სამოდელო გაკვეთილის გეგმა
|
|
საგანი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
პედაგოგი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ
ადამია
|
ინტეგრირებულისაგნები
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მე და საზოგადოება
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/მესამე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
6 მოსწავლე. მოსწავლე რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ
მიდგომას 0
|
თემა
|
,,ჩემი სოფელი
და ქალაქი“
|
აქტუალობა
|
აქტუალურია
იმ მხრივ, რომ მოსწავლეები არ იცნობენ კარგად იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ. ხელოვნების ინტერესი შედარებთ დაბალია,
ნაკლებად ინტერესდებიან ცნობილ მხატვართა შემოქმედებით.
|
ესგ.სტანდარტი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ III. 1. მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა
და გუნება განწყობის (ემოციების) გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების
ასახვა ნამუშევარში. ასევე ნამუშევარში სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება.
*მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს, მოვლენებს, ასახავს
მიღებულ შთაბეჭდილებებს.
*ირჩევს მხტვრულ ხერხებს საკუთარი ჩანაფიქრის, შთაბეჭდილებების
და ემოციების გადმოსაცემად;
ს. გ. III. 3 მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით წყვილში,
გუნდში შეასრულოს სამუშაო.
*ერთობლივი მუშაობისას უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ
მოსაზრებებს.
ს. გ. III. 4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა, აზრის გამოთქმა საკუთარ თანაკლასელთა
ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების შესახებ
ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
მე და საზოგადოება :
საზ. მეცნიერებები დაწყ. (I) 1 საკუთარი თავის
აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფის, ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის წევრად;
საზ. მეცნიერებები დაწყ. (I) 5 მშობლიური
კულტურის მიმართ მზრუნველი დამკიდებულების გამოვლენა;
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები :
|
ცოდნა : მოსწავლმ იცის საკუთარი
სოფლის სახელწოდება, იცის
ნაწილობრივ სოფლის ისტორია.
უნარები : სურათების
მიხედვით სოფლისა და ქალაქის
გამოცნობა. მსჯელობის უნარი, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევევი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,
ნაწილობრივ იცის ტრანსფერის განხორციეების ხერხები.
|
გაკვეთილის მიზანი
|
გაკვეთილის მიზანი- ხელოვნება: მოსწავლეები შეძლებენ : იმსჯელონ საკუთარ ცოდნასა
და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით
სოფლის და ქალაქის
შესახებ. დაათვალიერონ და იმსჯელონ თუ როგორ
ასახავენ მხატვრები სოფელს და ქალაქს,
იპოვონ მსგავსება განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის. ასევე დააკავშირონ საგანი ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ და
,,მე და საზოგადოება“.
გაკვეთილის მიზანი მე და საზოგადოება: ისაუბრონ სოფლის
და ქალაქის მოვლის
საკითხებზე, გამწვანებაზე და განაშენიანებაზე. შეძლონ პრაქტიკული ხერხების
გამოყენებით სოფლის ან ქალაქის ხატვა და
პრეზენტაცის წარმოდგენა.გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
(ზეპირი კომენტარი)
|
სასწავლო რესურსი
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო–
კლდიაშვილი/ ღაღანიძე და ,,მე
და საზოაგდოება“ ნ. ტალახაძე
კომპიუტერი, პროექტორი,სლაიდ–შოუ, დაფა, სახელმძღვანელო, ცარცი,
მარკერი, სამუშაო ფურცლები, ფანქრები, სახატავი
ფურცლები, გუაში, აკვარელი, წყალი,საშლელი,
ფორმატი.
ფოტომასალა ქალაქის და სოფლის
ფოტოები.
Poverpoint-ში
მომზადებული პრეზენტაცია დ. კაკაბაზე და
ე. ახვლედიანის ნამუშევრების კოლაჟი
https://www.youtube.com/watch?v=jObIdKSQJrA
-გადაცემა- ,,ფერმა“ სოფელი დარჩელი (გამოვიყენებ
ქუდის ნაწილს)
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა №1 – /საერთო საკლასო
/ / 3 წთ/
აქტივობის მიზანი : წინასწარ შედგენილი
გაკვეთილის გეგმის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას,
მიზანს, გრძელვადიან მოლოდინებს, განსახორციელებელ აქტივობებს, შეფასების
საგანსა და შეფასების რუბრიკებს;
გამოყენებული მეთოდი: ვერბალური ახსნა.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი
კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,
ასევე თუ სად შეძლებენ დღეს მიღებული ცოდნის გამოყენებას. ასევე აცნობს განმავითარებელი შეფასების რუბრიკას
და ახსნებს ქცევის წესებს.
