გურული ესკიზები


                                                  გურული  თავის  კარებთან

(გურული ნოველები -თამარ ადამია/ინგა ფირცხალაშვილი 2017 წ. )
  ჩემი მეზობელი  გურამა გურულია, მუშაობა უყვარს და  ფარაც  აქვს, ადგა და  თბილისში იყიდა  აი კორპუსისი  ბინა, მაგრამ ბინის გზა ვერაფლობამდის ვერ  ისტავლა, ვერ აგნობს ვერც  სიფხიზლეში, ვერც    სიმთვრალეში.
  ერჯელ  რესტორანში  გამოიშიმა,  ბუერი სვა,  მერე მიადგა  სადარბაზოს, აუყვა  კიბეს, მიადგა თავის  კარებს და  აზარუნებს გამეტებით, ამოსდის  ოშუარი.    კარი  საცვლების  ამარა  ყაზახმა  გაუღო.
      გაკუჭდა  გურამია გურული: _  შენ  ვინ  ხარ? გამო  კარში!  აქ  რა  გინდა?  თანაც   ნიფხვით?   დაუხძახე  ჩემს  ქალს იმინუჩ ორივეს ერთად უნდა წაგასხმევიოთ ცხვირ-პირიო!
      _ ჩემს სახლში  მინდა ნიფხვით  გავივლი  და  მინდა  ნაბდით  და  სანამ მიწყვეტია   უუყევი   მაღლა  გზასო! მიუგო  კაცმა.


გურული დიალექტის  ლექსიკონი:
ფარა-ფული
აი-ეს
ვერაფლობამდის-ვერასგზით
ისტავლა-ისწავლა
ვერ აგნობს-ვერ აგნებს
ერჯელ-ერთხელ
გამოიშიმა-ზომაზე მეტად გაძღომა
ოშუარი-ოხშივარი
ყაზახი-კაცი
გაკუჭდა-გაგულისდა
კარში-გარეთ
ქალს-იგულისხმება ცოლი
წაგასხმევიოთ -გცემოთ
მიწყვეტია-მაგრად დამირტყია

                                  უწყინარი  რძალი
(გურული ნოველები -თამარ ადამია/ინგა ფირცხალაშვილი 2017 წ. )
   ოლიას  ბიჭს  მიათხუეს ბზისუნახავი გოგო.  მაგრამ  ახალმა რძალმა ვერა და  ვერ  მოიგო  ოლიას  გული. ამიტომ  დედამთილმა დაჭამა რძალი:   აფერი იცისო, არ ეყურება აღაფერიო,  მთელი დღე ფუხართან  ჟდანაო,  არ ყუროფს არაფერსო,  მოსაქმე არააო,  ჭამა მაგან არ იცის  იკირკნებაო, მუშოობა არ უყვარსო, გასაშობიაო...
     მამამთილი კირილე სულ ესარჩლებოდა:  -რა  გინდა  ოლია უწყინარი  გოგოა,   რწყილს  არ  დააადგამს ფეხსო!
   ერჯელ   რძალმა  მოინდომა  ნაძვისხის მოკაზმვა  ფუხრის  თავზე. იქვე  ჟდანა მამამთილი, ფეხი ტკივა  და  მეორე სკამზე  გადაუდია. რძალი რთავს ნაძვისხეს, მაგრამ კარგად  ვერ  სტობა. ამიტომ ვერ მოზომა, დატრუალდა,  გადმოეშვა   ნაძვისხიანად და   დაეცა  მამამთილს ფეხზე, ატყდა  ყვირილი, კუთავს და კტება მამამთილი,  კივა ოლია,  გამორბიან  მეზობლები, გამოიძახეს  სასწრაფო და კაცი  წაიყვანეს  ფეხმოტეხილი  და  გულწასული საავადმყოფოში.
     რაცხა დროს  მოვიდა  გონზე  კირილე,  გაახილა ჩაჭუჭული  თვალი. ოლია  ახლოს მიუჩოჩდა  და  ეუბნება:  ჰა, ჩემო კირილე, იმდონი იძახე - რწყილს  არ დაადგამს  ფეხსო, შენ  ხომ მოგტეხა ფეხიო?
გურული დიალექტის  ლექსიკონი:
მიათხუეს-მიათხოვეს
ბზისუნახავი-მზეთუნახავი
აფერი-არაფერი
არ ეყურება-არ ესმის
ფუხარი-ბუხარი
იკირკნება-კენკავსო
მუშოობა-მუშაობა
ერჯელ-ერთხელ
ჯდანა-ზის
ვერ სტობა-ვერ წვდება
დატრუალდა-დატრიალდა
კივა-კივის
რაცხა-რაღაც დროის  სემდეგ
ჩაჭუჭული თვალი-დახუჭული თვალი
მიუჩოჩდა-ახლო  ცამოჯდა
                                        ვეტექიმთან 

