იმერული ესკიზები თამარ ადამია/ რეზო ბარბაქაძე (2017-19)

                                                         





                                                                პაპიროზი
(თამარ ადამია/რეზო ბარბაქაზე-,,იმერული ესკიზები2“)
მოკვტა სამასი წლის გეგინა და ქე გოუთხარეს წინა დღეს საფლავი სასაფლაოს საპატიო ადგილ-სანახებში.
გედეიპაიჟა საღამორელე მესაფლავეები სახში ჭირისუფალმა და ქე გამოათვრენყე ე, მიწაზე ნაჯიკავები გადაქანცული ხალხი.
მესაფლავე ჯემოც ნამეტნავად მოტიალდა, დაადგა სახლისკენ გზას, სასაფლაოზე უნდა გეევლო, გადმობანცალდა ცოლიკოურისგან მოტიალებული ჯემო სასაფლაოზე და ქე გადავარდა კისრიტეხით გეგინას სახელობის ორმეტრიან საფლავში თავით. იბორძიკა ამ ხან, იმ ხან ჯემომ გეგინას საფლავში და რო დადო ზავი, ქე მიწვა და მიიძინა კუთხეში.
წამევიდა ალიონი.
მოლესა იაშამ თოხი ყანის სამარგელათ და გადმეიარა დილაუთენია სასაფლაოზე-გზას შევიმოკლეფაო. ფეხის ფლატუნზე მოშვინდილდა ჯემოც, წამეიყანყლა ფეხზე, ამოყო საფლავიდან ხელი და შეეღრიტინა იაშას:
-ე ბიჯო,ერთი ღერი პაპიროზი მამაწევიე თუ ძმა ხარო!
უცებ გაშრა იაშა, მეიქნია თოხი და გადააცილა კვიპარისებს, უპლეტა და გეიქცა უკანმოუხედავათ. მირბის იაშა ფერდაკარგული სოფლისკენ, ამასობაში გათენდა და სოფლის ბირჟაზე ეცენ ახალგაზდები: არიქა, იაშა ბიძია, პაპიროზი გექნება და მეისხი ჩვენი მადლიო!
_თქვენი პატრონი-ბებია ვატირე, რას გადამეკიდეთ? პაპიროზი რაფერათ მექნება, კვტარი და ცოცხალი სუყველა მე მთხოვთყეო!
მიაძახა ახალგაზრდებს და გაიქცა სახლისკენ.

იმერული დიალექტის ლექსიკონი:
მოკვტა-გარდაიცვალა
ქე-გოუთხარეს-გაუთხარეს
გედიპაიჟა-გადაიპატიჟა
საღამორელე-საღამოხანს
სახში-სახლში
გამოათვრენყე-გამოათვრეს
მოტიალდა-ზედმეტად დათვრა
ამ ხან-გარკვეული პერიოდი
გასამარგელათ-გასამარგლად
შევიმოკლეფო-შევიმოკლებო
მოშვინდილდა-გამოეღვიძა
წამოიყანყალა-ბარბაცით წამოდგა
შეეღრიტინა-შეეხვეწა
უპლეტა-გაიქცა
გეიქცა-გაიქცა
უკანმოუხედავათ-უკანმოუხედავად
ეცენ-ეცნენ
მეისხი-მოისხი
რაფერათ-საიდან, როგორ
მთხოვთყე-მთხოვთ (ყე-კუთხური ბოლოსართი.მიანიშნებს მოქმედების მრავალჯერადობას)




                                                     ,, ვალინკები"
(თამარ ადამია/რეზო ბარბაქაძე-,,იმერული ესკიზები2" )
გარეთ ჟვაპი ამინდია.
ანზორიჩი დილით ზესტაფონის ბაზარში იყო, კარგი პრიალა ვალინკები უყიდია და ახლა ეზოობაში გაყუჩული საქმიანობს.
შვილ ზვიადიას კი სოფლის მაღინდარა ძმაბიჭები შემოუკრებია და სახლში ნარდს აგორებს.
შეცივდა ანზორიჩს, შევიდა ოთახში გასათბობად, შვილი ეუბნება, ისე რომ მამას არ მიჩერებია, ნარდის თამაშს ხომ არ მოცდება.
-ანზორიჩ, მიდი, ბარემ ვალინკები გაცვია და ერთი იღლია შეშა შემეიტანე სახშიო!
გავიდა ანზორიჩი და შემოწიკა შეშა. ბუხარშიც შეუკეთა, ააგუზგუზა და ის იყო უნდა ჩამომჯდარიყო, შვილი ისევ ეუბნება, ისე რომ არც მიჩერებია:
-ანზორიჩ , მიდი, ბარემ ვალინკები გაცვია, სამწყვრევის კარია დასაკეტი და დაკეტეო!
გავიდა ანზორიჩი და დაუკეტა კარები საქონელს. მერე ისევ მობრუბნდა ოთახში, შევიდა თუ არა სახში შვილი ისევ ეუბნება, ისე რომ მამას არ მიჩერებია _ ანზორიჩ, მიდი, ბარემ ვალინკები გაცვია და მადერ რომ დოქი დევს, წყალი აღარ ყოფილა სახში და ეგეც შემეიტანეო!
გავიდა ანზორიჩი და შემოწიკა მუხის ჯღრიკვი, ზედ დარჭობილი გალესილი ნაჯახით და რეხვა ძირს, უცებ გაიხადა რეზინის ვალინკები, ზეთე დაადო ჯღრიკვს, დაჰკრა ცხვირებში ალესილი ნაჯახი, გადაჭრა, მერე კი მოიქნია აგუზგუზებულ ბუხარში და თან გაბრაზებით მიაძახა: _ ეჰე, დეისვენეთ ახლა , აღარ მაცვია ვალინკებიო!
იმერული დიალექტის ლექსიკონი:
ჟვაპი-ნესტიანი ამინდი
ვალინკი-(რუსულიდან) რეზინის ჩექმა
მაღინდარა-უსაქმური,ლაზღანდარა
გაყუჩული-განაბული
შემოწიკა-შემოიტანა
მიჩერები- უყურებს
სახში-სახლში
რეხვა-დაანარცხა
ჯღრიკვი-კუნძი
ზეთე-ზედდრეს



                                              ალჟირელი  სანდოია
                      (თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)

      ჩვენი   სანდროია, ისეთი   შავგრემანი ბიჭი  იყო  ყველას  უცხოელი  ეგონა.     
     ძველი  დროა,  ერთხელაც ფახათ  სამი საათია   ფოსტაში,  რადგან  ეს  ის  დროა,    საათობით რომ ველოდებოდით  სატელეფონო  კავშირს   რომელიმე  ქალაქთან.
   გამოიხედავს ტელეგრაფისტკა  და  დეიძახებს.  ,, ვტაროი  კაბინეტ  ერევან“  და  გარბიან  სომხები  კაბინისკენ.
    გამოიხედავს  ტელეგრაფისტკა  და ისევ  დეიძახებს:    _   ,,პერვი  კაბინეტ  თბილისი“ და  გარბიან თბილისის  შემკვეთები  კაბინისკენ.
    ერთხელაც  გამოიხედა ტელეგრაფისტკამ,  კარგად  ჩაათვალიერა  ყველა,  მერე სანდროიას  შეხედა და  დაიძახა:  _,,  ვასმოი  კაბინეთ  ალჟირი!“   
      სანდო  არ  ინძრევა  და  საცხა  იყურება.  ხალხი  კი  სანდროს  მიჩერებია.  
     ისთევლე   გამეიხედა  ტელეფრაგფისტკამ,  ისთევლე  დაათვალიერა  დარბაზი, ისთევლე   შეხედა სანდროს  და   ეძახის:   - ,, ვასმოი  კაბინეტ  ალჟირი!“
      გაბრაზდა  სანდრო   და  ვიდრე  ტელეფონისტკა  თავს  უკან  სადისპეჩეროში  შეყოფდა მიაძახა:  _  ერთი  თქვენ  მაინც  დამანანებეთ  თავი,  სანდრო  ვარ  ვარდისუბნელიო!
იმერული   დიალექტის  ლექსიკონი:
ფახათ-ფეხზე  დამდგარი
ტელეგრაფისტკა-(რუსულიდან) ტელეგრაფისტი  ქალი
დეიძახებს-  დაიძახებს
,, ვტაროი  კაბინეტ  ერევან“-მეორე  კაბინეტი  ერევანი
საცხა-სადღაც
ისთევლე-ისევ 
ვარდისუბანი-სოფელი  ზესტაფონის  მუნიციპალიტეტში

90-იანების ლამპა
(თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)
       მოუვიდა თამაზას ძველი ძმაკაცები და გეიშალა  ოთახში საყველპურო პურმარილი.   ამასობაი  ჩამობნელდა. მეიტანა მარუსამ ათასჭირვარამ გადატანილი,   გაჭვარტლული,  დაფხავებული,  ნამთიანი ლამპა და დადო სტოლის შუაში.   
     სტოლის ერთ თავში ყველი დევს,   მეორეში პური,   წინ პრასი და  მარილი.  თამაზას გვერდში აქ მოდგმული ციცქის შტოფი და გაჩაღდა  გვიანერელე საღამოს  სახელდახელო ქეიფი.
       წეიღებს თამაზა ხელს პრასისკენ და კივის მარუსა:-არიქა,   ლამპას არ შეეხოვო!    წამეიღებს თამაზა ხელს ყველისკენ და კივის ისევე მარუსა:  არიქა, ფთხილათ იყავი,   ლამპას არ შეეხოვო!
     ამოუვიდა თამაზას ამდენი სიფთხილე ყანყრატოში,   აწია ცალი წარბი და დეიკივლა იმანაც:  -რა იყო შე შობერძაღლო,   დანაღმული ხო არ გაქ ეს ლამპაიო?!

