2014-15 სასწავლო წელს ,,ასწავლე საქართველოსთვის"პროგრამით ამბროლაურის სოფელ ურავში გავატარე, რომ არა ეს ერთი წელი ვერ ვისწავლიდი რაჭულ დიალექტს და ვერ დავწერდი რაჭულ ესკიზებს . ამ ნოველებით მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ამ არაჩვეულებრივ კუთხეში მცხოვრები ადამიანების წინაშე. მადლობა ჩემს კოლეგებს , ურაველ მოსწავლეებს და მეზობლებს ვინც დაუზარებლად მამარაგებდა ამ არაჩვეულებრივი ცოცხალი ამბებით, რომელსაც შემდეგ ვამუშავებდი.
პამპერსიანი გოჭი
საახალწლოდ
თბილისელ
ძმას გოჭუნა გავუსუქე
და ის იყო უნდა დამეკლა,
რომ დამირეკა და მთხოვა:
_ ჩემო ლეილა არ დაკლა
მაი გოჭი, ცოცხალი
გამომიგზავნეო!
_ არ ვიცი ჩემი ძმა რას მერჩოდა! რადგან
მარშუტის მძღოლმა ცოცხალი გოჭი
რომ დეინახა წაყვანაზე
ცივი ვარი მითხრა: _ ქალბატონო ამ აქოთებულ გოჭს
მარშუტის კაბინაში ვერ ჩავსვამო!
მე ვუთხარი:_ არაა პრობლემა, სახურავზე
შემოსვი-თქვა, მაგრამ ვინ გაგიგონა?
ისევ ცივი ვარი მითხრა: _ ვერაო, ვერც
სახურავზე ვერ შემოვსვამ, ზემოდნ რომ ჩამოლამავს, მერე ჩემი გასაწმენდი
იქნებაო!
ვიდექით ასე მე
და ჩემი
გოჭუნა ყოველ დილით ქუჩაში
და ვეღრიტინებოდით მძღოლებს,
მაგრამ რად გინდა? ყველა
ვარს გვეუბნებოდა.
ერთ დღეს დილაუთენია ავდექი, აჭყივლებული გოჭუნა საღორიდან
გამოვიყვანე, თბილ წყალში
ჩავსვი, შამპუნით კარგად
დავაგვრიშტინე, მერე შევამშრალე,
ამოვაცვი პამპერსი და ჩავსვი ყუთუკაში.
გამოვდგი ყუთუკა
ქუჩაზე თუ არა,
გამოიარა თბილისის მარშუტმა, გავაჩერე
და მძღოლს ვეუბნები:
_ წეიყვანე გიაუკა ჩემი გოჭი და გარანტიას გაძლევ
ერთი წვეთი არ გაუვა-თქვა. მძროლმა იფიქრა ვეხუმრებოდი
და ყუთი გარედან კარგად დაათვალიერა, მერე შიგნითაც ჩაიხედა,
აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩემი დაგვრიშტინებულ-ჩაპამპერსებული გოჭუნა,
გაეცინა და არც მაღრიტინა, სასწრაფოდ
გოჭიანი ყუთი შედგა
მანქანის სახურავზე.
_ უჰ, არ დევისვენე? ახლა
ველაპარაკე მძღოლს, კულტურულად
უმგზავრია ჩემს გოჭუნას,
მართლაც ერთი წვეთი არ გასვლია,
მარტო ეს კი არა, თბილისში
ჩემმა ძმამ, რომ თავის ჯიპში გადასვა,
არც მაშინ გასვლია წვეთი და ისე ჩასულა საგურამომდე.
P.S. მოგვიანებით
სხვა მძღოლებმაც გაიგეს ლეილას
პამპერსიანი გოჭუნას ამბავი
და უსაყვედურეს : _ თუ კი ასე ჩააცმევდი
პამპერსს გოჭუნას ჩვენც კი წევიყვანდითაო!
2015 26 მაისი.
ამბროლაური ს. ურავი
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ვარი - უარი
ჩამოლამავს -დაასველებს/წვეთები ჩამოვა.
დაგვრიშტინებული -კარგად დაბანილი
ანგია მათოხარი
(თამარ ადამია -რაჭული ესკიზები- სხვა ნოველები
იხილეთ პოსტებში)
ჩვენი ანგია
თავის სიმაღლეს ნამეტნავად
უჩიოდა. ზაფხულში ლუხუნში
ცურავდა, სოფლის სტაფილოსაც გუგნიდა, რძესაც
სვამდა, ჯარიც მოიარა,
მაგრამ რა ნაჩიკოკაც
იყო, ისევ ის დარჩა.
ერთხელ მეზობელმა
ნადში მეთოხრად წაიყვანა, ხელში
ბართოხა დააკავა და რიგში ჩააყენა.
ანგიამ დაიწყო
თოხნა და სიტნის დიდ
სიმინდებს . გვიან შეხედა ყანის პატრონმა
და გაბრაზებულმა
დაუყვირა: _ რას აკეთებ
ანგია, გადამრევა ხომ არ გიჭამია,
რავა დიდებსა
ჭრი და პატარებსა
ტოვებ, რამსიდე და რამდონი
სიმინდი მოგისიტნიაო?
_აჯავრიან დიდები პატარებს
და იმიტომაც ვსიტნიო, მე თუ ვარ
პატარა რა დამიშავებიაო?
მიუგო მშვიდად ანგიამ და ერთი დიდი სიმინდი
ისევ მიასიტნა ძირში.
გადაირია ყანის პატრონი
და გააგდო მეთოხარი
ანგია ყანიდან.
ანგიაც გაბრაზდა,
დაასნაგვა მიწაზე თოხი და დააფოჩნა სახლისკენ.
ის დღე იყო და ის დღე, ანგია ნადში სათოხრად არავის
წაუყვანია.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
მეთოხარი- თოხის მუშა
ნადი- დამხმარე მუშახელი
ბართოხა- ფერდობზე სათოხნი
სიმინდის თოხი
მოგისიტნია - მოგიჭრია
გადამრევა - შხამიანი
სოკო
დაასნაგვა- დააგდო
14
ნოემბერი 2015 წელი
სხვისი ბაბა-კაკალი
_ ჩვენ სადაც არ
დავიარებით ყველგან
კარგი გვგონია! დაიწყო
ლიაუკამ თავისი ამბავი.
_ მთელი ცხოვრება
გაღმა სოფლელ ქეთუნიკას
შევნატროდი, მომწონდა მისი დაბარცხნილი
თავი და
პოწკოლიკობა. რამდონჯერაც ვნახე,
იმდონჯერ შემშურდა მისი ბედის, ვბრაზდებოდი
ჩემს თავზე და გულში ვამბობდი:_ ქალს აწყობილი
აქვს საქმე, ჩემსავით ამდენს
არ წვალობს, ბოშო
მე რატომ ვერ ვახერხებ მასავით
პოწკოლიკობას-თქვა? თავს კი ასე ვიმშვიდებდი: _ ქეთუნიკა ბაბა-კაკაში
ცხოვრობს, ქმარი ხელისგულზე
ატარებს და ამიტომაცაა
ასე პოწკოლიკა-თქვა.
ერთხელ რაიონში მივდიოდი და ავტობუსში რომ ავედი ქეთუნიკა
დევინახე, სიკვდილამდე გაპრანჭულს
დაღალული სახე ქონდა და გვერდით მჯდომს
ელაპარიკებოდა, მათ უკან დავჯექი, მომინდა
ყველაფერი გამეგო და ყურებად
ვიქეცი.
ეს ლახრი
ავტობუსი ამ გზაზე ხომ იცი რა
ზოზიალით დაიარება და კაა ხანს ვიჯექი წაყურყუსუნებული და ვისმენდი ქეთუნიკას ამბავს, შე ქალო, ვარესი
თუ რამე იყო ქეთუნიკას სჭირვებია,
სახლში ერთი ზამპილო
და თავგუნება ქმარი ყოლია და მთელი გზა ჟატავდა, იქ იმთონი ილაპარიკა,
მაგითანა გაჭირვება, რომ არც გამიგონია.
ჩემი გაკვირვება რა გასაკვირია, როცა ქეთუნიკას
მისი ნაცნობი ქალიც გაკვირვებული
მიჩერებოდა და წარა-მარა
ეკითხებოდა:_შე ქალო, მალა უნობო?
ავტობუსი რავარც
იქნა რაიონში ჩაზოზიალდა
და რომ გაჩერდა დაბლა ძლივას
ჩამოვედი, დაღლილი
და გაბურბუსალებული ქეთუნიკას გაჭირვების მოსმენით.
მე რომ ბაბა-კაკაში მეგონა ქეტუნიკა, ჩემზე
უბედურ დღეში არ ყოფილა?
იმ დღიდან
ქეთუნიკას აღარ შევნატრი
და ჩემს დასაწვავ ბედს შევურიგდი.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
პოწკოლიკობა- პრანჭვა
ბაბა-კაკა -ბავშვურ ენაზე ყველაფერი სასურველი
მიქიტიანებული-ღარიბი
ლახრი- ძველი დაჟანგული
ზოზიალით- ნელა,ზოზინით
წაყურყუსანებული-სულგანაბული
ზამპილო-ზარმაცი
ჟატავდა- უმოწყალოდ წყევლიდა
21.02 2015
დუბლიონკა
ჩვენი ეთერუკა გათხოვდა ,
მისთანა ხინჯიანს და მიქიტიანებულს გაყვა,
რომ გედევირიეთ, ჯურთას
რავა გაყვაო? მაგრამ კაცუნამ ხან კაწაკუწულეები
მიართვა, მერე კიდენა იმფერი
ენა ქონდა , იმფერი უბედური, დაპირებებით აავსო,
საღამოობით კიდო სანახშოზე იმითანა პოეზიას
აფრქვია, ქალსაც მეტი რა უნდა?
მოიხიბლა ეთერუკა და რავა არ გაყვებოდა?
ადგა და გაყვა ჩვენი
კვაწურა ეთერუკა ჯურთას.
დიდხანს ელოდა ეთერუკა
ჯურთას დანაპირებებს, ეს პოეზიაც
გაიზეპირა, დიდხანს ისმენდა
ნასმი კაცუნას გინებას, რომელიც
კვდარს არ უყენებდა
მიწაში და ცოცხლებს
მიწის ზევით, დარდი იმდენი დაუგროვდა, რომ ერთ დღესაც
თავში შემოირტყა ხელი და
თქვა: _ამ სუნელ კაცს რამდენი ხანი ვუყუროო,
რაღათ
მინდა სიცოცხლეო!
დატრიალდა ეთერუკა და დაბაღვა რაც
კი რამე ქონდა ჯურთას
ნაჩუქარი, ბოლოს ეცა კაცუნას ნაჩუქარ,
მოსკოვიდან ჩამოტანილ დუბლიონკას,
მაგრამ ვერ დაბაღვა და იფრინა ფანჯრიდან,
მერე აეკოპრიალა აივანს და ის იყო უნდა ესკუპა,
რომ გამოეცხადა მეზობელი,
ენაწასხლული მარგალიტა და დუბლიონკის ამბავი იკითხა: _ ჩემო ეთერუკა ე, შენი დუბლიონკა
კორპუსის ქვევით რათ აგდიაო?
ეთერუკა გონს მოეგო, არ დაიბნა და ცნობისმოყვარე მეზობელს
მიახალა: _ აივანზე
დუბლიონკას ვრეკავდი და ეს
წუთია რაც გადაფრიალდაო,
მერე გავარდა კარებში
და უკან ამოარბენინა დუბლიონკა, მეზობელს უმაინძლა და ყავაც
მოუხარშა.
ასე გადაარჩინა
ცნობისმოყვარე მეზობელმა ეთერუკას
დუბლიონკა დაკარგვას , ეთერუკაც
სიკვდილს და ჯურთა
კიდო დაქვრივებას.
სოფელში დღესაც
ხუმრობენ : _ გადმოუგდია
ეთერუკას კორპუსის აივნიდან
დუბლიონკა, ზედ რბილად
მაინც დავეცეო.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
ხინჯიანი- მახინჯი
მიქიტიანებული- ღარიბი
კაწაკუწულები- ყოჩივარდები
სანახშო- საღამოობით შესაკრები
ადგილი სოფელში
კვაწურა-პრანჭია
დაბაღვა-დაგლიჯა
აეკოპრიალა - ჩამოეკიდა
ენაწასხლული- ბევრი ლაპარაკის
მოყვარული
ვრეკავდი- ვბერტყავდი
უმაინძლა- უმასპინძლა
21
ნოემბერი 2015
ყუჩელას ძაღლი
ჩვენს სოფელში
ერთ კაცი, სახელად
ყუჩელა ცხოვრობდა და შინ კვერცხიჭამია ძაღლუკა პაკუნა ყავდა, ძარლუკა ძალიან
აჯავრიდა პატრონს, წიწილებს
ჭამდა, დიდხან უთმინა
ყუჩელამ პაკუნას, მაგრამ მისი
გამოსწორება არ იქნა, ამიტომ შეაბა თოკი, წაიყვანა
ამბროლაურში და გაუშვა.
უპატრონოდ გაშვებულმა
პაკუნამ მოიარა ამბროლაური,
მოშივდა და მოიზუტა.
დადიოდა ასე მოზუტული და
მოღანტალებული პაკუნა, ყუჩელას
დაეძებდა, მაგრამ პატრონი არსად ჩანდა.
ერთხელ პაკუნამ
სადგურთან მეზობელი ვახშამა
დაინახა, კუდის ქიცინით
გაუარ-გამოუარა წინ, მეზობელმაც
იცნო ყუჩელას ძაღლი, მიზეზსაც მიხვდა, იქვე მაღაზიიდან მუყაოს
ყუთუკა გამოიტანა, გვერდი
ჩამოაგლიჯა, ზედ კი ლექსი დააწერა:
ჩემო კარგო ყუჩელაო,
წამიყვანე სახლშიო,
დაივიწყე ძველი წყენა
შემომიშვი კარშიო!
მერე პაკუნას
პურუკას ნატეხით უმაინძლა,
თან ეს წარწერიანი მუყაო ჩამოკიდა ყელზე.
დადიოდა პაკუნა
რაიონის ცენტრში, დაათრევდა მუყაოს წარწერიან ტრაფარეტს და თავის
პატრონს არცხვენდა.
მალე ყუჩელას
ყურამდეც მივიდა თავისი
ძაღლის და ლექსის
ამბავი, სირცხვილმა შეაწუხა,
რაიონში ჩავიდა, ძაღლუკა
დაიჭირა და სახლში
ამოაგზიტინა.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
აჯავრიდა_ აბრაზებდა
მოიზუტა- შეციებული ციარული
უმაინძლა-უმასპინძლა
ამოაგზიტინა-ტრანსპორტით მგზავრობა
სექიას თითი
_ ბოში სექტემბერში
გაჩნდა და სექტემბრის საპატივსაცემოდ სექია
შეარქვეს. გაიზარდა ბოში და დაქორწინდა.
სიდედრმა ქორწილში
ოქროს რგოლი თითზე წამოაცვა
და გაეცალა. თავს იწონებდა
სექია ოქროს ბეჭდით,
საჩუქარს კი დღე და ღამე თითიდან
არ
იძრობდა.
_ არევინ
იცის ეს ოქროს რგოლი რა გულით და რა ხელზე აჩუქა სიდედრმა,
მარა ეს კი ვიცი,
ერთ დღეს სექია მანქანის
საბარგულიდან რომ ჩამოებესკვა,
ბეჭედი რაღაცას გამოსდო და თითუკა ძირში წააცალა.
სექიას ყვირილზე
შეიყარა ერთი ოლონგრიალა ხალხი,
იქვე მეზობლის პატარა
ბოშუნა ფაცო დარბოდა,
ყური მოკრა სექიას თითი
დაუკარგიაო და შეწუხებულმა დედას კითხა: _ დედია სექია
ბიძიამ თითი რავა დაკარგაო?
დედამ ბოშს ტყვილა
რაღაც უთხრა:_ თითუკა
კი დაკარგა, მაგრამ
არ იჯავრო, მალე უკვეთესი ამოუვაო!
გავიდა დრო, სექიას
სააქიმო
გაუხდა ხელი და სოფელში დიდხანს არ გამოჩენილა.
ერთხელ პატარა
ფაცო გზაზე მიდოდა და პუნტას
ჭამდა. გზად სექია
ბიძია შემოხვდა, გაიხარა, მერე თითებზე მიაჩერდა, ხედავს
თითი ისევ არ ამოსვლია
და შეწუხებულმა კითხა: _ სექია ბიძია თითუკა
კიდევ არ ამოგსვლიაო?
_ ბოშუნა, მანემდის
მე თითუკა არ ამომივა არაფერი
გეტკინოსაო! გულისტკივილით მიუგო სექიამ, ოთხთითა
ხელი ჩაიქნია და გზა განაგრძო.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ბოში-ბავშვი
ჩამოებესკნა -მძიმედ ჩამოვარდა
ოლონგრიალა ხალხი - ბევრი ადამიანი
ტყვილა რაღაც უთხრა- მოატყუა
სააქიმო-სამკურნალო
პუნტა - ბატი-ბუტი
8 ნოემბერი 2015
კაპლი და კაპი
სოფელში ის დროა ბავშვები
და ჩიტები ბლის ჭამაზე რომ
არიან გადასული, ჩვენი დათუნიკა
არ იყო ბოში,
მარა მწიფე ბლის ჭამა
ნამეტნავად მოეგუნება , ბლის ხე სახლიდან
მოშორებით ირმიცელა ადგილზე
იდგა, მივიდა, კარგად
შეათვალიერა, დაბლიდან ტოტებს
მოეკიწურა, მაგრამ მწიფე
ბალს ვერ მიწვდა და ხეზე აბოჯგიტდა.
ბლის ხეზე კაა ბლომად
ბალი დაკრიფა და გამოიბესკა. მაგრამ
გულმა
შეაწუხა და თავის თავს უსაყვედურა:
_ რა ბაბასილი
შეგიდგა დათუნიკა, ასე რამ
შეგაქიანაო? და შეშინებულმა
ქეთუნიკას დოუძახა: ქეთუნიკააა,
ქეთუნიკააა! ცოლმა
ხმა გვიან გააგონა, ბლისკენ ნელა ატა-ბატად გამოსწია,
რადგან მომსილი ქალი იყო, რაცხა
დროს ხესთან
მიქოთქოთდა და დათუნიკას ასძახა:
რა იყო, შე კაცო რად მეძახდიო?
_ ქეთუნიკა, სახლში დააფოჩნე
და ჩქარა კაპლი მომიტანეო!