(გურული ნოველები -თამარ ადამია/ინგა ფირცხალაშვილი 2017 წ. )
    ერჯელ   აი  კოკისპანიელი გამიხდა ავად,   გავიხედე  დაიწყო  კუთვა, შემეშინდა   არ  მოკვტესთქვა   და  ჩემს  ვაიშვილს ლევანიას გავატანე  ვეტექიმთან.    ეს მოსასპობი ლევანიე კი მიდღემჩი  დაბოლილია  კი იცი!
    ვეტკლინიკაში ვეტექიმს გამოურთმმოვია ჩვენი ძაღლი და შემოწმება დაუწყია,  მაგრამ   რამდონი ექიმი დაუძახებს  ძაღლს: _ადგა!
ახტება ლევანიე  სკამიდან  და აშტერდება ექიმს.  
    _არა  თქვენ დაბრძანდით ბატონო! -აძლევს თურმე   შენიშვნას ვეტექიმი ლევანიეს.
ექიმი ისევ  ეძახის  ძაღლს: დაჯდა!
დაჟდება ლევანიე იატაკზე და  აშტერდება ექიმს.
_არა  თქვენ დაბრძანდით ბატონო! -აძლევს  ისევ  შენიშვნას ექიმი ლევანიეს.
   ახლა გადააგდო  ძვალი ექიმმა,  წამოხტა ლევანიე და  გარბის თურმე  ძვლის მოსატანად.
_უკაცრავად ახალგაზრდა მე  აქ  ვეტექიმი ვარ, გაი კარში, მაცალეთ მუშაობაო!  გაბრაზებულა ექიმი.
_მერე  ვინ  გითხრა  რომ  ქირურგი  ხარო? უპასუხია ამ მოსასპობს.
მე  ძაღლი მყავს გასასინჯი  და  მაინტერესებს  რა დონეზეა გაწვრთნილიო! უყვირია ექიმს.
   _მე  რა  მეტყობა  გაუწვრთნელობისო? უპასუხია  ლევანიეს.
ექიმიც  არ  გაჩერებულა:   _გიჩივი გადი კარშიო!    
 ლევანიეს უთქვამს: _ შენ თვითონ გაბრძანდი მე  ვარ აგერ ჩემს ძაღლთან და  ჩემს სკამზეო!
   _გაბრაზებულა ექიმი, აი ყაზილარი რაფერ მეტლიკინებაო.  გამოუძახია სასწრაფოსთვის  და  ლევანიე   ნარკოლოგიურში ჩაუბარებია.  
     დამირეკეს პოლიციიდან, მივედი  ზის  ჩაყუყული,  და  ძლივს  გამოვტიკნეთ  იქაურობას ლევანიე. რომ მივედი კი არ  ჩერდებოდა,  გაიძახოდა:    მე  კი არა  ექიმს ქონდა მოწეულიო.
     არ  მერჩია  გდებულიყო  სახლში ? სა მქონდა ხუთიათასი?  არ  დამიჟდა  ამ ლევანიეს  გამოყვანა  ხუთიათასიო?



გაგრძელება იქნება. 

                                                              

Комментариев нет:

Отправить комментарий