კონკურსი ეროვნული უმცირესობებისთვის!

ობობას ჰამაკი ობობა ბობომ ჰამაკი მოქსოვა.შემდეგ მოსაწვევი ბარათები გაუგზავნა ბუზებს, ქინლებს, პეპლებსა და კოღოებს: პატივისცემული ქინქლებო, ოპეპლებო, კოღოებო და ბუზებო გეპატიჟებით ჩემს ბრძყვიალა ჰამაკში დასავენებლად! პატივისცემით და დიდი სიყვარულით, თქვენი ბობო!" მაგარამ ვისაც ჭკუა ჰქონდა ობობა ბობოსთან სტუმრად არ წასულა და დღესაც ბედნიერად დაფრინავს. Սարդի համակը Սարդ Բոբը համակ էր հյուսում, այնուհետև նա հրավերներ էր ուղարկում ճանճերին, մրջյուններին, թիթեռներին և մոծակներին. -հարգելի թիթեռներ, մրջյուններ, մոծակներ և ճանճեր հրավիրում եմ Ձեզ հանգստանալ իմ համակում: Հարգանքով և մեծ սիրով ՝ քո Բոբո »: Բայց նրանք, ովքեր խելացի էին, չէին այցելում սարդ Բոբին և այսօր էլ ուրախ թռչում են: (თარგმნა-მაჭატიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ჰოვჰანეს ოვაკანიანმა) (ნახატი) ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი- ვენერა მღბრიშვილი პ გამოგზავნეთ  ელფოსტაზე: adamiatamari@gmail.com
vanodidebeli@yahoo.com
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისამდე
საბოლოოდ გამოცემულ ონლაინ-წიგნებში  მითითებული იქნება  მთარგმნელებისა და ილუსტრატორების სახელი, გვარი  და ფოტოები.   ნამუშევრები განთავსდება ინტერნეტ-სივრცეში  qalameo-ს  პროგრამით.  
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნაშრომის და ილუსტაციების ავტორებს ორგანიზატორებისგან  გადაეცემა ფასიანი საჩუქარი. 


ტექსტები : 

1.მზის უთვალავი სარკე 
 (ავტორი-თამარ ადამია)
   მზე ამოვიდა, გაიზმორა და თავისი ოქროსფერი სხივი-თმები თმები გაიშალა.
მერე ოქროს სავარცხელი მოიმარჯვა, თმები  ჩამოივარცხნა,   თან  დედამიწაზე  ზღვის და ოკენეების სარკეში ჩაიხედა და გაიპრანჭა.
   ესეც ასე!  თმებიც დავივარცხნე, ახლა კი სასეირნოდ უნდა წავიდე! -თქვა მზემ, ოქროსფერი სხივი-თმები  მხრებზე ჩამოიშალა  და ცას აუყვა. 

2.ობობას ჰამაკი
(ავტორი-თამარ ადამია)
ობობა ბობომ ჰამაკი მოქსოვა.
შემდეგ მოსაწვევი ბარათები გაუგზავნა ბუზებს, ქინლებს, პეპლებსა  და კოღოებს:
-         ,,პატივცემულო ქინქლებო, პეპლებო, კოღოებო და ბუზებო გეპატიჟებით ჩემს ბრძყვიალა ჰამაკში დასავენებლად!
პატივისცემით  და დიდი სიყვარულით,
  თქვენი  ბობო! "
   მაგარამ ვისაც ჭკუა ჰქონდა ობობა ბობოსთან სტუმრად არ  წასულა და დღესაც ბედნიერად დაფრინავს.

   

3. ყვანჩალას ნატვრა
(ავტორი-თამარ ადამია)
ერთმა ყვავმა ფარშავანგის კუდი და ქოჩორი ინატრა.
მივიდა ყვანჩალა დალაქთან და  ჩხავილით  სთხოვა: - პატივცემულო დალაქო, ფარშავანგივით  გამალამაზეო!
   დალაქმა მაკრატელი და სავარცხელი დაატრიალა, კუდი  და  ქოჩორი შეუმოკლა. მერე ფარშავანგის ბუმბულები და ქოჩორი თოკით  მიუმაგრა. 
  ყვავმა  სარკეში ჩაიხედა, ვარცხნილობა  არ მოეწონა, სულაც არ უხდებოდა. გაბრაზებულმა ყვავმა  დაიჩხავლა, ფრთები აიქნია და გაფრინდა.
  დიდხანს  დაფრინავდა ყვავი- საფრთხობელა და  ალაგ -ალაგ  ფანტავდა ფარშავანგის ბუმბულებს.
   მას მერე  ყვავ დალაქთან არასდროს მისულა.

