გთავაზობთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პირველ და მეორე კლასში
გაკვეთილებზე გამოსაყენებელ თამაშებსა და მხატვრულ
ტექსტებს
პატივისცემით თამარ ადამია
თამაში ,,წერტილობანა“
მიზანი: ხელის
და თვალის შეთანხმებული მოქმედების გავარჯიშება.
ინსტრუქცია:
სახატავი რვეულის სხვადასხვა კუტხეში დასვით წერტილები შემდეგ კი წერტილების დახმარებით შეაერთონ.
მეორე ვარიანტი:
ინსტრუქცია: წერტილებით შექმნით გამოსახულება, შემდეგ შეაერთეთ ხაზებით და გააფერადეთ.
თამაში ,, თოკის
ხაზი“
მიზანი: მოსწცვლემ
გაიოგოს ხაზის დანიშნულება
მიზანი: ხელის და
თვალის კოორდინაციის სავარჯიშო, ხაზის
არსში წვდომა.
ინსტრუქცია: ბვშვები განალაგეთ ერთ მწკრივად, ერთი ნაბიჯის დაშორებით.
მოთამაშეები ვიტომ წერტილები არიან, შემდეგ მიაწოდეთ თოკი პირველ მოთამაშეს, თოკის გაგრძელებას იჭერს მეორე მოთამაშე, მესამე და მალე პირველი მოთამაშიდან თოკი
გადაიჭიმეა ბოლო მოთამაშემდე.
თამაში ,,ხაზობანა“
მიზანი: ხელის და
თვალის კოორდინაციის სავარჯიშო
ინსტრუქცია:
ხაზების დახმარებით შექმენი მზე, თივის ზვინი, წვიმა, სამკუთხედი...
ჰაერში ხატვა
მიზანი: წარმოსახვის, ფანტაზიის და ხელისა და
თვალის კოორდინაციის სავარჯიშო.
ინსტრუქცია:
სთხოვეთ მოსწვლეს ფანქრის გარეშე, ხელისა და თითების დახმარებით სივრცეში მოხაზოს წრე,
სამკუთხედი, მზე, მთები... შემდეგ კი ფანქრის დახმარებით შეასრულოს იგივე სახატავ რვეულში.
თამაში ,,ზიგზაგი“
მიზანი: ხელის და
თვალის კოორდინაციის სავარჯიშო
ინსტრუქცია: საქსოვი ძაფით ან რბილი მავთულის დახმარებით
მოსწავლეს სთხოვეთ დაამზადოს ზიგზაგის/ტეხილის გამსახულება.
ხელის კონტურით დხატული წელიწადის დროები
(ჩემი მხიარული დედაენიდან)
მოგზაურობა კოსმოსში
მიზანი: ხელის მოტორიკის გავარჯისება, ფანტაზიის განვითარება.
ინსტრუქცია: დღეს ჩვენ ჩვენი
პლანეტიდან კოსმოსში სხვა პლანეტაზე უნდა გავფრინდეთ,
ამბობს მასწავლებელი და დაფაზე ხატავს ორ დაშორებულ
პლანეტას. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს მოიმარჯვონ ფერადი ცარცები და მასწავლებელთან
ერთად
გაფრინდნენ რიგრიგობით ზღაპრულ პლანეტაზე, რომელსაც სჭირდება ყვავილები, ხეები,
მდინარეები, მზე და ღრუბლები.
წინ დიდი გზაა ამბობს მასწავლებლი და ფერადი ხაზით მიემართება მეორე პლანეტისკენ,
როცა ფერადი ხაზი მეორე პლანეტამდე მიარწევს იქაურობის გაფერადებას იწყებს, ხატავენ ხეებს, მზეს, ზღვას... შემდეგ ისევ
უკან სხვა გზთ ბრუნდებიან...
თამაში ,,ტუჩებზე ბოქლომი“
მიზანი: ყურადღების განვითარება
ინსტრუქცია: ტყეში გასეირნებისას სტხოვეთ მოსწავლეებს
ტუჩებზე ბოქლომის იმიტაცია გაიკეთონ საცვენებელი თითის დახმარებით
და მოუსმინონ ფოთლების შრიალს, მწერების და ფრინველების ხმიანობას.
ეს
ტექსტი პასტელის თვისებების უკეთ გაცნობას
ემსახურება:
როგორია პასტელი?
პასტელიც ფანქარია, მაგრამ სწრაფია, ფურცელს უცებ აფერადებს,
და გათლა არ სჭირდება, არც ზალის დატანება, პასტელით იოლად იხატება და სულაც
არაა ჭირვეული და ხატვისას კარგი მეგობარია.
ხელოვნების გაკვეთილებზე სასურველია მოსწავლეებს ზოგჯერ ზღაპრის პერსონაჟების
ხატვა შევთავაზოთ.
გთავაზობთ ზღაპარს
თხა კიკინა
ერთ უღრან ტყეში მგლის ხროვა დაბინავდა. მათი შიშით
სოფელს მოსვენება არ ქონდა.
ძალიან საინტერესო თამაში შეიძლება ნამდვილად ხელოვნების გაკვეთილზე, მადლობა ქალბატონო თამარ
ОтветитьУдалитьმადლობა.მოხიბლული ვარ.
ОтветитьУдалить