ხარებას მოსწავლეთა შემოქმედება


2015-16
 და  2016-17 სასწავლო  წელი 
 წალკის მინიციპალიტეტის სოფელ  ხარებას  სკოლაში  ,,ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამით კონსულტანტ-მასწავლებლად ვიმუშავე

თავი მოვუყარე ჩემი მოსწავლეების შემოქმედებას:  საშემოდგომო გამოფენას,  
,,ეკოგამოფენებს"  საკონკურსო ნამუშევრებს, ლაშქრობებს, მოპოვებულ სიგელებს...  თუმცა კიდევ  დავამატებ. 
მენატრება თითოეული მოსწავლე და იმედი მაქვს ერთხელ მაინც  ვეწვევი



# 1
საშემოდგომო  გამოფენის  ფრაგმენტები






























#  2
,,რბილი სათამაშოების" კონკურსის სიგელები  და  სათამაშოები











წალკის სოფელ ხარებას და იტალიური სკოლის  ჩემი მოსწავლეების  ,,რბილი სათამაშოების"  საკონკურსო გამოფენა მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში  





#   3
,,რბილი სათამაშოების" კონკურსზე მოპოვებული სიგელების საზეიმო გადაცემა ხარებას სკოლაში 2017 წ.


























მოსწავლე- ახალგაზრდობის რბილი სათამშსოებისა და შემოქმედებითი კონფერენციის  გამარჯვებულები







#  4
2016-17 სასწავლო  წელს შევხვდი  ხარებას  სკოლის  მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში და  წავუკითხე  ჩემი ზღაპრები და  მოთხრობები. ვუპასუხე  კითხვებს. შეხვედრას უძღვებოდა  სკოლის ბიბლიოთეკარი ქალბატონი მაგული 








# 5
სკოლაში მოეწყო შიდასასკოლო კონფერენცია,  სადაც მეცხრე კლასელმა მოსწავლეებმა  წამოადგინეს  თემები ხელოვნებაზე  და  გადაეცათ  სიგელები 





                                                                 

                                            #  6
 საგაზაფხულო განწყობილება ხარებას საჯარო  სკოლაში-ხელოვნების  გაკვეთილზე



                                   #  7
            სიგელები მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლიდან- რბილი სათამაშოების კონკურსზე  და  შემოქმედებით კონფერენციაზე მოპოვებული წარმატებისთვის.





#   8
ჩემი მეცხრე კლასი 





                                                                                #9

პრაქტიკული მუშაობა გაკვეთილზე










                                                                             #10

       დემნა ცეცხლაძე  ანაბეჭდებს  აკეთებს, შრომა არ  ეკარგება, ჩემთან ათოსანია




#11
ხის ფირფიტებზე  ხატვა







                                               
                                                                        #12

     ხელის კონტურებით  დახატული შემოდგომა





#  13
მეხუთეკლასელები პირველკლასეებისთვის საჩუქრად  ამზადებენ დიდ ხელნაკეთ  წიგნს












#  14  დიდი ხელნაკეთი  წიგნის გადაცემის პროცესი 


 პატარებს ვაჩუქეთ  დიდი  საკითხავი ხელნაკეთი წიგნი,  შემდეგ ერთად წავიკითხეთ და პერსონაჟებიც  დავამზადეთ ინსცენირებისთვის












#  15
მოსწავლეები ემზადებიან მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმდებითი კონკურსისთვის

2017 წ. თეონა ცეცხლაძე  და  მეგი იაკობაძე (მეცხრე კლასი)

2016-17  სასწავლო  წელს  მოსწავლეთა რესპუბლიკურმა  სასახლემ  გამოაცხადა  მოსწავლეთა  შემოქმედებითი  კონფერენციის   მოთხოვნები.  მთელი  სასწავლო  წლის  განმავობაში  მეცხრე  კლასის  ხუთივე  მოსწავლე  აქტიურად  იყო ჩართული  პროექტში,  სურვილით შეარჩიეს   საკონფერენციო  თემები, მოიძიეს  ინფორმაციები  ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში,  ბოლოს კი   ხელით  დააკაბადონეს.

      კონფერენციაზე  5  ნაშრომიდან  ორმა  მოიპოვა  გამარჯვება,  ხოლო  დანარჩენებს  გამოეცხადათ  მადლობა.    მოსწავლეებს  გადაეცათ  სიგელები.  ხოლო  მე  პედაგოგს  მადლობის  სიგელი ხელოვნების  და  ეთნოგრაფიის  სექციაში   მოსწავლეთა  მაღალი  ჩართულობისთვის. 








  ხარებას მოსწავლეები  წარდგნენ სასახლის  შემოქმდებით კონფერნეციაზე.  