4.ცხენის  ფეხსაცმელი
(ავტორი-თამარ ადამია)
დიდი  ხნის  წინ ადამიანი ფეხშიშველა დააბიჯებდა, მაგრამ ფეხი რომ ასტკივდა, ფეხსაცმელები   დაიმზადა   შეიკერა  აჯობებს, მომზადება საჭმეთან არის ასოცირებული და აქ ვერ ვიხმართ). 
    ადამიანმა  ფეხზე  თავისი შეკერილი ფეხსაცმელები  ჩაიცვა და  დღესაც ასე დადის.
  ცხენს ფეხები რომ ასტკივდა, ადამიანს შეევედრა, - რამე  მეც მიშველეო!
   ადამიანმა ცხენს ორი წყვილი ფეხსაცმელი შეუკერა და ფეხებზე  წამოაცვა, მაგრამ ცხენმა მინდორში ბევრი ირბინა და ფეხსაცმელი ისე დაკარგა, არც გაუგია.
  ადამიანმა ბევრი იფიქრა თუ როგორ დახმარებოდა ცხენს. ბოლოს მოიფიქრა: რკინის ნალი გამოჭედა და ცხენს ლურსმნებით ტერფებზე მიაჭედა. ცხენს ფეხები ძალიან ეტკინა და დიდხანს  უკმაყოფილოდ ხვიხვინებდა, თუმცა  მალე მოურჩა.
  ცხენი დღესაც ნალი- ფეხსაცმელებით დაქრის და ფეხების ტკივილს არ უჩივის.


 
5.    mzis saCuqari
(ავტორი-თამარ ადამია)
  უხსოვარ დროს მზე თავისი ოქროსფერი სხივებით  დედამიწას ანათებდა.
ერთხელ მზე ძალიან დაიღალა და  დაიძინა.  ამ დროს დედამიწაზე  მოვიდა ღამე და  მოიტანა  სიბნელე.
  ბნელმა ღამემ სიბნელით აავსო  კუთხე-კუნჭული. 
     მზეს გამოეღვიძა და  ძალიან შეეცოდა დედამიწა.  შორიდან   მთვარეს და ვარსკვლავებს მოუხმო, თავისი შუქი აჩუქა და დედამიწაზე ღამის გასანათებლად  გამოგზავნა.
  მას  შემდეგ ღამით დედამიწას  მთვარე ანათებს და დღისით კი - მზე.
 
6.ხვლიკის ხრიკები
(ავტორი-თამარ ადამია)
ძალიან შოორს, შოორს, ერთ დიდი ჭაობში დიდზე დიდი ხვლიკი ცხოვრობდა.  არა შემეშალა, ის ძალიან ჰგავდა ხვლიკს, სინამდვილეში კი  ნიანგი იყო.
    იქვე ნაპირზე ნიანგის მსგავსი  მოცუცქნული ხვლიკი დასრიალებდა.
   შეხვდნენ ერთმანეთს მეზობლები და  დაძმობილდნენ.
   ერთხელ ჩამოიფრინა თოლიამ და ხვლიკს კუდში სწვდა, ხვლიკი არ დაიბნა, კუდი სწრაფად მოიწყვიტა, თოლიას დაუტოვა, თავად კი გაქცევით უშველა თავს, იმ დღეს ნიანგმა ამ ამბავზე  ბევრი იცინა და იცინა.
 ზაფხულში ხვლიკს ძალიან დასცხა და ნიანგს საშველად მიმართა:
-         ძმობილო, სიცხისაგან ცეცხლი მიკიდია, ცურვა მასწავლე, გავგრილდები და  ვალში მეც არ დაგრჩები,  ჩემი კუდის ხრიკებს გასწავლი, რა იცი როდის  გამოგადგებაო!
  ნიანგი მაინც ნიანგი იყო და გულში გაიფიქრა:-ეს რომ გაიზარდოს, ჭაობზე ბატონობაში შემეცილებაო და  უარი ასე გამოუცხადა:
-         რას ამბობ ხვლიკო, ჩემს კუდს გეფიცები, ცურვა მე   თვითონ ძლივს ვისწავლე, შენ როგორ უნდა გასწავლო? შენი კუდის ხრიკები მაინც არაფერში გამომადგება,  ხომ არ დაგავიწყდა ამ ჭაობის ბატონ-პატრონი მე ვარ და ვინ რა უნდა  დამიშავოსო?
  ლაპარაკში  გართულ ნიანგს  ადამიანი ჩუმად მიეპარა,  კუდში სწვდა და დაიჭირა.
მიხვდა ნიანგი რა განსაცდელშიც ჩავარდა ...
  ასე დასრულდა ეს ამბავი, ხვლიკს მალე ახალი კუდი ამოუვიდა, ნიანგმა კი კუდიც დაკარგა და ტყავიც.  
   