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:

მეიტანა-მოიტანა
დაფხავებული-შელახული
ნამთიანი-ნავთიანი
სტოლის-მ(რუსულიდან) მაგიდის
შტოფი-(რუსულიდან) ღვინის შესანახი მინის ჭურჭელი
წეიღებს-წაიღებს
წამეიღებს-წამოიღებს
შეეხოვო-შეეხო
ყანყრატოში-ყელში
გაქ-გაქვს

დეიკივლა-დაიკივლა
                                                                 წათხის გემო
(ავტორები : თამარ ადამია/ რეზო ბარბაქაძე- ,,იმერული ესკიზები 2“ )

ჩვენი ანზორას ცოლი ლამზირია ყველს აგროვებდა და ბაზარში გასაყიდად ეწიკებოდა. ანზორას კი პირს არ აკარებინებდა და წათხს ასმევდა.
ზოგჯერ გაიარდა ანზორა დერგთან, მოხდიდა თავზე და ჩასძახებდა: _ გამარჯობა ყველო! მერე ისევ დააფარებდა თავზე და გაეცლებოდა.
ერთხელაც ლამზირიამ კვირა დღეს ჩანთა ყველით გააფსო და ანზორას ბაზარში გაატანა.
დგას ანზორა ბაზარში და ყველს ყიდის. გამოივლიან მყიდვეები და ეკითხებიან: _ როგორია შენი ყველიო?
ანზორა ტყვილს ხო არ იტყვის? და მოკლედ პასუხობს: -ყველი არ ვიცი, მარა წათხი კაი რამეაო !

იმერული დიალექტის ლექსიკონი:
წათხი-მლაშე ბალღამი(საბა)2. ყველის შესანახად მომზადებული მარილიანი შრატი
ეწიკებოდა-ზიდავდა
გაიარდა-გაივლიდა
გაფსო-გაავსო




                                                                      მგალობელი
(ავტორები : თამარ ადამიარეზო ბარბაქაძე- ,,იმერული ესკიზები 2“ )

ბნელი და  დამშეული  90-იანი წლებია, გაჭირდა  ცხოვრება, გასატანი გახდა  ყოველი  დღე  და  საათი ამ წუთი-სოფელში.
ამიტომაც   ჩვენი მეზობელი შალიკა ღობე-ყორეს მოედო. რჩენა ხომ უნდოდა ოჯახს
და  სადმე  რამეში შნო და  უნარი ქონდა  ქე იდენდა თავდბღვირს, არ  ზოგავდა  თავს და წელს
რას გინდა  რომ არ  შრომობდა და  მოღვაწეობდაგამართა მეურნეობა, ხნავდა და  თესავდა ჭლაკვს, ბოლოკს  და  ქინძსმოჰყავდა სიმინდის ტაროი, მუხუდო, კარტოფილი,   იყოლია  ძროხები  და ღეჯები.   რომ გადახედავდი შალიკას  ეზოს რა გინდა  იმის ეზოში რომ არ  დადიოდა,   ოთხფეხები: ძროხა, კამეჩი, ცხენიხბო და  ღორი გოჭებით.   ორფეხები: ბატი, კვატა, ქათამი, ციცარი, ინდოური და კრუხ წიწლების მთელი ბატალიონი
მაგრამ მაინ  ვერ  ისვენებდა  შალია, ყოლიფერ ამ ავლადიდებასთან ერთად ნამეტანი კაი ხმა და სმენა ქონდა  შალიას, თუ ვინმე  მოკტებოდა სოფელში, და  სოფeლი  რაის სოფელიავინმე  რომ არ მოკვდესეპაიჟებოდნენ საგალობლათ, გადიოდა  დრო, ასე  უგალოფდა   შალია კვტარს და  ცოცხალს, აქიდანაც  შოულოფდა ორ  კაპეიკს.
ერთხელ კიდევ  უფრო  გაჭირდა  საქმე, ისე  გაჭირდა  რომე, ისე ეეწყო ნაწყევარი კვირე რო არ  იქნა ხეირი ვაჭრობის ამბავში, შალიამ ბაზარში ვერც  ღოჭი გაყიდა , ვერც  ბატი, ვერც  კვატა, ვერც  ციცარი

 ჰოდა  ხელცარიეული რომ დაბრუნდა  შალიკა  სახში მისმა ლოყებღაჟღაჟა  ცოლმა აწკიპა  წარბები  მაღლა, იტკიცა  ხელი ლოყაში, მერე შემოირტყა დოინჯი და ამოიფრუტუნა გაბრაზებულმა: -რა ჯანდაბა მეხი დეეცა დღეს ამ ზესტაფონის  ბაზარსკაი ბაზარს დეეცა მეხიმარა აქაც აღარც მოკვტა არევინრომე ორ  კაპიკს შამამაწევდი  შე ოხერტიალო კაცოო!
                                                        

                                                             ტაჭკა
(
თამარ ადამია/რეზო ბარბაქაძე-,,იმერული ესკიზები 2")

სახლის მშენებლობა გვაქვს, მეზობლები გვეხმარებიან.
საღამოს დედაჩემმა სუფრა გაშალა და მეზობლები დაპაიჟა.
მოხუცი ალიოშა დაუპაიჟებლად შემეეხეტა, არ უყვარდა დიდად განჯა, მეზობლებმა კარგად მოილხინეს, ალიოშამაც.
ხო და ისე გატიალდა ალიოშა რომ ფახათ ეცემა. მამაჩემმა მთხოვა; _ბოშო, მადერ რომ ტაჭკა დგია მეიყვანე და სანემ ამას აქანე ქიჩმაჩი დოუწყია თავის სახში აიყვანეო. მოვარბენინე ტაჭკა, ავიღე ალიოშა, დავაწვინე ზეთე და შევუდექი სიბნელეში ორღობეს.
მთელი დღე ჟვაპი ამინდი იყო და ისევ დოუშვა წვიმა, მოდის ორღობეში ჟენთხვა ღელე, მივჯახირობ ტაჭკით აღმართში და ამ დრო ალიოშა აყვირდა: ბოშო კალოშები გამძვრა და მომიძებნეო! გავაჩერე ტაჭკა, კაი ხანი ვეძებე ალიოშას ძირგამძვრალი კალოშები, მარა ვერ ვიპოვე, დაღმართზე ჩამოსული ღვია ღელე რას დატიებდა?
მეორე დღეა, მზიანი დილა გათენდა და მამაჩემი ჩემს უნფროს დას ეუბნება :
_
ალიოშათან ადი და ტაჭკა ჩამეიყვანეო!
გავარდა ჩემი და აღმართში, მარა მალე დაბრუნდა ცარიელი.
_
ტაჭკა სად არისო? ეკითხება მამაჩემი ბოვშს.
_
მამაჩემო მანა შვიდი ტაჭკა ეყენა და მე რა ვიცი ჩვენი რომელი იყოვო?!
თურმე ალიოშა სადაც დათვრებოდა სუყველას ტაჭკით მიყავდა სახში, რადგან მასე ყოფილა მიჩოული.
იმერული დიალექტის ლექსიკონი:
ტაჭკა-(რუსულიდან)ურიკა
განჯა-გარჯა
ფახათ ეცემა-ფეხზე დამდგარი ეცემა
მადერ-მანდ
სანემ-ვიდრე
აქანე-აქ
ქიჩმაჩი-გაწევ-გამოწევა
სახში-სახლში
ზეთე-ზედ
ჟვაპი-ნესტიანი ამინდი
ჟენთხვა-ამღვრეული
ღვია ღელე-მღვრიე ღელე
მიჩოული-მიჩვეული




                                                  ვიტალია და აზირია
(თამარ ადამია/რეზო ბარბაქაძე-,,იმერული ესკიზები 2'' )
კვირა დილაა, სოფლის ავტობუსის მძღოლს მოუხიკია მებაზრეები და დატვირთული ზესტაფონისკენ აპირობს გასვლას. დიდი გზა აქვს სავალი. ამ დროს კარგად დაჩაჩანაკებული ჟორჟიკაც გამოჩნდა, ძლივას ამობორტყიალდა ავტობუსში და წინ მეზობლის ქალს მიუჯდა. ავტობუსიც დაიძრა.
ავტობუსის ბოლო სკამზე ჯდილარიენ სოფლის მაღინდარა ბიჭები და ფეხბურთზე ლაპარიკობენ, ისმის მათი ლაქლაქი: იტალია მოიგებს, არა ბრაზილიაო! ...იტალია თუ ბრაზილიაო?
ერთხან გაყუჩული იჯდა ჟორჟიკა, თურმე ბიჭების ლაპარიკს მიყურადებული უსმენდა. მერე აწრიალდა, გაიხედ-გამოიხედა, ფახათ მგზავრებსაც ახედა, ბოლოს გვერდზე მეზობლის ქალს მიუბრუნდა და ეუნება:
-
კაი, კაჩო! ეს ვიტალია ბოშია, ბოში , მარა ეს აზირია რაღამ გადარია, ამხელა კაცი ბურთს რომ დასდევს...ყანა გოუმარგელი აქ, ახავაი, გადაირია ეს აზირიაო?
იმერული დიალექტის ლექსიკონი:
მოუხიკია-მოუგროვებია
აპირობს-აპირებს
ჯდილარიენ-სხედან
ლაპარიკობენ-ლაპარაკობენ
დაჩაჩანაკებული-დავრდომილი?
ამოპორტყიალდა-ამობობღდა
გასარები-გასავლელი
ჟილარიან- ჩამომსხდარან
მაღინდარა-ლაზღანდარა
ფახათ-ფეხზე დამდგარი
გოუმარგელი-გაუმარგლავი