#  15
 იურმალის ნახატების კონკურსზე  გასაგზავნი ნახატები: ხარებასა და  იტალიური სკოლის მოსწავლეთა შემოქმედება  -    თემა ,,ზღვა"  

(ხელმძღვანელი  თამარ ადამია)

უკაცრავად ზოგიერთი ფოტო უკუღმა აიტვირთა 

























#  16
ლაშქრობა სოფლის შემოგარენში (წალკა სოფელი ხარება) 


ჩემი პატარები











#  17
მზადება ინტეგრირებული პროექტისთვის ,,ოპტიკა და  ფოტოხელოვნება" (ფიზიკა და  ხელოვნება) 

დაშბაშის კანიონთან გადავიღეთ სოფლის პეიზაჟები







#  18
გაკვეთილი  სოფლის უძველეს  ბერძნულ სასაფლაოზე. თემა:  სოფლის ისტორია,  ქვაზე კვეთის ხელოვნება  და რელიეფები 















                                                                           

                                                                               #19

                                            ხელოვნების   გაკვეთილი  ხარების   ცის  ქვეშ

























                                               #  20


 2016-17 სასწავლო  წელს დავგეგმე პროექტი   და  გამოვეცი   წიგნი ,,მე ვსწავლობ კითხვას" წიგნის ტექსტების აპრობირებაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 მასწავლებელი. მათ  შორის ხარებას დაწყებითი კლასების პედაგოგი თინატინ მელაძე. წიგნები განკუტვილია მოსწავლეტა კიტხვის  სწავლების ხელსესაწყობად, სადაც განტავსებულია  ცემი ზრაპრები, გასაფერადებელი ილუსტრაციებითადა  სააზროვნო კითხვებიტ, რებუსებით, წიგნებს ახლავს  დაუსრულებელი ზრაპრების გვერდი.  წიგნები გამოიცა გამომცემლობა ,,ელფის" მიერ


იხილეთ:
 https://www.google.ge/search?biw=1920&bih=969&tbm=isch&sa=1&ei=LoCOXNPaIZOBjLsPoNKu6AE&q=ელფის+გამომცემლობა+თამარ+ადამია&oq=ელფის+გამომცემლობა+თამარ+ადამია&gs_l=img.12...20353.22714..24560...0.0..0.129.1532.0j13......1....1.)

იხილეთ:
. https://ka-ge.facebook.com/Elf.Publishing.House/videos/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1/1124883430898707/
მე ვსწავლობ კითხვას ვიდეობმული)





                                             #  21

2017  წლის გაზაფხულზე  ჩემი ინიციატივითა და  სკოლის ადმინისტრაციის  ხელშეწყობით  მოსწავლეებმა მოინახულეს  თბლისის ეროვნული მუზეუმი  და   ეთნოგრფიული მუზეუმი.











#22
  ,,ეკოგამოფენა". 

2016  წლის  9  ივნისს წალკის  მუნიციპალიტეტის  რესურსცენტრში    ჩატრდა საჯარო  სკოლების მასწავლებლების საანგარიში (სამუშაო) სემინარი,  სადაც  ვისაუბრე  თემაზე :  სახვითი  ხელოვნება  და  არტთერაპია,  ასევე    წარმოვადგინე  ს.  ხარებას  მოსწავლეების  მიერ  დამზადებული  გამოყენებითი  ხელოვნების  ნაშრომები  ,,ეკოგამოფენა".  (ნაშრომების  შექმნის  პროცესს  ვხელმძღვანელობდი  თავად  სპეციალურად  მოწყობილ  ხელოვნების სახელოსნოში)    მსგავსი  შეხვედრების  დროს  ხდება  გამოცდილებების  გაზიარება,  რაც  აუცილებელი  პროცესია  წარმატებული  პედაგოგიური  მოღვაწეობისათვის.  საგამოფენო  ნაკეთობების  დამზადების  პროცესში  მოსწავლეებმა  შეძლეს   ნებისყოფის,  კომუნიკაციის  შემოქმედებითობის...  განვითარება, ხოლო  მათი  ნაკეთობების  წარმოდგენა  სხვა  სკოლის  სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  პედაგოგებისთვის  იყო  საინტერესო  მაგალითი,  თუ  როგორ  შეიძლება  მაკულატურით  გამოყენებითი  ხელოვნების  ნაკეთობების  დამზადება  და  სხვადასხვა  ტექნიკით  მორთვა. 
   ნაკეთობების  გამოყენება  ასევე  შესაძლებელია  სასწავლო  რესურსად,  ხელოვნების  პრაქტიკული  დავალებების თვალსაჩინოებად.
     სემინარის  დაასრულს  გადმოგვეცა  მადლობის  სიგელები







                                   #  23

       ჩემი ეკოგამოფენა ჩემს ოთახში.  სოფელი  ხარება






































                                        #24
       დავლაშქრეთ  სოფლის მიდამოებში, გაზაფხულიც  ლამაზია  ხარებაში







                                    #25   
         ინტეგრირებული გაკვეთილი  ფიზიკა-ხელოვნება  (ოპტიკა და ფოტოხელოვნება)





ხარებას მასწავლებელები და  მოსწავლეები 2017 







     დიდი  დასვენება ხარებას  სკოლაში
         (მენატრებით ბავშვებოოო)












Комментариев нет:

Отправить комментарий