აქტივობა #2. თამაში- საერთო ნიშნების მიხედვით ფოტოების დახარისხება. // 7 წთ/
აქტივობის მიზანი: წარმოდგენილი ფოტომასალის დახარისხება და მსჯელობა. მოსწავლეებმა იმსჯელონ სოფლისა და ქალაქის იერსახეზე.
გამოყენებული მეთოდი: საერთო ნიშნებით ფოტომასალის დახარისხება, კითხვა-პასუხი.
აქტივობის აღწერა : წინარე ცოდნის გააქტიურება- მასწავლებელი ჯგუფს
ურიგებს ფოტომასალას, მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ საერთო ნიშნების მიხედვით (სოფელი
და ქალაქი ) და ერთმა მოხალისემ ისაუბრონ საერთო და განმასხვავებელ
ნიშნებზე.
აქტივობა #3 მინი ლექცია ისტ-ის გამოყენებით /საერთო საკლასო/ / 7 წთ/
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ვიზუალური მასალით სოფლისა და ქალაქის დათვალიერება. ხელოვანების მშობლიური პეიზაჟების აღწერა. ორი საგნის დაკავშირება და საერთო ნიშნების ამოცნობა.
გამოყენებული მეთოდი: ვერბალური
ახსნა, ვიდეომასალის ჩვენება.
აქტივობის აღწერა: კომპიუტერის გამოყენებით
მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოჩანაწერს
საქართველოს სოფელსა და ქალაქზე https://www.youtube.com/watch?v=jObIdKSQJrA
-გადაცემა ფერმა სოფელი დარჩელი (გამოვიყენებ
ქუდის ნაწილს)
მასწავლებელი ესაუბრება ქალაქის
და სოფლის შესახებ, სვამს შეკითხვებს
ვიდეოს გარშემო. შეახსენებს საგანს ,,მე
და საზოგადოება“ სადაც მათ უკვე გაიარეს
გაკვეთილი საცხოვრებელ გარემოზე,
სვამს კითხვას: მოსწონთ თუ არა თავიანთი სოფელი? როგორ უნდა იზრუნონ
სოფლის იერსახეზე? რა მოსწონთ ყველაზე მეტად
სოფელში? რა მოსწონთ ქალაქში? ესაუბრება ადამიანების როლზე თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ
იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ.
შემდეგ უჩვენებს და დ. კაკაბაძის და ელენე
ახვლედიანის მიერ დახატულ სოფლებს და ქალაქებს.
(
Poverpoint-ში მომზადებული პრეზენტაცია დ. კაკაბაზე და ე. ახვლედიანის ნამუშევრების კოლაჟი) მოსმენილი ლექციით მოსწავლეები გაარკვევენ თუ როგორ ასახავდნენ მხატვრები
თავიანთ ნახატებში სოფელს და ქალაქს, ასევე თუ რა გავლენა იქონია ორი მხატვრის შემოქმედებაზე იმ გარემომ
სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ
და როგორ აისახა ეს მათ შემოქმედებაზე?
აქტივობა #4. პრაქტიკული (ინდივიდუალური) მუშაობა /15/
აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლონ
გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილების ნამუშევარში გადატანა, შერჩეული თემისადმი
შეოქმედებითი მიდგომა, სხვადასხვა
ტექნიკისა და მასალის გამოყენება ნამუშევრის შექმნისას.
გამოყენებული მეთოდი: პრაქტიკული
მუშაობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პრაქტიკულ დავალებას, დახატონ საყვარელი სოფელი ან ქალაქი დამახასიათებელი ნიშნებით.
აქტივობა
#5 . პრეზენტაცია ( 8
წთ )
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ნამუშევრის პრეზენტაცია და მსჯელობა.
გამოყენებული
მეთოდი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს,
პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს. რა მოეწონათ
ხატვისას? რა გაუჭირდათ? როგორ გამოიყურება მათ მიერ
შესრულებული სოფლის ან ქალაქის
პეიზაჟი? გამოხატავენ თავიანათ შეხედულებებს
სოფლის უკეთესი გარემოს
შესახებ, მათ როლზე სოფლის
ცხოვრებაში.
აქტივობა #6 . უკუკავშირი / 3
წთ/
აქტივობის მიზანი : კითხვა პასუხი-მსჯელობა
გამოყენებული მეთოდი: პრეზენტაცია, კითხვა -პასუხი.
აქტივობის აღწერა :მასწავლებელი
სვამს საკვანძო შეკითხვას: საჭიროა თუ არა ვიცნობდეთ
გარემოს სადაც ვცხოვრობთ?
ისმენს პასუხებს და შეაჯამებს გაკვეთილს, გაახსენებს მოსწავლეებს შეფასების
რუბრიკას და შეაფასებს მოსწავლეებს.
აქტივობა#11 . საშინაო დავალება (2 წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მშობლიურ გარემოზე დაკვირვება და ფოტოგადაღება.
გამოყეებული მეთოდი: ფოტოგადაღება,
პრეზენტაცია.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კარგად
დააკვირდნენ იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ
და გადაიღონ საინტერესო ფოტოები, ხოლო შემდეგ გაკვეთილზე წარმოადგინონ კლასის წინაშე.
|
განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები ხელოვნებაში
მოსწავლის
ჩართულობის, დროის ლიმიტის დაცვის და მოწესრიგებულობის წახალისება
|
|||
შენ ყოველთვის ძალიან კარგად
|
შენ ხშირად
კარგად
|
შენ ზოგჯერ
კარაგდ
|
შენ იშვიათად
|
* გაკვეთილზე დროულად ცხადდები;
* გაკვეთილზე აქტიურობ;
* დავალებას ასრულებ;
* სამუშაო მაგიდას აწესრიგებ;
* შეგიძლია დროის ეფექტურად
გამოყენება;
* ასრულებ პრაქტიკულ საქმიანობას;
*მასწავლებლის მიერ გაცემულ ინსტრუქციას იცავ.
|
ხელოვნების
ნაწარმოების გააზრების,კრიტიკული აზროვნების , არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
|
|||||
შენ ყოველთვის ძალიან კარგად
|
შენ
ხშირად კარგად
|
შენ ზოგჯერ
კარგად
|
შენ იშვიათად
|
||
* ახალ ტერმინებს იყენებ;
*არგუმენტირებულად ასაბუთებ
აზრს;
* დამაჯერებლად პასუხობ კითხებს;
* შეგიძლია აზრის გამოთქმა და დასაბუთება;
* საუბრობ გამართულად, საუბრისას
იყენებ ახალ სიტყვებს;
|
|||||
პრეზენტაციის წარდგენის უნარი
|
|||||
შენ ყოველთვის ძალიან კარგად
|
შენ
ხშირად კარგად
|
შენ ზოგჯერ
კარგად
|
შენ იშვიათად
|
||
* მონაწილეობ
პრეზენტაციის მომზადებაში;
* წარმოადგენ
პრეზენტაციას
*პრეზენტაციისას აუდიტორიასთან ამყარებ მზერით
კონტაქტს
* პრეზენტაციის წარდგენისას იცავ დროის ლიმიტს
* საუბრობ
გამართულად და გასაგებად;
|
|||||
1. გაკვეთილზე გამოსაყენებელი რესურსი
2.
ფოტომასალა ,,ქალაქი და სოფელი“ აქტივობა: დაახარისხე საერთო ნიშნების მიხედვით.
3.
მინილექცია-Poverpoint-ში
მომზადებული პრეზენტაცია დ. კაკაბაზე და ე.
ახვლედიანის ნამუშევრების კოლაჟი
5.
https://www.youtube.com/watch?v=jObIdKSQJrA
-გადაცემა ფერმა სოფელი დარჩელი (გამოვიყენებ
ქუდის ნაწილს)
რეფლექსია
სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
უფროსი მასწავლებლის თამარ ადამიას
რეფლექსია
(სამოდელო გაკვეთილი
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მე-3 კლასი, 22 .02.2019)
ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო ,, სოფელი და ქალაქი“.
გაკვეთილის მიზნად დასახული მქონდა
შემდეგი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
მოსწავლეები
შეძლებენ - იმსჯელონ
საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით
სოფლის და ქალაქის შესახებ. დაათვალიერონ და იმსჯელონ თუ როგორ ასახავენ
მხატვრები სოფელს და ქალაქს, იპოვონ მსგავსება
განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის. ასევე დააკავშირონ საგანი
,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“
და ,,მე და საზოგადოება“.
გაკვეთილის მიზანი:
მე და
საზოგადოება -ისაუბრონ
სოფლის და ქალაქის მოვლის
საკითხებზე, გამწვანებაზე და განაშენიანებაზე, შეძლონ პრაქტიკული ხერხების გამოყენებით სოფლის ან
ქალაქის ხატვა და პრეზენტაცის წარმოდგენა.
გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება.
მოცემული მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ.-ის საგნობრივი
სტანდარტიდან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ს.გ
III. 1. ს. გ. III. 3 ს.
გ. III. 4.
მე და საზოგადოება
: საზ. მეცნიერებები დაწყ. (I) 1
საზ. მეცნიერებები დაწყ. (I) 5
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეტილის ჩატარება განაპირობა სხვადასხვა
ფაქტორმა, ის სიახლეს წარმოადგენს მესამე კლასელებისთვის, ცნობილია, რომ ყოველი გაკვეთილი
უნდა იყოს მრავალფეროვანი, რადგან მოსწავლეებს უძლიერებს მოტივაციას, მეტი გაიგონ ამ
საგნების შესახებ და ერთ საგანში
ნასწავლი გამოცდილება გამოიყენონ სხვა საგანში, ამიტომაც
დავგეგმე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა მიიღეს გამოცდილება
სამოდელო გაკვეთილის ჩატარების შესახებ. ჩემი
კოლეგებიც დაინტერესდნენ ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარებით.
გაკვეთილზე
მოსწავლეებმა გაიგეს სახვითი ხელოვნების სხვა საგანთან შესაძლო კავშირზე, რომ ხელოვნება შეიძლება დავუკავშიროთ საგანს ,,მე და საზოგადოება“,
აღმოაჩინეს ბევრი საერთო
მათ შორის.
ვთვლი, რომ ჩატარებულმა გაკვეთილმა დასახულ შედეგებზე
წარმატებით გაიყვანა მოსწავლეები. შედეგებზე გასვლაში დამეხმარა ჩემ მიერ მიზნობრივად დაგეგმილი აქტივობები, შერჩეული და მოსწავლეთა ინდივიდუალური
შესაძლებლობების გათვალისწინებით სწორად მორგებული სტრატეგიები და ორგანიზების ფორმები.
რამაც უზრუნველყო მათი საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობა, ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა. ამას ასევე ხელი შეუწყო მიზნობრივად გამოყენებულმა
რესურსების მრავალფეროვნებამ: powerpoint-ში წარმოდგენილმა მასალამ და ვიდეოფილმებმა.
ამ გაკვეთილის ჩატარებით
დავინახე, თუ რამდენად
საინტერესოა ის მოსწავლეებისათვის, კოლეგებმაც იგივე აზრი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი
გაკვეთილები ზრდის მოსწავლეებში სასწავლო მოტივაციას,
რაც ცოდნის მიღების, გააზრებისა და
ტრანსფერის საშუალებას იძლევა და ამას უნდა მიეცეს ხშირი ხასიათი სკოლის ცხოვრებაში.
გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის მჭიდრო
კომუნიკაციას, მოსწავლეებმა შეძლეს აზრის დაფიქსირება
და არგუმენტირებული მსჯელობა, სხვისი აზრის
მოსმენისა და პატივისცემის გამოხატვა, მოახდინეს ტრანსფერი- რადგან გაკვეთილზე მოსწავლეებმა
რესურსების დახმარებით ადვილად
მოახერხეს პარალელის გავლება ხელოვნებასა და საგან ,,მე
და საზოგადოებას“ შორის. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების
პროცესში შექმნეს ახალი პროდუქტი სხვადასხვა ხერხით
და წარდგენა კლასის წინაშე. მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარა კარგად გაეაზრებინათ გარემოს
მნიშვნელობა ხელოვანების შემოქმედებაზე, ასევე
ეფიქრათ თავინთ როლზე სოფლის ცხოვრებაში.
საგაკვეთილო პროცესში
გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა.
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისეული
წვდომის ფაზაში, როცა მოსწავლეებს შევთავაზე მინი ლექცია ვიდეომასალისა და powerpoint-ის დახმარებით და შემდეგ პრაქტიკული მუშაობა.
საგაკვეთილო პროცესმა მაჩვენა, რომ საჭიროა სასწავლო
ვიდეოფილმების წინასწარ დამონტაჟება საგაკვეთილო
დროის გაფრთხილების გამო.
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში
სწორედ ამას გავითვალისწინებ.
ვთვლი, რომ გაკვეთილმა მიზანს მიაღწია და მოსწავლეებისათვის
იყო სახალისო და საინტერესო.
თ. ადამია
26 თებერვალი 2019 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий