვარეს აღარ მოუნდომებია მზედ ყოფნა და აღარც დღისით ბატონობა. შეეგუა თავის ბედს,  იყო ისევ ის ვინც იყო და  ისევ  ღამით  სეირნობდა ცაზე.

                                4. ღრუბლების ამბავი
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   ღრუბლებს ცაზე სეირნობა უყვართ, საითაც ქარი დაუბერავს ისინიც იქით მიფრინავენ. ერთ დღეს ქარის ნაცვლად ცაზე ქარიშხალი გამოჩნდა და ღრუბლები სულ გაფანტა. ამ დღის შემდეგ ღრუბლები ცაზე   აღარ


გამოჩენილან, აქეთ- იქით დაიფანტნენ. რადგან ცაზე ქარიშხალი მძვინვარებდა.
     როგორც იქნა გადაიღო   ქარიშხალმა  და ღრუბლები კვლავ გამოჩნდნენ ცაზე. სიხარულიგან ცრემლები ცვიოდათ მათ ეგონათ რომ ვეღარასოდეს ნახავდნენ ერთმანეთს და ცაზეც ვერ  დაბრუნდნებოდნენ, მაგრამ შეცდნენ.  ისინი ისევ ერთად იყვნენ, ისევ დასეირნობდნენ ცაზე და დაყვებოდნენ ქარს აღმა-დაღმა.  ამ ამბის  მერე უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი და  მიხვდნენ რომ, თუ ყოველთვის ერთად იქნებოდნენ  ქარიშხალი მათ ვერაფრს დააკლებდათ.  და ისევ  დაუბრუნდებოდნენ თავის ადგილს.

                                  5.    მელას სადილი 


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი
 
   იყო და არა იყო რა, იყო ერთი მელა. ერთხელ მელა წავიდა სოფელში  ქათმების, კვერცხების, ბატებისა და ინდაურების მოსაპარად. მას  უნდოდა რომ კარგი ვახშამი გაეკეთებინა და მეზობლები დაეპატიჟებინა : ბეკეკა, ძროხა, ზღარბი და პეპელა.  მელაკუდას გაუმართლა კარგი სანოვაგე იშოვა და პურ-მარილის გამზადებას შეუდგა.   დაკლა ინდაური,  ბატი და ქათამი. ზოგი  შეწვა,ზოგიც მოხარშა, შემდეგ კვერცხი შებრაწა. გოგლიმოგლიც გააკეთა. გაშალა სუფრა და დაელოდა  სტუმრებს. მეზობლები მალე მოვიდნენ, კარგად იმხიარულეს, ჭამეს გემრიელი  საჭმელები  და  დამშვიდობებისას მელას ჰკითხეს: - საიდან იშოვე ეს ყველაფერი?
მელამ უპასუხა:- ჩვენ ტყესთან ახლოს ერთი სოფელია და იქედან მომაქვს ეს ყველაფერიო.
   ცხოველები  რიგ-რიგობით მიდიოდნენ  სოფელში, ბევრს ეძებდნენ   მაგრამ ვერაფერი მოინადირეს. შემდეგ ისევ მელას ჰკითხეს: - მელიავ, გვასწავლე რაა როგორ შოულობ სანოვაგესო. მელას გაეციანა  და უთხრა: --ჩვენ მელაკუდები გონიერები ვართ, თქვენ რომ გასწავლოთ მაინც ვერ აითვისებთო.

                           6.   როგორ მოატყუა თაგვმა კატა


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   ერთმა თაგუნნამ სახლ-კარი აიკლო, ყველაფერ ხრავდა რაც სახრავი იყო. მაგრამ, ერთ დღეს სახლის პატრონმა სახლში კატა მოიყვანა. თაგვს ეს ამბავი არ მოეწონა და საგონებელში ჩავრდა. მას რამე უნდა მოეფიქრებინა სანამ კატა მოკლავდა. იფიქრა,იფიქრა და მოიფიქრა: მოდი კატას დავენახვები კარებს გავაღებ და კარებში დავდგები, კატა ჩემსკენ გამოიქცევა, უცებ გამოვხტები კარებს დავკეტავ და კატა გერეათ დარჩება  და სახლში ვეღარ შემოვაო. მოიფიქრა თუ არა შასრულა კიდეც და კატა გარეთ გააგდო. სახლის პატრონი რომ დაბრუნდა კატა ვერსად ნახა.  სხვა რა გზა ჰქონდა მოიყვანა ახალი კატა. თაგუნიამ თავისი ოინი გამოიყენა და ის კატაც გარეთ მიაბრძანა.   სახლის პატრონი გაოცებული იყო. მესამედაც მოიყვანა კატა და ისიც გაქრა. კიდევ უნდოდა მოყვანა მაგრამ გადაიფიქრა ისიც შეიძლებ გაქრესო.
   თაგუნიამ ეს ოინი თავის მეგობარ თაგვებს გაანდო და მათაც იგივე გაიმეორეს. სახლის პატრონები გაოცებულები იყვნენ და ერთმანეთს შესჩიოდნენ დაკარგული კატების შესახებ. თაგვები კი  კვლავ ხრავდნენ რაც სახრავი იყო. თავისი მეგობრის ოინის წყალობით დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

                         7. კენგურუს მოგზაურობა


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

  შორს,   ძალიან შორს  ავსტრალიაში ცხოვრობდა კენგურუ.  სახელად კენგო. კენგო მინდორში ხშირად დარბოდა თავისი ღონიერი ფეხებით  და ბალახს მიირთმევდა. ერთხელ სად იყო და სად არა,   მასთან გაჩნდა სირაქლემა.  სირაქლემა კენგურუსავით დიდი იყო. მასაც გრძელი ფეხები ქონდა. კენგოს მოეწონა  და  უთხრა სირაქლემას: -  მოდი ვიმეგობროთ და ერთმანეთს სირბილში შევეჯიბროთო. დავნიშნოთ ადგილი და რომელიც უფრო მალე მივა დანიშნულების ადგილამდე გამარჯვებულიც ის იქნებაო. მართლაც მოეწონა სირაქლემას ეს აზრი და დათანხმდა .
         დადგა ეს დღეც და კენგურუ და სირაქლემა შეეჯიბრნენ ერთმანეთს. კენგო დიდ ნახტომებს აკეთებდა,  სირაქლემაც მისდევდა მაგრამ ვერა და

ვერ  ეწეოდა. კენგომ შენიშნა რომ სირაქლემა  ვერ ეწეოდა და უფრო პატარა ნახტომების გაკეთება დაიწყო, ისე  რომ მეგობარს  ვერ შეემჩნია და დაწეოდა. ფინიშსაც მალე მიუახლოვდნენ, ჰოი, საოცრებავ!  დანიშნულების ადგილზე ორივე  ერთად მივიდა. ორივეს ძალიან გაეხარდა. ერთმანეთს ეკითხებოდნენ გამარჯვებული ვინ არიო? მერე ერთმანეთს ხელი გადახვიეს და ერთად ხმამაღლა დაიძახეს: - გაიმარჯვა მეგობრობამო!
                                  
                                     8. თაგვების გადასახლება
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   სოფლის განაპირა წყლის წისქვილი იდგა და დღე და ღამ ხორბალს და სიმინდს ფქვავდა. თაგვებიც აქ ცხოვრობდნენ და დიდ განცხრომაში იყვნენ. თავზე ჭერი ქონდათ და სანოვაგე კიდევ თავზე საყრელად.   ასე გადიოდა  დრო. ერთხელ, წყლის წისქვილი დაადუმეს და გამოკეტეს ერთი კვირით. თურმე  წისქვილის პარტონს კატები უნდა მოეყვანა. თაგვებმა ეს რომ გაიგეს შეწუხდნენ და საგონებელში ჩავარდნენ.  რამე უნდა მოეფიქრებინათ,   თორემ კატა ყველა მათგანს დაიჭერდა და შეჭამდა:   იფიქრე, იფიქრეს და მოიფიქრეს რომ სხვა წისქვილში გადასახლებულიყვნენ. აიკრეს გუდა-ნაბადი და მეზობელ წისქვილს შეაფარეს თავი. მას მერე უკან აღარ დაბრუნებულან. კატის სახელის გაგონებაზე ისევ გარბოდნენ და ახალ-ახალ  წისქვილს სტუმრობდნენ. მეწისქვილეებიც კმაყოფილები იყვნენ და თაგვებიც   და ცხოვრობდნენ უდარდელად.
                       
                            9.  ცხენი და ერთი უცნაური ფრინველი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

             მინდორში ცხენი ძოვდა. ამ დროს თავს ზემოთ გადაუფრინა ძალიან უცნაურმა ფრინველმა. ცხენმა მას გაკვირვებით შეხედა. ეს ფრინველი იყო ბუ. ცხენს ის არასოდეს  არ ენახა  რადგან ბუ  ღამე დაფრინავს ამ დროს კი ცხენს ყოველთვის ძინავს.
          ცხენმა უთხრა:  - შენ ვინ ხარ?
         

ბუმ უპასუხა: -  ხო,ხო არ გეცოდინები რადგან  მე სულ  ღამე დავფრინავ.
    - არ გეძინება ხოლმე?
     - არა არ მეძინება,   რაგდან მე დილით მძინავს და არა ღამე.
 ცხენმა მიიპატიჟა ბუ  - მოდი თუ გინდა ბალახით გაგიმასპინძლდებიო.
 ბუმ ცოტა უკმეხად უპასუხა:  - არა, ბალახს ვერ ვიტანო. მერე  დაფიქრდა, ცუდად ხომ არ მოვიქეციო და უცებ გამოასწორა თავისი საქციელი. ცხენს მიუახლოვდა  ბოდიში რომ უარი გითხარი   კარგად იყავი,უკვე ძილი მომერიაო  ჩაუჩურჩულა ყურში და გაფრინდა.
 ცხენმა კი გაკვირვებყულმა განაგრძო ბალახის ძოვა.


                         10.    შავი კამეჩის ამბავი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
    შავი კამეჩი კუნძივით ეგდო ტყლაპოში,  იცოხნიდა და ამბობდა: -  უჰ,  უჰ,  დღეს  რა ძალიან ცხელა მე კი გრილად ვარ.  მაგრამ დიდხანს არ დასცალდა შავ კამეჩს ბედნიერებით ტკბობა, სად იყო და სად არა გამოჩნდა ადამინი. 
   ადამიანმა კამეჩი ფეხზე წამოაგდო და უთხრა: -   ადექი ფეხზე! რა დროს გაგრილებაა?  ყანა მაქვს  დასახნავი და გუთანში უნდა შეგაბა.
     საწყალი  კამეჩი წელმოწყვეტით წამოდგა თან თავისთვის გულში ბურდღუნებდა:-   ,, ვინ არის ეს ადამიანი? რას გვერჩის?  არც თვითონ ისვენებს და არც ჩვენ გვასვენებს, რად უნდა ამდენი ყანები ? ერთი გემრიელი გაგრილება  არ შემარგოვო“
ადამიანმს არ ესმოდა კამეჩის ბურდღუნი, წაიყვანა და სიცხეში ამუშავა. ორივენი ძალიან დაიღალენ. დაღლილ დაქანცულმა კამეჩმა იფიქრა ისევ გავგრილედებიო მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, ცუდად მაქვს დაცდილი აღარ მინდა გაგრილებაოო.
                      
                                   11.   ბუ და კვერცხი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
     ბუ ხეზე იჯდა და ქვეყანას ზემოდან ზვერავდა. დაინახა მინდორში თეთრი კვერცხი აგდია.  მიფრინდა და იკითხა:-  ეს ვისი კვერცხიაო ?  მაგრამ ხმა არავინ გასცა.  ბუმ ცოტახანს იფიქრა, მერე რაღაც  გადაწყვიტა და ხმამაღლა  თქვა:  ეს კვერცხი  ჩემია!   ხელი არავინ ახლოსო!  არც ახალ გაუცია ვინმეს ხმა.
     მართლაც, ბუმ კვერცხი აიღო და თავის ბუდეში წაიღო. გავიდა დრო, კვერცხიდან  პატარა წიწილა გამოიჩეკა. ბუმ რომ დაინახა პატარა, ყვითელი წიწილა, მაშინ მიხვა რომ კვერცხი ქათმის იყო. ყურიც არ შეუბერტყავს, თავისთვის ფიქრობდა კვერცხი ჩემი იყო და წიწილაც ჩემიაო. ბუმ ცოტა წამოზარდა თავის ბუდეში წიწილა აჭმევდა, ეთამაშებოდა  ძალიან მიეჩვია, მაგრამ რა ექნა, როდესღაც ძირს ხომ მუნდა ჩამოეყვანა ქათმის წიწილა, სხვა გზა არ ქონდა და ასეც მოიქცა.
    ჩამოიყვანა და გაუშვა  მინდორში ,მაგრამ წიწილამ ფეხიც არ მოიცვალა, მიჩვეული იყო ბუს ბუდეს, დაჯდა  ხის ძირას, თავი ზემოთ ასწია და მორთო წივილი, უმატებდა და უმატებდა წივილს, იქნებ ბუმ გაიგონოს და ისევ თავის ბუდეში წამიყვანაოსო.
 
                          
  12.     ლომი და წერო
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

  ერთი ლომი მუდამდღე ერთ მდინარეზე მიდოდა წყლის დასალევად. ამ მდინარის მეორე ნაპირზე კი წერო ბინადრობდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა აქაოდა ვინმე არ მომეპაროსო.
   ერთ დღეს ლომი ჩვეულებისამებრ  მდინარეზე წავიდა, ძალიან ცხელოდა, ცივი  წყალი უნდა დაელია.  წერომ დაინახა ლომი წყალს რომ სვავდა და დამალვას  ეცადა. მაგრამ ლომმა  შეამჩნია. შეშინებულმა წერომ აღარ იცოდა რა ექნა,    სად დამალულიყო.  ლომმა უთხრა: -  ტყუილად ნუ გეშინია, მე შენი გულისთვის მად არ გამოვალ, შენ ერთ ლუკმაზეც არ მეყოფი  და არ ღირს შენს გამო გასველება და გაციებაო.   თან ბურდღუნითვე მიახალა - ახლა კი არა, კარგა ხანია რაც შეგამჩნიე, მე შენ საწყალი ვინმე ხომ არ გგონივერო!  ნუღა იმალები,  მიხედე შენ საქმეს ხომ გაიგე   რომ არაფერს დაგიშავებ! წერო ჯერ დაიბნა,მაგარმ მერე  ძალიან გაიხარა და იმ დღის შემდეგ არხეინად დადიოდა მდინარის პირას. 

                         13.   ციყვი და ფუღურო


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
      შემოდგომა რომ მოვიდა ციყვმა ზამთრისთვის ფუღუროს ძებნა დაიწყო. მაგრამ მისი მოსაწონი ხე ვერსად ვერ აღმოჩნდა და  ისევ განაგრძობდა ძებნას. გადაწყვიტა, სანამ კარგ ფუღუროს არ იპოვნიდა  მანამ არ გაიკეთებდა ბუდეს.
     ფუღუროს ძებნაში ზამთარიც მოვიდა.  ციყვს ძალიან შესცივდა და ფიქრობდა ნეტავ არ დამეწუნებინა ფუღუროები რომლებიც ვნახე, ხომ აღარ ვიქნებოდი ამ დღეშიო. რაღას უშველიდა ჯავრი, დაიწყო ისევ ფუღუროს ძებნა. მაგრამ ყველა ხე და ფუღურო  დაკავებული იყო,  ყველას თავისი პატრონი ყავდა. იარა, იარა და ძლივს მიაგნო ერთ პატარა ფუღუროს. არც ის მოეწონა მგრამ რაღას იზავდა.   გარეთ თოვდა, უფრო და უფრო ციოდა. ციყვი შევიდა ფუღუროში  და მოკალათდა. ისევ ფიქრებმა გაიტაცა......  ნეტავ არ დამეწუნებინა ის ფუღუროები,  ახლა ხომ ამაზე უკეთეს


სახლში ვიქნებოდიო.  აწი ასე აღარ მოვიქცევიო, ხომ გაგიგიათ კაცი შეცდომებზე სწავლობს ცხოვრებასო,სწორედ  ასეა ჩემი საქმეც. ამბობდა თავის გულში დანაღვლიანებული ციყვი და თან თხილის გულს ცუცნიდა.
           
14.     ლოკოკინას ამბავი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
     ლოკოკინა გვიმრების ქვეშ ცხოვრობდა, მის მეზობლად კი კუს დაედო ბინა. ერთ  დღეს მეზობლები ერთმანეთს შეხვდნენ და წაკამათდნენ.
 ლოკოკინებმა უთხრეს კუს :- სხვა ადგილი ვერ მოძებნე რომ ბუდე გაგეკეთებინა? რაღა ჩვენ გვიმრებს მოადექი? კუს ძალიან გაუკვირდა ლოკოკინების საყვედური   და წყენით უპასუხა: - რატომ ეს თქვენი ადგილი არისო?
ლოკოკინებმა უთხრეს: - ადგილი ყველასია, მაგრამ სახლი ჩვენია,   სურო არ შეჭამო თორემ ჩვენ ჩვენი თავშესაფარი დაგვენგრევაო.
კუს გაეცინა და დამშვიდებით  მიუგო,რას შემაშინეთ ასე გეთქვათ თავიდანვე, - მე სუროს საერთოდ  არ ვჭამ ბალახს და ფოთლებს მივირთმევ, თქვენ მაგის არ შეგეშინდეთო.  მე თქვენ ბუდეს არ  დავანგრევო. ლოკოკინებს  გაეხარდათ, ხელი ჩამოართვეს კუს და ერთხმად უთხრეს  კარგი მაშინ თუ მასეა დარჩი ჩვენს მეზობლად და ერთად ვიცხოვროთო.

                  15. მეცხვარე და ურჩი ერკემალი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
    ერთ მეცხვარეს ერთი მოუსვენარი ერკემალი ჰყავდა.ერთ დღეს მეცხვარემ ცხვრის ფარა მინდორში გარეკა. ერკემალმა ვერ მოისვენა,  ფარას გამოეყო და მთისკენ წაბაკუნდა. იარა, იარა  მანამ იარა სანამ გზად მგელი არ შეხვდა. ერკემალს ძალიან შეეშინდა არ იცოდა რომ მთაში მგელი იყო. პატრონს მთისკენ არასდროს არ გამოუშვია და  შეშინებული უკან გაიქცა. თან გულში ფიქრობდა -

რად გამოვექეცი პატრონს, ვყოფილიყავი ჩემს მეგობრებთან ერთადდო, იქ უფრო კარგად და მყუდროდ ვიქნებოდი არც მგელი შემაშინებდაო. როგორც იქნა მიირბინა პატრონამდე სულ ერთიანად გაოფლილი და შეშინებული იყო.  პატრონმა რომ დაინახა მგელი მხარზე გადაკიდებული თოფი გადმოღო, დაუმიზნა და  ესროლა. მგელმა სული განუტევა.  უველამ შვებით ამოისუნთქა. მეცხვარე ერკემალს მიუბრუნდა და უსაყვედურა:
-         ოჰ, შე ოხერო,  ერკემალო,  რად გამოეყვე ცხვრის ფარას? მეორედ ასე აღარ მოიქცე!
-         ერკემალი მიხვდა  თავის დანაშაულს, დაიმორცხვა და ბოდიში მოუხადა მეცხვარეს. ამის შემდეგ მართლაც დაჭკვიანდა და ყველაფერს უჯერებდა მეცხვარეს.


                                   16. ბატი სისის ჭუკები
ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

    ბატი სისი თავის ჭუკებს ზღაპრებს უკითხავდა. ერთხელ ისე დაიღალა რომ ზღაპარი ვერ წაიკითხა. ჭუკებმა კი უთხრეს:- გთხოვ, დედიკო, წაგვიკითხე  რა ზღაპრები!
  დედამ უპასუხა: ვერა, ვერ წავიკითხავ ჭუკებო, დღეს ძალიან დავიღალე, ეს ერთი დღე მოიცადეთ ხვალ წაგიკითხავთო. ჭუკებმა უთხრეს -კარგი დედიკო, მაშინ ხვალაც რომ არ დაიღალო და ზღაპარი წაგვიკითხო ჩვენც მოგეხმარებიოთო.
დედს ძალიან გაუხარდა  ჭუკების გადაწყვეტილება და უთხრა:  ძალიან კარგი, თან გასწავლით რა როგორ უნდა გააკეთოთ და მალე ყველაფერი გეცოდინებათო. ჭუკებსაც ძალიან მოეწონათ თავიანთი აზრი  და დედას ეჟღურტულებოდნენ -  ჩვენც შენსავით ყოჩაღები ვიქნებითო!  კითხვასაც ხომ  გვასწავკლიო? ზღაპრები ჩვენ თვითონ რომ წავიკითხოთ და  შენ აღარ შეგაწუხებთო? დედამ  კი ჰპირდებოდა როგორ არ

გასწავლით,ყველაფერს გასწავლით რაც მე ვიციო. რა მაგარიაააა! უხაროდათ  ჭუკებს და ხტოდნენ საწოლებში.
   მეორე დღეს ჭუკებმა დანაპირები შეასრულეს და დედას მოეხმარნენ, დედამაც  ასწავლათ  კითხვა,  ჭუკები რიგ-რიგობით კითხულობდნენ ზღაპრებს, თან დედას ეხმარებოდნენ.   ასე გადიოდა დრო..... ჭუკები გაიზარდნენ და დედა დაუბერდათ, საქმის გაკეთება აღარ შეეძლო.  ახლა რაც დედამ ასწავლათ ყველაფერს ჭუკები  აკეთებდნენ.  რაც მთავარია დედასაც უვლიდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად.
                      

                                   17. კურდღელი და ბაჭიები


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი


 კურდღელმა სოროში ბაჭიები გააჩინა და ზრდიდა. მალე ბაჭიები გაიზარდნენ და ეპატარავათ სორო და გარეთ სეირნობა გადაწყვიტეს. ერთი ნაბოლარა ბაცაცო  გარეთ გაიპარა, ბევრი იარა თუ ცოტა გზაში მგელი შეხვდა. ბაჭიას ძალიან შეეშინდა და გაიქცა,  ირბინა სანამ თავის  ძმებს არ შეხვდა. ისინი მინდორში იყვნენ და თამაშობდნენ, რომ დაინახეს თავისი ძმა და მგელი შეეშინდათ და ისინიც გაიქცნენ, მანამ ირბინეს სანამ თავის დედასთან არ მივიდნენ. დედასაც შეეშინდა მგლის და ისიც   გაიქცა, თან ეუბნებოდა შვილებს: ჩქარა  სოროში გავიქცეთ, მყუდროდ ვიქნებით და მგელიც ვერ შემოვაო. როგორც იქნა მივიდნენ სოროსთან, შევიდნენ შიგნით და დაკეტეს კარები.  გაბრაზებული ეჯაჯგურა კარებს,მაგრამ მგელი ვერ შევიდა  და თავი დაანება.
   გამოვიდნენ კურდრელი და ბაჭიები, შეშინებულები იყვნენ ბაჭიებმა უთხრეს დედას: - დედა ეს სორო შენი იყოს, ჩვენთვის სხვა მოვძებნოთ, აქ ვეღარ  ვეტევით და მიტო წავედით გარეთ უკითხავადო.აწი  ფრთხილად ვბქნებით, არ გამოვალთ სოროდანო. დედაც დათანხმდა-  კარგი როგორც თქვენ გინდათ ისე იყოსო და მოძებნეს ახალი უფრო დიდი სორო.
                         

                                  18.  ქონდრის კაცის სტუმრები


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
 ერთ ძველ სახლში უხილავი ქონდრის კაცი ცხოვრობდა. ერთ დღეს,  როცა ქონდრის კაცს ეძინა სახლში ხმაური გაისმა. კაცს გამოეღვიძა. ადგა და რას ხედავს  სტუმრები ჰყავს. მას არ ახსოვს ბოლოს როდის ყავდა სტუმრები, ამიტომაც გაოცდა, მაგრამ მაინც   არ დაიბნა. სუფრა გაშალა, თავისი ნაშრომი საჭმელი დააწყო  და სტუმრები შინ შემოიპატიჟა. სტუმრები მაგიდას მიუსხდნენ და საჭმლის ჭამა დაიწყეს. კარგად რომ დანაყრდნენ, შემდეგ მასპინძელს ჰკითხეს: - ეს ამდენი საჭმელი როგორ იშოვეო? ქონდრის კაცმა უპასუხა- მე ფულს და საჭმელს წვალებით,შრომით და ოფლით ვშოულობ, არავის არაფერს არ ვპარავ, მთელი ცხოვრება ვმუშაობ  და ასე ვცხოვრობო.
                                        19.ლომის ბოკვერები


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

  ლომმა ბოკვერები გააჩინა  და ზრდიდა. გაზაფხულზე კოკისპირული წვიმები დაიწყო, გამოქვაბული ნელ-ნელა წყლით ივსებოდა..... დედა ლომმა გადაწყვიტა  რომ ახალი გამოქვაბული ეპოვათ და წავიდნენ საძებნელად.  ამ სიარულში სულ მთლად დასველდნენ, როგორც იქნა მიაგნეს მშრალ გამოქვაბულს და დასახლდნენ შიგ. წვიმები არ ჩერდებოდა და ლომებს საჭმელი შემოაკლდათ. მოიწყინეს. ერთ დღესაც გამოვიდა კარგი ამინდი და დედა ლომი და ბოკვერები წავიდნენ სანადიროდ. დედა ლომი წინ მიუძღოდა და ასწავლიდა ბოკვერებს როგორ უნდა მოენადირებინათ ცხოველები. ძალიან ბევრი მოიმარაგეს და დატვირთულები დაბრუნდნენ გამოქვაბულში. ისევ დაიწყო წვიმები, მაგრამ აღარ ეშინოდათ საკვები ბევრი ქონდათ.
  გავიდა დრო, ბოკვერები წამოიზარდნენ და კარგი ამინდებიც გამოვიდა. დედა ვეფხვი დაბერდა. საჭმელზე წასვლა აღარ შეეძლო, ამოიტომაც შვილებმა დაიწყეს მონადირეობა. ბეჯითად ნადირობდნენ სულ სავსე ქონდათ გამოქვაბული. ხან წვავდნენ, ხან ხარშავდნენ, ზოგჯერ უმადაც მიირთმევდნე, დედასაც არაფერს აკლებდნენ  და ცხოვრობდნენ დიდხანს და  ბედნიერად.
                                         
                                        

                                                 20. მარტორქას რქა


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი


 მარტორქას ერთი დიდი რქა ამშვენებდა. ერთ დღეს მარტორქა ლომებს შეებრძოლა და ამ ბრძოლაში რქა სადღაც დაკარგა.  საგონებელში ჩავარდა მარტორქა, არ იცოდა რა ეღონა  და ამ დროს გამოჩნდა სპილო. მარტორქას უთხრა :- მე შენ გიყურებდი როგორ შეებრძოლე ლომებს, შემდეგ კი რქა დაკარგე, მე მოგაძებნინებ შენ დაკარგულ რქას.
მარტორქაც  სიხარულით დაეთანხმა.
დაიქყეს ძებნა. ეძებეს,ეძებეს და მიაგნეს კიდეც ეკალ-ბარდებში. დაიკაწრენ ბარდებში მაგრამ წვალებით მაინც ამოიღეს რქა.შემდეგ მარტორქამ გაიკეთა რქა და სპილოს მადლობა გადაუხადა: მადლობა სპილო! მეც მინდა სამაგიერო სიკეთით გადაგიხადოო. მითხარი რა გავაკეთო შენთვისო. არა, რას ამბობ მარტორქა, რა საჭიროა, შენი მშობლებიდან მეც ბევრი სიკეთე მახსოვსო უთხრა სპილომ და გადაეხვია მეგობარს.
                                


                                    21.ფერადი ჩიტის ამბავი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

  ერთი ფერადი ჩიტი ხის ტოტზე იჯდა და საამოდ გალობდა. ამ დროს სად იყო და სად არა გამოჩნდა მელა. მას ძალიან შიოდა, ჩიტი რომ დაინახა ასეთი ფერადი და ბუთხუზა გემრიელი ნერწყვი მოადგა და ჩიტს უთხრა: გამომყევი ჩემთან სახლში სუპს გაჭმევო. (თუ მართალი გინდათ მელას სუპი ჩიტის მოსახარშად უნდოდა.) ჩიტმა დაუჯერა და წაყვა სახლში. მივიდნენ სახლში, ქურაზე შემომდგარი   ამხელა ქვაბი რომ დაინახა ჩიტი ყველაფერს მიხვდა, გარეთ გასვლა უნდოდა მაგრამ ამაოდ, მელამ კარები ჩაკეტა.  სასოწარკვეთილი ჩიტი ზევით დაფრინავდა და მელამ ვერა და ვერ  დაიჭირა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, მელამ კარი გააღო, კარში მგელი შემოვიდა და ჩიტი გარეთ

გაფრინდა. სემოირტყა მელამ თავში ხელი ეს რა მომივიდაო,მაგრამ უკვე გვიანი იყო. ასე დააღწია ლამაზმა ფერადმა ჩიტმა თავი მელას კბილებს. შემოჯდა ხის ტოტზე და გააგრძელა გალობა.

                                           22. ჩხიკვის ხელჩანთა

ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

     ერთხელ ერთმა ჩხიკვმა გზაზე ერთი პატარა ფერადი ხელჩანთა იპოვა. დიდხანს უცქირა, ნისკარტით ამოწმებდა ხან აქედან, ხან იქიდან, მაგრამ ვერ გახსნა. ბოლოს ნისკარტი ჩაავლო და ჭაპან- წყვეტით მიათრია ბუდეში. ისევ უკაკუნა ნისკარტით და ბოლოს როგორც იქნა ხელჩანთა გახსნა. ჰოი,საოცრებავ! იქიდან პატარა ბოკვერები ამოვიდნენ. თურმე ფოცხვერს მოუტაცია და წამოუყვანია პატარები. ჩხიკვი მაშინვე  გაფრინდა და ბოკვერები ლომებს მიუყვანა. გახარებულმა ლომებმა

მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები აჩუქეს. ხელჩანთაც მას დარჩა.  გადაწყვიტა რომ ხელჩანთაში მოეგროვებინა საკვები რადგან პირში ცოტა საჭმელი ეტეოდა,  ხელჩანთაში კი ბევრი. ასე მოჰქონდა საკვები ჩხიკვს თავისი ნაპოვნი ჩანთით.  თან სხვა ფრინველებს ეპრანჭებოდა.  

                     

 23. ბარტყების საქანელა


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი
         
                  ჩიტი ბუდეში ბარტყებს ზრდიდა. ერთ დღეს როცა ბარტყები წამოიზარდნენ ჩიტმა გადაწყვიტა მათთვის პატარა საქანელა გაემზადებინა.  ხის ტოტზე პატარა საქანელა ჩამოკიდა  და თავისი ბარტყებიც ზედ განათავსა. მაგრამ ერთ დღეს საშინელი ქარი ამოვარდა და ბარტყები ლამის ძირს გადმოცვივდნენ. ეს რომ დედა


           ჩიტმა დაინახა ლამის გული წაუვიდა,  მიფრინდა ბარტყებთან აიყვანა, სახლში შიყვანა და ბარტყებს უთხრა: შვილებო, როცა ქარია საქანელაზე არ დასხდეთ თორემ ძირს ჩავარდებით და რამეს მოიტეხავთო. ქარი რომ ამოვარდება იმ წამსვე სახლში შემოდითო. შვილებმა უთხრეს: კარგი დედა, როგორც შენ იტყვი ისე ვიზავთო. ამის შემდეგ ბარტყები დედას ნათქვამს  ყოველთვის ასრულებდნენ.




24.თხუნელას თავგადასავალი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი

   იყო ერთი თხუნელა, რომელიც მიწისქვეშა გვირაბში ცხოვრობდა და თავისი თათებით გვირაბს თხრიდა. ერთხელ როცა თხუნელა გვირაბს თხრიდა გამოთხარა მძინარე წრუწუნები, რა ექნა? უკან ვერ წამოვიდოდა, თავისი ფაფუკი ბეწვი აებურძგნებოდა და გაეჭედებოდა. ამიტომაც ზევით ავიდა, თაგვებს გაეცალა და სხვაგან ჩაძვრა. იქ უსაფრთხოდ იქნებოდა ეს ხერხი გამოადგა და როცა დაჭირდებოდა  სულ ასე აკეთებდა ხოლმე.  რა თქმა უნდა სხვებსაც უთხრა და ყველა ასე იხწევდა თავს საშინელი ცხოველებისგან.



                                                      25. დათვი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

       ბუნაგში დათვს მთელი ზამთარი ეძინა ,დათბა თუ არა გამოიღვიძა და გადაწყვიტა გარეთ გასულიყო ჯერ დრუნჩი გაყო და აქეთ იქით კარგად გაიხედა ის იყო ბუნაგი უნდა დაეტოვებინა, რომ სად იყო  და სად არა მასთან გაჩნდა ერთი პატარა ცხოველი. ეს იყო წრუწუნა. დათვს


გაუკვირდა და წრუწუნას ჰკითხა: შენ აქ საიდან გაჩნდიო? წრუწუნამ უთხრა:- მთელი ზამთარი შენს ბუნაგში გავატარე და შენ ვერ შემამჩნიე, იმიტომ ვერ შეგამჩნიე, რომ ძალიან ღრმად  მეძინაო.... და რადგან ასეა შეგიძლია ჩემთან დარჩე, მოიმარაგო საკვები და აქ იცხოვროო. უთხრა დათვმა წრუწუნას.  დიდი მადლობა, დათუნია! შენზე უკეთესთან ვისთან წავალო.  მოიმარაგა საკვები და დათვთან დარჩა. დათვმაც მოიმარაგა საკვები. ასე ცხოვრობდნენ დათვი და წრუწუნა დიდხანს და ბედნიერად.



27.ქოლგა და ქარი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   ქარმა ქოლგა იპოვა და გაიტაცა. დიდხანს აფრიალა, ხან ქალაქში, ხან სოფელში და ბოლოს ერთ ადგილზე დააგდო.  ერთმა კაცმა იპოვა არ მოეწონა და ისევ  გადააგდო. შემდეგ ისევ ქარმა აიტაცა, აფრიალა. აფრიალა, აფრიალა და ისევ დააგდო. შემდეგ ეს ქალმა აიღო მოეწონა და სახლში წაიღო.
   ბოლოს სჭმელი აღარ ჰქონდა და გადაწყვიტა ქოლგა გაეყიდა ბაზარში დიდხანს იდგა,იცდიდა  და როგორც იქნა გაყიდა ქოლგა. ქოლგას გაეხარდა,როგორც იქნა   იმ ადამიანთან იყო ვინაც იყიდა და არსად აღარ გადააგდებდა.




28. ზღარბი და ვაშლის ხე


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი
 2020 წელი

   ვაშლის ხეს ზღარბი ესტუმრა და სთხოვა: ვაშლის ხეო, ერთი მწიფე ვაშლი გამასინჯეო.  ვაშლის ხემ მწიფე ვაშლი შეარჩია, ტოტი შეარხია და ვაშლი ძირს ჩამოაგდო. მაგრამ ამ დროს სად იყო და სად არა გამოჩნდა ციყვი და ვაშლი თვითონ  წაიღო სახლში და შვილებს აჭამა.ზღარბი კი ხელცარიელი დარჩა. რა ექნა, უკან წავიდა თავის გზას დაადგა. ამ დროს ვაშლის ხემ დაუძახა და უთხრა: მოდი, კიდევ მოგცემ ვაშლს, დავინახე როგორ წაგართვა ციყვმა ვაშლი და თავის შვილებს აჭამაო. შემდეგ ვაშლის ხემ ტოტი შეარხია და ერთი მწიფე ვაშლი ჩამოუგდო, ზღარბმა უცებ დაავლო ვასლს პირი და გაიქცა შეეშინდა ისევ ციყვმა არ წამართვასო.


30.შვლების ამბავი


ბაზალეთის საჯარო სკოლა
 მარიამ შერგელაშვილი
 მესამე კლასი

 2020 წელი


   ერთ მთის კალთაზე შეფენილ უღრან ტყეში შვლები ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ტყეში მათი საკვები თოვლმა დაფარა, თითქოს ჩაყლაპა. რა ექნათ შვლებს, შიოდათ. გადაწყვიტეს რომ თოვლი გადაეჩიჩქნათ და ბალახი ეჭამათ, ასეც მოიქცნენ. გაჩიჩქნეს თოვლი და ჭამას შეუდგნენ ცოტას იმარაგებდნენ კიდეც რომ მერე ჩიჩქვნა არ დაჭირვებოდათ, ფეხები სულ მთლად გაეყინათ,შესცივდათ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ  და მსჯელობდნენ: ასეთი შეცდომა აღარ დავუშვათ აწი წინასწარ მოვიმაროგით ხოლმე საკვები  რომ ზამთარში ისევ  ასე არ დაგვჭირდეს თოვლის ამოჩიჩქვნა და ბალახის ძებნაო.



                                      ჩხიკვის ხელჩანთა


ანანო ხაჩიშვილი 11 წლის                                      გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი



  ერთხელ ერთმა ჩხიკვმა, გზაზე პატარა, ფერადი ხელჩანთა იპოვა.დიდხანს უკირკიტა ნისკარტით, ხან აქედან, ხან იქიდან, მაგრამ ვერ გახსნა. ბოლოს ნისკარტი ჩაავლო და ჭაპანწყვეტით მიათრია ბუდეში. ისევ უკაკუნა ნისკარტი და ბოლოს ხელჩანთა გახსნა და იქიდან საოცარი წიგნი გადმოვარდა. ჩხიკვი გამოუცდელი იყო, არ იცოდა წიგნი უნდა გაეხსნა თუ არა.ბოლოს სულმა სძლია და გადაშალა.
      წიგნის გვერდები სულ ფერადი ნახატებით იყო აჭრელებული, აქეთ მელა ეხატა, იქით დათვი...
ამ წიგნში ეწერა თუ რისი ეშინოდა ყველა ფრინველსა და ცხოველს.  ჩხიკვმა ისწავლა ყველაფერი და გამოადგა კიდეც. ერთხელ, როცა წუწკმა მელამ დაიჭირა, დაიყვირა მონადირეო და მელიამაც უკანმოუხედავად მოცოცხა. როცა ბარტყები გამოჩეკა, მათაც ასწავლა ყველაფერი. იმათ თავის ბარტყებს ასწავლეს და ასე შემდეგ, ასე გადასცეს ცოდნა ერთმანეთს. ამიტომაც იციან ჩხიკვებმა ყველაფერი.
                                        
                         მარტორქას   რქა
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

                                      გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი


     მარტორქას ერთი დიდი რქა ამშვენებდა. ერთ დღეს, მარტორქა ლომებს შეებრძოლა და ამ ბრძოლაში რქა სადღაც დაკარგა. საგონებელში ჩავარდა მარტორქა. არ იცოდა რა ეღონა და ამ დროს გამოჩნდა თაგუნა თაგო. მარტორქა ყოველთვის ამყარებდა იმედებს თავის მეგობარ თაგუნაზე და ახლაც იმედი მიეცა. სთხოვა, მოეძებნა თავისი რქა  და თაგვიც წავიდა მეგობრის დასახმარებლად.
     მიდიოდა ტყეში თაგვი და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რომ რქა დაენახა. ბოლოს სხვა თაგვის სოროში შეძვრა, იმიტომ რომ დაღამდა და ძილი უნდოდა. უცებ  თვალები გაუბრწყინდა, მის წინ მეგობრის რქა ეგდო. სხვა თაგვს ჩაეხუტებინა გულში. რა არ ეხვეწა, რა არ ემუდარა, მაგრამ თაგვს ვერაფერი ვერ შეაგნებინა. ბოლოს ერთი აზრი მოუვიდა თავში. თაგო ერთ კატას იცნობდა. მოგეხსენებათ კატები თაგვებს ჭამენ, მაგრამ ეს კატა ვეგეტარიანელი იყო. თაგომ კატას დახმარება სთხოვა თაგვის დაფრთხობაში. კატა გაჰყვა და დააფრთხო უცხო თაგვი. წაიღო თაგომ რქა და წავიდა მეგობართან, რომ გაეხარებინა. როცა მივიდა, დაინახა რომ მის მეგობარს  უამრავი ცხოველი შემოხვეოდა. გაუხარდა მარტორქას რქის დანახვა, მაგრამ ახლა ახალი დარდი გაუჩნდა. არავინ იცოდა, როგორ მიეწებებინათ რქა მარტორქისთვის. მაშინ თაგუნია ადგა, დაკრიფა ბალახეულობა, დაადო მეგობარს მოტეხილ ადგილზე და გაუმთელა. ასე გაახარა თაგუნამ მეგობარი.


                                  ნიანგიდან ხვლიკამდე
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

                                      გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი



   ერთ ტბაში ცხოვრობდა ქვეწარმავლების მეფე ნიანგი. სახელად ნაგინი ერქვა. ის ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ ერთი რაღაც არ გაიფიქრა. რატომ უნდა ვიყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეწარმავლების მეფე?! ხომ შეიძლება ყველა ცხოველის მეფე  ვიყო? წავიდა მზესთან და მოახსენა თავისი სურვილი. მზე განრისხდა და ნაგინი დააპატარავა. ნაგინს ეგონა, ახლა ყველა ცხოველის მეფე ვარო და ტყეში თამამად შევიდა. როცა თავის ძველ ტბასთან მივიდა ძლივს შეამჩნიეს და თან გაუკვირდათ, ჩვენი მეფე ასეთი პატარა არ იყოვო და აღარ დაემორჩილნენ. ასეთ ნიანგებს ახლა ხვლიკებს უწოდებენ. ასე გაჩნდა დედამიწაზე ხვლიკი. 
                                                              
                          ბარტყების საქანელა
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

                                      გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი



  ჩიტი ბუდეში ბარტყებს ზრდიდა. ერთ დღეს, როცა ბარტყები წამოიზარდნენ, ჩიტმა გადაწყვიტა მათთვის პატარა საქანელა დაემზადებინა და ხის ტოტზე პატარა საქანელა ჩამოკიდა და თავისი ბარტყებიც ზედ განათავსა. მაგრამ ერთ დღეს საშინელი ქარი ამოვარდა, პატარა საქანელა მოსწყდა ხეს და ბარტყებიანად ცაში აიტაცა. შეშინებული პატარები ერთმანეთს ეკვროდნენ, ცდილობდნენ ქარს არ დაეცილებინათ და ერთმანეთი არ დაეკარგათ. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, პატარა, უსუსური ბარტყები უძლურნი იყვნენ ბობოქარ ქართან.
დედა ჩიტი ამაოდ ცდილობდა დახმარებოდა თავის შვილებს, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა მათთან მიახლოებას, მით უფრო აშორებდა ქარი. ქარმა ერთი ძლიერად დაბერა და საცოდავმა დედა ჩიტმა დაკარგა ბარტყები, ვეღარ დაინახა ქარმა საით გადაისროლა. იფიქრა საბოლოოდ დავკარგე ჩემი ბარტყებიო და სასოწარკვეთილი დანებდა ქარს. ფრთების ქნევას მოუკლო და ქარს მიჰყვა. დაუნდობელმა ქარმა ჩიტი მიწაზე უსულოდ დასცა.
   პატარა ბარტყებს დედა ყოველთვის ასწავლიდა, _  თუ როგორ უნდა ეფრინათ. დამჯერი ბარტყებიც ყოველთვის უსმენდნენ და ასრულებდნენ დედის რჩევა-დარიგებებს. ახლაც სწორედ მისი დარიგებების წყალობით გადარჩნენ.
  ქარი ჩადგა. ბარტყებმა დაინახეს როგორ ეგდო დედა ჩიტი უსულოდ და მიფრინდნენ მასთან. ისინი თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, ეგონათ მათ რომ საქანელა არ მოენდომებინათ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და  ცხარე ცრემლით ტიროდნენ.
ქარი ზემოდან ადევნებდა თვალს დედის და შვილების უბედურებას. შეწუხდა, ისიც დამნაშავედ გრძნობდა თავს უსუსური ჩიტის სიკვდილში. ერთხელ კიდევ მოიკრიბა ძალა და დაჰბერა... ჩიტს დაუთმო თავისი სიცოცხლე და გაქრა.
  მოწმენდილ ცაზე მხიარულად დანავარდობდნენ დედა ჩიტი და თავისი ბარტყები.

                                                       

                             დათუნიას ახალი წელი

ანანო ხაჩიშვილი 11 წლის
                                      გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი



 ბუნაგში დათვს მთელი ზამთარი ეძინა. დათბა თუ არა, გამოიღვიძა და გადაწყვითა გარეთ წასულიყო. ჯერ დრუნჩი გაყო და აქეთ-იქით კარგად გაიხედა. ის იყო ბუნაგი უნდა დაეტოვებინა, რომ სად იყო სად არა, მასთან გაჩნდა ერთი პატარა ცხოველი, რომელსაც დიდი ყურები ჰქონდა. ეს იყო კურდღელი. დათვი და კურდღელი მაშინვე დამეგობრდნენ. ერთად თამაშობდნენ და ერთობოდნენ.
         გავიდა დრო და დადგა ზამთარი. წამოვიდა თოვლი. დათუნია ადგა და ბუნაგისკენ მიმავალ გზას დაადგა.  კურდღელიც დაედევნა.
_ საით მიდიხარ? - ჰკითხა დათუჩას.
_ ჩემს ბუნაგში. - უპასუხა დათუჩამ, ახლა ხომ  ზამთარია.
_ კი, მაგრამ ახალი წელი?
_ ახალი წელი რა არის? - იკითხა დათუნიამ.
დათვებს ხომ ზამთარში ბუნაგებში სძინავთ, ამიტომ ახალი წლის შესახებ არაფერი იცოდა.
კურდღელმა მოკლედ აუხსნა რა იყო ახალი წელი და თან დაამატა, რომ  ახალ წელს მეგობრები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან და ულოცავენ.
_ ახალი წელი არასდროს მინახავს,- ჩაფიქრდა დათუჩა, დაემშვიდობა მეგობარს და ბუნაგში შევიდა.
   კურდღელმა მოიწყინა. მარტო მივიდა შუაგულ ტყეში, სადაც ძალიან ბევრი ლამაზად მორთული ნაძვის ხე იდგა. დაინახა სხვა ცხოველები, რომლებიც ერთობოდნენ და უფრო დაუმძიმდა გული.
    დათვმაც მოიწყინა თავის ბუნაგში. დადარდიანდა მეგობარს გული რომ ატკინა და ახალი წლის ზეიმზე არ წაჰყვა. ბოლოს ადგა, ფუტკრებთან წავიდა და ლამაზი თაიგულის ნაცვლად თაფლი სთხოვათ.  ფუტკრებმა მისცეს თაფლი და დათვმა შუაგულ ტყეში მეგობართან გასწია.
  კურდღელმა დაინახა დათუნია და გაუხარდა.  დათუნიამ მიულოცა ახალი წელი და საჩუქრად თაფლი მისცა. სანაცვლოდ კი კურდღელმა გემრიელი კანფეტები აჩუქა. ერთად შეხვდნენ ახალ წელს. მღეროდნენ და გუნდაობდნენ.  ეს ყველაფერი ულამაზესი ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
   ასე დაანახა კურდღელმა დათვს ახალი წლის სილამაზე.

                                                  
ლომის ბოკვრები
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

  გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი



   ლომმა ბოკვრები გააჩინა და გამოქვაბულში ზრდიდა. ერთხელ კოკისპირული წვიმები დაიწყო და გამოქვაბული ნელ-ნელა წყლით ივსებოდა.     ლომს გამოეღვიძა, დაინახა წყალი და აღელდა. წყალს უკვე მთელი გამოქვაბული დაეფარა. ლომი თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ გაახსენდა თავისი პატარები და ღრმად შეცურა წყალში. ლომს სულ სამი ბოკვერი ყავდა. ორი გადაარჩინა დახრჩობას, მესამე კი _ ვერსად იპოვა.
    მესამე ბოკვერს ღრმად ეძინა. ის გამოქვაბულის სულ მაღლა იყო და წყალმა იქამდე ვერ მიაღწია. რამდენიმე საათის შემდეგ, წყალი დაწყნარდა და ბოკვერმაც გამოიღვიძა. ის ამაოდ ეძახდა დედას. ბოლოს კი გამოქვაბული დატოვა და ტყეში შევიდა. აქამდე ასე ღრმად არასდროს შესულა ტყეში. თანდათან ბნელდებოდა. ბოკვერს შეეშინდა და გაიქცა.
   გადიოდა წლები და ბოკვერიც გაიზარდა. უკვე ლომი იყო. დედა თითქმის გადაავიწყდა. ბევრი გმირობა ჩაიდინა, ბევრი არსება გადაარჩინა სიკვდილს. ცხოველები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სიკეთით, კენჭი იყარეს და ლომი ტყის მეფედ დანიშნეს. აქამდე არცერთ ტყეს არ ჰყოლია მისი მსგავსი: სამართლიანი, ძლიერი, ამაყი და კეთილი მეფე. სწორედ ამ თვისებების გამო აირჩიეს ცხოველებმა ლომი მეფედ და დღემდე მისი შთამომავლები განაგებენ ტყეს.
          

           სიკეთე სიკეთის სანაცვლოდ
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

  გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი

    ყველას ლომი საზრელი, მსუნაგი და ბოროტი ცხოველი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. მე მინდა, რომ ამ არსებებზე წარმოდგენა შეგიცვალოთ და მათზე ერთი ამბავი მოგიყვეთ.
      ერთ ულამაზეს ტყეში ცხოვრობდა ლომი, რომელსაც ჰყავდა ორი ბოკვერი. ისინი მთის ძირში ცხოვრობდნენ. ერთ ზამთარს მთიდან ზვავი ჩამოწვა. დედა ლომმა თავს გაქცევით უშველა, პატარები კი რას იზამდნენ, დარჩნენ გამოქვაბულში. პატარა ბოკვრებს სციოდათ და შიოდათ.
     მეორე დღეს მარხილით ერთი ბერიკაცი გამოქვაბულთან ახლოს მივიდა. გაიგონა წკმუტუნი და შიგნით შევიდა. დაინახა ორი ბოკვერი, აიყვანა ხელში და მარხილში ჩასვა. ბოკვრებმა არ იცოდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და დაემორჩილნენ ბერიკაცს. ბერიკაცმა ისინი სახლში წაიყვანა. უვლიდა, აჭმევდა და გაზარდა. ბოკვრები გაიზარდნენ და ლომებად იქცნენ. შეუძლებელი იყო მათი სახლში გაჩერება. ბერიკაცმა ისინი ისევ მარხილში ჩასვა და იქ წაიყვანა, სადაც იპოვა. ლომებს უჭირდათ პატრონთან განშორება, საბოლოოდ, აულოკეს ბერიკაცს ხელები და დაბრუნდნენ ტყეში, თავიანთ ფესვებთან.
   გავიდა ერთი წელი.ბერიკაცს მოუნდა თავისი ლომების ნახვა. ძალიან ჩქარობდა და სიჩქარეში თოფის წაღებაც დაავიწყდა. ტყეში რომ შევიდა დაინახა, რომ მისკენ ლომების მთელი ხროვა მოემართებოდა. ბერიკაცს ძალიან შეეშინდა, აღარ იცოდა რითი გადაერჩინა თავი. ამ დროს მას წინ ორი ლომი გადაეფარა. მათ საზარელი ღრიალით უკან დაახევინეს ლომების ხროვას და ბერიკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. ეს ლომები სწორედ ისინი იყვნენ რომლებიც ბერიკაცმა გადაარჩინა სიკვდილს. ლომებმაც სიკეთე, სიკეთით გადაუხადეს კეთილ პატრონს.




მენავის ნავი
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

  გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი


   ერთ ზღვისპირა ქალაქში ერთი მენავე ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ხის ნავის გარდა არაფერი ებადა რა. ერთ დღეს, მენავემ ზღვაზე გასეირნება გადაწყვიტა და ზღვში თავისი ხის ნავი შეაცურა.  უეცრად ზღვაზე უშველებელი ტალღები წამოიმართა. ნავი ტალღებმა შთანთქა და სულ უფრო და უფრო შორს მიაქანებდა. მენავე დადარდიანდა. ნავის გარდა არაფერი ებადა და ისიც დაკარგა.  ბოლოს დაინახა, რომ ნავი ერთ პატარა კუნძულზე გაჩერდა.
   მეორე დილას მენავემ  ნავი ერთ ნაცნობს ეთხოვა და ზღვაში შეცურა. მიადგა კუნძულს. დაინახა თავისი ნავი და ძალიან გაუხარდა. გამოაბა თავისი ნავი ნათხოვარ ნავს და ის ის იყო უნდა დასდგომოდა შინისკენ მიმავალ გზას, რომ დაინახა ბრჭყვიალა ოქროს მონეტა. კაცს გაუკვირდა და მონეტა აიღო. შემდეგ კიდევ დაინახა მონეტების მთელი რიგი. გაჰყვა მენავე მონეტებს და დაინახა ძველისძველი სკივრი, რომელიც სავსე იყო ოქროს ნივთებით. იმ დღის მერე კაცი გამდიდრდა. მადლიერი იყო თავისი ნავისა.



                                   ფერადი ჩიტის ამბავი
ანანო ხაჩიშვილი 11 წლის

  გურჯაანის  რ-ნი  სოფ. ზეგაანი


ერთი ფერადი ჩიტი ხის ტოტზე იჯდა და საამოდ გალობდა. ამ დროს, სად იყო და სად არა, გამოჩნდა შოშია. შოშია შავი იყო და გაუკვირდა სხვა ფერი ჩიტის დანახვა. ბოლოს გაბედა და ჰკითხა:
_  მე ყოველთვის ისეთ ჩიტებს ვიცნობდი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შავები იყვნენ და შენ როგორ ხარ ასეთი ფერადიო.
 ჩემი წინაპრების ამბავს მოგიყვებიო, _ უთხრა ფერადმა ჩიტმა და დაიწყო ამბის მოყოლა.
დიდზე დიდი ხნის წინათ, დედამიწაზე სულ წვიმდა. უეცრად დიდმა ყვითელმა ბურთმა გამოანათა და გაათბო არემარე. ეს მზე იყო. უეცრად, დედამიწის ერთი ბოლოდან შვიდმა ფერმა გააპო ცა. ეს იყო ცისარტყელა. გაკვირვებული ჩიტები ახლოს არ მიდიოდნენ. ბოლოს, ერთმა ყველაზე ამაყმა ჩიტმა გაბედა მიახლოება, შეფრინდა ცისარტყელაში და როცა, ისევ უკან სხვა ჩიტებისკენ გამოფრინდა, საოცრება მოხდა! მისი შავი ბუმბული ფერადი გახდა. შემდეგ მისი ბარტყებიც ფერადები გაჩნდნენ და ასე მოევლინა სამყაროს ფერადი ჩიტები.
    მაშინ მეც რატომ არ ვარ ფერადი? _ ჰკითხა შოშიამ.
  ალბათ შენს წინაპრებს ცისარტყელაში არ გაუვლიათო, _  უთხრა ფერადმა ჩიტმა და გაფრინდა თავისი ბუდისკენ.

                             უცნაური მეგობრები
ანი ჟორჟოლიანი. 7 წლის, ზესტაფონი   სოფელი შორაპანი.

   ზაფხულის მშვენიერი დღე იყო. კაშკაშა მზე მცხუნვარედ ანათებდა არე-მარეს. ძროხა ჭრელა, მინდორში საბალახოდ გასულიყო. ჭრელა, ისე გემრიელად მიირთმევდა, მწვანედ აბიბინებულ ბალახს, რომ ვერც კი მიხვდა, როგორ აღმოჩნდა მზე მის თავზე.
    წავალ ცოტას დავისვენებ, თქვა ჭრელამ და უახლოესი ხისკენ გაეშურა. ხეს რომ მიუახლოვდა დაინახა, რომ პეპელა და ჭიამაია კამათობდნენ. პეპელა ჭიამაიას ეუბნებოდა:
    იცი, მე ყველაზე ლამაზი ვარ,  ფერად-ფერად კაბებს ვიცვავ და ყვავილების ბაღში დავფარფატებ.
    სილამაზით არც მე ჩამოგრჩები, უთხრა ჭიამაიამ. ჩემი დანახვა ბავშვებს ძალიან ახარებთ და ასეთი შეძახილებით მესალმებიან: "ჭია, ჭიამაია ხვალ როგორი დარია".
     ამ კამათში ჭრელა ჩაერია და უთხრა: რატომ ჩხუბობთ, თქვენ ორივენი ლამაზები ხართ, აბა ეხლავე შერიგდით. უეცრად ბუჩქებიდან მელაკუდა გამოძვრა მეგობრებმა მას ჰკითხეს: რა დაგემართა მელაკუდა?
    როგორ თუ რა დამემართა, საქათმეში პატრონმა მომისწრო და ისე მცემა სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
    ამ დროს ვაშლებით დახუნძლული ზღარბუნია გამოჩნდა და მათ მიმართა: მეგობრებო, ვაშლს გიწილადებთ, ძალიან გემრიელია.ზღარბუნიას ყველამ მადლობა გადაუხადა გულკეთილობისათვის. მელაკუდას გარდა ყველა კმაყოფილი იყო. ბოლოს ზღარბუნიამ სცადა მელაკუდას გამხიარულება და უთხრა: იცი რას გეტყვი მელია კუდაგრძელია?! ქათმების ჭამას თავი დაანებე და ვაშლი მიირთვი. ზღარბუნიას ნათქვამზე, ყველამ ბევრი იცინა და ასე ხალისიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.


მოგესალმებით, მე ვარ ანი ჟორჟოლიანი. 7 წლის, ვცხოვრობ ზესტაფონის რაიონში სოფელ შორაპანში.
    ვსწავლობ ზაზა ფერაძის სახელობის შორაპნის საჯარო სკოლაში. ვარ 1 კლასელი.
   ჩემი მასწავლებელია ქალბატონი მზია ჯაფარიძე. თქვენი წიგნი "მხიარული დედაენა" დაბადების დღეზე მაჩუქეს და ის ჩემი საყვარელი წიგნი გახდა. მასწავლებელმა კი უფრო ფართოდ გაგვაცნო თქვენი შემოქმედება, მეტად დაგვაინტერესა და შეგვაყვარა.
    ამიტომ გადავწყვიტე, მეც დამეწერა ზღაპარი და თქვენთან გამომეგზავნა. იმედია, მოგეწონებათ ჩემი პირველი ნამუშევარი.
   დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ანი ჟორჟოლიანი.


წეროს  ამბავი
აქსანა  ჯობავა

მდინარის ნაპირზე  იდგა ლამაზი წერო  აქეთიქით იყურებოდა რადგან არავინ მიჰპაროდა ჩუმად და რაიმე არ დაეშავებინა, მაგრმა ის ხედავდა მის პირდაპირ მდინარის მეორე მხარეს რომ თვით ცხოველთა  მეფე იდგა და ის ხვდებოდა რომ ჩვენი  ამაყი ლომი ასე ხშირად მხოლოდ წყლის დასალევად არ მოდიოდა, და  წერომ გადაწყვიტა  რომ წყალი არა მდინარიდან არამედ შორიახლოს მდებარე  ტბიდან ესვა ხოლმე.

მეორე დღეს როქსი(ლომი) მივიდა მდინარესთან უკვე  რომელსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მიჰპაროდა და შეეჭამა მაგრამ მისულს ელსი აღარ დახვდა და გამოჩნდა ლემური რომელსაც ები ერქვა  და ლომისიც  ეშინოდა და წეროსიც მაგრამ გადაწყვიტა ეთქვა ლომისთვის ის რაც დაინახა რადგან ლომს ის არ შეეჭამა და როგორც მივხვდით მან უთხრა რომ წერომ ლომის(რექსის) შიშით ადგილი შეიცვალა და ტბასთან გადავიდა  და უთხრა  რომ ტყესთან დალოდებოდა რადგან ელსი მანდ იძინებდა ხოლმე.
ციტახანში ები (ლემური)მივიდა წეროსთან და უთხრა რომ ის მის შეჭმას აპირებდა და სხვა კუნძულისკენ წასულიყო წერომ ების დაუჯერა და წავიდა ხოლო ლომი  მთელი საღამო ელოდებოდა მაგრამ ამაოდ და გადაწყვიტა მოტყუების გამო ლემური შეეჭამა და უცებ გამოჩნდა  ლემური რომელმაც უთხრა რომ მოპირდაპირე კუნძულისკენ წავიდა წერო და უთხრა რომ იქ  მთელი წეროების გუნდიაო და ლომმაც დაიჯერა და წავიდა მართალია ებიმ ლომი მოატყუა მაგრამ  მან თავისითავიც გადაარჩინა და წეროც ამის შემდეგ იცოდა რომ ვერც ლომი დაუშავებდა ვერაფერს.


 


წერო და ლომი





 ერთი ლომი მუდამდღე ერთ მდინარეზე მიდიოდა წყლის დასალევად, მდინარის მეორე ნაპირზე კი წერო ბინადრობდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდააქაოდა ვინმე არ მომეპაროსო, მაგრამ ერთ დღეს... 

მშიერი ლომი წყლის დასალევად მიადგა მდინარეს. დაინახა, რომ მდინარის მოპირდაპირე მხარეს წერო სვამდა წყალს. ლომი მისკენ გაექანა, მაგრამ, საბედნიეროდწეროს შორი-ახლოს შეიარაღებული მამა და მისი  შვიდი-ოდე წლის შვილი გამოჩნდნენროდესაც ეს ბავშვი ჩვილი იყო მშობლებს მდინარის მახლობელ ტყეში ჰყავდათ სასეირნოდ წაყვანილი. მცხუნვარემ მზემ მოთენთა მშომბლები და ჩვილთან ერთად მათაც ჩაეძინასაიდანღაც მგელი გამოვარდა ბავშვს შეჭმას უპირებდა. წერო ხმა-მაღალი წივილით დააცხრა ჩვილს ჩაუვლო  სახვევებს ნისკარტი და ბავშვი მაღლა აიტაცა. წეროს ხმამ გამოფხიზლა...მოკლეთ ბავშვი წერომ გადაარჩინა. ეს იყო შვიდი-ოდე წლის წინ. ახლა წერო იყო განსაცდელში. ბავშვის მამამ თოფი ესროლა ლომს და მოკლა. წერო მაღლა აფრინდა და თავის ენაზე მადლობას უხდიდა თავის გადამრჩენელსსიკეთე არ იკარგება

ნათქვამია: “მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება!„

კატო კოკაია თბილისის  26 სკოლის   მოსწავლე  




                          ,,ჭიანჭველების ბუდე“  “                                                                                                                                                               ჭიანჭველებმა მიწის ქვეშ ქალაქი ჭიანჭველეთი  ააშენეს და ბედნიერად ცხოვრპბდნენ. მაგრამ ერთ დღეს ჭიანჭველეთში უცნაური ამბავი მოხდა:ჭიანჭველების ბუდე სპილოს დაყვირებაზე დაიზანზარა თურმე სპილო ბალახს ჭამდა და როდესაც ნა ჭიანჭველების ბუდე დანგრევა განიძრახა ჭიანჭველებმა სთხოვე რომ ბუდე არ დაენგრია მაგრამ სპილომ უთხრა:თქვენ პატარები ხართ და ვერ მომერევით მეო   და ჭიანჭველების ბუდეს ფეხი დაადგა  ჭიანჭველები ძალიან გაბრაზდნენ და ერთიანად შეესივნენ სპილოს ჯერ ყურებში შეუძვრნენ შემდეგ ხორთუმში და სპილოს ძალიან სტკიოდა  იმ დღიდან სპილო მიხვდა რომ მთავარი სიდიდე სიმაღლე კი არ არის მთავარი ერთიანობაა და იმასაც მიხვდა სპილო რომ გინდ დიდის გინდ პატარას ნაშრომი არ უნდა ჩავუყაროთ წყალში

 

ტელეფონი: 555 37 95  71

სახელი გვარი:ლიზი ჩხაპელია


,,სპილო და სახედარი“

 

გზაზე სახედარი შეხვდა სპილოს.ეს რასაყვირია გაიკვირვა სახედარმა სპილოს ხორთუმის დანახვისას  სპილო ძალიან გაბრაზდა და უპასუხა:  ეს საყვირი კი არა ხორთუმია თუ ვერ მიცანი მე ადრე ცხოველთა მეფე ვიყავი სახედარმა უთხრა: რისი ფემე გრძელყურა და საყვირიანი  ცხოველი რისი მეფე იქნებოდაო  სპილო ძალიან არ გაბრაზებულა და გზა განაგრძო

რამდენიმე წლის შემდეგ სახედარი ვეფხვების ხაფანგში გაება ის იყო ჭამას აპირებდნენ რომ სპილომ  დაინახა  სიკეთე გამოიჩინა  და ჯერ ვეფხვები მოიგერია და შემდეგ სახედარი იხსნა სახედარი მიხვდა თავის შეცდომას და  სპილოს  ბოდიში მოუხადა და იმ დღიდან   სპილო და სახედარი  დაძმობილდნენ და  ჭირსა თუ ლხინში ერთად იყვნენ.

 

ტელეფონი:555 37 95 71

სახელი გვარი: ლიზი ჩხაპელია



მენავის  ნავი

ბარბარე  ვაჩნაძე







მეგობრობა   

გიგი  ნაკაჭიძე




    იყო ერთი ზღარბი, რომელიც მინდორში
დადიოდა საჭმლის მოსაპოვებლად.ეს 
მინდორი კი ძროხა ოხას, ეკუთვნოდა .
ძროხამ აუკრძალა ზღარბუნიას საკუთარ
მინდორში შესვლა და ვაშლებით პირის
ჩატკბარუნება.დაღონდა ზღარბუნია  და
საშველად ჭიამაიასთან  გაეშურა,უამბო მან
 თავისი ამბავი, ჭიამაიამ უპასუხა: მე ისეთი პაწაწინა ვარ, როგო
დაგეხმარები ვაშლების გამოზიდვაში?მოდი
                                                                    წავიდეთ პეპელასთან, იქნებ ის დაგვეხმაროს,
                                                                     გაუდგნენ გზას,პეპელავ პეპელას, იქნებ
                                                                    დაგვეხმარო, ძროხა ოხას მინდვრებიდან 
                                                                    ვაშლების გამოზიდვაში.დაღონდა პეპელა 
                                                                   და უპასუხა:მე ისეთი პატარა და ნაზი მწერი
                                                                  ვარ როგორ, შევძლებ შენს დახმარებას

ზღარბუნია,ვაშლები ხომ ძალიან
მძიმეა ჩემთვის,მაგრამ მე ვიცი ვინც ,
დაგვეხმარება ეს ხომ მელია  
კუდაგრძელიაა! გაეხარდათ მეგობრებს
და გაუდგნენ გზას.მივიდნენ მელიასთან
და უამბეს თავისი გასაჭირი.მელიამ ისეთი ეშმაკური ხერხი
                                                                                  მოიგონა, რომ ზღარბი და ძროხა ოხა
                                                                                  შეარიგა,ამის შემდეგ ზღარბუნიას
                                                                                  თავისუფლად გადმოჰქონდა ვაშლები
                                                                                   და ძროხა ოხა თავად ეხმარებოდა
                                                                                  მას.
                                                                                 


ფერადი ჩიტის ამბავი

ლალი ასლანიშვილი.IV კლასის მოსწავლე
დმანისი
სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა
 ერთი ფერადი ჩიტი ხის ტოტზე იჯდა და საამოდ გალობდა. ამ დროს არწივი გამოჩნდა და ჩვენი ფერადი ჩიტუნია თავის მართვეებთან გააფრინა. არწივმა ჩიტი მართვეებს ჩაუსვა ბუდეში და თვითონ ახალი ნანადირევის მოსატანად გაფრინდა. საბრალო ნადავლს მართვეები შემოესივნენ,ნისკარტით ეხებოდნენ და ფერად ბუმბულს წიწკნიდნენ. ჩიტი ცდილობდა თავი დაეღწია საფრთხისათვის, გაფრენა სურდა, მაგრამ ეშინოდა ის ხომ ჯერ პატარა იყო და ფრენა არ იცოდა.
   სად იყო და სად არა არწივი გამოჩნდა.ფრთებს ძლიერად იქნევდა და თავისი მართვეებისკენ მოიჩქაროდ,ნისკარტით კი ახალ ნადავლს მოაწიალებდა.ფერადი ჩიტი შიშისგან აცახცახდა. გრძნობდა,რომ ვეღარაფერი უშველიდა და არწივის სადილი გახდებოდა.
 ფერადმა ჩიტმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ბუდიდან გადახტა.იგი მოქნილად და სწრაფად იქნევდა ფრთებს.უკან გაავებული დედა არწივი მოჰყვებოდა.ცოტაც და საბრალო ჩიტუნია ისევ მის კლანჭებში აღმოჩნდებოდა. ამასობაში პაწია ფრინველი მიწას ძალიან მიუახლოვდა,ეგონა ძირს დაენარცხებოდა, მაგრამ, ჰოი საოცრება, იგი მაღლა აფრინდა და მოხერხებულად დაუძვრა მტაცებელს.
 ფერად ჩიტს უხაროდა ფრენა რომ ისწავლა, არწივიც აღარსად ჩანდა.მან ფრენა- ფრენით მიაღწია ბუდემდე.ასე იხსნა გაბედულებამ განსაცდელისგან ფერადი ჩიტი.


სახედარი და სპილო

ლალი ასლანიშვილი
დმანისის  სოფელი მაშავერას საჯარო სკოლა

  გზაზე სახედარი შეხვდა სპილოს. ეს რა საყვირია? იკითხა სახედარმა სპილოს ხორთუმის დანახვისას. სპილო ძალიან გაბრაზდა და უპასუხა:
  -სულელო, ეს საყვირი ნუ გგონია, ეს ჩემი ხორთუმია!
  სახედარმა დარცხვენილად უპასუხა:
 -ბოდიში, ბატონო სპილო, ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებო.
 სპილომ მიიღო სახედრის ბოდიში.
 -შეცდომა დაუშვი,მაგრამ ვიცი კეთილი გული გაქვს. გაიღიმა სპილომ.
  სახედარი და სპილო დამეგობრდნენ და ორივემ თავისი სახლისკენ გასწია. ამ ამბის შემდეგ ისინი ხშირად ხვდებოდნენ და დიდი პატივისცემითა და ღიმილით ესალმებოდნენ ერთმანეთს.სპილო თავის ძლიერ და უზარმაზარ ხორთუმს საყვირივთ მაღლა ასწევდა და დააყვირებდა.სახედარს ისევ საყვირს აგონებდა სპილოს ხორთუმი,მაგრამ ცდილობდა გაოცება არ შეემჩნია და კეთილად უღიმოდა სპილოს.


 მენავის ნავი


დმანისი სოფელი მაშავერა
მაშავერას საჯარო სკოლა
ლალი ასლანიშვილი

  ერთ პატარა სოფელში ერთი მენავე ცხოვრობდა. მას ერთი ხის ნავის მეტი არფერი ჰქონდა. ერთ დღეს მენავემ ზღვაზე გასეირნება გადაწყვიტა და ზღვაში შეაცურა ნავი.ფიქრობდა,ცარიელი ნაით გამოვედი ზღვაში,ბადე მაინც წამომეღო, თევზს დავიჭერდიო.ასე ხელცარიელი სახლში როგორ დავბრუნდეო?-დარდობდა მენავე.
 ნავი ძველი იყო.პატრონს ყოველთვის უნდოდა ახალი ნავი გამოეთალა,მაგრამ სულ ავიწდებოდა,რადგან მეოცნებე იყო.ნაპირზეც და ზღვაშიც ათასნაირ ამბებზე ოცნებობდა. ახლაც ვერ თვზაობდა .არც ბადე ჰქონდა,არც ანკესი.რა ექნა? ოცნების მეტი რა დარჩენოდა?გადაწვა ნავში,თავის ქვეშ ხელები ამოიწყო და წარმოიდგინა,რომ ნავით კი არ მიცურავდა,არამედ თევზებთან ერთად მიაპობდა ზღვას.უკან დელფინები მიჰყვებოდნენ.
 მენავე ამ ლამაზ ოცნებაში იყო,რომ ქარიშხალი ამოვარდა.ნავს ყველა მხრიდან წყალი ესხმებოდა და ტალღებზე ნაფოტივით ტივტივებდა.სადაცაა ჩაიძირებოდა.მენავემ აღარ იცოდა რა ექნა,როგორ გაეღწია ნაპირამდე.ერთმა დიდმა ტალღამ ნავი ქეშ მოიყოლა და ფსკერისკენ წაიღო.მენავესაც ტალღები აქეთ-იქით ახეთქებდა და დახრჩობას უპირებდა.მეოცნებე კაცი ნაპირზე გასვლას ვერ ახერხებდა.წარმოიდგინა,რომ კი არ იხრჩობოდა,არამედ დელფინებთან და თევზებთან ერთად დაცურავდა.იგი ხან ზღვის ფსკერამდე ჩადიოდა,ხან კი ზედაპირე ამოცურავდა ხოლმე.განსაკუთრებით ერთი დეფინი ეხმარებოდა.ბოლოს ზღვის მშვენიერმა ბინადარმა ზურგზე შეისვა მეოცნებე მენავე და ნაპირისაკენ წაიყვანა.
 მენავემ თვალი რომ გაახილა ნაპირზე იწვა.ქარიშხალი ჩამდგარიყო.ზღვის ტალღები მშვიდად მოიწევდნენ ნაპირამდე და მეოცნებე კაცს ფეხებზე ნაზად ეხებოდნენ.დღესაც არ იცის მენავემ მართლა გადაარჩინა დელფინმა თუ ეს მისი ლამაზი ოცნება იყო.



შვლების ამბავი

დმანისი სოფელი მაშავერა
მაშავერას საჯარო სკოლა
ლალი ასლანიშვილი

  ერთხელ დიდი თოვლი წამოვიდა შვლებთან ტყეში და მთელი მათი საკვები თოვლით გადაიფარა. იფიქრეს შვლებმა, იფიქრეს და აი რა მოიფიქრეს. გადაწყვიტეს მზისთვის მიემართათ. მზეო, მზეო, გთხოვ თოვლი გაადნე, რომ ტყეში ისევ შევძლოთ საკვების მოპოვებაო. შესთხოვდნენ შვლები ცის მანათობელ გიგანტს. მზე დიდი და კეთილი იყო. ღიმილით გადმოხედა შვლებს და თანხმობა განუცხადა.
 ცის კიდეზე გადახრილი მზე დროებით ცის ყველაზე მაღალ თაღზე აცურდა და მწველი სხივები მიაფინა თოვლიან მთებს.დათბა.თოვლმა დნობა დაიწყო და ბალახიც გამოჩნდა. შვლებს ისე გაუხარდათ რომ მზეს ათასი მადლობა შესძახეს. ამის შემდეგ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ამბავს მზის სიკეთის შესახებ. ეს ამბავი პატარა ტყეში მოხდა და მერე მთელ ქვეყანას მოედო.შვლებმა დღესაც იციან,რომ მზე მათ გასაჭირში არასოდეს მიატოვებს და ყოველთვის ექნებათ მზის სითბო და მსვანე ბალახი.

დმანისის მუნიციპალიტეტის,სოფელ მაშავერის საჯარო სკოლის Vკლასის მოსწავლე
 სალომე ფარულავა.  

I

    ლომმა ბოკვრები გააჩინა და გამოქვაბულში ზრდიდა. წვიმები დაიწყო და გამოქვაბული ნელ-ნელა წყლით ივსებოდა. ლომი ძალიან ნერვიულობდა თავისი ბოკვერების გამო .იგი ბევრს ფიქრობდა როგორ გადაერჩინა შვილები. გადაწყვიტა სხვა გამოქვაბული მოენახა. ენანებოდა თავისი მყუდრო სამყოფელი,რომელიც შვილებს მოხერხებულად მოუწყო, მაგრამ რა ექნა, საწყალს, რომ წარმოიდგენდა ბოკვერების  შესაძლო დახრჩობის სურათს,თავზარი ეცემოდა.
    ლომი ძალიან მოსიყვარულე და გონიერი დედა იყო.ხანგრძლივმა წვიმამ როდესაც გადაიღო,მან თავისი ბოკვერები წაიყვანა და ახალი საცხოვრისის საძებნელად წავიდა.გზად  ახალი ხორცი მოინადირა და საყვარელ შვილებს მიართვა.ცოტა ხანს შეისვენა და მალე ისევ გზას გაუდგა.ხანგრძლივი ძებნის შემდეგ,ერთი დიდი მთის ფერდობზე,კლდეში იპოვა უსაფრთხო გამოქვაბული და ბოკვერებთან ერთად იქ დაბინავდა.
    ამბობენ, ამ კლდის გამოქვაბულის კიდეზე ხშირად უნახავთ სამი ძლიერი ლომი,რომელებიც ამაყად გადმოჰყურებენ ფერდობს და შიშის ზარს სცემენ იქ მობინადრე სულიერ არსებებს.ხალხის თქმით,ეს ის ბოკვრებია,რომლებიც დედამ დახრჩობას გადაარჩინა

 II

   ღრუბლების ამბავი

დმანისის მუნიციპალიტეტის,სოფელ მაშავერის საჯარო სკოლის Vკლასის მოსწავლე

სალომე ფარულავა.  



    ღრუბლებს ცაზე სეირნობა უყვართ.საითაც ქარი დაუბერავს,ღრუბლებიც იქით მიფრინავენ.ერთ დღეს ცაზე ქარის ნაცვლად ქარიშხალი ამოვარდა და ღრუბლები მაღლა აიტაცა.საბრალო ღრუბლები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მათდა გასაოცრად საშინელ ხმას გამოსცემდნენ.პატარა,საყვარელ,მოფარფატე ღრუბლებს გვერდები სტკიოდათ შეჯახებისაგან.მათ ხმაში შიში და კვნესა ისმოდა.
    მალე ლამაზი,საყვარელი,ცისფერი არსებების ნაცვლად უზარმაზარი,გიგანტური,შავი,მრისხანე ღრუბელი წარმოიქმნა,რომელიც გრგვინავდა,ცეცხლის ისრებს ისროდა და მრისხანედ იმუქრებოდა.შავი ცის ურჩხულში შეყუჟულმა პატარა ღრუბლებმა შიშისგან ტირილი დაიწყეს.მათი ცრემლები წვიმად წამოვიდა დედამიწაზე.
   მალე ქარიშხალი დაცხრა,ღრუბლებმა ტირილი შეწყვიტეს და ცაზე ცისარტყელამ გადააბიჯა.მრისხანე,შავი,გიგანტის ნაცვლად ისევ ნიავზე მოფარფატე,ცისფერი ღრუბლები აცეკვდნენ.აბობენ,როდესაც წვიმა მოდის,ეს პატარა ღრუბლების ცრემლებია,რომლებიც საშიში გიგანტის ტყვეობაში ყოფნის გამო ტირიანო.
                                                                  
  III

ფერადი ჩიტის ამბავი

დმანისის მუნიციპალიტეტის,სოფელ მაშავერის საჯარო სკოლის Vკლასის მოსწავლე

 სალომე ფარულავა.  

ერთი ფერადი ჩიტი ხის ტოტზე იჯდა და საამოდ გალობდა.ამ დროს სად იყო და სად არა,გამოჩნდა ერთი კატა.კატა მეტად მსუნაგი იყო და არ ადარდებდა ფერადი ჩიტის სილამაზე.მან მშვენიერი ფრინველის მონადირება გადაწყვიტა.მსუნაგი მტაცებელი ფრთხილად ეპარებოდა მგალობელს.აბა, ახალ,გემრიელ და მადისაღმძვრელ სადილს როგორ გამოტოვებდა?!
   ფერადი ჩიტი ჭკვიანი იყო.მას სიფრთხილე არასდროს ავიწყდებოდა.  შეამჩნია,კატა ნელ-ნელა როგორ ეპარებოდა და მაღალ ტოტებზე იწყო აფრენა. იგი ტოტიდან ტოტზე ისე  ხტებოდა, გეგონება ცეკვავსო.ფერადი ჩიტი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა,თითქოს კატის ატყუება უნდოდა ხის კენწეროზე.
   კატას ისე სურდა სადილად ფერადი ჩიტის გემრიელი ხორცის მირთმევა,რომ საფრთხეს ვეღარ გრძნობდა.მონდომებით მიჰყვებოდა მაღლა გალობით აღმავალ ფრინვლს.უცებ ფერადი ჩიტი სხვა ხეზე გადაფრინდა,კატამ მის დასაჭერად ნახტომი გააკეთა,მაგრამ ხის კენწეროდან მიწაზე მწარედ დაენარცხა.მას შემდეგ კატა ერიდება ფერდი ჩიტის შეწუხებას. იცის,რომ მარტო ლამაზი კი არა, ჭკვიანიც არის და მისგან თავს შორს იჭერს.

                                                                                  
შვლების ამბავი
სსიპ  ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლის მე-5 ა   კლასის მოსწავლე ანდრია ბაზალი

ერთი მთის კალთებზე შეფენილ უღრან ტყეში  შვლები ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ძალინ დიდი თოვლი მოვიდა და ტყეში მათი საკვები თოვლმა დაფარა, თითქოს ჩაყლაპა.  რა ექნათ შვლებს და გადაწყვიტეს მთის წვერზე ასულიყვნენ და შველა მზისთვის ეთხოვათ. 
მათ შორის ყველაზე პატარა და ცელქმა ნუკრმა კი სხვა რამ ჩაიფიქრა.  გადაწყვიტა სოფელში წასულიყო და დახმარება  თავის ნაცნობი გოგონასთვის ეთხოვა,  რომელიც  ყოველ დღე მდინარეზე წყლის დასალევად ჩასულს  ხვდებოდა,   ეფერებოდა და ტკბილეულით უმასპინძლდბოდა.  როცა მამა შვლების   ჯოგმა  მთის წვერისკენ გასწია ,  ნუკრი სოფელში გაიპარა. 
მთის წვერზე ასულ შვლებს  მზე სახლში არ დახვდათ. ის  დედამიწის სამრეთში იყო წასული სამოგზაუროდ. დაღონებული  შვლები  უკან დაბრუნენ. თან იმაზე ნერვიულობდნენ ეს ცუდი ამბავი როგორ ეთქვათ ჯოგისთვის.
ამასობაში პატარა ნუკრი სოფელში დადიოდა და თავის ნაცნობ გოგონას დაეძებდა. ბოლო როგორც იქნა იპოვა და თავის ოჯახის გასჭირი  უამბო.  გოგონამ შვლების  დახმარებისთვის მამას მიმართა. გოგონას მამა კეთილი კაცი იყო. გოგონას თხოვნით  ტყეში  ყოველ დღეს  მიდიოდა და თივა  მიჰქონდა შვლების  ოჯახისთვის .  ასე გადაიტანეს შვლებმა დიდთოვლობა. გაზაფხულს ყველა შველი ცოცხალი და ღონიერი შეხვდა. გოგონასთან კი სათამშოდ სხვა ნუკრებიც დადიოდნენ. ამის შემდეგ სოფელმა  გოგონას  „ ნუკრების დედა“   დაარქვა.


მენავის ნავი
სსიპ  ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლის მე-5 ა   კლასის მოსწავლე ანდრია ბაზალი

ერთ ზღვის პირა ქალაქში, ერთი მოხუცი მენავე ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ძველი ხის ნავის მეტი  არაფერი ებადა რა.  ერთ დღეს მენავემ ზღვაზე გასეირნება გადაწყვიტა   და ზღვაში თავისი ხის ნავი შეაცურა,  მაგრამ  აღმოჩნდა  რომ მისი ნავი   გახვრეტილი იყო.    მაშინ  მენავემ გადაწყვიტა ჯერ ნავი შეეკეთებინ და შემდგ გასულიყო ზღვაში.  აიღო ცული და ტყეში ხის მოსაჭრელად გასწია. 

ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიადგა ერთ ხეს, რომელსაც სწორი ტანი და ქოლგასავით გაშლილი ვარჯი ჰქონდა. ეს ხე ნამდვილად გამოდგებოდა ნავის გასაკეთებლად. მოიმარჯვა ცული,   ასწია მაღლა  მაგრამ გაჩერდა,  ხის ტოტებიში  ბუდე შენიშნა.   აძვრა ხეზე და ბუდეში ჩაიხედა.  ბუდეში ოთხი  უსუსური ბარტყი იჯდა და დედას ელოდა.   კაცი უკან ჩამოვიდა და სხვა  ხის საძებნელად გასწია.  იარა,  იარა და ახლა სხვა ხე ამოირჩია. ტოტები კარგად დაუთვალიერა, ბუდე  ზედ  არ იყო თუმცა ტანზე   ფუღურო შენიშნა. ჩაიხედა ფუღუროში და რა ნახა, შიგ  ხავსში გახვეული ციყვის  ოთხი დღნაშვი  იჯდა.  გაანება მენავემ ხეს თავი და ახალი ხის საძებნელად წავიდა . აი მიაგნო თავის სასურველ ხეს დაუწყო დათვალიერება, ტოტებზე არ იყო ბუდე,  არც ფუღურო ჰქონდა, მაგრამ ფესვებთან ხვრელი შენიშნა.   ხვრელი თაგვის სორო აღმოჩნდა.  შიგნით ოთხი  პატარა წრუწუნა იმალებოდა.  დაანება კაცმა ამ ხესაც თავი და  სხვა ხის საძებნელად წავიდა.  მენავემ ბევრი ეძება ტყეში სასურველი ხე მაგრამ ვეღარ იპოვა.  დაბრუნდა უკან სახლში გულდაწყვეტილი. თან იმაზე ფიქრიბდა ტყეში რამდენი საინტერესო რამ ნახა. დაასკვნა , რომ   ზღვაზე ნავით სეირნობას ტყეში ფეხით  სეირნობა სჯობიაო.  სახლში რომ მივდა უკვე ძილის დრო  იყო და ტკბილად დაიძინა.   











1 комментарий:

  1. ძალიან საინტერესო და კრეატიული აქტივობებია, ვულოცავ ამ სიაში მოხვედრას მაშავერას სკოლის მოსწავლეს ლალი ასლანიშვილს!

    ОтветитьУдалить