გაიქცა ქეთუნიკა,
შემუარა სახლს, მერე ბეღელს, მერე ბოსელს, მერე
საბძელს, იქვე კედელზე
მიყუდებულ კაპს დაავლო ხელი და ისევ ატა-ბატად
გასწია დათუნიკასკენ.
შეაგვიანდა
ქეთუნიკას, იცადა დათუნიკამ
ხის ტოტზე, მაგრამ გულმა არ დააცადა, ააყვრიალა თვალები,
გადმოფრინდა ხიდან და დაესნაგვა ბლის ძირას.
მიირბინა ქეთუნიკამ
და რას ხედავს?
ძაღლუკასავით არ აგდია მოგანძული მისი დათუნიკა ხის ძირას? ... და აკივლდა მაოცივით,
მარა რა აკივლდა?
შეიყარა
სამეზობლო, მოასულიერეს დათუნიკა,
რაცხა დროს გაახილა
გულწასულმა თვალები, წარბები აწნიხა
და აკივლებულ
ცოლს ასძახა: _ ქეთუნიკა
რით
ვერ დამალიე შე ქალო კაპლიო?! თუ გადავრჩი გაპატიებ
და თუ არა , ხომ მიტირებ ჩემო ქეთუნიკაო?
_უცებ გაშრა ქეთუნიკა,
მაგრამ არ დეიბნა
და დათუნიკას ჩასძახა: _ გიტირებ ჩემო დათუნიკააა,
აბა არ გიტირებ, ზედ
დაგაკვდები ჩემო დათუნიკაა,
ოღონდ შენ ახლა გადარჩი
და მე არ ვიყო ქეთუნიკა
თუ ეს ბლის ხე ძირში არ მივასიტნოო!
ასე მოუფერავა ქეთუნიკამ დათუნიკას და ისევ აკივლდა : _ მეზობლებო რაცხა უშველეთ
ჩემს დათუნიკასაო!
14
ნოემბერი 2015
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
ბოში- ბავშვი
ირმიც ადგილზე- დაღმართ
ადგილზე
ატა-ბატად - ნელა, მძიმედ სიარული,მისამართის აცდენით
მომსილი - მსუქანი
ააყვრიალა თვალები- გადაატრიალა თვალები
დაესნაგვა- დაეცა
მოგანძული-დაწოლილი მოკუნტულად
მივასიტნი- მოვჭრი
მადლობა ქორს და ფატინიკას
ქალო
გადმო ჩემსას ქათმის ხორცზე
დაგპატიჟებ , გადმომძახა მეზობელმა
ფატინიკამ.
რატომ წუხდებით,
არ იყო საჭირო
ასე შეწუხება? გავძახე
მეზობელს.
_ არ გეგონოს
შენთვის დავკალი, ქორს უმადლოდე! გამომძახა
ღობიდან ფატინიკამ.
_ რატომ
ქორს? ვიკითხე გაკვირვებულმა.
_ ქალა იმითანა
მომსილი ექვსი დედალი და ერთი მამალი მყავდა რომ ქორუკეები
შემომეჩვივნენ:
ერთი ქათმუკა ამასწინათ ქორუკამ
წააპანწალა;
მეორე ქათამაც ისე გააშპო ბუმბლიც ვეღარსად
ვიპოვე.
მესამე ქათამას
ქორი რომ დეეცა, სანემ მე
მივირბინე ცალი ფრთა მოაკიკნა, მაგრამ მაინც გავაგდებინე ნისკარტიდან. ქათმუკას
კი ფრთა ვუაქიმე და აგერ დაბრიტინობს.
მეოთხე ქათმუკა ვერ
წეიღო, ვერ მოერია,
ემძიმა, ნახევარი
ქორმა შეჭამა , კარგად გაიბესკა
და ნახევარი ქე დატია.
მეხუთეც კიდე ქორს გავაგდებინე, დადიოდა
ბუმბლგაცლილი და გაბურბუსალებული, მეც ავდექი, აღდგომას
თავი წავაცალე და კარგად გაგუგნეს
ბოშუნებმა.
ახლა ეს მამალი გასუნელებულა, დღეს დილით შემომახტა, შევაბამ
წითელ ლენტას ყელზე თუ
ჭკუას ვერ ისწავლის, დაშტვენილი მამლის ატანა
რავარია ეზოში?
ქალო, ამ დილას კიდენა
ვხედავ
აი, მადერ ქორი ჩემს ქათამას არ ეპაწურება? გვიან
დევინახე, რომ გავიქეცი საშველად უკვე სნეკავდა,
სხვა რა გზა იყო, დავკალი
და ახლა დროზე
გადმოდი გემრიელად მივირთვათ!
... გემრიელი იყო შემწვარი
ქათამი მწვანე ტყემლის
საწებელთან, მადლობა ქორს და ფატინიკას.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
გაგუგნეს- გახრეს
გაბურბუსალებული-თავბრუდახვეული
დაბრიტინობს - დარეტიანებული
გაიბესკა-მაგრად გამოძღა
მოვიმადრიელე- მოვიმადლიერე
სნეკავდა -კვდებოდა
ჟორიას ნატვრა
ბოშო ჩვენმა
მიშიამ კოკონა რომ შეირთო,
მისმა სილამაზემ და სიმღერამ სოფელში
ყველა ქალი დაჩრდილა ე მამაკაცები
კი გააბურბუსალა.
კოკონა იყო თეთრი და ცისფერთავალება
ქალი _ გარდერობის თავზე შემოსადები, ლამაზი
კაროლინასავით. სოფლის სხვა ქალებივით ის არასოდეს თოხნიდა
ყანას, არც ბოსტანში
პოტნიდა ბალახს და არც
ბოსელში წველიდა ძროხებს,
რადგან ასეთ საქმეებს ქმარი აკეთებდა. კოკონას
სახლში მხოლოდ შვილებისა და ქმრის პატრონობა
ევალებოდა. ხედავდნენ სოფელში
კოკონას ასეთ ცხოვრებას
და მისი ბედი შურდა ყველა
ქალს.
მიშიასა და კოკონას მეზობლად
ერთი ცოლშვილიანი კაცი, სახელად
ჟორია ცხოვრობდა და შორიდან
თვალებით ყვარობდა კოკონას,
მაგრამ ბოშო ამას რავა
გაამხელდა? არადა დადიოდა
გაბურბუსალებული, კოკონას დანახვაზე
გული სმიტავდა და ებრინცებოდა
თვალები.
ჟორიას გული რომ
არ გასტკვლეცოდა დილით
ადრე წადენიდა სურიელებს,
გზად ქურდულად ქე ახედავდა კოკონას აივანს, _ იქნებ
მაინ დევინახოო და ვეჟანას,
წაბლიას, ნოთიას წკრიალა
ეჟვნების ხმაზე ღიღინს
იწყებდა:
გაღმა ხარები გავდენეეე,
მათ გამოყვა ბოჩოლაოოო,
მიშას ყავდეს
ჩემი სონაა,
მე კი მისი კოკონაო!
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
გაბურბუსალებული-გაბრუებული
სმიტავდა-ჩხვლეტდა
ებრინცებოდა -ებრიცებოდა
გასტკვლეცოდა- გასკდომოდა
სურიელები- ცხოველები
კუსუნია ექიმის გრაფიკი
ჩვენი სოფლის
ბოლოს ოტიანახულევს რომ ეძახიან
იქ მოხუცი კაცი შვილთან
ერთად ცხოვრობდა, ზამთრის
ერთ დღეს ღობის შეკეთება
გადაწყვიტა, მაგრამ ავად გახდა
და მიწაზე გაიშხლართა, წამოდგომა რომ გაუჭირდა, შეშინებულმა შვილს
გასძახა:
_ დათუნიკააა, მიშველე ბოშოოო,
გულმა ისე გამაჯავრა,
ხათრით მუშაობსაო!
მოირბინა
დათუნიკამ, ხედავს მამა მიწაზე გაშხლართულა
და ცუდადაა. შეეშინდა,
ოუტყდა
შიშისაგან ძაძგანი, მარა
მოაფიქრდა, ეცა მობილურს და დარეკა სასწრაფოში: _ ქალბატონო,
მამა ავად გამიხდა, გული აჯავრის
და სასწრაფო გამოგვიგზავნეთაო! სასწრაფოს
მორიგემ მშვიდად უპასუხა:
_ ვუკაცრავად, მარა სასწრაფო დახმარება
დილიდან გამოსულია, საღაცა კვაცხუთის ორღობეში გაფუჭებულა,
როდის შეაკეთებენ არ ვიცითაო.
დაჯდა დათუნიკა
მამის გვერდზე და დაიწყო
მოთქმა-საყვედური:
_ მამია,
რაღა ახლა გაგაჯავრა გულმაო?
_ მამია
რაღა დღეს გახდი ავადაო?
_ მამია, ხომ იცოდი
კუსუნია ექიმის გრაფიკი,
ხუთშაბათამდე სოფლად რომ არ ამოდიოდაო?!
_ვიცი მაგიო! ამოიკვნესა გაბრაზებული ხმით ავადმყოფმა.
_ხოდა თუ იცოდი, ცოტა მოგეცადაო! -ჩასძახა გაბრაზებულმა შვილმა.
_ მამია
ისიც ხომ კარგად იცოდი ჩვენი სოფლის
ავტობუსი ხუთშაბათამდე რომ არ ამოგზიტინდებოდაო? ისევ გააგრზელა შვილმა.
_ეგეც ვიციო-ისევ ამოსძახა ავადმყოფმა.
_ ჰოდა ახლა მე რითი გიშველო,
მითხარი რაღა ვქნა მამიაო?
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ძაძგანი- კანკალი
აჯავრის- ტკივა
ამოგზიტინდებოდაო-ამოვიდოდაო
მამია-მამა
კ მ წ ღ
თურმე ბოშო ჩვენი ოთარიკა
ფეხბურთის სიყვარულმა ღებიდან
თბილისში ჩაიყვანა, დინამოს
სტადიონთან მივიდა,
დიდხანს იდგა სტადიონის
სალაროსთან რიგში, მაგრამ ბილეთი
არ შეხვდა,
საღამოს დიდი და პატარა
სტადიონისკენ დაიძრა ფეხბურთის
საყურებლად, მიყვა ოთარიკაც,
დადგა კარებთან
და დაღონებული მისჩერებია თუ როგორ
შედიან ბილეთიანები და ბედნიერები სტადიონზე.
ამ დროს სტადიონის კარებთან
მაყურებლებში გამოჩნდა ვიღაც
შავსათვალიანი კაცი _ კაკებედან ვარო ჩაილაპარაკა
და გაიარა უბილეთოდ, კარისკაცს
ხმაც არ ამოუღია ისე გაატარა.
მალე კიდევ ერთი შავსათვალიანი კაცი გამოჩნდა, იმანაც
ჩაილაპარაკა:
_ კაკებედან ვარო და გაიარა
უბილეთოდ. კარისკაცს არც მითვის უთხოვია ბილეთი.
ჩვენს ოთარიკას ტვინი გაუნათდა, გაიქცა,
იყიდა მზის შავი სათვალეები,
სტადიონის შესასვლელში სირბილით გვერდზე
გაუარა კარისკაცს და ჩაილაპარაკა:_ მე კმწღ-დან ვარო.
_ რაიო, გაუკვირდა
კარისკაცს, გაჩერდი ვინ ოხერი ხარ, კაცოო ასეთი ჯერ არ გამიგონიაო!
_ რა არ გაგიგიაო? კაკებე
ხომ გაგიგიაო? გამოსძახა
ღებელმა ოთარიკამ _ ჰოდა,
მეც ქე ვარ კმწღ-დან
_ კოლმეურნეობის მუდმივი წევრი ღებიდანაო და მოკურცხლა სტადიონისკენ. ოსია
მზარეული
ცარიელი ტომარუკა
ერთხელ ჩემი მეზობელი ისაია გურიაში წავიდა მეთოხრად, დიდი ყანა მიუჩინეს და ქირაზეც მოურიგდნენ. მაგრამ ზის ყანის თავში თურმე ისაი და არ დგება.
ოჯახის დიასახლისი ღობის ღრიტილოდან უყურებს, აინტერესებს როგორ გულით იმუშავეს მეთოხარი, მაგრამ ხედავს მეთოხარი რაჭველი ზის ყანის თავში და ადგომას არ ფიქრობს.
დისახლისმა დიდხანს ვერ მოითმინა, თავი მიანება ჭიტინს, წელში გაიმართა და ღობიდან ისაიას მკვახედ გასძახა: _ ყაზახო, როდემდე უნდა იჯდე მანდ, ადე ფეხზე და იმუშავეო!
ისაია ქალის ხმის გაგონებაზე არც შეწუხებულა, გახედა დიასახლისს და დინჯად გამოსძახა:
_ ქალო ჯერ რაცხა ტომარუკა მომიტანეო!
მიტრიალდა გაბრაზებული დიასახლისი და სირბილით გაიქცა ოდა სახლისკენ, გამოიტანა იქიდან ტომარა და მიურბენინა მეთოხარს. ისაიამ დინჯად შეხედა ტომარას და დიასახლისს უბრძანა: _ ქალო, ახლა ე ტომარუკა ფეხზე დააყენეო!
ქალმა გაიკვირვა და ისევ მკვახედ მიახალა ისაიას: _ ყაძახო ეს ცარიელი ტომარა ფეხზე როგორ დადგებაო?
_ჰოდა მეც ეგ მინდოდა მეთქვა, ცარიელი ტომაქით როგორ დავდგე ფეხუკებზეო?
რაჭული დიალექტის განმარტება:
მეთოხრად- თოხის მუშად(სათოხნელად)
ტომაქი- კუჭი
ღომი და ლორი
(მეორე ვარიანტიცაა ქსეროასლში))
მატარებელში მეგრელი ჯოკია მეორე სართულზე საწოლში გაშხლართული იწვა და ძალიან შიოდა. ამ დროს კუპეში რაჭველი კოწინიკა ხვნეშა-ხვნეშით გვერდულად შემოვიდა და მძიმე კალათა იატაკზე დადგა, სახიდან ოფლი მოიწმინდა და გაიხედ-გამოიხედა.
ხედავს მაღლა კაცი გაწოლილა და მისჩერებია.
_ კაი გამრჯობა ქვე შენი ჭირიმე, ვუკაცრავად, ჩემო ბატონო, მარა ჩამოე ძირს, ვარი არ მითხრა და ცოტინიკა გევისველოთ პირიო!
გაგიმარჯოს ბატონო, ოჰ, როგორ შეგაწუხებაო!
კოწინიკა ჩამოჯდა საწოლზე, კალათა მიიჩოჩა, მაგიდაზე გაზეთი კომუნისტი გაფინა, მერე დაიხარა, კალათიდან ამოიღო ლობიანები, დადო მაგიდაზე და დააყოლა: _ ბოშო აი, ლობიანი ჩემმა ხათუნიკამ ჩააპიწკინა კეცებში, მერე ისევ დაიხარა, ამოიღო ჯონჯოლი , დადო მაგიდაზე და დააყოლა: _ აი, ჯონჯოლი და ლორი ჩემმა ხატუნიკამ ჩააჭუჭულაგა კალათაშიო, მერე კალათიდან პატარა დოქი ამოიღო, დადგა მაგიდაზე და დააყოლა: _ აი, დოქუნა ღვინო კიდო მე წემევიღეო! და სამგზავრო მატარებლის მაგიდაზე გაიშალა კარგი რაჭული სუფრა.
მეგრელ ჯოკიას ძალიან შიოდა, მაგრამ თავი დეიფასა და არ ჩამოვიდა ძირს. რაჭველმა კიდევ შესთავაზა. მეგრელმა ისე თავი დეიფასა, ეგონა კიდევ ბევრჯერ შეეპატიჟებოდა რაწველი.
მაგრამ დაჯდა რაჭველისუფრასთან და ჭამა გემრიელად ვიჩინა, ჯონჯოლი, მჭადი და ღვინოც ჩააკურკურა. ყლაპა ნერწყვები მეგრელმა, მაგრამ უკვე გვიან იყო, გადაბრუნდა კედლისკენ და იმ ღამე თვალი არ მოუხუჭავს შიმშილისგან.
გათენდა, ჩამოხტა ჯოკია მატარებლიდან და სახლში სირბილით გაიქცა, ჭიშკარი შეაღო თუ არა ცოლს შორიდან გასძახა:
_ ცუცა, ცუცააა ჩქარა გამიკეთე ღომიო ! და თვითონ ჩრდილში წამოწვა.
მოათუხთუხა ცუცამ ღომი და მიართვა ქმარს.
დაჯდა ჯოკია სუფრასთან , ეტაკა ცხელ ღომს, უჩანთა ორი თითი და წეიღო პირისკენ დიდი ლუკმა, თან დეიძახა: ე, ღომი ჩემო ცუცა და და ი ლორი რაჭველი რო ჭამდაო და ჭლურჭ-ჩაყლაპა.
მერე ისევ უჩანთა ორი თითი ღომს _ ეს ღომი ჩემო ცუცა და ი ლორი რარველი რომ ჭამდაო და წლურჭ-ჩაყლაპა.
...და მალე მოასუფთავა ღომიანი თეფში.
ასე ისადილა მეგრელმა ჯოკიამ ღომითა და რაჭული ლორით და მთელი ღამის უძინარს ტკბილად დაეძინა.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
თეფშების ბრიალი
სოფელში გავიგეთ ჯურთა სოფლის ქორწილიდან თვყბადასიებული ამოუყვანიათო და სანახავად მივედით.
მეზობელი ლოგინში დაგვიხვდა და რომ ვიკიტხეთ ეს რა მოგსვლიაო, ქორწილის ამბის მოყოლა დეიწყო:
_ ბოშო ქვეით ერთი სოფელია, ბოსტანას ეძახიან, ტანიბიძაშვილებმა სამას კაციან ქორწილში დამპატიჟეს.
მე ქე მიყვარს კომბაინივით ჭამა და ქორწილში რაფერ არ წევიდოდი? შარვალ-კოსტუმში გამოვიწკიპე, თმა კოწინიკასთან შევიკრიჭე , სახე გევიპარცე , თავგადასაგდები ფულუკა მეზობელს ვესესხე, მანქანაც დევიქირავე და ჩავგზიტინდი ბოსტანაში.