7. მელას ხეირი
(ავტორი-თამარ ადამია)
     გზაზე მშიერი მელა მისუნსულებდა  და ნატრობდა: -  ერთი გემრილი საკბილო რომ ჩამაგდებინა ხელში, ჩემს მუცელს ეშველებოდაო.
      უცებ  ვახ-ვახი შემოესმა და ხედავს, გზაზე  იხვი მოდის.
    მელაკუდა იხვს მიესალმა:  იხვუნია დილა მშვიდობისაო!  - იხვიც თავზიანდ მიესალმა:  - მშვიდობიანი დღე არ მოგეშალოსო!  
      მელა იხვს  გამოეცნაურა:   - იხვო, საიდანღაც ძალიან მეცნობი,  საით გაგიწევიაო?
-         მელაკუდავ, აქვე სოფელში, საიხვეში, მივდივარ და თუ გინდა გამომყევი, ჩემიანებს გაგაცნობო!
     მელამ ეშმაკურად  მოჭუტა თვალები  და გაიფიქრა:  ეს ერთია,  იქ კი სოფელში, საიხვეში, იხვების ფერმა ყოფილა,  გავყვები და  უფრო ვიხეირებო!
        მიდის იხვი,  მელაკუდა უკან მიჰყვება.   გზად მდინარეზე ხიდი უნდა გაევლოთ, იხვმა უცებ   ფრთები  აიქნია და მდინარეში გადახტა. 
   დარჩა მელა   ხიდზე მშიერი  და კბილები ააკრაჭუნა: - ახია  ჩემზე, რა სულელი ვარ, ამ ვახვახამ როგორ მომატყუაო?