                                             
                                                                   ტუსაღი
(თამარ ადამია/რეზო ბარბაქაძე-,,იმერული ესკიზები 2" სამუშაო ვერსია 2019 14 დეკემბერი )
ყველა სკოლას ყავს დამლაგებელი და შურაც იყო ჩვენი სკოლის დამლაგებელი. ყოველდღე უპწკიალებდა ბოვშვებს და მასწავლებლებს ყოლიფერს, რომ არ შეეჭამა მუნს.
დამლაგებელი რისი დამლაგებელია, თუ უთენია არ მივიდა სკოლაში, არ გახსნას სკოლის კარები, არ გადაწმინდოს ტვერი და არ დაანთოს ცეცხლი გამჭვარტლულ ღუმელებში.
ჰოდა ერთ უთენიას, როცა შურა მიფლატუნობდა სკოლისკენ ხედავს-შუა შარაში არის ერთი გინების კორიანტელი და ვაიუშველებელი-ჩხუბობს მეზობლის ორი ყვინჩილა ბიჭი, უმტვრევენ თავყბას ერთმანეთს, მოდით ორივეს ლიამპარი სისხლი თავ-ღრანჭიდანი.
დაინახა თუ არა შურამ ეს ამბავი წამოიკივლა: - უი,ამას რას ხედავს ჩემი თვალებიო და გეიქცა გასაშველებლათ. მაგრამ სანამ იქნამდის მიჩლატუნდა, ქე გამოაძრო ერთმა ვალინკის ყელიდან ორპირნალესი დანა და ფუშა მეორეს ფაშვში.
კიდო კარგი დაჭრილი გადარჩა ექიმების წყალობით, მარა შეიქნა გარჩევა ზესტაფონის სასამართლოში და დეიბარენყე შურა მოწმეთ. შურა ალალმართალი ქალი იყო და ხანჯლაობის ამბავს რაც იყო და რაფრაც იყო მოყვა სიტყვა-სიტყვით.
მაგრამ, როგორც ხდება მოსამართლეებს ხომ არსად ეჩქარებთ, ამ მოსამართლემაც გადადო სასამართლო. დეიბარეს შურა მეორეთ. შევიდა შურა სასამართლო ზალაში და გაიხედ-გამოიხედა. ხედავს ორივე ყვინჩილი იქ არის გამოჭიმული. შეხედა შურამ ერთს და შეაწუხა სინდისმა, წამოუვიდა ნაკავები ცრემლები თვალებზე. შეხედა მეორეს, კიდევ შეაწუხა სინდისმა და ოუჩქროლდა გული სიბრალულითი. იფიქრა-ორივე ჩემია და ან ერთი რაფერათ გევიმეტო და ან მეორეიო და შეცვალა გამოკითხვის ჩვენება: -იქნება გადავარჩინო დაჭერას ორივეიო.
მორჩა შურა ანბის ყოლას და აწკაპა მოსამართლემ ცალი წარბი. გოუყარა შურას თვალი-თვალში და ჩვენების შეცვლისთვის გამოუწერა წინსწრებით ტუსაღის გალია. უკრეს შურას თავი კლეტკაში და დაადვეს სამფუთიანი ბოქლომი ზედე.
ზის შურა კლეტკაში და მოთქვამს.
გეიგო ე ამბავი სიძე-ზურიამ, იქირავა მანქანა და გავარდა ზესტაფოში, მიაკითხა პატიმარ შურას სატუსაღოში, გემეიჯგიმა გალიის წინ, აათვალიერა რეშოტკასთან აზუტული, ტირილისგან თვალებდასიებული სიდედრი და ეუნება: -რა ჯანდაბა გინდა შე შობელძაღლო აქა?
ამის გაგონებაზე კიდევ უფრო აზლუქუნდა შურა და აუღრიტინდა სიძეს: -ე, ბიჯო,ზურია, არ დამტოვო აქანე, მამიხერხო იქნება რამეი, გამამათრიო აქიდანიო და ჩემ ხმას აღარ გეიგონეფ, სულ თავს შემოგევლებიო.
ზურია კიდევ უფრო გაიჯგიმა და ეუბნება: _ქე არ ხარ გამოსაშობი აქიდან, ამათ მეეცათ ლხენა, მარა ბოვშებს რა უყო, პენცია-ხელფასსე ორ კაპეიკს რო ჩუქნიხოლმეო?
უფრო აზლუქუნდა შურა და ისევ შეეღრიტინა სიძეს: -ე, ბიჯო,ზურია, არ დამტოვო აქანე, ხმის ამომღები არავარ სიცოცხლის ბოლომდეო!
სიძე კაცი თავს ხომ არ შეირცხვენდა, მოძებნა ნაცნობები და შეაღწია პროკურორამდე, ახლა ზურიამ დაუწყო ღრიტინი პროკურორს: -რა ვქნა ბატონო პრაკურორო, ქე ძაან არ მინდა ჩემი სიდედრის აქიდან გაშობა, თქვენ გაგახარეფთ ღმერთი, მარა სკოლა ჩავარდება ნამეტანი ჭირში-ბდღვირი წეიღეფს იქოურობას და დეესევათ ბოვშებს ტილი. მეისხი იმ ბოვშების მადლი და ნუ გააცამტვერეფ სოფლის შკოლასაო.
ისმინა პროკურორმა ზურიას ღრიტინი, მეიფშვნიტა ხელები და გამოუწერა შურას 2000 ლარიანი გირაო.
შურას თავისუფლებას შეეწირა 10 ინდოური, 5 გოჭი და 1ხბო


                                                                ბიჭიკოს ხაფანგი
(თამარ  ადამია /რეზო  არბაქაძე   ,,იმერული  ესკიზები2“   )
  გაჭირდა  ქალაქში  საქმე, ამასობაში   მოუწია ალომ ბიჭიკოსაც   და ქე ჩამევიდა სოფელში მამა-პაპურ კარ-მიდამოში,   ფიქრობდა  : _   ორი ტარო სიმინდი ეგებოა მევიყვანოო!  არა და შენ ხარ ჩემი ბატონი, ახალგაზდობაში იცოცხლეთქვა არ აკლდა თანამდებობები და ზურგიანი ძმაკაცობა.
     ხო და სიმინდი კაია იცოცხლე-თქვა,   ცხელ მჭადს რო ააგდებ კეცზე და მოუჯდები ჭყინტ ყველთან ერთად მარა,  ე მჭადი ხო გინდა შეინახო უთაგვოთ. ბიჭიკომ  რომ  სიმინდი  მოიწია  სწორედ,  მაშვინ   დეერია ბიჭიკოს სახსა  და  სასიმინდეს თაგვი და ვირთხა ,  ფინჩხა და ხემსი აღარ დატოვეს შკაფში და სიმინდი,  თხილი და ნიგოზი ეზო-კარზე.
     გამწარებული კაცი რას აღარ მეიფიქრებს და გოუშვა ბიჭიკომ ზარი შინაგან საქმეთა სამინისტროში და შენ გგონია მიმღებში? ან ის იკითხა საშვს თუ დოუშობთო?  ან გადამამიმასართეთო? არა ბატონო-პირდაპირ მინისტრთან.
      -ალოო,   ისი რა ქვია,   შოთა,   ბიჯო რავა ხარ,   რავა?   დაგვიძველდა პურმარილი...ისი,  რა ქვია,   შოთა ერთი სათხოვარი მააქ შენთან-თაგვი შემომესია ნამეტანი და რაცხა უნდა მიშველო ბიჯო...
       ამნაირათ იყო საქმე თუ იმნაირათ ქე ილაპარიკეს გულიანად ძველმა ძმაკაცებმა და დახმარებას  შეპირდა  მინისტრი  მეგობარს.      მორჩა  თუ  არა ტელეფონზე  ლაპარიკს  მინისტრამა    გადარეკა   კოლონიაში:  -კაცი მოვა ახა ჩემგან და აპა თქვენ იცით ყურადღება მიაქციეთო!
       დატრიალდა კოლონიის  დიდი და პატარა თანამშრომელი.   ე პატიმრები ხეხავენ და აპრიალებენ ყოლიფერს,   ბზინავს ჯამი და კასრული და ელოდებიან დიდ  სტუმარს;  ბოლოს  და   ბოლოს მინისტრის გამოგზავნილმა რევიზიამ, რომ წუნი დაადოს რამეს,  ხო გააციმბირებენ ყველას.   მოკლეთ მიდის დიდი ტრიალი და ამ  დროს  კოლონიაში მოჩლატუნდა ბიჭიკო თავისი თოლია მასკვიჩით.   გამეეგება ციხის უნფროსი,  უყურებს თვალებგაფართოებული,   ფიქრობს ალბათ საწყალი-იქნება უბედურობის მეხი არ გავარდესო და ამ  დროს ამოღერღა ბიჭიკომ დაიაზმებით:
    -ისი,   რა ქვია,   მინისტრმა რომ დაგირეკათ თქვენე,   ხო,    ის კაცი ვარ მე.   თაგვი შამამეჩვია ბევრი და ერთი ორი ცალი ხაფანგი იქნება გამატანოთ ციხიდან,   კაი გამძლე არის თქვენ ციხეში გაკეთებული ხაფანგებიო.
      გედეირია ციხის უნფროსი:
    -შენ დაგექცა ოჯახი! შე  ოხერო,  ქე დაგვწყვიტე ხალხი ნერვიულობითო!   მიხედეთ ამ უპატრონოს,   რაცხა უნდა გაატანეთო! -დეიყვირა გაცოფებულმა.
    გოუმსეს ბიჭიკოს ხუთი ტომარა ხაფანგით,  დოუბრიგნეს ბაგაჟნიკი ნასიპათ და გამოაგდეს სახში.
      ის დღე იყო  ბიჭიკოსთან, მის  სამეზობლოში  და  კიდე  მთელი სოფლის გარშემო აღარ გაჭაჭანობულა  თაგვი და ვირთხა.
2016 წ.
იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
 ალო-დრო-ჟამი
ქე-კი
ჩამევიდა-ჩამოვიდა
ეგებოა-ეგებ
მევიყვანოო-მოვიყვანოო
შკაფში(რუსულიდან)კარადაში
გოუშვა-გაუშვა
დოუშვებთო-დაუშვებთო
ისი-ის,  რაღაც
რაცხა-რაღაც
ბიჯო-ბიჭო
ილაპარიკეს-ილაპარაკეს
ახა-ახლა
აპა-აბა
ყოლიფერს-ყველაფერს
კასრული(რუსულიდან)-ქვაბი
მოჩლატუნდა-ფეხისთრევით
გამეეგება-შეეგება
მოსკვიჩი(რუსულიდან)  მცირე  ზომის  მსუბუქი  მანქან
უბედურობის-უბედურების
დაიაზმებით-ნელ-ნელა  დინჯად
თქვენე-თქვენ
შამამეჩვია-შემომეჩვია
დოუბრიგნეს-დაუტენეს-დატვირთეს
ბაგაჟნიკი(რუსულიდან) -საბარგული




ორი გაჭირვებული
(თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაძე ,,იმერული  ესკიზები2”)
    გაჭირებული კაცი ნამეტანი დოუკვირებელი ყოფილა ბატონო.   დოუკვირებლობა კიდე ათას ჯიფთაგ შარს გადაგყრის.
     ხო და გოუჭირდა ნამეტანი ქალაქში  საქმეებზე  ჩასულ ედოს.    რავარი საქმეა-დილიდან წამოსული კაცი საღამომდე უბურნიას რომ ვერ მიაგნეფ?  სა უნა წეეღო  მთელი დღის  ნასვამი ე ამდენი პივა და არაყი? ხო უნდა მიეცა  გზა-კვალი და გამოსავალი?
    იწმაწნა ედო მთელი დღე,  იგრიხა და ითფინა და რავარცხა იქნა საღამორელე მიაგნო საჭირო ადგილს .  შევარდა შიდე მარა იმნაირი სიბნელე დახვთა, თვალში თითს ვერ მიიტანდა კაცი.  რას დეეძია სიბნელეს ე გაჭირებული,   ეცა კარებს  გამწარებული,  გამოაღო და მიუშვა სულმოუთქმელად.
        ამეისუნთქა კაცმა, ამოუშვა ნეტარებისა და არყის ოხშივარი ერთათ.   ის იყო აპირებდა უკან მოტრიალებას ბედნიერი და გახარებული,  რომე მეესმა ღმუილში შერეული წკმუტუნი:  _რა შობი შე პატრონსაკვტაო,   რო შამამივარდი აქანა,  რომ  მომაშარდე   აქანა,  თვალში ვერ უნა გამეიხედო?  იქნება და ვინმეა შიდეო!
      გოუფართოვდა ედოს თვალები,  წამოუვიდა სიმწრის ოფლი,  მერე  გაბრაზდა   და სიბნელეში   ამეილუღლუღა რავარცხა იქნა:  -კაცოო,  აქ თუ იჯექი ვერ თქვი,   ხმა ვერ ამეიღეო?
      -შენი პატრონი ბებია ვატირე,   ხმას რაფერათ ამევიღებდი,  ისე  შემოვარდი,  პირი რო გამეღო ქე გამგუდავდი აქანეო.  ამოიკვნესა  სიბნელეში  უცნობმა.

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
ნამეტანი-ძალიან
დოუკვირვებელი-დაუკვირვებელი
ჯიფთაგი-ჯიუტი
გოუჭირდა-გაუჭირდა
რავარი-როგორი
უბურნია- (რუსულიდან) საპირფარეშო
სა-სად
ე-ეს
წეეღო-წაეღო
პივა- (რუსულიდან)ლუდი
იწმაწნა-იგრიხა
ითფინა-ითმინა
რავარცხა-როგორღაც
საღამორელე-საღამოხანს
შიდე-შიგნით
მარა-მაგრამ
იმნაირი-ისეთი
დეეძია-დაეძებდა
ამეისუნთქა-ამოისუნთქა
ერთათ-ერთად
რომე-რომ
მეესმა-მოესმა
შობი-აკეთებ
პატრონსაკვტაო-პატრონმკვდარო
რო-რომ
შამამივარდი-შემომივარდი
აქანა-აქ
გამეიხედო-გამოიხედო
შიდეო-შიგნითო
გოუფართოვდა-გაუფართოვდა
ამეიღეო-ამოიღეო



კუბო ჩამოტარებით
(თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაძე ,,იმერული  ესკიზები2”)

                ხის ნამეტანი კაი ხელოსანი იყო თაზო.    ყველაზე უმფრო კარქათ კუბოების კეთება ეხერხებოდა და აკეთებდა თავგამოდებით.
     დაუხვავებია  ე კუბოები   კარმიდამოში მეკუბოვეს  _ ზოგი ზაბორზე აუყუდებია,   ზოგი ბალკონზე,  ზოგიც  კიბეზე.
      ერთი  პერიოდი    გაჭირვებია თაზოს თავისი  ნახელავის   გაყიდვა, ნამეტანი შეწუხებულა,    რომე   ამდენი ტავარი ჩოუწვა და  დაუწყია კუბოების  აღმა -დაღმა  ტარება ბაზრობაზე  გასაყიდათ.  მარა მაინც  არ  ეყიდებოდა,   მერე    რა  ექნა?    ხომ  არ  დატიებდა   ბაზარში  ნაჯაფ  კუბოს?  ამიტომ  ისევ    შემოაგდებდა     მაშინის  თავზე  და  მოარბენინებდა  უკან.
       მეზობელი  ციალა  ნამეტნავად  შეაწუხა  კუბოების  აღმა-დაღმა  ტარების  ყურებამ,  გედირია    და  აქოთქოთდა:    _რა ჭირი და სიკვტილი დაატრიალა ამ უპატრონომ?   რა უნდა,  რას გადამეკიდა ამ თავის კუბოებით?    აპა ქალო რავარი საქმეა-გევიხედავ დილაუთენია-კუბო მირბის,   გამევიხედავ  შებინდებულზე-კუბო მორბის.  გამისკტა კაცო გული.  მამაცილოს ე კუბოები აქიდან,  რო აზვინა და აახვავა,  აბა  რა  ეგონა?     მაგ რეტიანს ჯერ კვტარი მეეძებნა და მერე ეკეთებია ე ამდენი კუბო.   უი,  მაგ ჩავაწვინე მაგ კუბოებში სათითაულოთ...
   თაზო  კი  დადიოდა  მაშინის  თავზე  შემოდებული  კუბოთი და  ვისაც  კი  ნახავდა  ეღრიტინებოდა:  თუ  კაცი  ხართ   გამაყიდიეთო!.  ერთ  დღესაც  შეხვედრია ძმაკაც  მუთოს და  შეუჩივლია :  -ე ბიჯო,  იქნება რაცხა მიშველო,  დავარბენიეფ ამ კუბოს ყოველ მხარეს და აღარც მოკვტა არევინ,   რო მივაშაო და გავყიდო.  იქნება   და   ერთი-ორი კვტარი ქე გეგულებოდეს სადმეო!
    აუჩეჩია  თურმე   მუთოს მხრები,    დაუკვარკვალებია  თვალები, მიბრუნებულა  და  უთქვამს  ძმაკაცისთვის:  -რა ვიცი თამაზა,  გევიკითხავ   ჩვენსკენ სოფელში,   იქნება   ქე უნდა ვინმესაო.

იმერული დიალექტის  ლექსიკონი:
კაი-კარგი
უმფრო-უფრო
კარქათ-კარგად
ნამეტნავად-ძალიან
ზაბორზე-(რუსულიდან)ღობეზე
ბლკონზე-(რუსულიდან)  აივანზე
მაშინის-(რუსულიდან)მანქანის
გასაყიდათ-გასაყიდად
გედირია-გადაირია
დატიებდა-დატოვებდა
სიკვტილი-სიკვდილი
აპა-აბა
რავარი-როგორიგევიხედავ-გავიხედავ
გამევიხედავ-გამოვიხედავ
გამისკტა-გამისკდა
მამაცილოს-მომაცილო
ე-ეს
კვტარი მიცვალებული
მეეძებნა-მოეძებნა
რაცხა-რაღაც
დავარბენიეფ-დავარბენინებ
არევინ-არავინ
დაუკვარკვალებია-დაუტრიალებია
გევიკითხავ-გავიკითხავ




მეფქვილე
 (თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)   

ჩვენს  სოფელში  ერთი  მეფქვილე ალია  დადიოდა.  ხან  ფქვილს  წიკავდა ჩოკინა ტრაქტორით,   ხან  ქატოს,  ხანაც     მიცვალებულს.   
     ქატოს  მომლოდინე  გლეხები ალიას  ტრაქტორს   უკან დასდევდნენ  და  მისძახოდნენ:  ალია  ერთი  დამიტიე,   ალია  მე  კიდო  ორი დამიტიეო!
   ისიც  აჩერებდა  და  ტიებდა  ფქვილის   და  ქატოს  ტომრებს.  
  ერთხელ  ჩვენი  მეფქვილე  თურმე  მიცვალებულს  მიასვენებს.  მაგრამ  რა  იციან  გლეხებმა?
მიჩოული  გლეხები  მისდევენ     და  მისძახიან:  ალია  ერთი  დამიტიე,  მე  კიდო  ორი დამიტიეო! როცა  გლეხებმა   დიდხანს  სდიეს,   ორი დამიტიე,  ორი  დამიტიეს  ძახილით.    გაბრაზდა  ალია ,  გააჩერა  ტრაქტორი  და  გამოსძახა:    ერთ  მივასვენეფ   თქვე ოხრებო  და  ორი  როგორ  დაგიტიოთო?
     ერთხელაც   სოფელში  ორი  კაცი  გარადაიცვალა, ერთი  მაღალი  იყო  ცხონებული,  მოერე  დაბალი.   მაღალი   სოფლის  ბოლოში ცხოვრობდა,  დაბალი  მეორე  ბოლოში. 
    ორივე  ოჯახმა  ალია   დაიქირავა.   გაუხარდა  ალიას-  ერთ ხარჯში  მოვემსახურები  ორივესო და მეორე  დღესვე  ორივე  ოჯახს  კუბო  ამოუტანა. მაგრამ  კუბოს  თავები  აერია.      
   დასაფლავების  დროა,   მესაფლავეებმა   ვერ იქნა და ვერ მოარგეს კუბოს თავი.ზომავენ და წონიან ათასნაირათ. უსაყვედურეს  ალიას-რატომ არ  ერგება  კუბოს  თავიო?
    _  რა  ვიცი  კაცო, ეგ კუბოები   ევროსტანდარებით  არის გაკეთებული და  რატომ არ  ერგებაო?-  გაკვირვებულმა    იკითხა  და  იქაურობას  სასწრაფოდ  გაეცალა.
   ერთხელაც   მოკვტა ერთი ცხონებული კაცი სოფელში.ზამთარია და დეესტრო იმ გაჭირვებულს უნაიროთ დიდი თოვლი.მიაკითხეს ალიას-მიცვალებული წაგვასვენებიეო.გეიხედ-გამეიხედა ალიამ იქით-აქეთ და ეუნება: _ამხელა თოვლში ერთის გულისთვის ვერ წამოვალო!

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
წიკავდა-დაატარებდა
დამიტიე-დამიტოვე
მიჩოული-დაჩვეული
მოკვტა-მოკვდა
დეესტრო- იმ   დროს...?
უნაიროთ- უზომოდ



საიქიოს მკვლევარი
                      (თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაძე-,,იმერული  ესკიზები2“)

      კაი ხნის წინ მოუკვტა ქმარი შურას. მაგრამ   ის დღე იყო და არ აკლებდა ცოლი ცხონებულს საკურთხს,  პარაკლისებს, ლოცვებს ,  სანთელს და საკმეველს.  რაც გეეგო და არ გეეგო ყვებოდა თანე. თანაც ნამეტანი თავგამოდებით კითხულობდა ერში თუ ბერში-ეს რაფრა ვქნა და ის რაფრა ვქნა,   რანეირათ გავახარო იმ  საიქიოში ჩემი ჟორჟიკაიო?
    ერთ  დღეს, არც თერჯოლის ავტობუში უღალატა შურამ ნირს და მოყვა ქაქანს და შეკითხვებს მგზავრებთან: _ რაფერ  ჯობია  ჩემი  ჟორჟიკასთვის-  ასე  თუ  ისეო?   მარა არ მოწონდა მაინცდამაინც მიღებული პასუხები.  უფრო მეტი უნდოდა გეეგო საიქიოზე.
     ამ ქაქანში იყო და ძევრის გადასახვევთან ამევიდა ავტობუში ახალგაზდა მამაო. გოუპწყინდა შურას თვალები-აქაო და ძირისფესომდე ჩამახედებს მამაო  იმქვეყნის  ავან-ჩავანში და შეილება ჩემ ჟორჟიკაზეც ქე მითხრას ორი სიტყვაო და  მოუსკუპტა ამ მგზავრობისგან არაქათგამოცლილ მღვდელს შურა გვერდში,  მოაღო პირი, დააყარა და დააყარა კითხვები:  _  მამაო  სანთელი რამდენი ავანთო და რომელ მხარეს დოუდგა ჟორჟიკას სურათსო?   რამდენი კოკორი მოვჭუპნო-კენტი თუ ლუწიო?  ჟორჟიკას სურათი აღმოსავლეთით დავკიდო თუ დასავლეთითო?...
     უსმენდა გულშეღონებული მამაო შურას,  მალიმალ  იმშრალებდა   ცხვირსახოცით  ოფლს   და  მშვიდად  ცემდა რაფერაც შეეძლო პასუხებს.
    ბოლოს მეიფშვნიტა შურამ ხელები,   გადახედა მამაოს ცალი თვალით და თხლიშა ამოუხსნელი კითხვა:   -  მამაო,  ნეტაი პურ-მარილს ხომ  არ  მიწუნებს ჩემი ჟორჯიკია,  ამ საკურთხებს რო ვაკეთეფ  და  ვაკეთეფ,   მიუდის თუ იცი ჩემ ჟორჟიკას იმ ქვეყანაზე?
       ამოუვიდა მამაოს  კიღამ სული ყანყრატოში,    უცეფ    გედიწერა პირჯვარი,  მოუბრუნდა შურას და  დეიყვირა გამწარებულმა:  _რა გინდა ქალო,    რას გადამეკიდე,   ჩხარიდან მოვდივარ,   საიქიოდან კი არ მოვდივარ, რა ვიცი მისდის თუ არა კაცო, შენს  ჟორჯიკიას  მაი  საკურთხი,   უჰ!
     შურამ  შეშინებულმა  შეხედა  მამაოს    და  ხმა გაკმინდა.  

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
მოუკვტა-მოუკვდა
გეეგო-გაეგო
რაფრა-როგორ
მაინდამაინ-მაინცდამაინც
ამევიდა-ამოვიდა
გოუპრწყინდა-გაუბრწყინდა
ძირფესობამდე-ძირფესვიანად
მოვჭუპნო-  იმერეთში  მიცვალებულის  სახელზე  ხაჭაპურს ან  ლობიან   აკეთებენ,  ცომს  ნაოჭებით  უკრავენ  თავს,  რამდენი  ნაოჭსაც  აასხამენ  იმდენ  მიცვალებულს  ახსენებენ
რაფერაც-როგორც
მეიფშვნიტა-მოიფშვნიტა
ნეტაი-ნეტავ
გედიწერა-გადაიწერა
კიღამ-კინაღამ
დეიყვირა-დაიყვირა
  


სანდროიას  გოგო
(თამარ ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)

       ოლიას  ქალაქელი  შვილიშვი  ყავდა,  სახელად  სანდრო.
       ერთხელაც  ჩამოვიდა  სანდროია  და  თან უცხო   გოგოც  ჩამეიყვანა.  
     დასდევს  ბებია  ამ  გოგოს,  უნდა  პატივი სცეს,  ხვარ  შეარცხვენს  შვილიშვილს?  უყურადღებოდ  არ  ტიებს,  ფიქრობს   ჩემი  სარძლოაო  და თავს  ევლება.
  მაგრამ,  მალე  ხასითი  გაუფუჭდა,  ვერ  მოითმინა და   სანდროიას  გაბრაზებულმა  მიახალა: _ ე,  ვინ  ჩამოიყვანე  სანდროია? ახავაი,  კარის  ჭუჭრუტალადან  გავხედე  გოგოს  ფეხები აუპლაკია  და  სიგარეტს  ახრჩოლებს,    ტუალეტში წავადექი  და  ჩაკუნცხული  ახრჩოლებს.      უნდა  იცოდე,   ბებია  გენაცვალოს   ეგ   გოგო   პატიოსანი  არ იქნებაო!    
     _დაწყნარდი  ბებია,  ეს  არაა  ახალი  ამბავიო!    მშვიდად  მიუგო  სანდროიამ.



როდინაულელი  გიუშა  ოსვენციმში
(თამარ ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)
     
41-ში   ომი  დეიწყო თუ  არა,  ჩვენი  როდინაულელი  გიუშა   პლენათ ჩოუარდა ნემენცებს.  უკრეს ოსვენციმში თავი საცოდავს და სანამ ე ოხერი ომი არ დამთავრდა აღარც ანახეს ეკლიანი რეშოტკის იქით აღარაფელი.  
      გაატკუციეს ნემეცებმა   გიუშას ხუთი წელიწადი შიერ-წყურვალს შიდე.  მარა რა გინდა?    მაგან უნდა თქვას იღბალი მქონიაო,    ხუთი წელი რო პლენობას გედეიტან,  მერე რაღა მოგკლავს?  არა და ქე უპირებდენ ერთხელ თურმე გაზის  კამერაში  მოგუდვას.
      რა  იყო და,  წითელი იყო გიუშა თელათ,   თმიან-წარბიან-წამწამიან-ულვაშიანა და რო დოუნახია ფელდ მარშალს  ბანაკში, გადარეულა კაცი:  -ებრეელია ე ოხერი   და შეაგდეთ  გაზის  კამერაშიო!
      გამეიყვანეს გაძვალტყავებული გიუშა მოედანზე და დოუწყეს შემოწმება:    ჩააძვრეს შარვალი,   უტრიალენყე გარეშამო და გაუკვირდათ,  ყოლიფერი   ავლა-დიდება  ქე აქვს  ადგილზე   და ქე გამეიყურება  იმნეირათ,  რავარცხა უნდა ქონდეს კაციშვილს დაბადებიდან  ი  საოხრე.
        შემეიდო ფელდ მარშალმა მაჯა ყპაზე და დეიწყო ფიქრი: _ რანეირათ გევიგო ახა ამის ებრეული ჩამომავლობაო?   მერე გოუპწყინდა უცფათ თვალები და გოდულაპარაკა აფიცერს რაცხა:   -„შლახენ,შლუხენო“ და დეეშო აფიცერი კუხნაში,    გამოათრია დიდი გობით ღორის ქონით გატიპტიპებული პიმპილიანი სალა და დოუდ ამ შიერ გიუშას წინ და უბძანა:   -„ესენ,ტრინკენო!!! “.
       წამოუვიდა გიუშას ლორწკი პირზე,   რას იფიქრებდა   ე    გაჭირვებული,  ლაგერში ღორის სალას თუ აღირსებდენ.   მეეცა პაწა იმედი _  აწი  რაღა  მომკლავსო!   მეიფშვნიტა ხელები და შემოუჟდა გერმანულ სალას მონდომებით.   მოცხო პარი და ქე მოაპრიალა ე გობი გემოზე,   მერე გადაწვა სკამზე,   გადახედა ფელდ მარშალს,   გაშალა ხელები და დეიძახა კმაყოფილმა და გამაძღარმა:  -თქვენ აგაშენათყე ბატონო ღმერთმა,   კი არ მევითქვი სული კაცმაო!? “
   დაკვესა ფელდ მარშალმა თვალები და შეიჭმუხნა შუბლი,    არ გოუმართლა ჩანაფიქრმა და გააგდო გიუშა პანღურის რტყმევით და „შლახენ-შლუხენის“ ძახილით ისევე კამერაში.

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
პლენათ-(რუსულიდან)ტყვედ
ნემეცებს-(რუსულიდან) გერმანელებს
რეშოტკის-(რუსულიდან)  მოაჯირიდან
აღარაფელი-არაფერი
გაატკუციეს-იგულისხმება გაატარებინეს
შიდე-შიგნით
გედეიტან-გადაიტან
სტენკა-(რუსულიდან)-კედელი
თელათ-ერთიანად
დოუნახია-დაუნახია
ებრეელია-ებრაელია
გამეიყვანეს-გამოიყვანეს
უტრიალენყე-უტრიალებენ
გარეშამო-გარშემო
ნამეტანი-ძალიან
მარა-მაგრამ
ყოლიფერი-ყველაფერი
გამეიყურებოდა-გამოიყურებოდა
იმნეირათ-ისეთნაირად
რავარცხა-როგორც
საოხრე-სასირცხო  ადგილი
შემეიდო-შემოიდო
ყპაზე-ყბაზე
დეიწყო-დაიწყო
რანეირათ-როგორ
გევიგო-გავიგო
ახა-ახლა
გოუპრწყინდა-გაუბრწყინდა
უცფათ-უცებ
გოდოულაპარაკა-გადაულაპარაკა
დეეშო-დაეშვა
კუხნაში-(რუსულიდან)სამზარეულოში
გატიპტიპებული-სავსე
პიმპილიანი-პილპილიანი
სალა--ქონი (გამდნარი)
დოუდვეს-დაუდვეს
ლორწკი-დორბლი
ლაგერში-ბანაკში
მეეცა-მიეცა
პაწა-პატარა
მეიფსვნიტა-მოიფშვნიტა
შემოუჯდა-შემოუჯდა
მოცხო  პარი-მიადო   პირი
დეიზახა-დაიძახა
აგაშენტაყე-აშენდით
მევითქვი-მოვითქვი
გოუმართლა-გაუმართლა
რტყმევით-ცემით






კაკულას  ცხენი
               (თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2“)
    
   სოფლის ცენტრში მაღაზია აქ ვალერას.ულაგია ათასი ხარახურა და სანოვაგე შიდე.
ვერ  მოისვენა  ვალერამ  და მიაშენ- მოაშენა,   გაწელ- გამოწელა ე მაღაზია და ,,პლაშადებიც“ ქე დაარტყა გარეშამო.   უვლის ვალერა მაღაზიას და არ აკარებს ცივ ნიავს. დასდევ  ტრაქტორს  და  მაშინას  ახლოს  თუ  მიუყენეს.
     ერთ  დღეს  გამევიდა აგვისტოს გაგანია ხვატ სიცხეში მაღაზიიდან ვალერა და ხედავს მაღაზიის ,,რეშოტკაზე“ მიუბია ვინცხას გადალასლასებული ცხენი  და   აქ ცხენს გარეშამო ნაფუნი და ნაშარდი.   დააჟდა ვალერას თვალები კეფაზე და დეიკივლა გაცოფებულმა:  -ვისია ე ტრაწიანი ცხენი თქვენი პატრონი ბებია ვატირეო!!!
      ჩემია ვალერი ბიძია!-გამოძახა წყნარად  კაკულამ ,,ასტანოვკიდან“.
    _მერე ბიძია შემეიყვანე მაღაზიაში,  დაგისიცხავს აქანა,  ვერ ხედავ რანეირი სიცხეაო? -გასზახა  გაბრაზებულმა ვალერამ  და ისევ  მაღაზიაში დურთა თავი. 
იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
შიდე-შიგნით
პლაშადებიც-აივანი
გარეშამო-გარშემო
მაშინას-(რუსულიდან)მანქანას
გამევიდა-გამოვიდა
რეშოტკაზე-(რუსულიდან) მოაჯირზე
ვინცხას-ვიღაცას
გადალასლასებული-გამხდარი
დააჟდა-დააჯდა
ასტანოვკიდან-(რუსულიდან)გაჩერებიდან
დურთა-შევიდა

თევზაობა
                         
(თამარ  ადამია/  რეზო  ბარბაქაზე-,,იმერული  ესკიზები2)
     სამამულო ომია, ნამეტანი გაჭირდა საქმე, დეიმსა ცა და ქვეყანა,  თუ  რამე  გააჩნდა  ხალხს-   ფინჩხა და ხემსი,  ფრონტზე იგზავნებოდა და   ქე  იყვნენ  მშირ- მწყურვალი.
       ჩვენთან  სოფელში ვახტოს ზურგში წვრილშვილობა ყავდა სარჩენი და რო არ დეეხოცა ოჯახი შიმშილით   ედებოდა ღობე-ყორეს.
      ერთ  დილაზე   გეიღვიძა  ვახტომ ცარიელი სტომაქით და ეუნება ცოლს,  სახელად  ციალას:  -ქალო,   გევივლი მდინარისკენ,   იქნება ქე დევიჭირო ორი ღერი ღორჯო,   ერთი ინჯრა საჭამადი მაინც იქნებაო.  დამშეულმა  მეიკიდა ბადე ზურგზე და წევიდა სათევზაოთ.
       იხეტიალა მდინარის ჭენჭყოში,  იბოდიალა მდინარის  ჩქერში, უსვა ბადე ხან მარცხნივ,  ხანა  მარჯვნივ,    მარა ბაყაყის და ყვაჭიჭის მეტი არ მოყვებოდა არასფელი.
    ამასობაში  წამევიდა  შუადღე,  დეიღალა და დეიქანცა კაცი   და ეეწვა კუჭი შიმშილისგან.  წამოლასლასთა სახლისკენ მშიერი.
   მიდის  ვახტო  ზოზინით  და  გზად  გედეეყარა   გაჩაჩხულ წაწალახ  ტყემალს,  იფიქრა:  _სახში რაცხას მაინც მივიტანო, მერე  მიადგა  და   ქე მოჟვეტა უიმედოთ  და გატენა აბგა პირთამდე.
     შევიდა ვახტო სახლის კარში და შემეეხვიენ მშიერი ბოვშები-მამამ თევზი მეიტანაო.
      -ჰა,  ბოშო,  გეიწით,  გეიწიეთ  გვერძე,    ფხამ არ გაქკრათაო! 
მერე სასწრაფოდ  მოხსნა აბგას თავი,   გადმოაყუდა და მოარიალა ე წაწალახი, ჟიჟმატი ტყემალი გობზე.    რრრრრრრრრრრრ-დეიძახა ტყემალმა და გეივსო გობი პირთამდე. 
     -ჰა ჭამეთყე თქვე შობერძაღლებო,  იქნება ქე გაგხეთქოთყე ფაშზეგადოუგდო დაღლილი სიტყვა წვრილშვილს და წამოწვა ნიკოლოზისდროინდელ ტახტზე.

იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
ნამეტანი-ძალიან
დეიმსა-დაიქცა
ფინჩხა-ნამცეცი
ხემსი-იგივე ნამცეცი
დეეხოცა-დაეხოცა
გეიღვიძა-გაიღვიძა
სტომაქი-მუცელი
გევივლი-გავივლი
ინჯრა-ულუფა
საჭამადი-საჭმელი
მეიკიდა-მოიკიდა
წევიდა-წავიდა
სათევზაოთ-სათევზაოდ
ჭენჭყო-ჭაობიანი ა დგილი
ყვაჭიჭი-ახალგაზრდა, პატარა ბაყაყი
არასფელი-არაფერი
წამევიდა-წამოვიდა
დეიღალა-დაიღალა
დეიქანცა-დაიქანცა
ეეწვა-აეწვა
წამოლასლასთა-წამოლასლასდა
გედეეყარა-გადაეყარა
წაწალახი-მკვახე, მწარე,  მჟავე
ჟიჟმატი-იგივ მჟავე
რაცხას-რაღაცას
პირთამდე-პირამდე
მოჟვეტა-დაგლიჯა (გლეჯით  კრეფა)

უიმედოთ-უიმედოდ
შემეეხვიენ-შემოეხვივნენ
ბოვშები-ბავშვები
მეიტანაო-მოიტანაო
ბოშო-ბავშვო
გეიწით-გაიწით
გვერძე-გვერდზე
დეიძახა-დაიძახა
ეივსო-გაივსო
ჭამეთყე-ჭამეთ
გაგხეთქოთყე-გაგხეთქოთ
ფაშზე-ფაშვზე
გადოუგდო-გადაუგდ


 ქორწილი  იმერეთში

        (თამარ  ადამია  და  რეზო  ბარბაქაზე _იმერული  ესკიზები-2)
         
    ჩემმა  ბიძაშვილმა ზაფხულში  ქორწილი  გადაიხადა  და  ბრეველი  ხალხი  დაპაიჟა.  
  ქორწილის  მიწურულია,  მთვრალი  მეზობლები   ვეღარ  ცნობენ  ერთმანეთს,  ზოგიც   ქვეითაა  მიწაზეა   გაწოლილი,  ზოგიც  ზეით  მაგიდაზე  დევს.  
     მეზობელი   კარლოია  დგას  ეზოობაში და ფიქრობს:  გიივარ-გავივლი , ეგოობა სადმე  თავწასადები  ვნახოო.    
     გაპოტიალდა   კარლოია  და  ხედავს    აივანზე   ცარიელი  ლოგინი დგია,  რაღაი   ნახა,    კრა  თავი  და  ამოუშვა  ხვრინვა.
     ამ  დროს  იქვე   შემოპოტიალდა    ჟორია, ცოლს  დაეძებდა.  მოადგა  ამ  კარლოიას თომამად, ხელებით  კარგად დეებდღვნა   და   დააჩხავლა   თავზე:  ,,ნუნუუუ,  ნუნუუუუ! „
      შეწუხდა  კარლოია,   ცალი  თვალი გაახილა  და ქვეიდან  ამოჰყვირა:  „ ე, ბიჯო,  არ  ვარ  ნუნუააა,  ღვინო  ვარ,  ღვინოო!“
  _ თუ  არ  ხარ  ნუნუა  პეტერეზე  მიიწიე,    მეც  ღვინო  ვარ და  ეგება  მეშველოს  რამეო!  ჩაიბურდრუნა ჟორიამ,  მერე  პასუხს  არც  დალოდებია,    მიუწვა   მეზობელს  და  ამოუშვა  ხვრინვა.  



                                                                


  შიში
 (თამარ  ადამია  და  რეზო  ბარბაქაზე _იმერული  ესკიზები-2)

     ეს  ამბავი  კომუნისტები  რომ  ბოგინობდნენ  მაშინ  მოხდა.   სოფელში  ერთი  ახალგაზრდა  ბიჭი  სახელად  ბორიკა  ცხოვრობდა.    
      დაამთავრა  ბორიკამ უმაღლესი რავარც  იქნა   და  პატარა  ხანში   სოფქიმიის უნფროსად დანიშნეს,  მალე  იშოვა  ორი კაპეიკი.  ორ კაპეიკს მერე ახლათგამოსული კვასკვასა წითელი შესტოი  ჟიგულიც  მიამატა  და ქე გრიალობდა თავის ჭკუაზე.
     ბორიკას  სამსახურში  ერთი  ხნის  კაცი, ნაფრონტალი  ნიკო   ყავდა, სამამულო ომში რა ჩინ-მენდალიც მიეღო კასტიუმზე ეკიდა   ყველა და დარბაისლურად  დაჟღარუნობდა.
    ერთ დილას     გამოუარა ბორიკამ თავისი ახალი ჟიგულით ნიკოს,  სამსახურში უნდა წეიყვანოს,   ჩაისვა  თუ  არა მოადგილე,  მიაჭირა გაზის პეტალს ფეხი,    გადმოდგა მეორე სვირის თავდაღმართში  და  გამორბის  ქარივით.
      ნიკოს,  ამ  ხნის  კაცს   კი  დის ცივი ოფლი,  უჟღარუნობს  ჩინ - მედლები  და აქ ატეხილი ზაფრა. ითმინა  დარბაისელმა  ნიკომ, ითმინა  და  ბოლოს გადეირია  კაცი შიშისგან და  ქე დეიყვირა გამწარებულმა:
     -შე შობელძაღლო,  რო მიმარბენიეფ ამ ყვირაპ ქანობზე გასაცლელი გარშოკივით,    შენე   მე ბოვში ხო არ გგონივარ კაცოოო  ჰა???
  მაგრამ  ბორიკას  ვითომც  არ  გაუგონია, კიდევ  უფრო  მიაჭირა  პედალს  ფეხი  და   უმალ  გაჩნდა  სოფქიმიასთან.  
    მას  მერე  მოადგილე  ნიკო  ბორიკას  მანქანას  არ  გაკარებია, დარბაისლურად  ფეხით ჩამოდიოდა  სვირის ყვირაპ  ქანობზე   და  ჩინ-მედლებსაც   აჟრარუნებდა.
 იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
რავარც-როგორც
კაპეიკი-კაპიკი
შესტოი ჟიგული-ჟიგულის  მარკა.  მსუბუქი  ტრანსპორტი
გრიალობდა - დროს  ატარებდა
ხნის  კაცი-ასაკოვანი
ზაფრა-შიში
ყვირაპ-მაღალი   დაქანებული ადგილი 



ტი ლუბიშ ტოლმა?
(თამარ  ადამია/ რეზო  ბარაქაძე-იმერული  ესკიზები 2)

ნამეტანი გემრიელი საჭამანდია ტოლმა.გეიხარა მაგის მამგონმა მარა ტარასა ქე წყევლიდა და აგინებდა მაგის მამგონს.
მოკლეთ,ნაახალწლებს მეიპილტა ტარასა ტოლმანაჭამი და მეითავა ხელი ციცქის წვენით.ურტყა და ურტყა ე ტოლმა ჯანგიან ღრანჭში და აყოლა და აყოლა ციცქის ნატური ღვინო.
მეორე დღეს,პარხმელიაზე დეიფარა ტარასამ ქუდი ამეიცვა მაღალყელიანი რეზინის ვალინკი და წვიდა ოფჩაში პანაშვიდზე აჯამეთის მუხნარ ტყე-ტყე,აქაო და გზას შევიმოკლეფაო.გოუჭირდა შუა ტყეში ტაროს,ნამეტანი გოუჭირდა მარა ვერც მოასტრო ქამრის შეხსნა შარვალზე,ერთი რო დეიძახა უო და გოუშვა შარვლის თათებში და გაამსო ორივე ვალინკი ბრინჯიანი ფარშით.
-ფუ შენი პატრონი ბებია კი ვატირე ჰააა !!! შემეეყარა ტარასას გულზე და შეძულდა საკუთარი თავიც და ტოლმის მამგონიც.რა ქნას ამ გაჭირებულმა? მიიხედა,მეიხედა, გადახტა შუა ღელეში და ჩაჯდა ამ გაგანია იანვარში უკანალით წყალში.გეიძრო ორივე ვალინკი და აბანჯღალა და აბანჯხალა რაც შეეძლო.ისხა წყალი ლაჯებში გულიანათ და გამეიწუნპა ყოლიფერი.არც იყო ამ ყიამეთ იანვარში ფოთოლის და ბალახისნაირი არასფერი,რო ამეესვა უკან რამე.
რა ქენი მერე,მიხვედი პანაშვიდზეო-კითხეს ტაროს
-მივედი,აპა რაღა მექნა,ნამეტანი ქე შევეცოდე ჭირისუფალს-წყალში ჩავარდნილხარ,რამფრათ დასველებულხარ,არ გაცივდე შე კაცო,აქეთ მეიწი ბუხრისკენაო მარა ბუხარს და ცეცხლს რავა მივეკარებოდი ბიჯო,ხო აქოთთებოდა იქოურობა.ჭირისუფალი კი არა კვტარიც წამოხტებოდა და გეიქცეოდა.ვიდექი ჩემთვის აზუტული პლოშადის კუთხეში და ვაგინებდი ტოლმის მამგონს.

ვაჭრობა იმერულად
(თამარ  ადამია/ რეზო  ბარაქაძე-იმერული  ესკიზები 2)

      ოთხმოცდაათიანი   წლებია,  გაგანია შიმშილობაა ქვეყანაში. თუ ვინმეს რამე ოჯახში  აქვენ გასაყიდელი ყიდიან   ყოლიფერს.
    ჰოდა, გამეიტანა ცაბომაც  ზესტაფონის ბაზარში  სოიო  და ადგია თავზე .   აგვისტოს კაკარახება სიცხეა .   არ ეკარება ადამიანიშვილი არევინ ცაბოს სოიოს.   ამოუვიდა ქალს სული ყანყრატოში,   მარა რა ქნას ?   წვრილშვლობაა სარჩენი.
     ამ გაჭირებულ მდგომიარობაშია  ცაბო,   რომ  ოუვლის ცაბოს ნიფხავ-მაიკის გამყიდველი  და ეღრიტინება :    _  იყიდე რამეიო!     თან  ავლისას გოუწელავს მაიკას და ეუნება:   _ნახე ქალბატონო რავარი კაი მაიკაიაო,  გუშინწილეებზე ჩამევიტანე ტრაპეზუნდიდანაო !
ხმას  არ  სცემს  ცაბო,  რა  ემაიკება.
  უკანა  გზაზე  ჩამოუვლის ცაბოს  ეს  გამყიდველი  და  ისევ  ეღრიტინება,   ახლა  უწელავს ჭრელ ნიფხავს  და  ეუბნება; _ დეინახე რავარი კაი საცვალია,   რავარი კაი სორტიაო!
     გადადის ღვითქი ცაბოს კისერ-კინჩხზე,   სადა   აქვენ   ნიფხავ-მაიკის ფული?
      ერთი მეხუთეხანს რო ჩამეიარა ტრიკოტაჟის ვაჭარმა და გოუშალა ისევ ვარდებიანი ნიფხავი,  ერთი გადახედა გულშეღონებულმა ცაბომ ვაჭარს და ეუნება სიქაგაცლილი და გადალასლასებული :   _  მამეშვი თუ ქალი ხარ!   ნიფხავი ვიყიდო კი არა,   ისეთ დღეში ვარ,  რაცხა   მაცვია ისიც უნა გავყიდოვო!
   სწრაფად   შებრუნდა ნიფხავ-პერანგის გამყიდველი და აღარ ჩამოუვლია იმ არემარეზე მის მერე.
იმეული დიალექტის  ლექსიკონი:
გაგანია- შუა
აქვენ-აქვთ
ყოლიფერი-ყველაფერი
გამეიტანა-გამოიტანა
არევინ-არავინ
ადგია-ადგას

ენერგია
     ეირია დრო 90-იანებში,  მარა მომავალი მაინც თავისას ჩიოდა,   კაცი უცოლოთ ხო ვერ დარჩებოდა და ქე მეიყვანა ბიჭიკოს ბიჭმა ცოლი.   ასთე იყო თუ ისთე იყო  ქე გეიმართა საყველპურო ქორწილი.  შეზარხოშთა ხალხი და გამოუდგენ შუა ქორწილში ცეკვა თამაშს.
       გახურებულ  ტლინკაობაში,    მეეცხრე ბლოკის დენმა  არ  უღალატა   ნირს  და როგორც  დოუპატიჟებლად  მოვიდა  ისე  უბოდისოდ  ქე  ჩაფშუკა თვალები  ლამპოჩკამ,  დარჩა ხალხი ხელებგაშლილი და პირდაღებული შუა ზალაში.
     ეცა  ბიჭიკო  ტელეფოს,   ეიღო ტრუპკა  და გოუშვა ზარი საქენერგოში:
     -ალო,   ისი რა ქვია იმას,   ქორწილი მაქ,   ქორწილი,   ჩემმა ბიჭმა ცოლი მეიყვანა.   ამდენი სტუმარი დამიპაიჟებია და დენი წევიდა ბიჯო,   ხო და ენერგია   მჭირდება,   ენერგია სასტრაფოთ,   ნუ მამჭრით ახლა თავს ამდენ ხალხში! განწირული  ხმიტ  ჩასზახა  ბიჭიკომ  ყურმილში.
-კი მარა,   ცოლი ვინ მეიყვანა?   -გამეეპასუხენ საქენერგოდან ბიჭიკოს.
-ვინა და ჩემმა ბიჭმა მეიყვანა,  ჩემმა ბიჭმა ბიძიკო-მიუგო  ბიჭიკომ  და  დაელოდა  პასუხს.
-ხოდა   აპა   ენერგია შენ კი არა,   შენ ბიჭს დომია  ახლა!   რიხიტ უპასუხეს საქენერგოდანდა  ტელეფონიც   გათიშეს.
იმერული   დიალექტის  ლექსიკონი:  




დაფინას პროცესია

(თამარ  ადამია/რეზო  ბარბაქაძე-,,იმერული  ესკიზები2“)
     
მოკვტა დაფინა.ცხონებული ქე იყო გონია 97-ს თუ 98-ის.   აქაო და დაფინას უცეფ    ხვარ მივაბარებთ მიწას,   არ დაგვძრახავს ცხონებული,  ორი ჭიქა ღვინო თუ დავლიეთო და  გაშალეს  ,,პალატკა“.  
     კი შეიქნა გრიალი დაფინას ქელეხში. სტუმრიან-ჭირისუფლიან-მეზობლიან-მეგობრიან და უცფათ რომ ვთქვათ-დიდიან-პატარიანა გადასტორებული მთვრალია ყოველი კაცი.
     წამევიდა საღამო და ისმის ღრიანცელი და სიცილ-ჭიხვინი „პალატკიდან“,     ერთი ორმა სიმღერაც ქე დააპირა გონია მარა მოგუდეს უცფათ (ეტყობა დარჩა მაინც ვინცხა ფხიზელი პაწა).    წამევიდა საღამო და იხვეწება დაფინა კუბოდან-წამიღეთ დამმარხეთ,ხალხი არ ხართ,ღმერთი არ გწამთყეო?
      არ სვამ მარტვინე დაფინას კატაფალკის ,,შაფიორი“ და ცალკე ის ეღრიტინება დაფინას შვილს-თამაზას:  -ე ბიჭო,დავამთავრო ახლა კაცო ზღვარი ადევს ყოლიფერსაო!
      შემოხედა თამაზამ დაფინას შაფიორს და ეკითხება:  _შენე რატო არ სვამაო,  გინდა თუ არა დალიეიო!
    დგას ვარზე შაფიორი:  _არა მაგას რავა ვიზამ,  რო ვინმემ გაგვაჩეროს მერე რა ვქნაო? პასუხობს  შეწუხებული.
      შეხედა შაფიორს გაკვირვებულმა თამაზამ და ეუნება:   _ გაგვაჩეროს მერე შე კაცო,   რავა,  კონტრაბანდა კი არ მიმაქო!
       რავარცხა იქნა გამოაბანცალეს  დაფინა ჭიშკარში და შოუყვენ სასაფლაოს გზას ბანცალ-ბანცალით და სიცილ-კისკისით.    ისვრიან ე ბოვშები ყვაილებს აღმა-დაღმა, ვისაც რა მოყვება ხელში,  ზოგი თაიგულს ყრის კატაფალკიდან და ზოგი ვინოკს.  გედეირია თამაზა,  ქე მივარდა ბოვშებს გამწარებული და ეუნება ცალთვალდაპრაწული: -თქვენე ბიძია რო მოარიალეთ ე ვინოკები მთელ სოფელში,  თქვე  შობელძაღლებო  რა დავადო მერე დედაჩემს გულზე- ჩალის კონაი?
იმერული  დიალექტის  ლექსიკონი:
ხვარ-ხომ  არ
პალატკა- კარავი?
უცფათ-უცბად
გადასტორებული-გადასწორებული
ვინცხა-ვიღაც
პაწა-ცოტა
მარტვინე-მხოლოდ და  მხოლოდ
შაფიორი-(რუსულიდან) მძღოლი
ეღრიტინება-ეხვეწება
ყოლიფერსო-ყველაფერსო
ვარზე-უარზე
შეუყვენ-შეუყვნენ
ყვაილებს-ყვავილებს
ვინოკს-(რუსულიდან) გვირგვინი
გედეირია-გადაირია
ცალთვალდაპრაწული-ცალთვალგახელილი
მოარიალეთ-მიმოაბნიეთ



ბანკომატი
              პანაშვიდზეა წასასვლელი ძმაკაცობა მეზობელ სოფელში,უნა მეიხადონყე ვალი.თან წინა ღამის ნალოთავებს უსკტებათ თავები.ააგროვეს სულ ორი ლარის ხურდა და მეილაპარაკეს-მახარა ფულს რავა გამოგვართმევს ერთ-ორ ნაბიჯზე თუ გადაგვიყვანს თავისი სამარშუტო ავტობუზითაო.რო მევიხთით ჩვენ ვალს მერე ერთი-ორი ბოთლი პივა ვიყიდოთ და პაწა იქნება მევითქვათ სულიო.
             ე მახარა ქე იყო ზვინივით,აჟდა დიდი სტომაქი.მის ამოვსებას ქე მეხუმრები?თუ სადმე კაპეიკს დეინახავდა არ უშობდა ხელიდან....ჩაჟდენ მახარას ავტობუზში და რო მივიდენ საჭირო ადგილას გოუწოდა ტარასამ ფული მახარას ყასიდათ,აქაო და ვითამ ორ ნაბიჯზე გამოტარებაში ფულს არ გამოგვართმევსო.გამოუწუდა პეშვი მახარამაც ტარასას და გეიმსო პეშვი ხურდა ფულით.

              ჩამოლაგდენ ძირ იმედგაცრუებულები,გადახედეს ერთიმეორეს და დეიძახა ყველამ ერთათ გაკვირებულებმა-ჩაყლაპა ბიჯო ბანკომატმა.




Комментариев нет:

Отправить комментарий