სუფრა იყო დიდებული, მარა ღვინო იყო რანგი, მალე ნასმებს კუდურები შეუჩნდათ, ჯერ კარგად გაჟუნჟღლეს ერთმანეთი და მერე ატეხეს თეფშების ბრიალი. შემეშინდა არ მომხვდეს - თქვა და ამოდენა ოშანგელა ჯურთამ თავი ძაღლუკასავით ვდურთე მაგიდის ქვეშე. რამდონი თეფშიც დაიმტვრა დევითვალე, ბოლოს სამასი თეფში ქე გამოვიდა, ვიფიქრე 300 კაციან ქორწილში თეფშები აღარ დარჩა-თქვა, სათვალავი ამერია და მაგიდის ქვეშედან თავი ამოვყავი, ისე რომ ზაკუსკის თეფშები სულ აღარ გამხსენებია.
ამ დროს ვინცაღამ ოსტრიანი თეფში გამომიქანა და მხეთქა თავყბაში. მერე მოყვა დანარჩენი ბეჭებში და გვერდებში.
ქე, ვიზარალე ბოშო თავი, ე შარვალ-კოსტუმიც დავამსგავსე ბანძურას, მარა თეფშების თვლა რომ არ ამრეოდა ეს არ მომივიდოდაო! --ასე დაასრულა ჯურთამ ქორწილის ამბის მოყოლა, მერე სარკე მოითხოვა, შიგ უკმაყოფილო სახით ჩაიხედა და ჩაილაპარაკა: _ ქე მაქვს ცხვიმპირი ბულდოგივით, ნეტაი როდის მამირჩებაო? - და მნახველებს გასიებული სახით გაჭირვებით გაგვიღიმა.. თან დაიჭყანა, ეტყობოდა ნაჟეჟი სახე და გვერდები სტეხავდა.(პწკენდა)
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ბოსტანა -სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
რანგი- ნარწყული ღვინო
ტანიბიძაშვილი- ნამდვილი ბიძაშვილი
თავგადასაგდები- სასაჩუქრე თანხა ახალდაქორწინებულთათვის.
ჩავგზიტინდი- ჩავედი (აქ იგულისხმება მხოლოდ ტრანსპორტით მგზავრობა)
გაჟუნჟღლეს -ცემეს
ბრიალი- ფრიალი
ბანძურა- ქვევრის სარეცხი ჩვარი
სათვალავი -რაოდენობა
ზაკუსტა-რუსულიდან-წვნიანი ...?
დაბრუნდა ჩემი ტანიბიძაშვილი ღვინით სავსე ნაქურჩალდაცმული კოკით ხელში და მეუბნება: _ აუ, რავარი კარგი ცოლი ყოლია ასპიროზასაო?
გავბრაზდი, მაგრამ გულში ვთქვი: ეს ხეშტო იმასაც ვერ მიხვდა რომ თავად ასპიროზა ნახა, თვალები კი კარგად დაუპრაწია ქალისთვის? მაგრამ თავი შევიკავე, არაფერი ვუთხარი გაბურბუსალებულ სტუმარს, რადგან სტუმარი იყო და წავუყურყუსანე.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ტანიბიძაშვილი- ნამდვილი ბიძაშვილი
გაკნაჭული-უშნოდ გამხდარი
ქერაცუა-ქერათმიანი
გაბურბუსალებული-თავბრუდახვეული
პრაწამდა-თვალებს აჭყეტდა
ხეშტო-ხეპრე
წავუყურყუსანე-წავუყრუე.
_ ჩემი სევერიკა ახალგაზრდობაში ძაან უწუხდებოდა სოფელში ცხოვრებას და ამიტომ ტყიბულში დეიწყო მუშაობა. კაცუნას არ ეზარებოდა შაბათ-კვირა ტყიბულიდან ჟოშხაში ამოგზიტინება და ოჯახის დახედავა.
ერთ შაბათ დღეს ტყვილა მომექცა თვალები გზისკენ და ჩემი კაცუნა არ გამოჩნდა. ვიფიქრე შეუძლოდ ხომ არ შეიქნა-თქვა, სხვა ვერაფერი ვივეჭვე. რავა დავაკლებდი ქმარს ყურადღებას, რავარი ქათამი დავკალი , რავარი ლობიანები და ხაჭაპურები დავაცხვე, მერე მოვიკიდე ხარჯი და მამლიყიულზე ავტობუსით ტყიბულისკენ ჩახჩახით დავადექი გზას.
ქალაქში ალალ-ბედზე ვიჩერჩეტე, მარა მივაგენი ჩემს სევერიკას და დოუკაკუნე კარებზე. ოთახიდან სევერიკამ მხიარულად გამომძახა: _ ტანია დარაგაია, ზახადიტეო!
მეც შევედი და რას ვხედავ, ნახევრად გატინტრაკებული არ წამომესხილა ჩემი ქმარი ტანიას მოლოდინში საწოლზე?
მანგრე არ უნდა თქვა, მე იქ იმითანა ჭეხი დავატრიალე, დავავიწყე სევერიკას ტანიაცა და ტყიბულიც, მარა მე ქე გავხდი სააქიმო და სევერიკას მისახედი ამბროლაურის საავადმყოფოში.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ჟოშხა- მაღალმთიანი სოფელი ამბროლაურის რაიონში
ამოგზიტინდა-ტრანსპორტით ამოსვლა.
ვივეჭვე-ვიეჭვე
რავა-როგორ
რავარი-როგორი
ხარჯი-სადილით სავსე ჩანთა
ჭეხი-ჭექა-ქუხილი
ნახევრად გატინტრაკებული- ნახევრად გაშიშვლებული
ართვალი ქალი
ადრე რაჭის სოფელში ხშირად დაპანწალობდა ზურგზე ბარდანამოკიდებული ებრაელი მეფართლე ილუშა, გასაყიდად ფართლეულობა დაქონდა და სოფელშიც ყველას ცნობდა.
ერთხელაც მოპანწალდა წელიგლეჯვით ილუშა, ჩრდილში შეჩერდა, ფართლეული გამოფინა და წამომესხილი ნაჩირგვალა ხეზე მოჯდა. შემოეხვივნენ ქალები გასაყიდ ფართლეულს და ათვალიერებენ, ყობია კი ქალებს ათვალიერებს. ყველა იცნო, მაგრამ ერთი შეუხედავი ქალი ეუცხოვა, ახლოს კაცი იდგა, ილუშა გადაიხარა, გვერდულად ხელი აიფარა ტუჩებთან და გაკვირვებით ჩუმად წაენახშა : _ დაგენაცვლე, ეს ართავალი ქალი ვისიაო?
კაცმა რიხით უთხრა: _ ვისია და ჩემი ცოლიაო!
ილუშამ უცებ თვალები გაანათა, ხელები გაშალა და მხიარულად მიახალა: _ უი, ოქრო ხარ და რა ოქრო მოგიყვანიაო!
რაჭული დიალექტის განმარტება:
მეფართლე-ქსოვილების გამყიდველი
წამომესხილი- გაბღენძილი ჯდომა
ართვალი-შეუხედავი
წაენახშა- გადაულაპარაკა
პასუხი
კომუნისტების დროს სოფლის კლუბებში მუსიკალური ფილმების ყურება მოდაში იყო.
მეზობლები გურამა და ალე კინოში ერთად დადიოდნენ, რადგან ძალიან მოსწონდათ მეკინოე ვახშამას მოტანილი ფილმები.
ერთ დღეს ყანაში მუშაობისას მეზობლები შეკამათდნენ , გურამამ ალეს დაუდადანა:
_ ეხლა აქედან დააფოჩნე და ამ გზაზე ავლილ-ჩავლილი არ დაგინახოო!
ალემ მხარზე გაბრაზებით მოიგდო თოხი, ყანას მოშორდა და გურამას სიმღერით უპასუხა:
_ ქეც ავივლიიიი,
ქეც ჩავივლიიიიი,
აი, გედე ვაზამაოოოო!
და ტანი ინდოელივით შეარხია.
გურამამ მიაძახა: _ თუ აივლიიიი და ჩაივლიიიი
მერე ნახე რას ვიზამაოოოო!
თოხი მოუღერა და გამოეკიდა.
აბა გენახათ, წინ ერთი და უკან მეორე ოყიანი თოხებით ხელში რომ გარბოდნენ თავდაღმართში.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
დაუდადანა- დაუცაცხანა
დააფოჩნე -წადი
ოყიანი თოხი-
დაფინას შვილიშვილი
ერთ დღეს ისე გავიპრანჭე , რომ ყველას მოვწონებოდი და რაჭის ავტობუსში ნაზად ავედი, მაგრამ სასიკვდილედ გადაპრანჭულს სულ ბოლო რიგში მომიწია ჯდომა.
ავტობუსში მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალიც ამოკონკილდა, მოკლე კაბა ეცვა და ხელით დაბლა ექაჩებოდა, უცხო მამაკაცმა დიდხანს უყურა-უყურა და ბოლოს დაუძახა: _ რას ეპაწურები მაგ კაბუნას, ახლა ხომ არ დაგრძელდებაო? _ ეს რა მაკადრეთაო? - გაბრაზდა ქალი... მგზავრებს სხვა არაფერი ქონდათ საქმე, ზოგი ქალს გამოესარჩლა, ზოგიც კაცს, მაგრად შელაპარაკდნენ და ატყდა ისეთი ბაგა-ბუგი რომ ვინ ვის ურტყამდა ვერ გაიგებდით.
მე გავბრაზდი, სკამზე შევხტი და ბოლო ხმაზე ავჩაჩხანდი: _ახლავე გაჩუმდით, თორემ ნაირუკა ვარ, დაფინას შვილიშვილი და დაგაფენთ ავტობუსშიო!
ყველამ თავი ანება მუშტების ქნევას და შემომხედეს: მე,ნაირუკა კი ვდგევარ ავტობუსის სკამზე, გაპრანჭული, კურკასავით გოგო, ისეთი სახე მაქვს საცაა ვეცემი მოჩხუბრებს, მგზავრებს მგონი შეეშინდათ, სასწრაფოდ მოძებნეს ადგილები და გაისუნგნენ.
მივიხედ-მოვიხედე, ჩამოვხტი სკამიდან, ამოვიღე ჩანთიდან პომადა და სარკე, ჯერ პომადა გადავისვი ტუჩებზე, მერე თმებიც შევისწორე სარკეში, ისე რომ ყველას მოვწონებოდ და სკამზე კარგად მოვკალათდი.
გავიდა დრო, ერთხელაც ქუჩაში ვდგევარ დაფინა ბებიას ვაცილებ რაიონში, გვერდზე მანქანა გაჩერდა და მძღოლმა გადმომძახა: _ თქვენ დაფინას შვილიშვილი არა ხართო?
_ კი მეთქი,ვუპასუხე უცხოს.
_ მე იმ ავტობუსის მგზავრი ვარ თქვენ რომ შეგვაშინეთ, ძალიან მინდა დაფინას გაცნობა და გამაცანიო. ღიმილით ამიხსნა მძღოლმა.
_ ამაზე ადვილი რაა ბატონო, გაიცანით ესაა ბებიაჩემი დაფინა ვუპასუხე რიხით. მძღოლმა შეხედა ჩემს მოფამფალებულ ბებია დაფინას და თავში ხელი შემოირტყა.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ამოკონკილდა- კაკუნით ამოვიდა მაღალქუსლიანებით.
ეპაწურები-ექაჩები
ცნობა სამსახურისთვის
ერთ დღეს კოწია მეზობლის ალაყაფს მიადგა და დაუძახა: ალეეე! ალეეე! მაგრამ ალე არ ჩანდა, სამაგიეროდ ეზოდან უშველებელი ძაღლი გამოქანდა, ღობეს გადმოაფრინდა და ეცა კოწიას ფეხებში. ახლა კი გამოვარდა ალე, გამოგლიჯა ძაღლს კოწიას ფეხები და სტუმრის დაწყნარება სცადა: _ ბოშო რა გაღრიალებს, გაჩუმდი, ნუ შემიყარე სოფელიო! მაგრამ სოფელს უკვე გაეგო ძაღლის ყეფა, კოწიას ღრიალთან ერთად და მორბოდნენ თოხებით მოსაშველებლად.
მიწაზე გაგდებული კოწია სიმწრისგან იგრიხებოდა, ღრიალებდა და შველას ითხოვდა, ხალხმა ჯერ კარგად მილანძღ- მოლანძღა ალე ძაღლიანად, მერე კი დაკბენილი კოწია რაიონში ექიმთან გააქანა.
ექიმმა დაკბენილს ფეხებზე მიგლეჯილ-მოგლეჯილი ხორცები მიაკერ-მოაკერა და ასე დაარიგა:
_ ბოშო, ახლა იმ ოჯახში წადი, ძაღლუკა მოინახულე, ყოველ დღე დოუკვირდი მოკვდება თუ არა და მერე ამბავი მომიტანე, რომ სწორად გიმკურნალო და სამსახურისთვის ცნობა მოგცეო!
_ ექიმო მე ერთხელ ქე დევიძახე იმ ოჯახში და ძაღლმა ქე დამღიჯნა, ახლა თქვენ დოუძახეთ, კარგა ქე დოუკვირდით და ცნობა ქე დამიწერეთაო! _ მიუგო ძაღლზე და ადამიანებზე გაბრაზებულმა კოწიამ ექიმს, ადგა და კარი გეიჯახუნა.
ქმარი ურიკაზე
_ჩემს მეზობლად ჟუჟუნიკა და ჟენო ცხოვრობდნენ, ჟუჟუნიკას გამხდარი ქმარი _ სიკია ყავდა და ქიან-ქიანით დაქონდა ქარს, ჟენოს ქმარი კი ჟუჟუნიკას მაზლი იყო _ მაღალი, მსუქანი და გაღიპული , სახელად დუყლუყა.
ერთხელ ძმებმა ქარხანაში ხელფასები აიღეს და გზაში რესტორნისკენ გადაუხვიეს, ერთად გაგუგნეს საჭმელი, ერთად გამოგნაცეს დოქები, ერთად იმღერეს- იცეკვეს და როცა ფულები ბოლომდე გადმოაბრიალეს, გათრიაქებულებმა რესტორნის მაგიდაზე ჩამოდეს თავები და დაიძინეს.
დაღამდა. რესტორნის დირექტორს კარები უნდა დაეკეტა. ამიტომ კაცი გააგზავნა ნასმი კაცების ოჯახში და შეუთვალა: _ ე თქვენი კაცუნები ძაღლუკებივით აგდიან რესტორანში და წიყვანეთაო!
ჟუჟუნიკამ გაუარა მაყვალას_ წავიდეთაო, ჟენომ სიბნელეში ურიკა მოძებნა და ხრიგინ -ხრიგინით დაეშვნენ სოფლის რესტორნისკენ.
რესტორანში შესულ შილებს ასეთი სურათი დაუხვდათ: ძმებს მაგიდაზე თავდადებულებს ეძინათ და ხვრინავდნენ, ჯერ დუყლუყა ააგლიჯეს წვალებით მაგიდას ქალებმა და გარეთ ურიკაზე დააწვინეს, მერე ჟუჟუნიკამ ააგლიჯა ქმარი მაგიდას, მოიქნია, გაიკიდა მხარზე და მიაწყევლა ორივე ძმა ერთმანეთს: ხეთქეთ-ხეთქეთ, ქეც მიკვდომიხართ ერთმანეთს, ნეტა როდის დაგისკდებათ ეს ფაშვები, რომ დაგვასვენოთაო!
შუაღამემდე აწვებოდა ჟენო ურიკას და გასავათებული მივიდა სახლში.
მეორე დღეს შილები მეზობლებს უყვებოდნენ ღამის წელისგლეჯვის ამბავს, ჟუჟუნიკა ამბობდა: გევიკიდე ჩემი ქმარი მხარზე და ისე ამოვათრიეო, ჟენო კი ყვებოდა: კიდე კარგი ურიკა წევიღე, თორემ მომიწევდა რესტორნში ქმართან ერთად ძილიო.
რაჭული დიალექტის განმარტება:
ქიან-ქიანით _ ფრიალით
გაგუგნეს- შეახრამუნეს
გამოგნაცეს-გამოაცარიელეს
შილები-რძლები, ძმების ცოლები
გამოგნაცული დოქუნა
ჩინჩიბურა და მევალე
ერთხელ დირექტორი სკოლიდან რაიონში მიდიოდა, ავტობუსში ავიდა თუ არა მძღოლს სთხოვა:_ პატივცემულო მძღოლო, საკანაფოსთან რომ მიხვალ შეაჩერე, ქალბატონი ექიმიც მობრძანდებაო!
ავტობუსი საკანაფოს რომ მიუახლოვდა მძღოლმა შეაჩერა.
მაგრამ ექიმი არ ჩანდა, გავიდა დრო, ქალბატონ ექიმს ძალიან შეაგვიანდა, აუბუზღუნდნენ მგზავრები მძღოლს_ გვეჩქარება სასეირნოდ კი არ მივდივართაო!
კიდევ გავიდა დრო, მაგრამ ქალბატონი ექიმი ისევ არ ჩანდა. მგზავრებმა წუწუნს მოუმატეს, მძღოლსაც უმტყუნა ნერვებმა და ქალბატონი ექიმის მისამართით გინება გააგზავნა:_ თუ მოდის- დროზე მოვიდეს, ქალბატონი ექიმის დედაცო...
დირექტორმა ქალბატონი ექიმის მისამართით გაგზავნილი გინება რომ გაიგონა აყვირდა:_ ეეე სიტყვები შეარჩიე, ვინმე კი არ გეგონოთ ჩემი მეუღლეაო!
ახლა მძღოლი აყვირდა: _ შე კაი კაცო, თუ ცოლი იყო ასე გეთქვა ქალბატონო, ქალბატონოთი რაღაზე შემაწუხეო?
იმ დღის შემდეგ დირექტორს ექიმი ქალბატონოთი არ უხსენებია.
2015.ამბროლაური ს.ურავი
_ აი, მადანა
რომ ნანგრევებია უწინ რესტორანი იყო. ხელით მაჩვენებს
ზინაუკა.
_ მანდ ერთი ჩვენებური ბიჭუნიკა
სახელად ოსია სწავლობდა
საჭმელების კეთებას.
ოსიას მშობლებს
უნდოდათ შვილი რესტორნის
შეფ-მზარეული გამხდარიყო. ამიტომ
ბიჭუნიკა რესტორანში
თანაშემწედ გაამწესეს.
რესტორანში თურმე მომავალ
მზარეულს შეფ-მზარეული
დიდხანს დაარბენინებდა წინ და უკან უმოწყალოდ. ოსიაც
ნელ-ნელა, გაჭირვებით რაცხას
სწავლობდა, საჭმელების მასწავლებელი რომ
დაიძახებდა: _ ჩქარა წყალი დამისხითაო! ბიჭუნიკა
გაქანდებოდა და ქვაბს პირამდე
გააბიდახებდა, _ ჯამ-ჭურჭელი
მომაწოდეთაო! -დაიძახებდა უფროსი,
გაქანდებოდა ოსია, აიღებდა
ჭურჭელს და გზადაგზა
რახა-რუხით აბნევდა.
ერთხელაც შეფ- მზარეულმა ოსიას გასძახა: _ ოსია მადერ
რომ დაფნის ფოთოლია ჩქარა მომაწოდეო! ოსია
დაღლილი იყო, ფეხზე
ძლივას იდგა და უფროსს შეეპასუხა:
პატივცემულო უფოსო, რათ გვინდა ე დაფნის ფოთოლი,
მაინც არევინა ჭამსაო!
ყველა თეფშზე გვიტოვებსაო. გედეირია
შეფ-მზარეული: ამდენი ხანია
გასწავლი, შენ კიდე დაფნის ფოთოლი
საჭმელი გგონებიაო? და იმ
დღეს იფრინა
რესტორნიდან.
გავიდა დრო და ოსია
რესტორანში შეფ-მზარეულად არა, მაგრამ
ქარხნის სასადილოში მზარეულად
დანიშნეს.
ერთ დღეს სასადილოში
ქარხნის დირექტორმა შემოირბინა
და ოსიას სთხოვა :
_ ოსია, რაც შეიძლება
ჩქარა, სამი კვერცხი მრგვლად შემიწვიო!
შევარდა ოსია სამზარეულოში და დაიკარგა.
შეაგვიანდა ოსიას, - იცდის დირექტორი.
შემწვარი კვერცხი
ისევ იგვიანებს , ისევ
იცდის დირექტორი .
ბოლოს ვერ მოითმინა
დირექტორმა, ოსიას სამზარეულოში
მიაკითხა და ხედავს:
დაუდევს სამი კვერცხი ოსიას ტაფაზე
და დააგორიალებს აქეთ-იქით.
_ ხომ ხედავთ პატივცემულო
დირექტორო ამ კვერცხებს
კი დავარიხინებ ჩქარა ზეთიან
ტაფაზე, მაგამ
არ იწვებიანაო!
ქარხნის დირექტორი
გადარეული გავარდა გარეთ ხელების
ქნევით და ბრძანა:
_ეს კაცი აქ არ დამანახოთაო!
და უნდა ეფრინა ბიჭუნიკა სასადილოდან რომ ოსიამ ხალხი ჩარია: _მეზობლებო
ოღონდ ეხლა დირექტორთან მიმეგზავნეთ,
რამე მიშველეთ და პატივისცემა
ჩემზე
იყოსაო! ხალხიც ჩაერია
და ოსიაც დირექტორმა
დატოვა მზარეულად.
ოსიას გაკეთებული
საუზმის, სადილების და
ვახშის წუნიაბოში გადიოდა დრო და ბოლოს
ხალხმა ისიც დაინახა რომ ოსიასგან
ნელ-ნელა კარგი მზარეული გამოიჩორკნა. მალე
მზარეულ კაცუნას სოფელ გადამშიდან ოსი ქალი გოურიგეს
და ცოლმა ქმარს
ოსური საჭმელების კეთებაც
ასწავლა, იმ დღიდან კი ქარხნის სასადილოში ოსური
ხაბიზგინების სუნიც დაატრიალა.
მერე აირია
ქვეყანა, ქარხანა და სასადილო ერთად
დაიკეტა. ოსიაც დარჩა უმუშევარი და მთელი სოფელიც,
მაგრამ სოფელში ოსია მაინც საჭირო
კაცი იყო, რადგან
ქელეხებსა და ქორწილებში
საჭმელების საკეთებლად დაარბენინებდნენ.
ბოლოს ქარხნის
დირექტორის ქელეხიც ოსიას
გასამზადაბელი გახდა. ასე გადაუხადა ოსიამ
სოფელს და დირექტორს
პატივისცემა.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
მადანა- იმ ადგილზე
რაცხას- რაღაცას
გააბიდახებდა- პირამდე ააავსებდა
არევინა-არავინ
დავარიხინებ- დავატარებ
ყურძენი სამკვდრო მაცივარში
_ბოშო, ამბროლაურში ხვანჭკარის კრეფის
სეზონია , ხვანჭკარის ტევანი შავია და
აფერისტებმა ადესა რომ არ შეურიონ
რაჭაში სხვა რაიონებიდან შავი ყურძნის შეტანა იკრძალება.
თერჯოლელ კოსტაიას თავის მარშუტში სამკვდრო მაცივარი
სულ ედო, რადგან
ამ ბიზნესს ატრიალებდა.
ადესის მოსავალი იმითანა
მოუვიდა სად წაეღო არ იცოდა,
ფულის პონჭვა ქე უყვარდა,
თერჯოლაში კი ყურძენში ხურდუკეებსაც არავინ
აძლევდა. თითქოს მაწუხელა შეუჩნდა,
ბევრი, იფიქრა, იფიქრა და თავის დაღლარა ძმაკაცებს
დოუძახა.
ძმაკაცებმა მეზობელს
ადესის ტევნები დაუკრიფეს,
სამკვდრო მაცივარში ჩააჭუჭულაგეს, მარშუტს
წინ კოსტაიას დიდი ხნის გარდაცვლილი დედულიბებიის სურათი
მიაკრეს, ჩასხდნენ შიგ და ამბროლაურისკენ წაგზიტინდნენ.
შაორის ტბასთან
პოლიციელებმა ჭირისუფლები შეაჩერეს,
სამძიმარი უთხრეს და ამბროლაურისკენ გაუშვეს.
ბიზნესი კარგი გამოდგა და კოსტაია და მისი ძმაკაცები
ფრენა-ფრენით დაბრუნდნენ ამბროლაურიდან
თერჯოლაში.
გავიდა ერთი კვირა, კოსტაიას
ისევ შეუჩნდა მაწუხელა,
ადესა ყურძენი კიდევ ბევრი
ქონდა. ისევ იხმო დაღლარა
ძმაკაცები, ისევ ჩააჭუჭულაგეს სამკვდრო
მაცივარში ადესის ტევნები, ახლა მარშუტის წინ კოსტაიას გარდაცვლილი
ბაბუის გადიდებული სურათი
მიაკრეს და გაუყენეს
ამბროლაურის გზას.
შაორის ტბასთან პოლიციელებმა ისევ შეაჩერეს ჭირისუფლები, სამძიმარი უთხრეს
და ამბროლაურისკენ გაუშვეს.
კაი ფული გააკეთა კოსტაიამ
და კიდევ უფრო კმაყოფილი
ფრენა-ფრენით დაბრუნდა ძმაკაცებთან ერთად ამბროლაურიდან თერჯოლაში.
მაინც ვერ ისვენებდა
კოსტაია, ეს მაზაკელი ისევ ყავდა შეჩენილი,
ისევ დოუძახა ძმაკაცებს,
კარგად რომ დატენეს
სამკვდრო მაცივარი ადესის ტევნებით, მარშუტს
მეზობლის გადიდებული სურათი მიაკრეს
და წაგზიტინდნენ ამბროლაურისკენ.
კოსტაიას მარშუტი
შაორთან პოლიციელებმა
შეაჩერეს, ისევ მიუსამძიმრეს ჭირისუფლებს
და თან ეუბნებიან:
_ ვინ იყო ამ წელს თქვენი მაკვრიელი, არ ამიუწყვეტიხართ მთელი
ოჯახიო? კოსტაიამ თავი დახარა, ისე როგორც ჭირისუფალს
შეეფერებოდა და გამგზავრების ნებართვის
მოლოდინში გაისუნგა. მაგრამ
პოლიციელები არ ჩქარობდნენ...
ერთი პოლიციელი
საეჭვოდ დიდხანს მიაჩერდა გარდაცვლილის სურათს,
გაახსენდა, რომ ერთხელ
ამ კაცის დასაფლავებაზე
იყო, მერე მარშუტის კარი გამოაღო და მაცივარში ჩაიხედა...
ქე დააჯარიმეს
ჩვენი ბიზნესმენი კოსტაია
და მთელი წელი იხდიდა
ვალებს.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
პონჭვა -შეგროვება
მაწუხელა - კბენია
ბუზი
დაღლარა-უსაქმური
წაგზიტინდნენ - წასვლა ტრანსპორტით
მაკვრიელი -მაჭანკალი
გაისუნგა-გაიტრუნა
ტევნები-მტევნები
მარტი მარტიკელაო...
ჩემი მეზობელი მურთაზიკა შტოიანი,
მარა ცოტნიკაზე ნაკლე ბიჭი იყო, დედუამისი
შვილისთვის დედისერთა საცოლეს დაეძებდა,
რადგან სხვა ბიჭუნიკეებიც
დასაცოლშვილებელი ყავდა.
ერთ დღეს
მურთაზიკას დედუამ კატო მაჭანკალს
მიაკითხა და სთხოვა:
_ კატუნიკა შენზე კარგად
ამ საქმეს ვერავინ მიხედავს, მურთაზიკასთვის ჩვენი ოჯახის
საკადრისი დედისერთა გოგო
მომიძებნე, ზესიძედ გამაშვებიე და პატივისცემა
ჩემზე იყოსაო.
ერთ კვირაში
კატო მაჭანკალმა
მთისგაღმა სოფელში მურთაზიკა წეიყვანა
და აჩვენა დედისერთა,
მომსილი გოგო მაყვალუკა.
ახედ-დახედა მურთაზიკამ
ქალს და თქვა:
_ ცხვირი აქვს ცოტნიკა გრძელი, სხვა არაფერი
უჭირსაო და შეირთო.
ბედნიერი იყო მურთაზიკა
და მისი ოჯახიც.
ქორწილიდან სამ თვეში მაყვალუკა უმფრო მომსილი გახდა და ერთ
ღამით ბოშუნა გააჩინა.
სახლში ცოლის გარდა მურთაზიკას
ენაწასხლული სიდედრი ყავდა,
ბოშუნა რომ გაჩნდა მურთაზიკა
შეფიქრიანდა , დიდხანს ითვალა
თითებზე თვეები, ბოლოს სიდედრთან
მივიდა და გაბრაზებულმა ამოიდუდღუნა: _დედია,
ე ბოშინა ჩემი არ უნდა
იყოს, რაცხა მალე გაჩნდაო!
სიდედრმა წარბები აწნიხა.
ხელის თითები მოიმარჯვა
და გაბრაზებულმა სიძეს მკვახედ კითხა: _მურთაზიკა
რას ჩრიტინობ თუ კაცი ხარ !
ჩემი მაყვალუკა მარტში ხომ მოიყვანეო? _ კიო,
უპასუხა მურთაზიკამ სიდედრს
და ფინია ძაღლუკასავით მიაჩერდა.
_ ჰოდა,
მარტი მარტიკელაო! _მოკეცა სიდედრმა
ორო თითი, და თვალები დაუპრაწა ზედსიზეს;
_
აპრილი აპრიკელაო! _ მოკეცა
სიდედრმა კიდევ ორი თითი
და თვალები ისევ დაუპრაწა ზედსიძეს;
_ თვე წინაო და თვე უკანაო! _
კიდევ მოკეცა სიდედრმა ორი თითი. ისევ დაუპრაწა თვალები ზედსიძეს;
_სამი თვე მას
უკანაო! _ მიაყოლა და მოკეცა სამი თითი
სიდედრმა, ცხვირწინ ააფარა
მოკეცილი თითები ზედსიძეს
და დაუყვირა:
-ხო გამოვიდა ცხრა თვე, შენია მა ვისია
ეს ბოშუნაო!?
დოუჯერა
და ქეც არ დოუჯერა სიდედრს
მურთაზიკამ, ან რას გააწყობდა რომ არ დაეჯერებინა და გაისუნგა.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
შტოიანი _ კარგი შესახედავი
დაუპრაწა -დაუბრიალა
მომსილი - ჩამრგვალებული,მოსუქებული
ბოშინა - ბავშვი
ენაწასხლული -ენამწარე, ენაჭარტალა
ცარიელი ტომარუკა
ერთხელ ჩემი მეზობელი ისაია გურიაში წავიდა მეთოხრად, დიდი ყანა მიუჩინეს და ქირაზეც მოურიგდნენ. მაგრამ ზის ყანის თავში თურმე ისაი და არ დგება.
ოჯახის დიასახლისი ღობის ღრიტილოდან უყურებს, აინტერესებს როგორ გულით იმუშავეს მეთოხარი, მაგრამ ხედავს მეთოხარი რაჭველი ზის ყანის თავში და ადგომას არ ფიქრობს.
დისახლისმა დიდხანს ვერ მოითმინა, თავი მიანება ჭიტინს, წელში გაიმართა და ღობიდან ისაიას მკვახედ გასძახა: _ ყაზახო, როდემდე უნდა იჯდე მანდ, ადე ფეხზე და იმუშავეო!
ისაია ქალის ხმის გაგონებაზე არც შეწუხებულა, გახედა დიასახლისს და დინჯად გამოსძახა:
_ ქალო ჯერ რაცხა ტომარუკა მომიტანეო!
მიტრიალდა გაბრაზებული დიასახლისი და სირბილით გაიქცა ოდა სახლისკენ, გამოიტანა იქიდან ტომარა და მიურბენინა მეთოხარს. ისაიამ დინჯად შეხედა ტომარას და დიასახლისს უბრძანა: _ ქალო, ახლა ე ტომარუკა ფეხზე დააყენეო!
ქალმა გაიკვირვა და ისევ მკვახედ მიახალა ისაიას: _ ყაძახო ეს ცარიელი ტომარა ფეხზე როგორ დადგებაო?
_ჰოდა მეც ეგ მინდოდა მეთქვა, ცარიელი ტომაქით როგორ დავდგე ფეხუკებზეო?
რაჭული დიალექტის განმარტება:
მეთოხრად- თოხის მუშად(სათოხნელად)
ტომაქი- კუჭი
ღომი და ლორი
(მეორე ვარიანტიცაა ქსეროასლში))
მატარებელში მეგრელი ჯოკია მეორე სართულზე საწოლში გაშხლართული იწვა და ძალიან შიოდა. ამ დროს კუპეში რაჭველი კოწინიკა ხვნეშა-ხვნეშით გვერდულად შემოვიდა და მძიმე კალათა იატაკზე დადგა, სახიდან ოფლი მოიწმინდა და გაიხედ-გამოიხედა.
ხედავს მაღლა კაცი გაწოლილა და მისჩერებია.
_ კაი გამრჯობა ქვე შენი ჭირიმე, ვუკაცრავად, ჩემო ბატონო, მარა ჩამოე ძირს, ვარი არ მითხრა და ცოტინიკა გევისველოთ პირიო!
გაგიმარჯოს ბატონო, ოჰ, როგორ შეგაწუხებაო!
კოწინიკა ჩამოჯდა საწოლზე, კალათა მიიჩოჩა, მაგიდაზე გაზეთი კომუნისტი გაფინა, მერე დაიხარა, კალათიდან ამოიღო ლობიანები, დადო მაგიდაზე და დააყოლა: _ ბოშო აი, ლობიანი ჩემმა ხათუნიკამ ჩააპიწკინა კეცებში, მერე ისევ დაიხარა, ამოიღო ჯონჯოლი , დადო მაგიდაზე და დააყოლა: _ აი, ჯონჯოლი და ლორი ჩემმა ხატუნიკამ ჩააჭუჭულაგა კალათაშიო, მერე კალათიდან პატარა დოქი ამოიღო, დადგა მაგიდაზე და დააყოლა: _ აი, დოქუნა ღვინო კიდო მე წემევიღეო! და სამგზავრო მატარებლის მაგიდაზე გაიშალა კარგი რაჭული სუფრა.
მეგრელ ჯოკიას ძალიან შიოდა, მაგრამ თავი დეიფასა და არ ჩამოვიდა ძირს. რაჭველმა კიდევ შესთავაზა. მეგრელმა ისე თავი დეიფასა, ეგონა კიდევ ბევრჯერ შეეპატიჟებოდა რაწველი.
მაგრამ დაჯდა რაჭველისუფრასთან და ჭამა გემრიელად ვიჩინა, ჯონჯოლი, მჭადი და ღვინოც ჩააკურკურა. ყლაპა ნერწყვები მეგრელმა, მაგრამ უკვე გვიან იყო, გადაბრუნდა კედლისკენ და იმ ღამე თვალი არ მოუხუჭავს შიმშილისგან.
გათენდა, ჩამოხტა ჯოკია მატარებლიდან და სახლში სირბილით გაიქცა, ჭიშკარი შეაღო თუ არა ცოლს შორიდან გასძახა:
_ ცუცა, ცუცააა ჩქარა გამიკეთე ღომიო ! და თვითონ ჩრდილში წამოწვა.
მოათუხთუხა ცუცამ ღომი და მიართვა ქმარს.
დაჯდა ჯოკია სუფრასთან , ეტაკა ცხელ ღომს, უჩანთა ორი თითი და წეიღო პირისკენ დიდი ლუკმა, თან დეიძახა: ე, ღომი ჩემო ცუცა და და ი ლორი რაჭველი რო ჭამდაო და ჭლურჭ-ჩაყლაპა.
მერე ისევ უჩანთა ორი თითი ღომს _ ეს ღომი ჩემო ცუცა და ი ლორი რარველი რომ ჭამდაო და წლურჭ-ჩაყლაპა.
...და მალე მოასუფთავა ღომიანი თეფში.
ასე ისადილა მეგრელმა ჯოკიამ ღომითა და რაჭული ლორით და მთელი ღამის უძინარს ტკბილად დაეძინა.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ჩააპიწკინა –კოხტად
ჩასმა კეცებში
ჩააჭუჭულაგა_კოხტად ჩაწყობა
ხუთი მანეთუკა
აი, აქ ნაქერალაზე ადრე ერთი ოშანგელა
პოლიციელი სახელად კოსტაია მანქანებს აჯარიმებდა და მძღოლებს ხუთმანეთიანებს ართმევდა.
ერთხელაც, რომ მოსაღამოვდა ნაქერალას
აღმართს მძღოლი სეროუკა თავისი
ლახრი მანქანით და ცალი
ფარის განათებით აუყვა.
მთელი დღის ნამგზავრ
სეროუკას, მაგრად მოშიებოდა,
ჯიბუკაში ერთი ხუთმანეთიანი ედო და ნაქერალას სასადილოს თანთქლი
საჭმელი ელანდებოდა . ამ ფიქრებში იყო, რომ უცებ გზაზე პოლიციელი
კოსტაია ბადადოსავით გამოუხტა,
ჯოხი დაუქნია და დაუფშტვინა.
_ ერთი ეჟვერა ჯოხი
მომცა და ეს გამაზუნზღლია
ფერდებში, ამის გამო ორი ლუკმა
საჭმელა ვერ უნდა შევჭამო?
ესაა საქმე? - ჩაილაპარაკა გაბრაზებით
სეროუკამ, მანქანა
შეაჩერა და ზოზიალით პოლიციელთან
გამოცხადდა.
_
ბატონო თქვენს მანქანას
ერთი ფარი არ უმუშავებს და ჯარიმა
უნდა გამოგიწეროო! -მისვლისთანავე მიახალა
პოლიციელმა სეროუკას.
ამის გაგონებაზე ისვლიჭა
სეროუკამ ხელი ჯიბეში, ამოიღო ხუთმანეთიანი,
ჩაუჭუჭკა პოლიციელს
ჯიბეში და თან აუხსნა: _ ვუკაცრავად პატივცემულო
ახლა ძალიან მეჩქარება
და ეს იკმარეთაო!
პოლიციელსაც ეს უნდოდა, გზამშვიდობისა უსურვა და
გაუშვა.
სეროუკამ
მანქანა დაქოქა და ფანჯრიდან პოლიციელს
გამოსძახა: კოსტაია პოლიციელო
ხუთი მანეთუკა რომ მოგეცი
? აბა
კარგად დოუკვირდი ახლა
აინთება ჩემი მანქანის ჩამქრალი
ფარიო? და გინებით აუყვა
ნაქერალას.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ლახრი _ ძველი
ეჟვერა- დიდი ჯოხი
გამაზუნზღლია - დამაბეგვია
თანთქლი _ ცხელი
ზოზიალით _ ნელი სიარული
ოშანგელა _აყლაყუდა
შაბათა ნაქერალაზე
_ ეს ამბავი ადრე მოხდა,
როცა რაჭაში ებრაელები
ცხოვრობდნენ.
ერთი ზაფხულის
ცხელი დღეა, ებრაელი
შაბათა ნაქერალაზე ბარდანას ზურგით მიეზიდება . შიგ ნემსები, ძაფები,
თეფშები, სათითეები და ათასი ხარახურა
უყრია. ცალ ხელში საბიჯგნე ჯოხი უჭირავს, მეორე ხელით
ზურგზე მოგდებულ ბარდანას ეპაწურება, ძლივს მიდის და მიქელავს.
იქვე წინ
ნაქერალის აღმართზე რაჭველი
ჩქარა მიწკაპუნობს, ეტყობა
არც ფეხები აჯავრის და არც ბარდანა .
ებრაელმა იფიქრა:
_ ამას კი მოვატყუებაო და წაენახშა:
_ დაგენაცვლე, ონელი ხომ
არ ხარო?
_
რასი ონელიო? _ გაბრაზებით უპასუხა რაჭველმა.
_აბა დაგენაცვლე, სა მიხვალო? _ კითხა შაბათამ.
_
ამბროლაურში მივდივარაო! -უპასუხა
რაჭველმა.
_ დაგენაცვლე, ერთი
გზა გვქონია, მომეხმარე და ნაქერალაზე როცაღა
ავალთ, ჩავიხოხინოთ და ცინცხალ ამბავს
გეტყვი, თუ არ დამიჯერებ ბარეორს ინანებაო! _არ
მოეშვა შაბათა.
რაჭველს ახალი ამბის
მოსმენა ძალიან მოუნდა და დაეთანხმა. მოიკიდა
შაბათას მძიმე ბარდანა
და წელიგლეჯვითა და გულიგლეჯვით აიტანა
ნაქერალაზე.
ვიდრე ჩაიხოხინებდნენ რაჭველმა
შაბათას გასძახა:
_ ახლა ქე უნდა მითხრა
ახალი ამბავიო!
_ დაგენაცვლე, ახალი
ამბავი ისაა, რომ საბჭოთა კავშირმა
გერმანია დაამარცხაო! ამოისუნთქა შაბათამ
და ისევ დააყოლა:
_ეს ამბავი კი ახლა გევიგეო!
დაპრაწა თვალები
რაჭველმა, მიხვდა, რომ შაბათამ მოხერხებულად
მოატყუა, ბარდანა ძირს დაანარცხა, ზედ დაახტა და დეიწყო
ხტუნაობა: _ უი, რანეირი
ცინცხალი ამბავი გევიგე,
როგორ გამიხარდა, ნახე-ნახე შაბათა, როგორ
სიხარულით ვხტივარო!
ბარდანასი კი ხრაგიხრუგი
გაქონდა ათას ხარახურას,
მაგრამ შაბათა ხმას ვერ იღებდა.
ჭირის ოფლი ასხამდა,
ფიქრობდა ამეტანა ე ბარდანა,
დაღლილობის ხვითქი მეწმინდა
არ ჯობდაო!?
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
შაბათა- შაბათ დღეს დაბადებულის
სახელი ( თურმე ებრაელებში იცოდნენ)
მიქელავს - მიქოშინობს
ბარდანა-ნაჭრით შეკრული ბარგი (დიდი ზომის რომელიც
ზურგზე ეკიდათ)
საბიჯგნე - ხელში დასაჭერი ჯოხი
მიწკაპუნობს -მსუბუქად,ლაღად მიდის
წაენახშა -გამოელაპარაკა
ჩავიხოხინოთ -დავისვენოთ
ცინცხალი -ახალი
ხვითქი-ოფლი
თეფშების ბრიალი
სოფელში გავიგეთ ჯურთა სოფლის ქორწილიდან თვყბადასიებული ამოუყვანიათო და სანახავად მივედით.
მეზობელი ლოგინში დაგვიხვდა და რომ ვიკიტხეთ ეს რა მოგსვლიაო, ქორწილის ამბის მოყოლა დეიწყო:
_ ბოშო ქვეით ერთი სოფელია, ბოსტანას ეძახიან, ტანიბიძაშვილებმა სამას კაციან ქორწილში დამპატიჟეს.
მე ქე მიყვარს კომბაინივით ჭამა და ქორწილში რაფერ არ წევიდოდი? შარვალ-კოსტუმში გამოვიწკიპე, თმა კოწინიკასთან შევიკრიჭე , სახე გევიპარცე , თავგადასაგდები ფულუკა მეზობელს ვესესხე, მანქანაც დევიქირავე და ჩავგზიტინდი ბოსტანაში.
სუფრა იყო დიდებული, მარა ღვინო იყო რანგი, მალე ნასმებს კუდურები შეუჩნდათ, ჯერ კარგად გაჟუნჟღლეს ერთმანეთი და მერე ატეხეს თეფშების ბრიალი. შემეშინდა არ მომხვდეს - თქვა და ამოდენა ოშანგელა ჯურთამ თავი ძაღლუკასავით ვდურთე მაგიდის ქვეშე. რამდონი თეფშიც დაიმტვრა დევითვალე, ბოლოს სამასი თეფში ქე გამოვიდა, ვიფიქრე 300 კაციან ქორწილში თეფშები აღარ დარჩა-თქვა, სათვალავი ამერია და მაგიდის ქვეშედან თავი ამოვყავი, ისე რომ ზაკუსკის თეფშები სულ აღარ გამხსენებია.
ამ დროს ვინცაღამ ოსტრიანი თეფში გამომიქანა და მხეთქა თავყბაში. მერე მოყვა დანარჩენი ბეჭებში და გვერდებში.
ქე, ვიზარალე ბოშო თავი, ე შარვალ-კოსტუმიც დავამსგავსე ბანძურას, მარა თეფშების თვლა რომ არ ამრეოდა ეს არ მომივიდოდაო! --ასე დაასრულა ჯურთამ ქორწილის ამბის მოყოლა, მერე სარკე მოითხოვა, შიგ უკმაყოფილო სახით ჩაიხედა და ჩაილაპარაკა: _ ქე მაქვს ცხვიმპირი ბულდოგივით, ნეტაი როდის მამირჩებაო? - და მნახველებს გასიებული სახით გაჭირვებით გაგვიღიმა.. თან დაიჭყანა, ეტყობოდა ნაჟეჟი სახე და გვერდები სტეხავდა.(პწკენდა)
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ბოსტანა -სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
რანგი- ნარწყული ღვინო
ტანიბიძაშვილი- ნამდვილი ბიძაშვილი
თავგადასაგდები- სასაჩუქრე თანხა ახალდაქორწინებულთათვის.
ჩავგზიტინდი- ჩავედი (აქ იგულისხმება მხოლოდ ტრანსპორტით მგზავრობა)
გაჟუნჟღლეს -ცემეს
ბრიალი- ფრიალი
ბანძურა- ქვევრის სარეცხი ჩვარი
სათვალავი -რაოდენობა
ზაკუსტა-რუსულიდან-წვნიანი ...?
ზვინიგული
მიშია ძველ ამბავს ღიმილით
იხსენებს და უფრო ეღიმება:
_ ქალა,
ქადილა არ გეგონო,
მარა ერთ ამბავს
მოგიყვები. მთაში სათიბი მქონდა, გაღმა ზვინიგული და მორხილი მოვაგროვე,
პირი წავუჩეკე, მერე ქელვით
ავიტანე მთაზე და დავტოვე მინდორში,
დილით რომ ავედი ზვინიგულები არ დამხვდა,
ვინცაღამ მოიპარა, მაგრამ ვინ? კიდევ
წავუჩეკე ზვინიგულებს პირი,
ჩუმად თავზე წვრილი ლურსმნები
ჩავაჭედე, წელიგლეჯვითა და ქელვით ავათრიე სათიბში და დავტოვე, იმ ღამით ზვინიგულები
ვინცაღამ ისევ მომპარა. მემცხეთა, ამინდი თუ
გაფუჭდებოდა, თივა მეზარალებოდა, სურიელისათვის
რა მეჭმია მერე ზამთარში?
მალე თივის მესაზღვრეებმა ზვინები წამოჯგიმეს,
მე ვერა.
ერთ ციან დღეს,
მთაში მარხილით ავიტანე ხის გრძელი
კიბე, მივაყუდე ზვინებზე და მეზობლების ზვინიგულებს თავები
გავუსინჯე. რავარც კი ლურსმანი ვნახე, ზვინი დავშალე და ჩემს სათიბშიც
ქე წამოვჯგიმე გორები.
ასე დახვდათ ნავრა-ნავრა დაშლილი თივა წასაღებად მოსულებს
და ცუდად ემცხეთად, მაგრამ ხმა არ
ამოუღიათ, მე ხომ მართალი ვიყავი? და
მას მერე არავის
გაუბედია ჩემთვის რამის მოპარვა.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ქალა- ქალი
ზვინიგული-მსხვილი სარი,რომლის ირგვლივ
თივის ზვინს დგამენ
მორხილი-თივის გასამაგრებელი საბიჯგნი
ჯოხი.
ქელვით-ქოშინით
ასპიროზა
_ ბოშო ჩემს სოფელში
ერთი ლამაზი ქვრივი
ქალი სახელად ასპიროზა ცხოვრობს, კარგი
ღვინო იცის, ერთ დღეს ქალაქელმა
ტანიბიძაშვილებმა მოიყარეს თავი ჩემსას.
სუფრაზე ღვინო შემომაკლდა,
ყველაზე უმცროს გაკნაჭულ და ქერაცუა ტანიბიძაშვილს
კოკა მივაჩეჩე და ვთხოვე: _ გაღმა გადადი ,
ასპიროზას კარგი ღვინო აქვს, დოუძახე
და უთხარი, სოლომონმა
შემოგითვალა ღვინო გამომიგზავნოსაო!
დიდხანს
იძახა თურმე ჩემმა ტანიბიძაშვილმა ასპიროზას კარებთან და ბოლოს
სახლიდან გამოვიდა ლამაზი ქალი, თეთრი პირისახით,
კარგი ტანფეხის რხევით
და სტუმარს მოსვლის მიზეზი
კითხა. სტუმარი ბნესიანივიტ გალენჩდა, კირამ კოკა გაუვარდა
ხელიდან და თლივს თავი მოუყარა
სათქმელს: _სოლომონმა გამომაგზავნა,
ასპიროზას კარგი ღვინო ქონია და გამომიგზავნოსაო!
ქალმა
კოკა გამოართვა, ღვინით შეუვსო და
სტუმრებთან გაატანა. დაბრუნდა ჩემი ტანიბიძაშვილი ღვინით სავსე ნაქურჩალდაცმული კოკით ხელში და მეუბნება: _ აუ, რავარი კარგი ცოლი ყოლია ასპიროზასაო?
გავბრაზდი, მაგრამ გულში ვთქვი: ეს ხეშტო იმასაც ვერ მიხვდა რომ თავად ასპიროზა ნახა, თვალები კი კარგად დაუპრაწია ქალისთვის? მაგრამ თავი შევიკავე, არაფერი ვუთხარი გაბურბუსალებულ სტუმარს, რადგან სტუმარი იყო და წავუყურყუსანე.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ტანიბიძაშვილი- ნამდვილი ბიძაშვილი
გაკნაჭული-უშნოდ გამხდარი
ქერაცუა-ქერათმიანი
გაბურბუსალებული-თავბრუდახვეული
პრაწამდა-თვალებს აჭყეტდა
ხეშტო-ხეპრე
წავუყურყუსანე-წავუყრუე.
ბანკის
დირექტორის ფუტკარი
ორშაბათი დღეა.
ალიკუნა უთენია მივიდა
ბანკთან, მოიმარჯვა ბარათი
და შეაგზავნა ბანკომატში, მაგრამ
ყუთმა უკან გადმოუგდო. კიდევ
სცადა, ისევ გადმოუგდო, დაიბნა
ალიკუნა, ამ დროს ბანკიდან
გამოვიდა მეზობელი როსტომა
და აივანზე სიგარეტი
გააბოლა.
_ ბოშო, როსტომა, მოდი აქანა! ეე, ჩემი ჯინი ხომ არა სჭირს
ამას ბოშო, ფულუკას
მაინდამაინ მე არ მაძლევს?! _ ასძახა შეწუხებულმა
ალიკუნამ.
_ ყუთს კარგად წაუტილავე და გონზე
მოვაო. - გადმოსძახა როსტომამ
და სიგარეტი გააბოლა.
ალიკუნამ ისევ დიდი მონდომებით
შეაგზავნა ბარათი ბანკომატში და კარგა მაგრად
წაუტილავა გვერდებში, მაგრამ
ყუთმა დინჯად ისევ
გადმოუგდო ბარათი. ამასობაში
როსტომაც ჩამოვიდა ალიკუნასთან
და გვერდით ამოუდგა მეზობელს.
_ხედავ, ბოშო! სწორად
შევაწკიპინე და უკან გამომიწკიპინა ე ბარათი, ფულუკა
კი არ ჩავს!
_ მიმართა გაბრაზებულმა ალიკუნამ როსტომას და ბარათი დაანახა.
_ უი, ახლა გამახსენდა,
თავი მოიფხანა ვალიკუნამ,
დღეს ხომ ორშაბათია?
ბანკის დირექტორს ფუტკარი
ყოლია , ხელი რო არ გოუდგეს,
ორშაბათობით და ხუთშაბათობით ფულუკა არ
გეიცემაო!
ალიკუნამაც დაუჯერა
როსტომას,შეტრიალდა და სახლში
წაღანტალდა.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ღანტალი _ ლასლასი
შევაწკიპინე _ კოხტად შევსვი
წაუტილავე - წაარტყი
გოუდგეს - ხელი გადაყვება, ფულის ნაკლებობა ექნება.
ჭეხი _ ჩემი სევერიკა ახალგაზრდობაში ძაან უწუხდებოდა სოფელში ცხოვრებას და ამიტომ ტყიბულში დეიწყო მუშაობა. კაცუნას არ ეზარებოდა შაბათ-კვირა ტყიბულიდან ჟოშხაში ამოგზიტინება და ოჯახის დახედავა.
ერთ შაბათ დღეს ტყვილა მომექცა თვალები გზისკენ და ჩემი კაცუნა არ გამოჩნდა. ვიფიქრე შეუძლოდ ხომ არ შეიქნა-თქვა, სხვა ვერაფერი ვივეჭვე. რავა დავაკლებდი ქმარს ყურადღებას, რავარი ქათამი დავკალი , რავარი ლობიანები და ხაჭაპურები დავაცხვე, მერე მოვიკიდე ხარჯი და მამლიყიულზე ავტობუსით ტყიბულისკენ ჩახჩახით დავადექი გზას.
ქალაქში ალალ-ბედზე ვიჩერჩეტე, მარა მივაგენი ჩემს სევერიკას და დოუკაკუნე კარებზე. ოთახიდან სევერიკამ მხიარულად გამომძახა: _ ტანია დარაგაია, ზახადიტეო!
მეც შევედი და რას ვხედავ, ნახევრად გატინტრაკებული არ წამომესხილა ჩემი ქმარი ტანიას მოლოდინში საწოლზე?
მანგრე არ უნდა თქვა, მე იქ იმითანა ჭეხი დავატრიალე, დავავიწყე სევერიკას ტანიაცა და ტყიბულიც, მარა მე ქე გავხდი სააქიმო და სევერიკას მისახედი ამბროლაურის საავადმყოფოში.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ჟოშხა- მაღალმთიანი სოფელი ამბროლაურის რაიონში
ამოგზიტინდა-ტრანსპორტით ამოსვლა.
ვივეჭვე-ვიეჭვე
რავა-როგორ
რავარი-როგორი
ხარჯი-სადილით სავსე ჩანთა
ჭეხი-ჭექა-ქუხილი
ნახევრად გატინტრაკებული- ნახევრად გაშიშვლებული
ართვალი ქალი
ადრე რაჭის სოფელში ხშირად დაპანწალობდა ზურგზე ბარდანამოკიდებული ებრაელი მეფართლე ილუშა, გასაყიდად ფართლეულობა დაქონდა და სოფელშიც ყველას ცნობდა.
ერთხელაც მოპანწალდა წელიგლეჯვით ილუშა, ჩრდილში შეჩერდა, ფართლეული გამოფინა და წამომესხილი ნაჩირგვალა ხეზე მოჯდა. შემოეხვივნენ ქალები გასაყიდ ფართლეულს და ათვალიერებენ, ყობია კი ქალებს ათვალიერებს. ყველა იცნო, მაგრამ ერთი შეუხედავი ქალი ეუცხოვა, ახლოს კაცი იდგა, ილუშა გადაიხარა, გვერდულად ხელი აიფარა ტუჩებთან და გაკვირვებით ჩუმად წაენახშა : _ დაგენაცვლე, ეს ართავალი ქალი ვისიაო?
კაცმა რიხით უთხრა: _ ვისია და ჩემი ცოლიაო!
ილუშამ უცებ თვალები გაანათა, ხელები გაშალა და მხიარულად მიახალა: _ უი, ოქრო ხარ და რა ოქრო მოგიყვანიაო!
რაჭული დიალექტის განმარტება:
მეფართლე-ქსოვილების გამყიდველი
წამომესხილი- გაბღენძილი ჯდომა
ართვალი-შეუხედავი
წაენახშა- გადაულაპარაკა
პასუხი
კომუნისტების დროს სოფლის კლუბებში მუსიკალური ფილმების ყურება მოდაში იყო.
მეზობლები გურამა და ალე კინოში ერთად დადიოდნენ, რადგან ძალიან მოსწონდათ მეკინოე ვახშამას მოტანილი ფილმები.
ერთ დღეს ყანაში მუშაობისას მეზობლები შეკამათდნენ , გურამამ ალეს დაუდადანა:
_ ეხლა აქედან დააფოჩნე და ამ გზაზე ავლილ-ჩავლილი არ დაგინახოო!
ალემ მხარზე გაბრაზებით მოიგდო თოხი, ყანას მოშორდა და გურამას სიმღერით უპასუხა:
_ ქეც ავივლიიიი,
ქეც ჩავივლიიიიი,
აი, გედე ვაზამაოოოო!
და ტანი ინდოელივით შეარხია.
გურამამ მიაძახა: _ თუ აივლიიიი და ჩაივლიიიი
მერე ნახე რას ვიზამაოოოო!
თოხი მოუღერა და გამოეკიდა.
აბა გენახათ, წინ ერთი და უკან მეორე ოყიანი თოხებით ხელში რომ გარბოდნენ თავდაღმართში.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
დაუდადანა- დაუცაცხანა
დააფოჩნე -წადი
ოყიანი თოხი-
დაფინას შვილიშვილი
ერთ დღეს ისე გავიპრანჭე , რომ ყველას მოვწონებოდი და რაჭის ავტობუსში ნაზად ავედი, მაგრამ სასიკვდილედ გადაპრანჭულს სულ ბოლო რიგში მომიწია ჯდომა.
ავტობუსში მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალიც ამოკონკილდა, მოკლე კაბა ეცვა და ხელით დაბლა ექაჩებოდა, უცხო მამაკაცმა დიდხანს უყურა-უყურა და ბოლოს დაუძახა: _ რას ეპაწურები მაგ კაბუნას, ახლა ხომ არ დაგრძელდებაო? _ ეს რა მაკადრეთაო? - გაბრაზდა ქალი... მგზავრებს სხვა არაფერი ქონდათ საქმე, ზოგი ქალს გამოესარჩლა, ზოგიც კაცს, მაგრად შელაპარაკდნენ და ატყდა ისეთი ბაგა-ბუგი რომ ვინ ვის ურტყამდა ვერ გაიგებდით.
მე გავბრაზდი, სკამზე შევხტი და ბოლო ხმაზე ავჩაჩხანდი: _ახლავე გაჩუმდით, თორემ ნაირუკა ვარ, დაფინას შვილიშვილი და დაგაფენთ ავტობუსშიო!
ყველამ თავი ანება მუშტების ქნევას და შემომხედეს: მე,ნაირუკა კი ვდგევარ ავტობუსის სკამზე, გაპრანჭული, კურკასავით გოგო, ისეთი სახე მაქვს საცაა ვეცემი მოჩხუბრებს, მგზავრებს მგონი შეეშინდათ, სასწრაფოდ მოძებნეს ადგილები და გაისუნგნენ.
მივიხედ-მოვიხედე, ჩამოვხტი სკამიდან, ამოვიღე ჩანთიდან პომადა და სარკე, ჯერ პომადა გადავისვი ტუჩებზე, მერე თმებიც შევისწორე სარკეში, ისე რომ ყველას მოვწონებოდ და სკამზე კარგად მოვკალათდი.
გავიდა დრო, ერთხელაც ქუჩაში ვდგევარ დაფინა ბებიას ვაცილებ რაიონში, გვერდზე მანქანა გაჩერდა და მძღოლმა გადმომძახა: _ თქვენ დაფინას შვილიშვილი არა ხართო?
_ კი მეთქი,ვუპასუხე უცხოს.
_ მე იმ ავტობუსის მგზავრი ვარ თქვენ რომ შეგვაშინეთ, ძალიან მინდა დაფინას გაცნობა და გამაცანიო. ღიმილით ამიხსნა მძღოლმა.
_ ამაზე ადვილი რაა ბატონო, გაიცანით ესაა ბებიაჩემი დაფინა ვუპასუხე რიხით. მძღოლმა შეხედა ჩემს მოფამფალებულ ბებია დაფინას და თავში ხელი შემოირტყა.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი:
ამოკონკილდა- კაკუნით ამოვიდა მაღალქუსლიანებით.
ეპაწურები-ექაჩები
ცნობა სამსახურისთვის
ერთ დღეს კოწია მეზობლის ალაყაფს მიადგა და დაუძახა: ალეეე! ალეეე! მაგრამ ალე არ ჩანდა, სამაგიეროდ ეზოდან უშველებელი ძაღლი გამოქანდა, ღობეს გადმოაფრინდა და ეცა კოწიას ფეხებში. ახლა კი გამოვარდა ალე, გამოგლიჯა ძაღლს კოწიას ფეხები და სტუმრის დაწყნარება სცადა: _ ბოშო რა გაღრიალებს, გაჩუმდი, ნუ შემიყარე სოფელიო! მაგრამ სოფელს უკვე გაეგო ძაღლის ყეფა, კოწიას ღრიალთან ერთად და მორბოდნენ თოხებით მოსაშველებლად.
მიწაზე გაგდებული კოწია სიმწრისგან იგრიხებოდა, ღრიალებდა და შველას ითხოვდა, ხალხმა ჯერ კარგად მილანძღ- მოლანძღა ალე ძაღლიანად, მერე კი დაკბენილი კოწია რაიონში ექიმთან გააქანა.
ექიმმა დაკბენილს ფეხებზე მიგლეჯილ-მოგლეჯილი ხორცები მიაკერ-მოაკერა და ასე დაარიგა:
_ ბოშო, ახლა იმ ოჯახში წადი, ძაღლუკა მოინახულე, ყოველ დღე დოუკვირდი მოკვდება თუ არა და მერე ამბავი მომიტანე, რომ სწორად გიმკურნალო და სამსახურისთვის ცნობა მოგცეო!
_ ექიმო მე ერთხელ ქე დევიძახე იმ ოჯახში და ძაღლმა ქე დამღიჯნა, ახლა თქვენ დოუძახეთ, კარგა ქე დოუკვირდით და ცნობა ქე დამიწერეთაო! _ მიუგო ძაღლზე და ადამიანებზე გაბრაზებულმა კოწიამ ექიმს, ადგა და კარი გეიჯახუნა.
ქმარი ურიკაზე
_ჩემს მეზობლად ჟუჟუნიკა და ჟენო ცხოვრობდნენ, ჟუჟუნიკას გამხდარი ქმარი _ სიკია ყავდა და ქიან-ქიანით დაქონდა ქარს, ჟენოს ქმარი კი ჟუჟუნიკას მაზლი იყო _ მაღალი, მსუქანი და გაღიპული , სახელად დუყლუყა.
ერთხელ ძმებმა ქარხანაში ხელფასები აიღეს და გზაში რესტორნისკენ გადაუხვიეს, ერთად გაგუგნეს საჭმელი, ერთად გამოგნაცეს დოქები, ერთად იმღერეს- იცეკვეს და როცა ფულები ბოლომდე გადმოაბრიალეს, გათრიაქებულებმა რესტორნის მაგიდაზე ჩამოდეს თავები და დაიძინეს.
დაღამდა. რესტორნის დირექტორს კარები უნდა დაეკეტა. ამიტომ კაცი გააგზავნა ნასმი კაცების ოჯახში და შეუთვალა: _ ე თქვენი კაცუნები ძაღლუკებივით აგდიან რესტორანში და წიყვანეთაო!
ჟუჟუნიკამ გაუარა მაყვალას_ წავიდეთაო, ჟენომ სიბნელეში ურიკა მოძებნა და ხრიგინ -ხრიგინით დაეშვნენ სოფლის რესტორნისკენ.
რესტორანში შესულ შილებს ასეთი სურათი დაუხვდათ: ძმებს მაგიდაზე თავდადებულებს ეძინათ და ხვრინავდნენ, ჯერ დუყლუყა ააგლიჯეს წვალებით მაგიდას ქალებმა და გარეთ ურიკაზე დააწვინეს, მერე ჟუჟუნიკამ ააგლიჯა ქმარი მაგიდას, მოიქნია, გაიკიდა მხარზე და მიაწყევლა ორივე ძმა ერთმანეთს: ხეთქეთ-ხეთქეთ, ქეც მიკვდომიხართ ერთმანეთს, ნეტა როდის დაგისკდებათ ეს ფაშვები, რომ დაგვასვენოთაო!
შუაღამემდე აწვებოდა ჟენო ურიკას და გასავათებული მივიდა სახლში.
მეორე დღეს შილები მეზობლებს უყვებოდნენ ღამის წელისგლეჯვის ამბავს, ჟუჟუნიკა ამბობდა: გევიკიდე ჩემი ქმარი მხარზე და ისე ამოვათრიეო, ჟენო კი ყვებოდა: კიდე კარგი ურიკა წევიღე, თორემ მომიწევდა რესტორნში ქმართან ერთად ძილიო.
რაჭული დიალექტის განმარტება:
ქიან-ქიანით _ ფრიალით
გაგუგნეს- შეახრამუნეს
გამოგნაცეს-გამოაცარიელეს
შილები-რძლები, ძმების ცოლები
გამოგნაცული დოქუნა
ჩემმა მეზობელმა
ციცოუკამ სახლიდან დოქუნა გამოიტანა
და ეზოში მოთამაშე
ბავშვებს სთხოვა: _ ბოშუნებო ეს დოქუნა
ღვინო ვარდენა ბაბუასთან
მიიტანეთ, ღვინო თავისთვის
დაიტოვოს და ძმარი გამომიგზავნოსაო!
ვარდენა გარეთ
ჩეროში ისვენებდა. ბავშვების
ხმაზე მათკენ მიტრიალდა ,
მოუსმინა, დოქი გამოართვა, თავზე
ფუჩეჩი მოხადა, დასუნა,
მოიყუდა და უსუნთქიად
დალია, მერე ბოლომდე
გამოგნაცული დოქი გაუწოდა
ბავშვებს და გამოუცხადა:
_აჰა, გამომართვით ეხლა ეს დოქუნა , დააფოჩნეთ აქედანა
და დედუას უთხარით : _
ვარდენა ბაბუას ღვინო
არ უძმარდებაო!
რაჭული დიალექტის
განმარტება:
უსუნთქიად- სულმოუთქმელად დალევა
გამოგნაცული-გამოცარიელებული
ჩინჩიბურა და მევალე
ჩემს სოფელში ერთი ჩინჩიბურა კაცი ცხოვრობდა, აღმა-წაღმა
დაპანწალობდა და ვალებს იღებდა.
მევალეები ხან ფეხით, ხან
მობილური ტელეფონით დასდევდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ჩინჩიბურა კაცი მობილურის
ზარებს არასოდეს პასუხობდა,
ერთხელ შემთხვევით ზარს უპასუხა,
მევალე გამწარებული ურეკავდა, რა
უნდა ეთქვა ჩინჩიბურას? მაგრამ
უცებ მოიფიქრა და დაიწყო: _ ნომერი გამორთულია
ან გასულია მომსახურების ზონიდან!
და გაისუნგა. ტელეფონიდან მევალემ
გამოსძახა: _ შე, ამოსაგდებო
კაცუნა ახლა რაც მითხარი ინგლისურად გადამითარგმნე, თორემ დედას
აგიტირებაო!
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
ჩინჩიბურა-
დაპანწალობდა-დაწანწალებდა
გაისუნგა- გაიტრუნა
ვარა და ვარლამა
ვარამ თავისი ქმარი ვარლამა სულ ძალა-ძალად
თვალის ექიმთან წააჯიგლიგა
და რიგში ჩააყენა. მერე ქალაქის
დიდ ბაზარში გაიქცა,
საქმე მოილია და ქმარს
ბარდანებით დატვირთულმა წელისგლეჯვით მიაკითხა,
ხედავს: ქმარი ისევ რიგში დგას,
ხალხიც
შეცოტავებულა.
_ ვარლამ, მე კიდენა ბევრი საქმე მაქვს,
ისევ ბაზარში დავაფოჩნი,
აი ბარდანებსა კი აქ მივაწყობ, მერე
შემოვირბენ და აქანა დამელოდე!
_დაუბარა ვარამ ვარლამას
და ბარდანები ექიმის კაბინეტის სიახლოვეს
კუთხეში მიაწყო.
გავიდა ერთი ორი საათი
, ვარამ ბარდანებით დატვირთულმა
და დაღალულმა ისევ შეირბინა
ვარლამასთან და გაუკვირდა,
როცა ქმარი ექიმის
კარებთან აზუტული მარტო
დაუხვდა. _ ვარლამა რავა შენ კიდევ არ შესულხარ?
რა იასაულივით დგახარ
კარებთან? რატომ არ შეხვედი? იკითხა
გაბრაზებულმა.
_ რომ შევიდე რა ვუთხრა? ექიმი ქალი ყოფილა, მერიდება, შენ უნდა შემომყვეო.
დაიწუწუნა მორიდებით
ვარლამამ და თავდახრილმა გაიარ-გამოიარა.
ამის გაგონებაზე
ვარას სახეზე პომიდვრის ფერი დაედო, დიდი ხნის ბოღმა
ყელში ვერ დაიჭირა და ქმარს
მიახალა:
_რას მიედებ-მოედები კაცუნა,
ქალის ახლა გერიდება? სადაც შენი
დაჩორთილი მანქანა
გაგიფუჭდა, ყველგან ცოლი და შვილუკეები
გაიჩინე, მაშინ რატომ არ გერიდებოდაო?
რაჭული დიალექტის განმარტება:
წააჯიგლიგა- ძალით ჯიკაობით წაყვანა
ბარდანები_ ფუთები
აზუტული_ატუზული
დაჩორთილი- დაფეხვილი
პანწალა
ქმარი
ქალი ქმარს წაეკიდა: _
კაცუნა გარე- გარე რატომ დაპანწალობაო?
კაცმა უპასუხა:
_ შე ქალო, ხომ გაგიგია: კატუნა სითბოს
სადაც ნახავს იქ მიიბანგებაო!
ცოლი განჩხლდა: _ კაცუნა, ის თუ დაგინახავს, კატუნა
ცივი ღუმელის ქვეშ, რომ არ წვებაო?
კაცმა უპასუხა: _ქალოოო,
მასეთებს რომ იტყვი, გარე-გარე
ამიტომაც დავპანწალობაო!
რაჭული დიალექტის განმარტება:
პანწალა- წანწალა
დაფონჩიალობ-დაბოდიალობ
წაეკიდა- წაეჩხუბა
მიიბანგება- დაეძინება
ჩოჩორუკა რაჭისთვის
ღამის სიბნელეში ძლივს გავარჩიე
შარაზე აზუტული
ჩემი მგზავრები, მარშუტი
გავაჩერე და ტაბუცა,
ყუჩელა, ვახშამა ზურგსუკან
სკამებზე გავამწკრივე.
გზაზე ჩანთებმომარჯვებული კოკილაც
გამოჩნდა, იმასაც გავუჩერე, შემოყო თავი თუ არა მარშუტში, მეზობლებს
გადახედა და მიესალმა:_მეზობლებს გოუმარჯოსაო!
_ გაგიმარჯოს კოკილა,
საით გაგიწევია ბოშო? ვერ მოითმინა
უკვე მარშუტში გაშინაურებულმა ტაბუცამ
და მეზობელს ჩანთების ამოწიკვაში მიეხმარა.
_ კახეთში!_ მოკლედ მოუჭრა კოკილამ მეზობელს,
ჩანთები მიალაგ-მოალაგა და სკამზე
გეიბინძღა.
_ბოშო, მერე როცა ჩამოხვალ,
ლალიუკა დაგიჯერებს, რომ კახეთში
იყავი? დაგიდღლაზავს თვალებს და
მერე რას იზამ?
_ დაინტერესდა ტაბუცა
და კოკილას მიაჩერდა.
კოკილა კი გაისუნგა, ვიტომც არ
გაუგონია და ფანჯარაში დაიწყო
ყურება.
_ლალიუკა კი არა, არც არავინ დაიჯერებს!
-პასუხობს ყუჩელა კოკილას
მაგივრად და უშნოდ იდღნარება.
აბა რა უნდა
ქნას კოკილამ? _ ირონიულად
ეღიმება ვახშამას და მეზობელს არიგებს:
_ ჩემო კოკილა, მადანა
კახეთში რომ ჩახვალ
ჩოჩორუკა შეიგულე, მერე კახეთიდან
რომ დაფხაკავ, მარშუტით რაჭაში ამოაგზიტინე
და დაგიჯერებენო!
რაჭული დიალექტების განმარტება:
აზუტული-
სიცივით მოკუნტული
გეიბინძრა_ გაბღენძილი
დაგიდღლაზავს- დააბრიალებს თვალებს
იდღნარება-უშნოდ სიცილი
დაფხაკავ- წამოხვალ
ამოაგზიტინე- ამოასეირნე
რაჭველების კომენტარი
ტელევიზორთან
ტელევიზორში იტალიის პიცის საცხობს აჩვენებენ,ცომი გააბრტყელეს და ტლაშუნით დადეს მაგიდაზე. მოხუცი უყურებს:
ეჰე! იტალიაში გაატლაშუნეს
და აქ გევიგონეთაო!-ეშმაკის ყუთია ,აბა რააო?
ტელევიზორში კლიპი
ტრიალებს სადაც ხშირად ისმის: _ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში!
რაჭველი წყნარად
და მშვიდად უკომენტარებს: _ ისე თქვენ
რა გითხარით, საზღვარზე
რომ გადახვალთ ფეხი არაფერს წამოკრათაო!
აფხაზეთიდან დევნილი რაჭველი
ზემო რაჭაში ტელევიზორში
ხედავს კარალიოკებს და იწყევლება: _ შენ კი
გადაშენდი პუტინო, რავა მომანატრე კარალიოკი, ჩემს აფხაზეთში კარალიოკი
მობეზრებული მქონდაო!
რეკლამაში თიკა ფაცაციას აჩვენებენ , უზომოდ უხარია
ვიღაცის მოგება და გაჰკივის.
რაჭველი უკომენტარებს: _ დაგკრიჭა
სიკეთემ, შე ქალო,
ვინცხამ რაცხა
მოიგო, შენ რა გიხარიაო?
ნაცნობი
ანდაზა რაჭულად: უბედურება
დაჩორთილი ფეხებით მოდის,
მაგრამ მარტო არ მოდისო!
პლატონას საჯარიმო
ჯიბე
ჩვენმა კოლმეურნეობის მეველე პლატონამ კოსტაიას
ღორები სახელმწიფო ნაკვეთში
მაშინ იპოვა როცა პირწმინდად მოესირსვალებიათ მანდაურობა,
გინებით და წკნელის შხუილით
გამორეკა და კოლემურნეობის საჯარიმო
საღორეში შერეკა.
კოსტაიამ დიდხანს
ეძება თავისი ღორები
და ბოლოს კითხვა-კითხვით მიაგნო
კოლმეურნეობის საჯარიმო საღორეებს,
მაგრამ მეველემ არ დაანება
ღორები და მკაცრად უთხრა: _ კოსტაია ვიდრე სამ მანეთუკას
კოლმეურნეობის სასარგებლოდ ჯარიმაში
არ გადაიხდი ღორუკეებს ვერ მოგცემაო!
წავიდა კოსტაია
სახლში, სამმანეთიანი არ ქონდა,
ხუთმანეთიანი აიღო და მეველესთან
მიიტანა.
მეველე პლატონამ ფული ჯიბეში იტაცა და
ღორები საღორედან გამოუშვა.
ღორებმა საღორეს თავი რომ დააღწიეს,
დაჭყივლეს და შინისკენ
მოკურცხლეს.
კოსტაია კი ადგილიდან ფეხს არ იცვლის,
მისჩერებია პლატონას, უკვე ღორები
არ ადარდებს, ხურდუკას
ელოდება, ამასობაში მეველემ
მხარზე ჯოხი გადაიდო, შეტრიალდა
და მიდის , კოსტაიამ
ითმინა და რომ ვერ მოითმინა, მეველეს
მიაძახა:_ პლატონა ხურდა ხომ მეკუთვნისაო?
_
კოსტაია ხურდა გეკუთვნის, მაგრამ
ხურდა მერეეეე,
კიდევ რომ დავიჭერ შენს ღორუკებსაოოოო! _ გამოსძახა
მეველემ და ფშტვენა - ფშტვენით გაუყვა
ბილიკს.
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
მოპელიატება - მოსწორება
ფშტვენა- სტვენა
მესამე ცოლი
_ გზაზე რომ კაცი მიხანხალობს ჩვენი დათიაა, დიდი ხანი არაა რაც დაქვრივდა და
მესამე ცოლი ერთი კვირის წინ გოუშვია.
_ ჩაილაპარაკა ზინაუკამ.
_რას ამბობ ამდენი
სად მოასწრო რომ გოუშვია?
_ შეეპასუხა სტუმარი.
_ როცა დაქვრივდა, ცოლს
მიწაში გაციება არც აცალა,
ისე გამოაცხადა: _ მარტო
ვერ გავჩერდები, ცოლი მინდაო! ჰოდა, სოფლის მაჭანკალმა კატომ კვაცხუთიდან
ნაქმარევი ქალი ეთერუკა
გოურიგა. ქალს სულ ეძინა და როცა არ ეძინა სულ ვაის გაიძახოდა. ადგა დათია
და დააბრუნა ეთერუკა
თავის სოფელში.
_ მერე ჭკუა მაინც ვერ ისწავლა
დათიამა? - იკითხა
სტუმარმა.
_ არა, ვერ
ისწავლა, გააგრძელა ზინაუკამ, _
ისევ შეაწუხა მაშვრალი დათიამ
და დიდი ძებნის მერე კატო მაჭანკალმა
გოურიგა კვაშხიეთელი ქალი,
ორნაქმარევი_ ლელაუკა.
- ლელაუკა გარეთ კარგი საქმის
მკეთებელი იყო, მაგრამ
სამზარეულოში იყო ზანტი.
მოვიდოდა საღამოს
დათია სახლში ყანიდან
დაღლილი და მოშიებული,
ლელაუკა ტკბილად მოუფერავებდა:
დათია დაგისხა რძეუკაო?
_ დაათხი -ეტყოდა დათია
და რძეს მოთხვლიპავდა. ასე გრძელდებოდა კაი ხანს თურმე,
მაგრამ დათია ხმას არ იღებდა,
იყო გასუნტრული ტოტია ღორივითა.
_ მერე?
როდემდე ითმინა დათიამა ?
იკითხა სტუმარმა.
_ერთხელაც ახალმთვარეზე მოვიდა
დათია სახლში, აი ახალმთვარეზე კი იცოდა გადარევა
და გასულელება დათიამა,
მაგრამ ეს ჯერ ლელუკამ
არ იცოდა. ცოლმა
მოუფერავა დაღლილ და მოშიებულ
დათიას : _ ჩემო დათია
დაგისხა რძეუკაო? დათიამ
ააბრიალა თვალები, კრა ხელი თეფშს,
მოაფრიალა ოთახში და დაიღრიალა:
_ აღარ უნდა რძეუკა დათიასაო!
ამ დროს მეორე
ოთახში ლოგინად ჩავარდნლმა დედამ შვილს კნავილით გამოსძახსა:
_დათია სვილო , ეს აქამდე უნდა გაგეკეთბინაო!
წამოხტა ლელაუკა გაბრაზებული სკამიდან
და დათიას და დედამისს
მიაძახა: _ასემც გიქნიათ
ქეც გაგხმობიათ მუცელიო! დაავლო
თავის მზითევში მოყოლილ თუნგულას ხელი და დააფოჩნა
კვაშხიეთში.
ასე დარჩა ჩვენი დათია უცოლოდ
და ახლა მეზობლები
სამადლოდ ვუკეთებთ სადილებსაო.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ყანის მოკარება
მაღლა ჩემს სოფელში
ბეშიძეები, ნიავაძეები და ფორჩხიძეები
ცხოვრობენ, ეს ამბავიც
იქ მოხდა.
ერთხელ თებერვალმა
მშრალი, მზიანი დარები
მოიტანა, ჩვენმა მიტოუკამ
ყანის მოსაკარებლად წასვლა გადაწყვიტა,
მხარზე ფოცხი და თოხით გადაიდო და მაღლა სოფლის
ბოლოსკენ გასწია.
მალე დაგნატა ერთი ყანა, ერთად მოგროვილ ეკალ-ბარდს კი ცეცხლი წაუკიდა და დაბლა
მეორე
ყანის მოკაკაჩებას შეუდგა.
ცეცხლმა მარტო დაიგულა
თავი და ჩუმად ხელი მოუთავა მოქუჩებულ
ეკალ-ბარდს, გაუყვა ხმელ ბალახებს, მერე ბეშიძეების გამოფშიკებულ ყავრის ღობეს აუყვა და გადაწვა. მალე ცეცხლმა ნიავაძეების ღობეს მოუთავა
ხელი, ბოლოს გადავიდა
ფორჩხიძეებში და ამ დროს
მიტომაც მოიხედა და რას ხედავს? სადღაა ღობეები? თავზე
შემოირტყა ხელი და გაეკიდა ცეცხლს
ბეშიძეებისკენ, ურტყა და ურტყა ფოჩხი,
მერე ნიავაძეების ღობეს მიეშველა, ცეცხლი კი
ნიავის დახმარებით სხვადასხვა
მხარეს ფუქავდა ყავრის
ღობებს და მალე იქაურობა მოაპელიატა.
მიტოუკა
ცეცხლთან რომ ვერაფერს
გახდა, გამოიქცა და სახლში
გამოიკეტა, ვითომც არაფერი მომხდარა.
საღამოს მიტოუკას ალაყაფის კარს
მოადგნენ ბეშიძეების, ნიავაძეებისა
და ფორჩხიძეების ქალები,
ზოგი ჯოხით, ზოგი თოხითა და ზოგიც ფოცხით
ხელში და მიტოუკა
წყევლა -კრულვით მოიკითხეს...
ერთი თვე ახალამპარებდა მიტო ჯერ
მეზობლების, მერე თავის
ღობეებს და მეზობლები ძლივს შემოირიგა.
რაჭული დიალექტების
განმარტება:
მოკარება - დალაგება.
დაგნატა_ დაგავა
მოკაკაჩება - მოსუფთავება
ხელი
მოუთავა - დაასრულა
მოაპელიატა - მონგრევა (მგონი)
ახალამპარებდა _ მიახლაფორთა (უხარისხოდ გაკეთება)
დიალოგი სასაფლაოზე
მთის კალთაზე სასაფლაო
მოფენილა ჯელაძეებით, ჩალაძეებით, გოგრიჭიანებით, რეხვიაშვილებით...
ციცოუკა ერთ სასაფლაოს ფოჩხით დასტრიალებს,
თან მიცალებულებს ელაპარაკება. მარმარილოს
ქვაზე დახატული თავწაკრული
დედამთილი მაყვალა და ულვაშგადაწკაპარტინებული მამამთილი
პლატონა გულისყურით მისჩერებიან რძალს.
_ დედამთილო და მამათილო
ღირსი კი არ ხართ ამ სიშორენა
გზაზე ამოვდიოდე, მერე
კიდევა გიფალავდეთ ! დაამადლა
ციცოუკამ მიცვალებულებს და ფოჩხის ქნევა გააგრძელა.
დედამთილმა რძალს გაუბედა და უხმოდ კითხა:
_
რათა შვილო, განა
რა დაგიშავეთაო?
_
რათა? რათა და თქვენი შვილი შალია ყოველდღე
გულსა მტკენულობს, სად შემიძლია
გათრიაქებული კაცუნას ყურება,
ჩემს სახლში მთელი დღე მეზობელი
კაცუნების ხრიალი, ხურხუზა, მერე კიდენა შალიას
თვალების ყვრიალი და გინება? უცებ შეწყვიტა თოხის ქნევა, შეხედა
მარმარილოს ქვას, წარბები
აწკაპა და მოხუცებს გამოუცხადა: _ კი არ იცის
თქვენმა შალიამა, მალე იტალიაში
რომ დავაფოჩნი ჩემს დასთანაო!
ამის გაგონებაზე შეწუხდნენ
მოხუცები და ისევ უხმოდ იკითხეს:
_ რათა შვილო ამსიშორენა გზაზე რატომ უნდა დააფოჩნოო
?
_რათა? არ შემიძლია, არ გეყურებათ? ისევ
შეწყვიტა თოხის ქნევა
ციცოუკამ. შეხედა მარმარილოს
ქვას, წარბები ისევ აწნიხა
და მოხუცებს მიმართა:
_ არ გეყურებათ?
დავაფოჩნი აქედანა, დაჯდეს მერე გამოთხავებულ სახლში კაცუნა და ინატროს ჩემი გამომცხვარი ლავაშები,
ლობიანები და გამზადილი სადილი!
მარმარილოს ქვაზე დახატულმა მაყვალუკამ
გულისწყრომა ვერ დამალა
და რძალს უხმოდ
გაუბედა:_ ნუ იჯავრები
თუ ქალი ხარ! ჩვენი
შალია თავს მარტო როგორ მიხედავსაო?
_ თუ არ მიხედავს,
მალე თქვენი მისახედი გახდება აქანაო!
უპასუხა ხმამაღლა ციცოუკამ
უხმოდ დასმულ შეკითხვას
და ტოხი გაბრაზებით მოუქნია ეკალ-ბარდს.
რაჭული დიალექტების
განმარტება:
გიფალავდეთ _ გილაგებდეთ, გიგვიდეთ
გათრიაქებული _გალეშილი
დავაფოჩნი _ წავალ
იჯავრები _ ბრაზობ
გამოთხავებული_ გამოცარიელებული
სოცაგენტი
რაჭაში
რაჭის მაღამთიან სოფელში
რაიონიდან გამოგზავნილმა სოცაგენტმა
კითხვა-კითხვით მიაგნო შალიას
მრავალშვილიან ოჯახს.
დიდხანს
ათვალიერა სოცაგენტმა შალიას
სახლ-კარი , გადათვალა ეზოს შიგნით
ოჯახის წევრები, ეზოს გარეთ ოთხფეხა სულიერები, მერე ჩამოჯდა
ჭრიალა სკამზე, ჩანთიდან გრძელი ანკეტა ამოიღო და შალიას შეკითხვა
დაუსვა:_ ბატონო, თქვენ
და თქვენი მეუღლე
თუ მუშაობთაო?
უცებ
გაბრაზდა მშვიდი შალია და
მიახალა: _ ბოშო, რომ ვმუშაობდეთ
ეს ამდენი ბოშუნები კი არ
გვეყოლებოდაო!
კოსტუმი
იყო დრო როცა რაჭის
მაღალმთიანი სოფელი ურავი ხალხს ვერ იტევდა. გასათხოვარიც
ბევრი დადიოდა. მეზობელ სოფლებში ხურხუზობდნენ:_ ურავში
კოსტუმიც რომ გააგზავნო ისიც ჩამოიყვანს
ქალსაო!
ერთხელ სოფელში
შტოიანი ახალგაზრდა გამოჩნდა,
ბედის საძებნელად გამოსულიყო
გაღმა სოფლიდან. შეათვალიერეს ურაველებმა და არ მოეწონათ, არ ეცვა კარგად,
მაინც არ გააწბილეს,
მისი ჩაუცმელობა კი ხალხში ასე შეალამაზეს: _ კედელაზე
რომ გადმოვიდა, მერე მდინარე ლუხუნი გადმოუცურავს, ადიდებული ყოფილა,
კოსტუმიც წყალს წაუღიაო და
კაცს ქალი მაინც
გაატანეს.
5.03 2015
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ხურხუზი_ ხმამაღალი საუბარი- ხუმრობა.
კედელა-ქედი ლუხუნის ხეობასთან
შტოიანი_ თვალტანადი.
მდინარე ლუხუნი _ მდინარე-ამბროლაურის რაიონში.
ლუხუნის ხეობა, სადაც მდებარეობს სოფლები
ლიხეთი, აბარი და უარავი.
მახათები
90 -იან წლებში რაჭის
მაღალმთიანი სკოლის ერთ კლასში მხოლოდ
ბიჭები სწავლობდნენ და სწავლას ზალიან
უწუხდებოდნენ. სწავლას ვინ ჩიოდა, სამუშაო
ნივთების ტარებაც ეზარებოდათ.
_ჩანთას თქვენ არ
ატარებთ, წიგნი, რვეული
და კლამი თქვენ არ მოგაქვთ,
ჰოდა მახათები მაინც
მოიტანეთაო! _ დაუდადანა შალიკო მასწავლებელმა ბიჭებს და კარი
გაიჯახუნა.
სახლში
მისულმა სექიამ მახათი
მოიკითხა: _ ხვალისთვის მახათი
მომიძებნეთ, მასწავლებელმა მახათები მოიტანეთაო!
ნაჭიკოკა
რაჭის სოფლის
გზაზე უცხო ბებო დამემგზავრა და შემომჩივლა:
_ აი, უკვე
რა ხანია ამ გზებზე დავდივარ
შვილო, ახალგაზრდობაშიც აქ ჩემი შეპონჭილი კაბუკეებით დავდიოდი
და თავს ვიწონებდი,
ცხონებული ბებია ხშირად
მეტყოდა:_ ვერცხლის წყალივით
გოგო ხარ, თვალი გაახილე,
დაჩორთილ, ხონჯს და ნაჩიკოკას არ გაყვეო!
_ მაგრამ გავიგონე? დამეფსო თვალები, დასამართებელი მაინც დამემართა,
ავტობუსით აგზიტინ- ჩამოგზიტინებაში დაჩორთილი
და ხონჯი არა, მაგრამ ნაჭიკოკა
ბიჭი შემიყვარდა... _ არ გაყვეო, ხომ მეხვეწებოდა ბებია?
დამეფსო თვალები და მაინც ნაჩიკოკას
გავყევი!
მეღიმება და უცხო ბებოს ვეკითხები: _ ბებო ხომ
გამაცნობთ თქვენს ნაჩიკოკას?
_ სადღაა შვილო?
აღარ არის, მაღლა
ფერდობზე ისვენებს, რა ხანია არ ავსულვარ, ბევრი
დამიგროვდა სადადანო და
ახლა მასთან მივდივარო.
2015 8.03
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
შეპონჭილი - ხელით
დალამბულ- შეკერილი.
კაბუკეები _ კაბები
დაჩორთილი _ მგონი
დაფეხვილი
ხონჯი _ მგონი მახინჯი
ნაჩიკოკა _ პატარა ტანის ადამიანი
ვის ეძინა გაკვეთილზე?
სკოლიდან მახოხამ მძიმე ჩანთა
მოათრია და ოთახის კუთხეში მიაგდო.
საღამოს დედამ
მოიცალა, მახოხა და ჩანთაც მოიკითხა, თან შვილს გასძახა:
_ მახოხა მოდი ვიმეცადინოთ, დროზე
მითხარი ხვალისთვის რა გაქვს გაკვეთილიო?!
_არ ვიცი,
მოკლედ მოუჭრა მახოხამ
და თამაში გაგრძელა.
_ როგორ, არც იცი რა გაქვს დავალება?
არ მოეშვა დედა მახოხას.
_ არ ვიცი.
გაუძალიანდა ბიჭი.
გაბრაზებულმა დედამ
ხმას აუწია და შვილს
გაკვირვებულმა შეხედა: _რა, გაკვეთილზე გეძინა
რომ არ იციო?
_არა, მე არა, მასწავლებელს ეძინა.
მშვიდად უპასუხა მახოხამ
და თამაში გაგრძელა.
ჩასიძებული კაცუნა
( ნაცნობი იგავი რაჭულად)
ნაცემი მელა დაჩორთილი
გარბოდა, გზად კაცი შემოეფეთა.
კაცმა კითხა:
_მელავ სად დაგიფონჩებიაო?
მელიამ
მიაძახა: _მე რა მიჭირს აქედან
დავფხაკავ. შენ რა გეშველება ჩასიძებულო
კაცუნა გასაქცევიც რომ არსად გაქვსო?
2015 8.03
რაჭულ-ლეჩხუმურად მოყოლილი სატკივარი
ამბროლაურიდან ლეჩხუმის სოფლების
გავლით, რიონის ხეობით
ტრანსპორტი გაჭირვებით მიზოზიალობს გაპარტახებულ
გზაზე. იქაურობას თვალს ვერ
ვაშორებ, მინდა ყველაფერი
დავინახო, აი ხელმარჯვნივ
ხვამლის მთა, მის კალთებზე
აფეთქებული ტყემლები, ხელმარცხნივ რიონის
ნაპირებიდან აწოწილი კლდეები, მაღლა
მოლივლივე ყორნები...
უკმაყოფილო სახეებით
გაჰყურებენ მგზავრები დანგრეულ გზას, რომელიც არ
მთავრდება, მოხუცი მამაკაცი
გულს ლაპარაკით იყოლიებს
და დადანობს: ... ჩემო
ბატონო კურკასავით ქვეყანა
გვაბარია და ვერ მიგვიხედავს. ახლა გვეშველებაო და მაინც არ გვეშველა, ესააა
გზა, ან ესააა ქვეყანა? მშიერი
ავირჩიეთ_ ვერ გაძღა, მაძღარი და მდიდარი ავირჩიეთ _
კიდო ორი იმდენის
შოვნა მოინდომა...
აბა ესაა საქმე? - აგრძელებს მოხუცის დაწყებულს რაჭველი:
... არჩევნების წინ ხომ
კარგად შეგველეკვებიან, ხურხუზობენ აგაშენებთაო, ავირჩევთ
და მერე ვიღას ახსოვს ხალხი?...
ეს იმიტომ
გვემართება, რომ ჩალანდარა
და დოულაგებელი ხალხი
ვართ და ისეთივე ჩალანდარა და დოულაგებელი მთავრობაც
გვყავს_ ერთვება ლეჩხუმელი
მგზავრი და ყველას
გასაგონად კითხულობს: _ როდემდე
დავეჭიდოთ ამ ცხოვრებას
კბილებით, ეყურება ვინმეს?...
მძღოლი მონდომებით
ცდილობს გზაზე ორმოებს ააარიდოს საბურავები. ინჯღრევა ტრანსპორტი,
ადგილზე ხტუნაობენ და იბრიცებიან მგზავრები.
და ამ დადანსა და ნჯღრევაში იმედია
ჩავაღწევთ ქუთაისამდე. ახლა ოცდამეერთე საუკუნის
ათიანი წლებია...
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ხურხუზობენ- ხმაურობენ
ჩალანდარა- მდარე ადამიანი
მელა ჩელტით
რაჭის
ერთ სოფელში ზარმაცი
და უქნარა კაცი ცხოვრობდა.
ერთხელ კაცს ცოლმა ხუთი დედალი
ჩააბარა მოსავლელად, დაღამდა
ზარმაცს მალე ჩაეძინა, საქათმის კარები
კი დაუკეტავი
დარჩა.
იმ ღამეს
მელამ ჩამოიარა და ხუთივე
დედალი ტყეში გააცუნცულა.
დილით ცოლიც დაბრუნდა და ქათმები მოიკითხა,
მაგრამ საქათმე ცარიელი დაუხვდა და მაოცივით აკივლდა; -კაცუნა ხუთ ქათამს
რით ვერ მიხედეო?
იდგა თავდახრილი უქნარა
ქმარი, თავს იქექავდა
და ფიქრობდა : ერთმა
მელამ ხუთი ქათამი როგორ
წაიყვანა? ნეტავი ჩელტით იყო მოსულიო?
ჩელტი (რაჭული დიალ.)_ თხილის წნელებით
დაწნული გოდორი.
ქალბატონი ექიმი
სკოლის დირექტორმა ალიოშამ
თავისი მეუღლე სკოლაში
ექიმად დანიშნა და იმ
დღიდან დირექტორისგან ხშირად გაიგონებდით: ქალბატონი ექიმი მოვიდა?
ქალბატონ ექიმს დაუძახეთ! ქალბატონი
ექიმი სკოლაშიაო?...ერთხელ დირექტორი სკოლიდან რაიონში მიდიოდა, ავტობუსში ავიდა თუ არა მძღოლს სთხოვა:_ პატივცემულო მძღოლო, საკანაფოსთან რომ მიხვალ შეაჩერე, ქალბატონი ექიმიც მობრძანდებაო!
ავტობუსი საკანაფოს რომ მიუახლოვდა მძღოლმა შეაჩერა.
მაგრამ ექიმი არ ჩანდა, გავიდა დრო, ქალბატონ ექიმს ძალიან შეაგვიანდა, აუბუზღუნდნენ მგზავრები მძღოლს_ გვეჩქარება სასეირნოდ კი არ მივდივართაო!
კიდევ გავიდა დრო, მაგრამ ქალბატონი ექიმი ისევ არ ჩანდა. მგზავრებმა წუწუნს მოუმატეს, მძღოლსაც უმტყუნა ნერვებმა და ქალბატონი ექიმის მისამართით გინება გააგზავნა:_ თუ მოდის- დროზე მოვიდეს, ქალბატონი ექიმის დედაცო...
დირექტორმა ქალბატონი ექიმის მისამართით გაგზავნილი გინება რომ გაიგონა აყვირდა:_ ეეე სიტყვები შეარჩიე, ვინმე კი არ გეგონოთ ჩემი მეუღლეაო!
ახლა მძღოლი აყვირდა: _ შე კაი კაცო, თუ ცოლი იყო ასე გეთქვა ქალბატონო, ქალბატონოთი რაღაზე შემაწუხეო?
იმ დღის შემდეგ დირექტორს ექიმი ქალბატონოთი არ უხსენებია.
2015.ამბროლაური ს.ურავი
დათვინა და წუპაკა
ჩვენთან რაჭაში
ლიხეთელმა გლეხმა რამაზიამ
ტყიდან დათვის ბელი ჩამოიყვანა და თავის ძაღლუკა
წუპაკასთან ერთად ზრდიდა,
დათვს პანტას და მაჟალოს დაუყრიდა,
ჩაატკვლეციებდა და გაბესკავდა, მარა ეს ძაღლი წუპაკა ვერ მოპირა,
მაინც ქათმებს და ინდაურებს დასდევდა.
მალე დათვინასაც ასწავლა
ნადირობა ქათმებზე , ინდაურებზე, ბატებსა და
იხვებზე, ნანადირევს ერთად გუგნიდნენ
და დადიოდნენ გაბესკილები.
რამაზიას ქათმები
და ინდოურები სათვალავში
რომ შემოაკლდა, წუპაკა
დაიჭირა, ჯაჭვი შეაბა და
საღორესთან დააბა. ძაღლმა მოიწყინა, საღორეში თივა მოაგოგოჩა და ზედ
გაწვა, მაგრამ როდემდე იძინებდა?
რომ მოშივდებოდა გარეთ გამოდიოდა
და გამოთხავებული მისჩერდებოდა კარმიდამოს.
დათვინა მაინც არ ტოვებდა წუპაკას
და თუ სადმე ქათამს,
ინდოურს, ბატსა და იხვს დაიგულებდა, მიერეკებოდა
საღორისკენ, რომ იქ წუპაკას
დაეჭირა, მერე კი ნანადირევს
ერთად გუგნიდნენ.
ასე გადიოდა
დრო.
ერთხელ სოფელში ტყიდან გზააბნეული
მონადირე ჩამოპანწალდა.
გაეგონა ამ სოფელში ვინცხას დათვინა
ყავს მოშინაურებულიო და იფიქრა:
_ დათვინა ტყეში სათოფეზე ვერ დევინახე,
აქ მაინც შევხედოო. მივიდა
მონადირე რამაზიას კარმიდამოსთან, მარა მაინძელი არ ჩანდა,
გაბედა
და შევიდა ეზოში, გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ
დათვინაც არსად ჩანდა. ბოლოს საღორესთან
ხეზე გამობმულ გრძელი ჯაჭვი დაინახა, მისდია
ფეხაკრეფით ჯაჭვს და
მიადგა საღორის კარებს,
შიგნით შეიჭვრიტა და
ცხოველს თვალებში შეხედა, საღორეში
დათვი კი არა ძაღლი იწვა, უცხოს დანახვაზე წუპაკა
გადეირია და საღორიდან გამოვარდა.
მონადირემ გაქცევა დააპირა და მოტრიალდა
, ხედავს წინ დათვი დგია გაბარჯღული, იასაულივით
და მიშტერებია კაცს.
მონადირემ სიმწრით ხელები მაღლა აღმართა და ცას
შესძახა: _ ღმერთო, რანეირი ამბავია,
ე, დედაატირებული ძაღლი
დააბი და დათვი აუშვიო? მერე გვერდი უქცია დათვს
, იქვე
ღობეს აეკოპრიალა და ორღობეში გადახტა,
ამ დროს ძაღლმა აიწყვიტა და ჯაჭვის
ჩხრიალით დაედევნა მონადირეს, მონადირე მირბის
ფხეკზე და მიქელავს, გზა და გზა ტოვებს პარკუჭას,
თოფს, მათარას, ქუდს. საცაა ძაღლი ფეხებში
ჩააცქვრინდება, მოიხედა
და ძაღლს დაუღრიალა: _ გადი შე
გადასაშენებელო, სანამ თავი
გამინაჭყია! და ძირს მიწაზე დაგდებულ
ქვას დაწვდა, რომ ძაღლისთვის
თავში ებეგვა, მაგრამ
მიწა ისე იყო გაბიძგული რომ ქვაც ზედ ქონდა მიკრული და ძვრაც ვერ უყო.
_მონადირემ სიმწრისაგან
ხელები მაღლა აღმართა
და გაბრაზებულმა ცას ასძახა:
_ ღმერთო ე, დედატირებული ძაღლი
აგიშვია და ახლა ქვა
დაგიბამსო?!
თქვა ეს თუ არა, მოტრიალდა და ისევ
გადარეულივით დააფოჩნა თავდაღმართში თან მაოცივით გაჰკიოდა:
_ ხალხნო, ხალხი აღარახართ, მიშველეთაო!
მაგრამ სოფელში
არავინ არ ჩანდა.
ამ სირბილსა
და ყვირილში, წუპაკას
ჯაჭვი
ბარდებს გამოედო და შეაჩერა.
გამოიქცა
მონადირე თავქვე და სამშვდობოს გავიდა, მაგრამ ხედავს, ხიდის თავში ისევ ის ჩათითქინებული
დათვინა დამდგარა , თვალებს
უდღლაზავს მონადირეს და ელოდება .
კაცმა სიმწრით ხელები მაღლა
აღმართა და ისევ ცას შეჰყვირა:
_ ღმერთო, ახლა მაინც რამაზიას
დათვინამ როგორ უნდა შემჭამოსაო?
ამ
დროს დათვინას პატრონიც
გამოჩნდა და დათვიცა და კაციც ძლივს დაამშვიდა.
აი, ასე უმაინძლეს დათვინამ
და წუპაკამ მონადირეს
და პატრონის გულიც მოიგეს.
20.09. 2015
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი
ჩამოპანწალდა -ჩამოვიდა
ვინცხას-ვიღაცას
დგია- დგას
რანეირი -როგორი
ფხეკზე-
ქვიანი დაღმართი
მიქელავს- მიქოშინობს
პარკუჭა- ზურგჩანთა
კუბოში გამოძინება
რაჭაში ჩვენი
მეზობელი შოთია კარგი ხელოსანი იყო, სოფელში
ხან ავეჯის შესამარჯვებლად უხმობდნენ, ხანაც
კუბოს ამზადებდა გზამართალს წასულებისთვის.
შალიას სახელოსნო ,
დაბლა ბარაკონის ეკელესიის
გვერდზე აშენებულ სახელდახელო
ფარდულში ქონდა და კუბოებით იყო გამოვსებული.
შალიას შრომის
გარდა დალევაც კარგად ეხერხებოდა,
აბა რა? პირი კი
არ ქონდა აკერილი!
თითქმის ყოველ დღე ისმოდა შალიას
სახელოსნოდან ჩაქუჩის კაკუნი,
შალაშინის შრიალი და შალიას ღიღინი. ეზო კი ივსებოდა
ახალ-ახალი კუბოებით.
ერთ დღეს ბევრი
იმუშავა შალიამ და არაყით
სავსე დოქუნაც გამოგნაცა.
_ არაყმა
ბოშო, რომ დალევ ქე იცის მოყვინთილება
და შალიას სასმელმა ძალიან დააქიანა,
მიადგა ეზოში კაკლის
ძირას დადებულ კუბოებს, ერთ-ერთს თავი გადახადა, გაიხადა
თავისი ბამბულა მოსასხამი,
შიგ ჩააგდო, მერე
ჩაწვა, ბამბულა თავქვეშ ამოიდო, სახურავიც მოხერხებულად
გადაიფარა და მიიბანგა.
ამასობაში კარგად ჩამოლამა.
მღვდელმა ბარაკონის ეკლესიიდან
გამოიხედა, ხედავს წვიმაში შალიას
კუბოები სველდება, დოუძახა
კაცუნებს, სათითაოდ ეკელსიაში
შეატანია და კუთხეში მიაწყობინა.
საღამოს ბარაკონის ეკლესიაში
წირვა გაიმართა, ეკლესიის
ზარის რიწკინზე და ხალხის
ჟიტინზე შოთიას გამოეღვიძა.
აახილა თვალები, მაგრამ
კუნაპეტი სიბნელეა, იფიქრა
დავბრმავდიო და შეშინებულმა
ხელები ღონივრად აიქნია, ხელები კუბოს სახურავს მოხვდა და
ხმაურით გვერდზე გადავარდა.
ამ ხმაურზე
ხალხმა ეკლესიის კუთხისკენ
მიიხედა და ხედავენ სიბნელეში კუბოდან ადამიანის შავი აჩრდილი აპირებს
ამობოჯგიტობას. უცებ ატყდა ჭაქა-მაქი, ქალი და კაცი,
დიდი და პატარა,
ვინ ვის ასწრებდა
და რომელი- რომელს
არავინ იცის...
ძლივს ამობოჯგიტდა
შალია, კარგად აახილა თვალები და გონს რომ მოეგო,
გამოეკიდა ხალხს ძახილით:
_ ნუ გეშინიათ
ხალხნო, შალია ვარ, შალიაოოოო! მაგრამ
შეშინებული ხალხი აბზიკარა
აკრულივით ორღობეში გარბოდა
და შალიას ხმა არავის გაუგონია.
19
სექტემბერი 2015 თბილისი
რაჭული დიალექტის ლექსიკონი
გზამართალს წასულები - გარდაცვლილები
მოყვინთილება - თავბრუხვევა
ბამბულა-
დაბამბული
მიიბანგა- დაიძინა
ჩამოლამა- იწვიმა
რიწკინზე- რეკვაზე
ჟიტინზე-
ყაყანზე
ამობოჯგიტობა- ამობობღება
ჭაქა-მაქი- აყალ-მაყალი
აბზიკარა აკრულივით -
კბენია ბუზნაკბენებივით
დოლაკიტას ავტობუსი
ჩვენს სოფლელ
დოლაკიტას ერთი ლახრი ავტობუსი ყავდა და
დაატარებდა.
ერთ დილით გამოაღო დოლაკიტამ
ავტობუსის კარი და რას ხედავს?
მძღოლის გვერდზე კარს საკეტი არ უმუშავებს და კარი აქეთ-იქით დაქიანობს.
_ ე, დედააატირებული კარი მაინდამაინ კვირას
რამ მოშალაო? -გაკვირვებულმა დუდღუნით
იკიტხა.
დიდხანს უკირკიტა,
მაგრამ ვერ შეაკეთა.
ავტობუსში ჩაჯდა, შარვლის ქამარი კარს გამოაბა,
მეორე ბოლო კი ტანზე მიიბა და კარიც დაკეტა,
მერე სოფელს ჩამოუარა, ერთი ოლონგრიალა მებაზრეები მოაგროვა
და რაიონისკენ წაგზიტინდა.
ერთ მოსახვევში დოლაკიტამ ავტობუსით ჩქარა შეუხვია, დაზიანებული
კარი მთელი ძალით
ხმაურით
გაქიანდა გარეთ და მძღოლიც ტანით გარეთ გაისროლა,
მაგრამ დოლაკიტა რულზე ხელებით
ჩაფრენილი დარჩა.
მიდის ავტობუსი აბზიკარა აკრულივით, დოლაკიტა
კი რულს ეკოპრიალება, ტან-ფეხი გარეთ
გაუყრიადა იზახის მიშველეთაო!
ატყდა ავტობუსში
დიდი ჭაქა-მაქა. აძიგძიგებულმა მგზავრებმა ძლივს დაიმორჩილეს
საჭე, ავტობუსი გააჩერეს
და ქამარზე ჩამოკოპრიალებული დოლაკიტა
წელიგლეჯვით ავტობუსში ამოათრიეს,
სკამუკაზე ჩამოსვეს და ხუმრობით
უსაყვედურეს: _ შე კაცო ! ახლა მოგინდა გარეთ ვარჯიში, კინაღამ
ხომ ჩაგვაყვინიე ლუხუნშიო?
მერე კი გულშეღონებული მებაზრეები
მოასულიერეს, დაამშვიდეს, ავტობუსს კარი მოხსნეს და ისევ
დასვეს დოლაკიტა საჭესთან.
მალე ისევ მოსახვევი გამოჩნდა. _
მიდი სწორა, უყვირიან დაფეთებული
მგზავრები დოლაკიტას, _ ახლა
მოუხვიე, ე მასე მოუხვიე
, დოლაკიტაც მონდომებით ატრიალებს
რულს და უხვევს რაც შეუძლია და უცებ ერთ დიდ მოსახვევში
მეტისმეტი მოხვევისგან რული შერჩა ხელში. მგზავრები
ისევ უყვირიან, _ რას უცდი დოლაკიტა
მოუხვიე, მოუხვიეო! დოლაკიტამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და
გამწარებულმა ხელში შერჩენილი რული გადააგდო
მგზავრებისკენ: _აჰა მოუხვიეთ , მოტყდაო!
უცებ მოიაზრეს მგზავრებმა, ჩაუვარდნენ
დოლაკიტას ფეხებში და ხელით გათიშეს
ტორმუზი.
რაჭული დიალექტის
ლექსიკონი:
ლახრი-
ძველი,ხარახურა
დაქიანობს-დაქანაობს
ოლონგრიალა- ბევრი
წააგზიტინა-წაიყვანა ტრანსპორტით
რული-რუს. საჭე
აბზიკარა აკრული- კბენია ბუზი რომ
უკბენს საქონელს ჩქარა გარბის
შეშინებული
ჩამოკოპრიალებული - ჩამოკონწიალებული
ტორმუზი-რუსულიდან მუხრუჭი
Комментариев нет:
Отправить комментарий