8.წისქვილის თაგვი
(ავტორი-თამარ ადამია)
სოფელში,  სადაც მდინარეში  ჩადგმული წყლის წისქვილი იდგა,  სწორედ ამ წისქვილში ბუდობდა   ერთი თაგვი.
        ძალიან უყვარდა იქაურობა: სიმინდის და ხორბლის სუნით გაჟრენთილი კედლები, წისქვილის სიმღერა, ქვის დოლაბის ხმაური,   ფქვილის  თეთრი ჩანჩქერები და ფქვილით სავსე ტომრები. 
     თაგვი  წამოწვებოდა ფქვილიან ტომრებზე და ხრავდა მარცვლეულს.
       ერთხელ დიდი და ყინვიანი ზამთარი მოვიდა, მდინარე გაიყინა და წისქვილიც დადუმდა.
  გაქრა  ფქვილის ჩანჩქერები.   გამოცარიელდა წისქვილი და დარჩა თაგვი ხახამშრალი.
    თაგუნა იმ ზამთარს ძლივს  გადაურჩა  შიმშილს. ახლაც იქ ცხოვრობს  და შემოდგომაზე  სოროს     მარცვეულით ავსებს.  თაგვს   ზამთრის უკვე აღარ ეშინია.
                        9.მწყემსი ოტობაიას ჩანგი
                    ქართული მითის ადაპტირებული ვერსია (თამარ ადამია)
ერთ  დროს დედამიწაზე მწყემსი ბიჭი, სახელად ოტობაია  და შურიანი ჟინი - ანთარი  ცხოვრობდა. 
ოტობაია ნახირს მწყემსავდა და თან სიმღერით ართობდა მთასა და ბარს.
დღისით მზე იხიბლებოდა მისი სიმღერით, ღამით კი - მთვარე და ვარსკვლავები.
 გაიზარდა ოტობაია, ლერწმისაგან სალამური გამოთალა და საამოდ დააკვნესა.
მერე ხის ჯოხი მოღუნა, ზედ სიმები გაჭიმა, ჩანგი დაამზადა. ხელი ჩამოკრა. ჩანგმა საოცარი ხმები გამოსცა.
ჩანგის ხმაზე: მზე, მთვარე, ადამიანები, ყვავილები, ფოთლები, ცხოველები და ფრინველები  - ჩერდებოდნენ და მოჯადოებულნი ჰანგებს უსმენდნენ.
    ეს ამბავი  ბოროტი ჟინი ანთარის ყურამდეც მივიდა, შურით აივსო და მწყემსს შეუთვალა: - მოდი, ერთმანეთს შევეჯიბროთო! -  სხვა რა გზა ჰქონდა ოტობაიას? ადგა და დათანხმდა!
მოიმარჯვა ჟინი ანთარმა კვერთხი, გაიქნია და მის ბრძანებაზე ენგურის ტალღები ერთ ადგილზე გაჩერდა, მაგრამ   ზღვა ვერ დაიმორჩილა, ის მაინც ღელავდა.
ახლა ოტობაიას ჯერი იყო. ჩამოკრა ოტობაიამ ჩანგს ხელი და ენგურმა უკუღმა იწყო სვლა, ზღვაც დამშვიდდა და ყველა სულიერი გაინაბა.
   დამარცხდა ჟინი ანთარი, ძალიან გაბრაზდა, შეახო კვერთხი  ოტობაიას და გააქრო. ჩანგის ჰანგები კი მთელ არემარეში გაიფანტა მთელ არემარეს მოედო.    
     ამბობენ, იმ ქვეყანაში, სადაც ეს ამბავი მოხდა, ჩანგის ხმა დღესაც ისმისო.                            

                   
                              10.სპილოს მარაოები
                                                             (ავტორი-თამარ ადამია)
    იყო აფრიკაში სპილო, მეტსახელად სილო.
აფრიკაში ძალიან ცხელა და ცხელოდა სპილო სილოსაც.
სპილომ ბევრი ითმინა სიცხე და გადაწყვიტა გასაგრილებლად პალმა ალმასთან წასულიყო.
რატომ პალმასთან? - იკითხავთ თქვენ.
-         იმიტომ, რომ პალმას დიდი და გრძელი ფოთლები აქვს და სიცხეში მარაოსავით იქნევს.
პალმა ალმამ დასიცხული სპილო რომ დაინახა, შეცოდა, გრძელი ფოთლები დაბლა დახარა და დიდხანს უნიავა.
ბოლოს, როცა დაიღალა, უსაყვედურა: - ამოდენა ყურების პატრონს ჩემი მარაოები არ უნდა გჭირდებოდესო!
სპილო სილომ ბევრი იფიქრა და პალმა ალმას დარიგება ჭკუაში დაუჯდა.

დაიწყო ყურების ვარჯიში:  ერთი, ორი, სამი... -  ააფართხუნა ყურები და გვარიანად გაგრილდა.
 ასე ისწავლა სპილო სილომ ყურების ფართხუნი.
თურმე რა კარგი მარაოები ჰქონია და არ იცოდა.
მას შემდეგ სპილო თავის ორ დიდ ყურს მარაოსავით იქნევს.
თუ ძალიან სცხელა, ჩქარ-ჩქარა ინიავებს და სულაც არ ეშინია  აფრიკის სიცხის.

ტექსტები გარედაქტირებულია ნინო ლარტსულიანის მიერ. ორგანიზაცია დიდი მადლობას უხდის  რედაქტორს უანგარო დახმარებისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий