ნაძვის ხის ისტორია-თამარ ადამია

https://tamaradamia5.blogspot.com/p/blog-page_20.html ნაძვის ხის ისტორია ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია მასწ. სახელი: თამარ ადამია ელექტრონული სასწავლო რესურსი: ნაძვის ხის ისტორია საგნი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება სწავლების საფეხური: დაწყებითი მეორე კლასი რესურსის გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილი სასწავლო ელექტრონული რესურსი განთავსებულია პირად ბლოგზე რესურსის მონახულებისას მოსწავლე ეცნობა ნაძვის ხის ისტორიას. ბოლოს კი მიეწოდება საშინაო დავალება ელ. ლინკის სახით. იმისთვის რომ ელ. რესურსი გამოსაყენებლად იყოს საინტერესო, მიზნად დავისახე შემექნა ვიზუალურად საინტერესო რესურსი. რესურსის მიზანია: ნაძვის ხის ისტორიის გაცნობა, ბოლოს ჩანაფიქრით ახალი ნაშრომის შექმნა. რესურსი პასუხობს მეორე კლასის ესგ-ს მიზნებს.წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა ს.გ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში. მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ. მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში ს.გ.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა (აღმოჩენა) გარემოში და საკუთარი დამოკიდებულებისა და შთაბეჭდილების გამოხატვა.მეორე კლასელებისთვის ელ. რესურსი არის აინტერესო და შემეცნებითი ხასიათის. ამ სახით იწოდებული ცოდნა დიდხანს დაამახსოვრდებათ მოსწავლეებს და შესაძლებელს ხდის სხვა დროსაც გამოიყენონ გამოცდილება. აღნიშნული ელ რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის მიღებაში, გაგებაში, გამოყენებაში ასევე შეძლებენ ანალიზს შემდეგ კი შექმნიან ახალ პროდუქტს. რესურსი მრავალჯერადი გამოყენებითაა შექმნილი, მისი გამოყენება შეძლია ნებისმიერ მსურველს. რესურსი ეხმარება მოსწავლეს ონლაინ სწავლების პროცესში ან პირდაპირი სწავლებისას ადვილად მიიღოს ახალი ინფორმაცია, ნახოს მასტერკლაები და შექმნას ახალი პროდუქტი. რესურსი ხელს უწყობს მედიაწიგნიერების და 21 საუკუნის უნარჩვევების განვითარებას. აღნიშნული სასწავლო რესურსი შედგენილია მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, ვფიქრობ ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში ჩართლობას. მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. რესურსის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ოლაინ სწავლების პირობებში, ისე პირდაპირის სწავლების დროს საგაკვეთილო პროცესში . ასეთი ფორმით რსურსის მიწოდება მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს, არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს უზრდის მოტივაციას. ხელმოწერა: თ. ადამია 2021

Комментариев нет:

Отправить комментарий